საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბერძნეთში საქართველოს 4 მოქალაქე, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდი "თავა" დააკავეს
საბერძნეთში საქართველოს 4 მოქალაქე, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდი "თავა" დააკავეს

სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ შექ­მნი­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, მათ შო­რის ე.წ. „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“ და­ა­კა­ვეს. სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ის ატა­შე­სა და სა­ბერ­ძნე­თის პო­ლი­ცი­ის მიერ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­პო­ლი­ციო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, სა­ბერ­ძნეთ­ში იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იქნა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფი, რომ­ლის წევ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-დან აც­ნო­ბეს, ბერ­ძენ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი - სა­ქარ­თვე­ლოს 4 მო­ქა­ლა­ქე მიმ­დი­ნა­რე წლის 14 მარტს, სა­ბერ­ძნეთ­ში, ქა­ლაქ ათენ­ში და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის ერთ-ერთი, 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი გი­ორ­გი ენ­დე­ლა­ძეა - მეტ­სა­ხე­ლად „თავა“. ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან:

1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.კ., 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ვ. და 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ვ. მათ, ბერ­ძნუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მრა­ვალ­გზის ქურ­დო­ბა­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის შექ­მნა­ში ედე­ბათ ბრა­ლი.

„სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთ მთა­ვარ პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს. ამ მიზ­ნით, ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­პო­ლი­ციო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 2018 წლი­დან დღემ­დე, ფრანგ, ბერ­ძენ, ეს­პა­ნელ და პო­ლო­ნელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად, ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­ში 20 მას­შტა­ბუ­რი ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა, რო­მელ­თა შე­დე­გად, მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს 141 მო­ქა­ლა­ქე, მათ შო­რის 10 ე.წ.

„კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

საბერძნეთში საქართველოს 4 მოქალაქე, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდი "თავა" დააკავეს

საბერძნეთში საქართველოს 4 მოქალაქე, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდი "თავა" დააკავეს

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დააკავეს. საქართველოს პოლიციის ატაშესა და საბერძნეთის პოლიციის მიერ, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ერთობლივი მუშაობის შედეგად, საბერძნეთში იდენტიფიცირებული იქნა დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი, რომლის წევრები საქართველოს მოქალაქეები არიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, ბერძენმა სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს 4 მოქალაქე მიმდინარე წლის 14 მარტს, საბერძნეთში, ქალაქ ათენში დააკავეს.

დაკავებულებს შორის ერთ-ერთი, 1981 წელს დაბადებული, ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი ენდელაძეა - მეტსახელად „თავა“. ასევე დაკავებული არიან:

1979 წელს დაბადებული თ.კ., 1978 წელს დაბადებული თ.ვ. და 1987 წელს დაბადებული ა.ვ. მათ, ბერძნული კანონმდებლობით, მრავალგზის ქურდობასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში ედებათ ბრალი.

„საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით, ქართველი სამართალდამცველები აქტიურად თანამშრომლობენ უცხოელ კოლეგებთან.

საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლიდან დღემდე, ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20 მასშტაბური ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად, მძიმე დანაშაულების ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს 141 მოქალაქე, მათ შორის 10 ე.წ.

„კანონიერი ქურდი“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს