პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოფელში თუ ვინმე იმშობიარებს, ღმერთები განრისხდებიან" - ბავშვის გასაჩენად ქალებს ფეხით გრძელი გზის გავლა უწევთ
"სოფელში თუ ვინმე იმშობიარებს, ღმერთები განრისხდებიან" - ბავშვის გასაჩენად ქალებს ფეხით გრძელი გზის გავლა უწევთ

გა­ნა­ში, ერთ-ერთ სო­ფელ­ში ორ­სულ ქა­ლებს მშო­ბი­ა­რო­ბის უფ­ლე­ბა არ აქვთ. მამ­ფე დო­ვე­ში მცხოვ­რე­ბი არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი სო­ფელ­ში არ და­ბა­დე­ბუ­ლა. BBC-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მშო­ბი­ა­რო­ბა აქ ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თე­მაა და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ თუ სო­ფელ­ში ვინ­მე ბავ­შვს გა­ა­ჩენს, ღმერ­თე­ბი გან­რის­ხდე­ბი­ან.

„9 თვის ორ­სუ­ლი ვარ, მაგ­რამ ჩემს სო­ფელ­ში მშო­ბი­ა­რო­ბის უფ­ლე­ბა არ მაქვს,“ - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი ჰანა კო­სი­ნა­ჰი.

სოფ­ლის ლი­დე­რე­ბი კი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ძვე­ლი ტრა­დი­ცი­ის დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

„რო­დე­საც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი აქ და­სახ­ლდნენ, ცი­დან ხმა მო­ის­მა : ეს წმინ­და მი­წაა, თუ აქ გსურთ დარ­ჩე­ნა, წე­სებს უნდა და­ე­მორ­ჩი­ლოთ - აქ არა­ვინ უნდა და­ი­ბა­დოს და არა­ვინ და­იკ­რძა­ლოს“, აცხა­დებს სოფ­ლის წი­ნამ­ძღო­ლი კვა­მე გბე­ნუა.

ორ­სუ­ლე­ბი მშო­ბი­ა­რო­ბის და­წყე­ბი­სას სოფ­ლი­დან სას­წრა­ფოდ გაჰ­ყავთ. ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად ისი­ნი ხში­რად რთულ პი­რო­ბებ­ში მგზავ­რო­ბენ.

„ხში­რად დიდი მან­ძი­ლის გავ­ლა გვი­წევს ფე­ხით, რომ სად­მე სხვა­გან ვიმ­შო­ბი­ა­როთ. პირ­ველ ბავ­შვს რომ ვა­ჩენ­დი, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და მან­ქა­ნის შოვ­ნა, რომ სოფ­ლი­დან წა­ვეყ­ვა­ნე. მე­ო­რე ბავ­შვზეც ასე რთუ­ლი იყო. ახლა უკვე კლი­ნი­კაა სო­ფელ­თან ახ­ლოს, სა­დაც მე­სა­მე ბავ­შვს გა­ვა­ჩენ,“ - ამ­ბობს ჰანა კო­სი­ნა­ჰი.

რე­გი­ო­ნის სხვა სოფ­ლებ­მა აკ­რძალ­ვა გა­ა­უქ­მეს, თუმ­ცა მამ­ფე დო­ვეს წი­ნამ­ძღო­ლე­ბი მზად არ არი­ან, „ღმერ­თე­ბის ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვიდ­ნენ“.

ორ­სუ­ლი ჰანა სოფ­ლის ლი­დე­რებს წე­სე­ბის შეც­ვლას სთხოვს, რად­გან, მისი თქმით, ქა­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლია, მშო­ბი­ა­რო­ბის დროს სხვა­გან წას­ვლა, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში კი - ტრან­სპორ­ტის გა­რე­შე.

ავტორი:

"სოფელში თუ ვინმე იმშობიარებს, ღმერთები განრისხდებიან" - ბავშვის გასაჩენად ქალებს ფეხით გრძელი გზის გავლა უწევთ

"სოფელში თუ ვინმე იმშობიარებს, ღმერთები განრისხდებიან" - ბავშვის გასაჩენად ქალებს ფეხით გრძელი გზის გავლა უწევთ

განაში, ერთ-ერთ სოფელში ორსულ ქალებს მშობიარობის უფლება არ აქვთ. მამფე დოვეში მცხოვრები არცერთი ადამიანი სოფელში არ დაბადებულა. BBC-ს ინფორმაციით, მშობიარობა აქ ტაბუდადებული თემაა და მიიჩნევენ, რომ თუ სოფელში ვინმე ბავშვს გააჩენს, ღმერთები განრისხდებიან.

„9 თვის ორსული ვარ, მაგრამ ჩემს სოფელში მშობიარობის უფლება არ მაქვს,“ - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ჰანა კოსინაჰი.

სოფლის ლიდერები კი ამტკიცებენ, რომ ძველი ტრადიციის დაცვა აუცილებელია.

„როდესაც ჩვენი წინაპრები აქ დასახლდნენ, ციდან ხმა მოისმა : ეს წმინდა მიწაა, თუ აქ გსურთ დარჩენა, წესებს უნდა დაემორჩილოთ - აქ არავინ უნდა დაიბადოს და არავინ დაიკრძალოს“, აცხადებს სოფლის წინამძღოლი კვამე გბენუა.

ორსულები მშობიარობის დაწყებისას სოფლიდან სასწრაფოდ გაჰყავთ. ძლიერი ტკივილის მიუხედავად ისინი ხშირად რთულ პირობებში მგზავრობენ.

„ხშირად დიდი მანძილის გავლა გვიწევს ფეხით, რომ სადმე სხვაგან ვიმშობიაროთ. პირველ ბავშვს რომ ვაჩენდი, ძალიან გამიჭირდა მანქანის შოვნა, რომ სოფლიდან წავეყვანე. მეორე ბავშვზეც ასე რთული იყო. ახლა უკვე კლინიკაა სოფელთან ახლოს, სადაც მესამე ბავშვს გავაჩენ,“ - ამბობს ჰანა კოსინაჰი.

რეგიონის სხვა სოფლებმა აკრძალვა გააუქმეს, თუმცა მამფე დოვეს წინამძღოლები მზად არ არიან, „ღმერთების ნების წინააღმდეგ წავიდნენ“.

ორსული ჰანა სოფლის ლიდერებს წესების შეცვლას სთხოვს, რადგან, მისი თქმით, ქალებისთვის ძალიან ძნელია, მშობიარობის დროს სხვაგან წასვლა, უმეტეს შემთხვევაში კი - ტრანსპორტის გარეშე.

სომხეთის საპარლამენტო არჩევნები: როგორია ამ დროის მონაცემები და რას აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი

მასშტაბური შენობები, რომლებიც აფრიკის კონტინენტს სრულიად შეცვლიდა - პროექტების ფოტოები

ვატიკანი ევროკავშირის დამფუძნებლის კანონიზირებას იწყებს - "ეს არის პირველი ნაბიჯი წმინდანად შერაცხვის ხანგრძლივ პროცედურაში"