ექიმები ტყუილად არ უწოდებენ დიაბეტს ერთ-ერთ ყველაზე ვერაგ დაავადებას. საწყის სტადიაზე ადამიანს არაფერი სტკივა და პრაქტიკულად, არ აღენიშნება ჩივილები. თუმცა, არის გარკვეული ცვლილებები ორგანიზმში, რომელიც არ უნდა გამოტოვო! დიაბეტის პირველი ტიპის სიმპტომები
პირველი ტიპის დიაბეტი, როგორც წესი, სწრაფად ვითარდება და მკვეთრად გამოხატული სიმპტომები ახლავს თან. ძლიერდება მადა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანი სწრაფად კარგავს წონას. გამუდმებული სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, წყურვილის გამძაფრებული სურვილი და გახშირებული შარდვა. სიმპტომები მოულოდნელად ჩნდება და მათი არშემჩნევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
მეორე ტიპის დიაბეტის სიმპტომები
ეს ყველაზე გავრცელებული ფორმაა დიაბეტის. მისი დიაგნოზი უფრო რთულია, რადგან ის ნელ-ნელა ვითარდება. სიმპტომებიც სუსტად შეინიშნება.
პირის სიმშრალე, წყურვილი, წონაში კლება, სისუსტე, ძილიანობა, ხასიათის ცვლილება, გულისრევა, ღებინება, კიდურების დაბუჟება, თითების კანკალი, მშრალი კანი, გამონაყარი, მაღალი წნევა.
რატომ არ უნდა უგულებელყოთ დიაბეტის სიმპტომები?