საზოგადოება
პოლიტიკა

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"56 წელი ვიცხოვრეთ ერთად და რა ცოტა ყოფილა..." - რას იხსენებს ქეთევან კიკნაძე მეუღლესთან თანაცხოვრებაზე
"56 წელი ვიცხოვრეთ ერთად და რა ცოტა ყოფილა..." - რას იხსენებს ქეთევან კიკნაძე მეუღლესთან თანაცხოვრებაზე

გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და ქე­თე­ვან კიკ­ნა­ძე - ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ­მა წყვილ­მა ერ­თად ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტ­ხანს იცხოვ­რა და დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს წარ­მა­ტე­ბა­სა და ახა­ლი სი­მაღ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ბა­ტო­ნი გიგა მე­ექ­ვსე წე­ლია გარ­და­იც­ვა­ლა. ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თე­ვა­ნი მისი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავრს და სა­კუ­თა­რი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ეპი­ზო­დებს იხ­სე­ნებს.

56 წელი ერ­თად

- გიგა ნი­ჭი­ე­რი და ენა­მოს­წრე­ბუ­ლი კაცი იყო, მე­გობ­რებს ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ. სხვა­თა შო­რის, როცა ცო­ლად გავ­ყე­ვი, არც ვი­ცო­დი, რომ უკ­რავ­და და მღე­რო­და. ის მო­წო­ნე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­მაც მას­თან შე­მა­უღ­ლა, სულ უფრო ძლი­ერ­დე­ბო­და, როცა ვხე­დავ­დი, რო­გორ ილ­ხენ­და მე­გობ­რებ­ში, რა მშვე­ნივ­რად უკ­რავ­და და მღე­რო­და. ამ დროს ყვე­ლა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო მის გვერ­დით. მისი ავად­მყო­ფო­ბის პე­რი­ოდ­ში, მე თვი­თო­ნაც ცუ­დად ვი­ყა­ვი. მე­ნინ­გი­ტი შემ­ხვდა და დიდ­ხანს ვი­ა­ვად­მყო­ფე. მისი მოვ­ლა არ შე­მეძ­ლო, ჩვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი უვ­ლიდ­ნენ. როცა ოთახ­ში შევ­დი­ო­დი და სას­თუ­მალ­თან და­ვუჯ­დე­ბო­დი, მი­მე­ო­რებ­და, - სულ მე­ნატ­რე­ბი, სულ მე­ნატ­რე­ბი...ლექ­სე­ბის წერა 68 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე. ერთხელ, გი­გამ გვერ­დზე ჩა­მი­ა­რა და მო­მა­ძა­ხა: წერე, წერე, ჩემო ნეს­ტორ, მტერს და­ას­ვი ნეს­ტა­რიო, თუ პო­ე­ტი ვერ გა­მოხ­ვალ, წე­რას მა­ინც ის­წავ­ლიო... უჩე­მოდ არ­სად წა­ვი­დო­და. სახ­ლში დაღ­ლი­ლი მო­ვი­დო­და, ხუთ წუთს და­ის­ვე­ნებ­და და მერე მე­ტყო­და, - ახლა, აქა და აქ მივ­დი­ვარ­თო. მე კი სახ­ლში საქ­მი­ა­ნო­ბით ვიღ­ლე­ბო­დი და ვე­უბ­ნე­ბო­დი, - არ შე­მიძ­ლია, დაღ­ლი­ლი ვარ, შენ წადი-მეთ­ქი. რო­გორ შე­ეძ­ლო ამ­დე­ნი? ერ­თა­დერ­თი იმას ვნა­ნობ, რომ ოქ­როს ქორ­წი­ლი ვერ გა­და­ვი­ხა­დეთ, ჯან­მრთე­ლო­ბამ გვი­ღა­ლა­ტა. არა­და, 56 წელი ვი­ცხოვ­რეთ ერ­თად და რა ცოტა ყო­ფი­ლა.

ქარ­თუ­ლად გი­ნე­ბა

- გიგა და სა­ოც­რად კარ­გი მწე­რა­ლი, ასე­ვე დრა­მა­ტურ­გი ოთარ მამ­ფო­რია მე­გობ­რობ­დნენ. მისი პი­ე­სა "მე­ტე­ხის ჩრდილ­ში" გი­გამ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში დად­გა და სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე ძია შაქ­როს თა­მა­შობ­და. რე­პე­ტი­ცი­ის დროს, გი­გამ ერთ მსა­ხი­ობს შე­ნიშ­ვნა მის­ცა. ამ დროს გა­ის­მა ოთარ მამ­ფო­რი­ას ხმა, - არა, არა, იქ­ნებ ასე გა­კეთ­დეს... გიგა მიტ­რი­ალ­და და ოთა­რი პარ­ტე­რი­დან გა­ა­ძე­ვა. ისიც გა­ბუს­ხუ­ლი გა­ვი­და. რუს­თა­ველ­ზე ვი­ღაც ნაც­ნო­ბი შეხ­ვდა და ჰკი­თხა: გიგა რე­პე­ტი­ცი­ებს მარ­თლა რუ­სუ­ლად ატა­რებ­სო? - კი, რე­პე­ტი­ცი­ებს რუ­სუ­ლად ატა­რებს, მაგ­რამ დე­დას ქარ­თუ­ლად იგი­ნე­ბაო.

გა­ცო­ცხლდა...

- გი­გამ სპექ­ტაკ­ლი დად­გა ბა­თუმ­ში. პრე­მი­ე­რამ არ­ნა­ხუ­ლი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა. თუმ­ცა, სპექ­ტაკ­ლის გა­მოს­ვლამ­დე ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, სცე­ნის მე­მან­ქა­ნე ომარ ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი სა­დღაც და­ი­კარ­გა. ყვე­ლა ძა­ლი­ან ღე­ლავ­და, მაგ­რამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, გი­გას მდგო­მა­რე­ო­ბა, რა დღე­ში იქ­ნე­ბო­და. რო­გორც შე­მეძ­ლო ვამ­შვი­დებ­დი, თან ომარს ვე­ძებ­დი, ყვე­ლას ვე­კი­თხე­ბო­დი, თვა­ლი ხომ არ­სად მო­გიკ­რავთ-მეთ­ქი? მე­ო­თხე დღეს, სას­ტუმ­რო­დან რომ გა­მო­ვე­დი, კარ­ში შე­მე­ჩე­ხა, - ომარ, სადა ხარ, სად და­ი­კარ­გე? პრე­მი­ე­რა კარ­ზეა მომ­დგა­რი-მეთ­ქი. მი­ამ­ბო უც­ნა­უ­რი რამ: - მა­მი­და გარ­და­მეც­ვა­ლა და სა­ცო­და­ვი, სო­ფელ­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ. ის იყო, ტახ­ტზე და­ვას­ვე­ნეთ, რომ ყბა­ახ­ვე­ულ­მა უცებ და­ი­ლა­პა­რა­კა, - ვინ იყო, აი შეჩ­ვე­ნე­ბუ­ლი მძღო­ლი, ამ გზა­ზე რომ მი­მად­რი­გი­ნებ­დაო? სას­წრა­ფოდ ლო­გინ­ში ჩა­ვაწ­ვი­ნეთ, მერე მი­თხრა, - ომა­რა, ბიჭო! კან­ფე­ტი არა გაქ­ვსო? გა­ვი­ქე­ცი და მო­ვუ­ტა­ნე. ერთი სი­ტყვით, ასე გა­ცო­ცხლდაო... ეს ყვე­ლა­ფე­რი გი­გას ვუ­ამ­ბე. იქ მსა­ხი­ო­ბე­ბიც იყ­ვნენ. გიგა ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ის­მენ­და. - იცი, ახლა რაზე ვფიქ­რობ? იქ­ნებ იმ გზა­ზე ლე­ნი­ნი გაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა, ეგე­ბა გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი­ყოო...

ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბი

- ჩემი ნინო სულ პა­ტა­რა იყო, რო­დე­საც გი­გამ ნო­დარ დუმ­ბა­ძის "მე ვხე­დავ მზეს" დად­გა, სა­დაც ხა­ტი­ას ვთა­მა­შობ­დი. დი­ლის წარ­მოდ­გე­ნა გვქონ­და და თე­ატ­რში წა­ვე­დი. ბავ­შვმა რომ და­მი­ნა­ხა სცე­ნა­ზე ბრმა ვი­ყა­ვი, ტი­რი­ლი და­ი­წყო, რა­ტომ ვერ ხე­დავს დე­და­ჩე­მიო? ძლივს და­ვა­წყნა­რე, დე­დი­კო, ეს ვი­თომ-ვი­თომ არის-მეთ­ქი. მი­ყუ­რებ­და და მი­ხუ­ტებ­და გუ­ლა­მო­ვარ­დნი­ლი. მე­ო­რე შემ­თხვე­ვა მქონ­და სპექ­ტაკლში "უფსკრულ­თან", იქ ჩემს ძმას ვეხ­ვე­ო­დი. სპექ­ტაკლზე ნანა, ჩემი შუ­ა­თა­ნა შვი­ლი წა­ვიყ­ვა­ნე, 5 წლის იყო მა­შინ. სახ­ლში რომ დავ­ბრუნ­დით, შე­ვა­ტყვე, ბავ­შვი გუ­ნე­ბა­ზე არ იყო. ოთახ­ში ნა­თუ­რა გა­დაგ­ვეწ­ვა, მა­გი­და­ზე სკა­მი დავ­დგი, ზედ შევ­დე­ქი და ნა­თუ­რა მოვხსე­ნი. ნა­ნას გავ­ძა­ხე, ეგ ახა­ლი ნა­თუ­რა მო­მა­წო­დე-მეთ­ქი. ბავ­შვმა ნა­თუ­რა უხა­სი­ა­თოდ გა­მო­მი­წო­და. ძირს რომ ჩა­მო­ვე­დი, ვე­კი­თხე­ბი, ხომ არა­ფე­რი გა­წუ­ხებს-მეთ­ქი? მი­პა­სუ­ხა: - შენ დე­დი­კო ხარ და უნდა იცო­დე, სხვი­სი კა­ბე­ბის ჩაც­მას თავი და­ა­ნე­ბე და სხვა კაცს ნუ ეხუ­ტე­ბიო. ახლა, მას­თან დამ­ჭირ­და ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბი. გი­გას ვუ­ამ­ბე და მი­თხრა, მა­მა­სა­ვით ეჭ­ვი­ა­ნი იქ­ნე­ბაო.

ინ­კა­სა­ტო­რი

- კო­მუ­ნის­ტე­ბის დროა. გა­მათ­ბო­ბე­ლი ჩავ­რთე და მრი­ცხველ­მა და­ი­წყო უსაშ­ვე­ლოდ ბრუნ­ვა. მე­გო­ბარს შევ­ჩივ­ლე, რო­მელ­მაც მას­წავ­ლა, მრი­ცხველს კი­ნო­ფი­რი უნდა გა­უ­ყა­როო. სტუ­დი­ი­დან მო­ვი­ტა­ნე ფირი. რო­დე­საც გი­გამ და­ი­ძი­ნა, ჩუ­მად მივ­ხუ­რე დე­რეფ­ნის კარი, და­ვიდ­გი სკა­მი და და­ვი­წყე "ჩა­ლი­ჩი". მრი­ცხვე­ლი არ გა­ჩერ­და, სა­ნამ თით­ქმის ორი მეტ­რი არ შე­ვაძ­ვრი­ნე, მერე ფირი გა­დავ­ჭე­რი და მისი ბოლო და­მე­კარ­გა. რა უნდა მექ­ნა, არ ვი­ცო­დი. მე­ო­რე დღეს ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი გა­ვაფრ­თხი­ლე: კარი არ გა­უ­ღო ინ­კა­სა­ტორს, ვი­თომ პა­ტა­რა ბავ­შვი ხარ, წვრი­ლი ხმით უთხა­რი, კარს ვერ გა­გი­ღებ-თქო. მარ­თლაც ასე მოხ­და.ერთ დღე­საც სახ­ლში არა­ვინ იყო. გიგა ადრე მი­სუ­ლა და გა­მოჩ­ნდა ინ­კა­სა­ტო­რიც. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გი­გამ კარი გა­ა­ღო. ინ­კა­სა­ტორს შე­უ­ხე­დავს, რომ მრი­ცხვე­ლი არ ტრი­ა­ლებს და სკა­მი მო­უ­თხო­ვია. გიგა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყო, ისიც კი არ იცო­და მრი­ცხველს საით უნდა ეტ­რი­ა­ლა. ინ­კა­სა­ტორ­მა ფი­რის გა­მო­ღე­ბა და­ი­წყო: ბა­ტო­ნო გიგა, რა ამ­ბა­ვია, მთე­ლი "დათა თუ­თაშ­ხია" აქ მო­გი­თავ­სე­ბი­ა­თო. გი­გამ ვე­რა­ფე­რი გა­ი­გო: არ ვიცი, გე­ნაც­ვა­ლე, ჩემი მე­უღ­ლე რომ იქ­ნე­ბა, მა­შინ მო­დი­თო. სა­შინ­ლად შევ­წუხ­დი, როცა ეს ამ­ბა­ვი გა­ვი­გე. ერთ დღე­საც ინ­კა­სა­ტორს კარი გა­ვუ­ღე, მას გა­ე­ცი­ნა და მი­თხრა, ერთხელ გა­პა­ტი­ებ­თო. გა­დავ­რჩი და ასე­თი საქ­ცი­ე­ლი აღარ ჩა­მი­დე­ნია. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ნათია
0

პროვოკატორი ეს და ალექსანდრე ჩხაიძე შევარდნაძის დავალებით სცენარები და სპექტაკლები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

"56 წელი ვიცხოვრეთ ერთად და რა ცოტა ყოფილა..." - რას იხსენებს ქეთევან კიკნაძე მეუღლესთან თანაცხოვრებაზე

"56 წელი ვიცხოვრეთ ერთად და რა ცოტა ყოფილა..." - რას იხსენებს ქეთევან კიკნაძე მეუღლესთან თანაცხოვრებაზე

გიგა ლორთქიფანიძე და ქეთევან კიკნაძე - ამ არაჩვეულებრივმა წყვილმა ერთად ნახევარ საუკუნეზე მეტხანს იცხოვრა და დიდი წვლილი შეიტანა ქართული თეატრისა და კინოს წარმატებასა და ახალი სიმაღლეების მიღწევაში. სამწუხაროდ, ბატონი გიგა მეექვსე წელია გარდაიცვალა. ქალბატონი ქეთევანი მისი ცხოვრების თანამგზავრს და საკუთარი ბიოგრაფიიდან ეპიზოდებს იხსენებს.

56 წელი ერთად

- გიგა ნიჭიერი და ენამოსწრებული კაცი იყო, მეგობრებს ძალიან უყვარდათ. სხვათა შორის, როცა ცოლად გავყევი, არც ვიცოდი, რომ უკრავდა და მღეროდა. ის მოწონება და სიყვარული, რომელმაც მასთან შემაუღლა, სულ უფრო ძლიერდებოდა, როცა ვხედავდი, როგორ ილხენდა მეგობრებში, რა მშვენივრად უკრავდა და მღეროდა. ამ დროს ყველა ძალიან ბედნიერი იყო მის გვერდით. მისი ავადმყოფობის პერიოდში, მე თვითონაც ცუდად ვიყავი. მენინგიტი შემხვდა და დიდხანს ვიავადმყოფე. მისი მოვლა არ შემეძლო, ჩვენი ქალიშვილები უვლიდნენ. როცა ოთახში შევდიოდი და სასთუმალთან დავუჯდებოდი, მიმეორებდა, - სულ მენატრები, სულ მენატრები...ლექსების წერა 68 წლის ასაკში დავიწყე. ერთხელ, გიგამ გვერდზე ჩამიარა და მომაძახა: წერე, წერე, ჩემო ნესტორ, მტერს დაასვი ნესტარიო, თუ პოეტი ვერ გამოხვალ, წერას მაინც ისწავლიო... უჩემოდ არსად წავიდოდა. სახლში დაღლილი მოვიდოდა, ხუთ წუთს დაისვენებდა და მერე მეტყოდა, - ახლა, აქა და აქ მივდივართო. მე კი სახლში საქმიანობით ვიღლებოდი და ვეუბნებოდი, - არ შემიძლია, დაღლილი ვარ, შენ წადი-მეთქი. როგორ შეეძლო ამდენი? ერთადერთი იმას ვნანობ, რომ ოქროს ქორწილი ვერ გადავიხადეთ, ჯანმრთელობამ გვიღალატა. არადა, 56 წელი ვიცხოვრეთ ერთად და რა ცოტა ყოფილა.

ქართულად გინება

- გიგა და საოცრად კარგი მწერალი, ასევე დრამატურგი ოთარ მამფორია მეგობრობდნენ. მისი პიესა "მეტეხის ჩრდილში" გიგამ რუსთაველის თეატრში დადგა და სერგო ზაქარიაძე ძია შაქროს თამაშობდა. რეპეტიციის დროს, გიგამ ერთ მსახიობს შენიშვნა მისცა. ამ დროს გაისმა ოთარ მამფორიას ხმა, - არა, არა, იქნებ ასე გაკეთდეს... გიგა მიტრიალდა და ოთარი პარტერიდან გააძევა. ისიც გაბუსხული გავიდა. რუსთაველზე ვიღაც ნაცნობი შეხვდა და ჰკითხა: გიგა რეპეტიციებს მართლა რუსულად ატარებსო? - კი, რეპეტიციებს რუსულად ატარებს, მაგრამ დედას ქართულად იგინებაო.

გაცოცხლდა...

- გიგამ სპექტაკლი დადგა ბათუმში. პრემიერამ არნახული წარმატებით ჩაიარა. თუმცა, სპექტაკლის გამოსვლამდე ინციდენტი მოხდა, სცენის მემანქანე ომარ ანდრონიკაშვილი სადღაც დაიკარგა. ყველა ძალიან ღელავდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, გიგას მდგომარეობა, რა დღეში იქნებოდა. როგორც შემეძლო ვამშვიდებდი, თან ომარს ვეძებდი, ყველას ვეკითხებოდი, თვალი ხომ არსად მოგიკრავთ-მეთქი? მეოთხე დღეს, სასტუმროდან რომ გამოვედი, კარში შემეჩეხა, - ომარ, სადა ხარ, სად დაიკარგე? პრემიერა კარზეა მომდგარი-მეთქი. მიამბო უცნაური რამ: - მამიდა გარდამეცვალა და საცოდავი, სოფელში წავიყვანეთ. ის იყო, ტახტზე დავასვენეთ, რომ ყბაახვეულმა უცებ დაილაპარაკა, - ვინ იყო, აი შეჩვენებული მძღოლი, ამ გზაზე რომ მიმადრიგინებდაო? სასწრაფოდ ლოგინში ჩავაწვინეთ, მერე მითხრა, - ომარა, ბიჭო! კანფეტი არა გაქვსო? გავიქეცი და მოვუტანე. ერთი სიტყვით, ასე გაცოცხლდაო... ეს ყველაფერი გიგას ვუამბე. იქ მსახიობებიც იყვნენ. გიგა ჩაფიქრებული ისმენდა. - იცი, ახლა რაზე ვფიქრობ? იქნებ იმ გზაზე ლენინი გაგვეტარებინა, ეგება გაცოცხლებულიყოო...

ახსნა-განმარტებები

- ჩემი ნინო სულ პატარა იყო, როდესაც გიგამ ნოდარ დუმბაძის "მე ვხედავ მზეს" დადგა, სადაც ხატიას ვთამაშობდი. დილის წარმოდგენა გვქონდა და თეატრში წავედი. ბავშვმა რომ დამინახა სცენაზე ბრმა ვიყავი, ტირილი დაიწყო, რატომ ვერ ხედავს დედაჩემიო? ძლივს დავაწყნარე, დედიკო, ეს ვითომ-ვითომ არის-მეთქი. მიყურებდა და მიხუტებდა გულამოვარდნილი. მეორე შემთხვევა მქონდა სპექტაკლში "უფსკრულთან", იქ ჩემს ძმას ვეხვეოდი. სპექტაკლზე ნანა, ჩემი შუათანა შვილი წავიყვანე, 5 წლის იყო მაშინ. სახლში რომ დავბრუნდით, შევატყვე, ბავშვი გუნებაზე არ იყო. ოთახში ნათურა გადაგვეწვა, მაგიდაზე სკამი დავდგი, ზედ შევდექი და ნათურა მოვხსენი. ნანას გავძახე, ეგ ახალი ნათურა მომაწოდე-მეთქი. ბავშვმა ნათურა უხასიათოდ გამომიწოდა. ძირს რომ ჩამოვედი, ვეკითხები, ხომ არაფერი გაწუხებს-მეთქი? მიპასუხა: - შენ დედიკო ხარ და უნდა იცოდე, სხვისი კაბების ჩაცმას თავი დაანებე და სხვა კაცს ნუ ეხუტებიო. ახლა, მასთან დამჭირდა ახსნა-განმარტებები. გიგას ვუამბე და მითხრა, მამასავით ეჭვიანი იქნებაო.

ინკასატორი

- კომუნისტების დროა. გამათბობელი ჩავრთე და მრიცხველმა დაიწყო უსაშველოდ ბრუნვა. მეგობარს შევჩივლე, რომელმაც მასწავლა, მრიცხველს კინოფირი უნდა გაუყაროო. სტუდიიდან მოვიტანე ფირი. როდესაც გიგამ დაიძინა, ჩუმად მივხურე დერეფნის კარი, დავიდგი სკამი და დავიწყე "ჩალიჩი". მრიცხველი არ გაჩერდა, სანამ თითქმის ორი მეტრი არ შევაძვრინე, მერე ფირი გადავჭერი და მისი ბოლო დამეკარგა. რა უნდა მექნა, არ ვიცოდი. მეორე დღეს ჩემი ქალიშვილი გავაფრთხილე: კარი არ გაუღო ინკასატორს, ვითომ პატარა ბავშვი ხარ, წვრილი ხმით უთხარი, კარს ვერ გაგიღებ-თქო. მართლაც ასე მოხდა.ერთ დღესაც სახლში არავინ იყო. გიგა ადრე მისულა და გამოჩნდა ინკასატორიც. რასაკვირველია, გიგამ კარი გააღო. ინკასატორს შეუხედავს, რომ მრიცხველი არ ტრიალებს და სკამი მოუთხოვია. გიგა გაკვირვებული იყო, ისიც კი არ იცოდა მრიცხველს საით უნდა ეტრიალა. ინკასატორმა ფირის გამოღება დაიწყო: ბატონო გიგა, რა ამბავია, მთელი "დათა თუთაშხია" აქ მოგითავსებიათო. გიგამ ვერაფერი გაიგო: არ ვიცი, გენაცვალე, ჩემი მეუღლე რომ იქნება, მაშინ მოდითო. საშინლად შევწუხდი, როცა ეს ამბავი გავიგე. ერთ დღესაც ინკასატორს კარი გავუღე, მას გაეცინა და მითხრა, ერთხელ გაპატიებთო. გადავრჩი და ასეთი საქციელი აღარ ჩამიდენია. წაიკითხეთ სრულად