მეხანძრე-მაშველები ვარაუდობენ, რომ რამდენიმე წუთში დიდ დიღომში ხანძარი ლიკვიდირებული იქნება. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიშა ფეიქრიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მეხანძრე მაშველები ცალკეულ კერებს ამუშავებენ.
ამასთან, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დამწვარია 1800 კვადრატული მეტრი ფართი.
„ამ ეტაპზე შეგვიძლირა ვთქვათ, რომ ხანძარში არის ლოკალიზებული. მეხანძრეების ინფორმაციით, რამდენიმე წუთში გვექნება ლიკვიდაცია. თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ. იმისათვის, რათა მომხდარიყო ხანძრის დროჯული ლოკალიზება, ჩვენ დაგვჭირდა 23 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და სპეციალური სამაშველო კიბე“, - განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა.
ხანძარი „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა, სადაც სანათები და წვრილმანი ტექნიკა ინახებოდა.