პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სირიაში პარტიზანულმა ბრძოლებმა იფეთქა - რატომ ასაიდუმლოებს რუსეთი "გამქრალი" რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაციას
სირიაში პარტიზანულმა ბრძოლებმა იფეთქა - რატომ ასაიდუმლოებს რუსეთი "გამქრალი" რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაციას

სი­რი­ა­ში სამი კვი­რის წინ და­კარ­გუ­ლი კი­დევ ერთი რუსი მა­ი­ო­რის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სი­რი­ა­ში და­ღუ­პულ სამ­ხედ­რო­ე­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას გა­ნაგ­რძობს.

BBC.com-ის რუ­სუ­ლი სა­ინფრ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, 23 თე­ბერ­ვალს დეირ-აზ-ზო­რი­ში УАЗ-ი და­ი­კარ­გა, რო­მელ­შიც რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი ის­ხდნენ. ერთ-ერთი და­კარ­გუ­ლი სამ­ხედ­როს ახ­ლო­ბე­ლი გა­მო­ცე­მას­თან სუ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ მან­ქა­ნა­ში მყო­ფი სამ­ხედ­რო­ე­ბი­დან არა­ვინ, მათ შო­რის არც მა­ი­ო­რი სუხ­რობ კა­რი­მო­ვი არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. მისი ცნო­ბით, მშობ­ლებ­მა უკვე იცი­ან, რომ მათი შვი­ლი სამი კვი­რაა უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ისი­ნი სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში და­ი­ბა­რა და დნმ-ის ანა­ლი­ზიც ჩა­ა­ბა­რე­ბი­ნა. მათი თქმით, კა­რი­მო­ვი 2018 წლის ზა­ფხულ­ში უკვე მე­ო­რედ წა­ვი­და სი­რი­ა­ში. ის 35 წლის იყო და 38-ე მო­ტომსრო­ლელ ბრი­გა­და­ში ირი­ცხე­ბო­და. ის კარ­გად ფლობ­და არა­ბულ ენას და ად­გი­ლობ­რი­ვებს თარ­ჯიმ­ნო­ბა­საც უწევ­და.

გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას, მისი ანო­ნი­მი ახ­ლო­ბე­ლი ამ­ბობს, რომ კა­რი­მოვ­მა სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა 2010 წელს დუ­შან­ბე­ში და­ი­წყო, სა­დაც უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტის წო­დე­ბა მი­ი­ღო. იქ მსა­ხუ­რე­ბი­სას სამ­ხედ­რო შემ­თხვე­ვით ად­გი­ობ­რი­ვის ცე­ცხლმო­კი­დე­ბულ სახ­ლთან აღ­მოჩ­ნდა, სა­ი­და­ნაც 8 წლის ბავ­შვი გა­და­არ­ჩი­ნა. "თუმ­ცა, ამა­ზე სა­უ­ბარს ერი­დე­ბო­და, არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ გა­მი­კე­თე­ბია, ყვე­ლა ასე მო­იქ­ცე­ო­და", - უთხრა მან ად­გი­ლობ­რივ გა­მო­ცე­მას.

ბო­ლოს კა­რი­მოვ­მა ოჯა­ხის წევ­რებს 22 თე­ბერ­ვალს და­უ­რე­კა. მას შემ­დეგ მშობ­ლებს არ და­კავ­ში­რე­ბია. ოჯახს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ და­უ­რე­კეს. უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კა­რი­მო­ვი და რამ­დე­ნი­მე სამ­ხედ­რო ოფი­ცე­რი УАЗ -ით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, რო­მე­ლიც ტე­რო­რის­ტე­ბის სა­მიზ­ნე გახ­და.

"ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან­ქა­ნა­ში კი­დევ ორი პოლ­კოვ­ნი­კი იყო", - ამ­ბობს BBC.com-ის წყა­რო. მი­სი­ვე თქმით, კა­რი­მო­ვის მშობ­ლებს დნმ-ის ანა­ლი­ზი ჩა­ა­ბა­რე­ბი­ნეს, თუმ­ცა შემ­დეგ და­უ­რე­კეს და უთხრეს, რომ მათი დნმ-ი სი­რი­ი­დან ჩა­მოს­ვე­ნე­ბუ­ლი სამ­ხედ­რე­ო­ბი­დან არ­ცერ­თის დნმ-ს და­მე­თხვა. უწყე­ბი­დან გა­ჟო­ნა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ სი­რი­ი­დან კი­დევ რამ­დე­ნი­მე სამ­ხედ­როს ცხე­და­რი ჩა­მო­ას­ვე­ნეს და მათი იდენ­ტი­ფი­კა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით არ მომ­ხდა­რა.

"კა­რი­მო­ვის ოჯახ­ში, თავ­დაც­ვის უწყე­ბი­დან ფსი­ქო­ლო­გიც მი­ვი­და, მაგ­რამ და­კარ­გუ­ლი სამ­ხედ­როს მა­მამ ის გა­აგ­დო. მა­მა­მი­სიც სამ­ხედ­რო იყო. ბი­ძა­მის­მა კი რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2000-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში რუ­სე­თის გმი­რის წო­დე­ბა მი­ი­ღო - ის სი­რი­ა­ში გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის სამ­ხედ­რო მრჩე­ვე­ლი გახ­ლდათ", - ამ­ბობს კა­რი­მო­ვის ახ­ლო­ბე­ლი.

სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი დი­მიტ­რი კრამ­ჩუ­კი წერს, რომ რუ­სე­თის მე­თა­უ­რო­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას მუდ­მი­ვად მა­ლავს. მისი ცნო­ბით, 22 თე­ბერ­ვალს სი­რი­ა­ში ოთხი რუსი სამ­ხედ­რო და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის არის, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი, პოლ­კოვ­ნი­კი ალ­ბერტ ომა­რო­ვი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ტიმ­ჩუ­კის გან­ცხა­დე­ბა­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს და არც დეირ-აზ-ზორ­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვა­ზე ავ­რცე­ლებს ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას. რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ სი­რი­ა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი რუსი სამ­ხედ­რო "გაქ­რა".

სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის Conflict Intelligence Team-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, რუს­ლან ლე­ვი­ე­ვი აცხა­დებს, რომ ISIS-ის ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი პარ­ტი­ზა­ნულ ბრძო­ლებ­ზე გა­და­ვიდ­ნენ. "ამა თუ იმ ქა­ლა­ქის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ნიშ­ნავს, რომ იქ ტე­რო­რის­ტე­ბი არ არი­ან. გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი უდაბ­ნო­ე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. მცი­რე­დი შე­ტა­კე­ბე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა, რად­გან ასა­დის რეპ­რე­სი­უ­ლი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში სუ­ნი­ტუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა რა­დი­კა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა­სა და მათ რი­გებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას გა­ნაგ­რძობს", - აცხა­დებს ლე­ვი­ე­ვი.

მი­სი­ვე თქმით, სი­რი­ა­ში რომ პარ­ტი­ზა­ნულ­მა ბრძო­ლებ­მა იფეთ­ქა, ამის დას­ტუ­რია რამ­დე­ნი­მე დღის წინ სი­რი­ის ჩრდი­ე­ლო­ე­თით, მან­ბი­ჯა­ში მომ­ხდა­რი შე­ტა­კე­ბა, რა დრო­საც ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი და­ი­ღუპ­ნენ.

BBC.com-ის ცნო­ბით, რუ­სე­თი წლე­ბია სი­რი­ა­ში სამ­ხედ­რო­ე­ბის და­კარ­გვის ფაქ­ტებ­ზე დუმს. გა­მო­ცე­მამ იან­ვარ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ოფიც­რის, მაქ­სიმ პლეტ­ნო­ვი­სა და ოფი­ცერ ან­დრა­ნი­კა არუს­ტი­მი­ა­ნის და­კარ­გვის შე­სა­ხებ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია.

მა­შინ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებ­და, რომ 2015 წლის სექ­ტემ­ბრი­დან სი­რი­ა­ში 42 რუსი სამ­ხედ­რო და­ი­ღუ­პა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს რი­ცხვი 67-მდე გა­ი­ზარ­და, თუმ­ცა, რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, სი­ნამ­დვი­ლე­ში და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რად მე­ტია.

ავტორი:

სირიაში პარტიზანულმა ბრძოლებმა იფეთქა - რატომ ასაიდუმლოებს რუსეთი "გამქრალი" რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაციას

სირიაში პარტიზანულმა ბრძოლებმა იფეთქა - რატომ ასაიდუმლოებს რუსეთი "გამქრალი" რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაციას

სირიაში სამი კვირის წინ დაკარგული კიდევ ერთი რუსი მაიორის შესახებ, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის ხელისუფლება სირიაში დაღუპულ სამხედროეზე ინფორმაციის გასაიდუმლოებას განაგრძობს.

BBC.com-ის რუსული საინფრმაციო სამსახურის ცნობით, 23 თებერვალს დეირ-აზ-ზორიში УАЗ-ი დაიკარგა, რომელშიც რუსი სამხედროები ისხდნენ. ერთ-ერთი დაკარგული სამხედროს ახლობელი გამოცემასთან სუბარში ამბობს, რომ მანქანაში მყოფი სამხედროებიდან არავინ, მათ შორის არც მაიორი სუხრობ კარიმოვი არ დაბრუნებულა. მისი ცნობით, მშობლებმა უკვე იციან, რომ მათი შვილი სამი კვირაა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. თავდაცვის სამინისტრომ ისინი სამხედრო ჰოსპიტალში დაიბარა და დნმ-ის ანალიზიც ჩააბარებინა. მათი თქმით, კარიმოვი 2018 წლის ზაფხულში უკვე მეორედ წავიდა სირიაში. ის 35 წლის იყო და 38-ე მოტომსროლელ ბრიგადაში ირიცხებოდა. ის კარგად ფლობდა არაბულ ენას და ადგილობრივებს თარჯიმნობასაც უწევდა.

გამოცემასთან საუბრისას, მისი ანონიმი ახლობელი ამბობს, რომ კარიმოვმა სამხედრო კარიერა 2010 წელს დუშანბეში დაიწყო, სადაც უფროსი ლეიტენანტის წოდება მიიღო. იქ მსახურებისას სამხედრო შემთხვევით ადგიობრივის ცეცხლმოკიდებულ სახლთან აღმოჩნდა, საიდანაც 8 წლის ბავშვი გადაარჩინა. "თუმცა, ამაზე საუბარს ერიდებოდა, არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია, ყველა ასე მოიქცეოდა", - უთხრა მან ადგილობრივ გამოცემას.

ბოლოს კარიმოვმა ოჯახის წევრებს 22 თებერვალს დაურეკა. მას შემდეგ მშობლებს არ დაკავშირებია. ოჯახს თავდაცვის სამინისტროდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დაურეკეს. უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კარიმოვი და რამდენიმე სამხედრო ოფიცერი УАЗ -ით გადაადგილდებოდნენ, რომელიც ტერორისტების სამიზნე გახდა.

"ჩემი ინფორმაციით, მანქანაში კიდევ ორი პოლკოვნიკი იყო", - ამბობს BBC.com-ის წყარო. მისივე თქმით, კარიმოვის მშობლებს დნმ-ის ანალიზი ჩააბარებინეს, თუმცა შემდეგ დაურეკეს და უთხრეს, რომ მათი დნმ-ი სირიიდან ჩამოსვენებული სამხედრეობიდან არცერთის დნმ-ს დამეთხვა. უწყებიდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ სირიიდან კიდევ რამდენიმე სამხედროს ცხედარი ჩამოასვენეს და მათი იდენტიფიკაცია ჯერჯერობით არ მომხდარა.

"კარიმოვის ოჯახში, თავდაცვის უწყებიდან ფსიქოლოგიც მივიდა, მაგრამ დაკარგული სამხედროს მამამ ის გააგდო. მამამისიც სამხედრო იყო. ბიძამისმა კი რამდენიმე წლის წინ, სავარაუდოდ, 2000-იანების დასაწყისში რუსეთის გმირის წოდება მიიღო - ის სირიაში გენერალური შტაბის სამხედრო მრჩეველი გახლდათ", - ამბობს კარიმოვის ახლობელი.

სამხედრო ექსპერტი დიმიტრი კრამჩუკი წერს, რომ რუსეთის მეთაურობა ინფორმაციას მუდმივად მალავს. მისი ცნობით, 22 თებერვალს სირიაში ოთხი რუსი სამხედრო დაიღუპა, მათ შორის არის, სპეცდანიშნულების ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ალბერტ ომაროვი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ტიმჩუკის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს და არც დეირ-აზ-ზორში მომხდარ შემთხვევაზე ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას. რუსული მედია წერს, რომ სირიაში წლების განმავლობაში უამრავი რუსი სამხედრო "გაქრა".

საგამოძიებო ჯგუფის Conflict Intelligence Team-ის ხელმძღვანელი, რუსლან ლევიევი აცხადებს, რომ ISIS-ის ტერორისტული დაჯგუფებები პარტიზანულ ბრძოლებზე გადავიდნენ. "ამა თუ იმ ქალაქის გათავისუფლება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ იქ ტერორისტები არ არიან. გარშემო არსებული უდაბნოების გაკონტროლება ძალიან რთულია. მცირედი შეტაკებები აუცილებლად იქნება, რადგან ასადის რეპრესიული რეჟიმის პირობებში სუნიტური მოსახლეობა რადიკალების მხარდაჭერასა და მათ რიგებში გაწევრიანებას განაგრძობს", - აცხადებს ლევიევი.

მისივე თქმით, სირიაში რომ პარტიზანულმა ბრძოლებმა იფეთქა, ამის დასტურია რამდენიმე დღის წინ სირიის ჩრდიელოეთით, მანბიჯაში მომხდარი შეტაკება, რა დროსაც ამერიკელი სამხედროები დაიღუპნენ.

BBC.com-ის ცნობით, რუსეთი წლებია სირიაში სამხედროების დაკარგვის ფაქტებზე დუმს. გამოცემამ იანვარში სპეციალური ოპერაციების ოფიცრის, მაქსიმ პლეტნოვისა და ოფიცერ ანდრანიკა არუსტიმიანის დაკარგვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

მაშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ 2015 წლის სექტემბრიდან სირიაში 42 რუსი სამხედრო დაიღუპა, მოგვიანებით ეს რიცხვი 67-მდე გაიზარდა, თუმცა, რუსული მედიის ცნობით, სინამდვილეში დაღუპულთა რაოდენობა ბევრად მეტია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე