ავტორი:

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია სენაკის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია სენაკის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელია სენაკში, ძმათა სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი იოანე ნათლისმცემელის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.

ირაკლი კვარაცხელიას ახლობლების მტკიცებით, მათ არ სჯერათ გავრცელებული ვერსიის, რომ მან თავი მოიკლა.

„აღენიშნება დაზიანებები და სიშავეები. მე არ მჯერა იმ ვერსიის, თითქოს ჩემა ძმამ თავი მოიკლა, ამას ვიტყვი ყოველთვის. ჩემი ძმა არ მოიკლავდა თავს, ის ცხოვრობდა ეკლესიური ცხოვრებით. დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნას“, - აღნიშნა გარდაცვლილის ძმამ პაატა უზარაშვილმა.

მან ასევა მადლობა გადაუხადა საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს და ხელისუფლებას.

ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს ექსპერტიზის ბიურო „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა მიუსამძიმრა.

„მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა, ნებისმიერ შემთხვევაში, ადგილი აქვს ადამიანის გარდაცვალებას საპატიმროში. რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას. რა იყო და როგორ იყო, ამას უკვე კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნით გახდება ცნობილი, რომელსაც „ემპათია“ მოამზადებს გამოძიების ყველა მასალებზე დაყრდნობით. ასევე, უნდა გამოვითხოვოთ სოხუმის ექსპერტიზის დასკვნა, ასევე უნდა მივმართოთ რუსეთის ფედერაციას, ატარებს თუ არა გამოძიებას და რა ვითარებაში მოხდა ამ ადამიანის გარდაცვალება. ჯერ ვერავინ ვერ იტყვის, ეს მკვლელობაა თუ თვითმკვლელობა.თვითმკვლელობაც რომ ყოფილიყო, აქამდე ადამიანი მიჰყავს რაღაცას. წინასწარი დათვალიერებით, იყო ერთეული დაზიანებები, მე ამაზე ზუსტად ვერ გესაუბრებით, რადგან აღებულია ქსოვილოვანი მასალა და გაგზავნილია ექსპერტიზაზე. პირველადი ექსპერტიზა დაადგენს, იყო ეს დაზიანებები სიცოცხლის დროინდელი, რა წარმოშობისაა და გარდაცვალების მიზეზებზეც ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ირაკლი კვარაცხელია 12 მარტს ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაიცვალა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, მან თავი მოიკლა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი