Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ორი სიგელი ინახება საპატრიარქოში..." - რა გაიხსენა პატრიარქმა ქადაგებისას დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით
"ეს ორი სიგელი ინახება საპატრიარქოში..." - რა გაიხსენა პატრიარქმა ქადაგებისას დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით

ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმი­სათ­ვის, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა სა­მე­ბის ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

უწ­მინ­დეს­მა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის არსზე იქა­და­გა.

„გი­ლო­ცავთ ამ დი­დე­ბულ დღე­სას­წა­ულს, მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის ზე­იმს. დღეს აქ­ტუ­ა­ლუ­რია ეს სა­კი­თხი - მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმი­სათ­ვის, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. ეს არის სი­მარ­თლით დი­დე­ბა ღვთი­სა და ჩვენ ვა­დი­დებთ უფალს და თაყ­ვანს ვცემთ მას. ეს დღე­სას­წა­უ­ლი და­არ­სდა მას შემ­დეგ, როცა სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბამ მი­ი­ღო დად­გე­ნი­ლე­ბა ხა­ტე­ბის თაყ­ვა­ნის­ცე­მი­სა. ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­თხვე­ვაა, როცა ზო­გი­ერთს არ ეს­მის, რა არის მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა. ჩვენ შევ­თხოვთ, რომ უფალ­მა გა­უხ­სნას გო­ნე­ბა და გული, რათა ისმნან ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. ჭეშ­მა­რი­ტე­ბა გა­და­არ­ჩენს ქვე­ყა­ნას და კა­ცობ­რი­ო­ბას. ჩვენ­თვის მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის ზე­ი­მი მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქის დი­მიტ­რი­ო­სის დროს, ჩვენ გვქონ­და არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა, კა­მა­თი და მსჯე­ლო­ბა იმი­სათ­ვის, რომ ეც­ნოთ ავ­ტო­კე­ფა­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის და ჩვენ ვლო­ცუ­ლობთ დი­მიტ­რი­ო­სის სუ­ლის­თვის. მან პირ­და­პირ უბ­რძა­ნა თა­ვის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ უნდა ვსცნოთ სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­კე­ფა­ლია. იყო ასე­თი კა­ნო­ნოს­ტი, კა­ნო­ნე­ბის მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნი მე­თერ­თმე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში ვალ­სა­მო­ნი. სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნებს ხსნი­და.

ეს ვალ­სა­მო­ნი ამ­ბობს: ამ­ბო­ბენ, რომ კვიპ­რო­სის და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ამ ან­ტი­ო­ქი­ის კრე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით მი­ი­ღეს ავ­ტო­კე­ფა­ლია. იყო მსჯე­ლო­ბა, რო­დის მი­ი­ღეს. - ნე­ტა­რი პეტ­რეს დროს. ჩვენ­თა­ნაც პეტ­რე იყო პირ­ვე­ლი კა­თა­ლი­კო­სი. ან­ტი­ო­ქი­ა­შიც პეტ­რე იყო. იყო მსჯე­ლო­ბა, რო­მე­ლი პეტ­რეა ეს - მე­თერ­თმე­ტე თუ მე­ხუ­თე სა­უ­კუ­ნის. მე ვუ­თხა­რი, ვალ­სა­მო­ნი რომ ამ­ბობს - ამ­ბო­ბე­ნო, ეს იმას ნიშ­ნავს რომ შო­რე­ულ წარ­სულ­ში მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლომ ავ­ტო­კე­ფა­ლია. იყო ასე­ვე სა­უ­ბა­რი რომ მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქო მო­გა­ნი­ჭებთ ავ­ტო­კე­ფა­ლი­ა­სო.

მე ვუ­თხა­რი რომ ავ­ტო­კე­ფა­ლია მე­ხუ­თე­ში მი­ვი­ღეთ და თქვენ კი არ უნდა მოგ­ვა­ნი­ჭოთ, არა­მედ უნდა სცნოთ. სი­გელ­ში ჩა­წე­რი­ლია, რომ უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და ავ­ტო­კე­ფა­ლია. ამ დღეს იყო გად­მო­ცე­მუ­ლი ეს სი­გე­ლე­ბი ავ­ტო­კე­ფა­ლი­ი­სა და პატ­რი­არ­ქო­ბის. ეს ორი სი­გე­ლი ინა­ხე­ბა სა­პატ­რი­არ­ქო­ში. მე კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ ამ დი­დე­ბულ დღე­სას­წა­ულს. ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ავ­ტო­კე­ფა­ლია, იმი­ტომ რომ მთე­ლი კულ­ტუ­რა, ის­ტო­რია და ლი­ტე­რა­ტუ­რა ყვე­ლა­ფე­რი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ეკ­ლე­სი­ის ცხოვ­რე­ბა­ზე და მოღ­ვა­წე­ო­ბა­ზე. ღმერ­თმა და­ლო­ცოს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია. სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ამ გა­და­არ­ჩი­ნა სა­ქარ­თვე­ლო. ეკ­ლე­სი­ის მოღ­ვა­წე­ო­ბა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, დღეს ვინ ვიქ­ნე­ბო­დით ჩვენ არ ვი­ცით. და­ლოც­ვი­ლი და გა­ხა­რე­ბუ­ლი იყა­ვით“, - ბრძა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქმა.

ავტორი:

"ეს ორი სიგელი ინახება საპატრიარქოში..." - რა გაიხსენა პატრიარქმა ქადაგებისას დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით

"ეს ორი სიგელი ინახება საპატრიარქოში..." - რა გაიხსენა პატრიარქმა ქადაგებისას დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა სრულიად საქართველოს მართლმადიდებლობის დღესასწაული მიულოცა და მართლმადიდებლობის არსზე იქადაგა.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მართლმადიდებლობის ზეიმს. დღეს აქტუალურია ეს საკითხი - მართლმადიდებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ. ეს არის სიმართლით დიდება ღვთისა და ჩვენ ვადიდებთ უფალს და თაყვანს ვცემთ მას. ეს დღესასწაული დაარსდა მას შემდეგ, როცა საეკლესიო კრებამ მიიღო დადგენილება ხატების თაყვანისცემისა. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ზოგიერთს არ ესმის, რა არის მართლმადიდებლობა. ჩვენ შევთხოვთ, რომ უფალმა გაუხსნას გონება და გული, რათა ისმნან ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება გადაარჩენს ქვეყანას და კაცობრიობას. ჩვენთვის მართლმადიდებლობის ზეიმი მეტად მნიშვნელოვანია. მსოფლიო პატრიარქის დიმიტრიოსის დროს, ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა, კამათი და მსჯელობა იმისათვის, რომ ეცნოთ ავტოკეფალია საქართველოს ეკლესიის და ჩვენ ვლოცულობთ დიმიტრიოსის სულისთვის. მან პირდაპირ უბრძანა თავის წარმომადგენლებს, რომ უნდა ვსცნოთ საქართველოს ავტოკეფალია. იყო ასეთი კანონოსტი, კანონების მცოდნე ადამიანი მეთერთმეტე საუკუნეში ვალსამონი. საეკლესიო კანონებს ხსნიდა.

ეს ვალსამონი ამბობს: ამბობენ, რომ კვიპროსის და საქართველოს ეკლესიამ ანტიოქიის კრების დადგენილებით მიიღეს ავტოკეფალია. იყო მსჯელობა, როდის მიიღეს. - ნეტარი პეტრეს დროს. ჩვენთანაც პეტრე იყო პირველი კათალიკოსი. ანტიოქიაშიც პეტრე იყო. იყო მსჯელობა, რომელი პეტრეა ეს - მეთერთმეტე თუ მეხუთე საუკუნის. მე ვუთხარი, ვალსამონი რომ ამბობს - ამბობენო, ეს იმას ნიშნავს რომ შორეულ წარსულში მიიღო საქართველომ ავტოკეფალია. იყო ასევე საუბარი რომ მსოფლიო საპატრიარქო მოგანიჭებთ ავტოკეფალიასო.

მე ვუთხარი რომ ავტოკეფალია მეხუთეში მივიღეთ და თქვენ კი არ უნდა მოგვანიჭოთ, არამედ უნდა სცნოთ. სიგელში ჩაწერილია, რომ უძველესი დროიდან საქართველომ მიიღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია. ამ დღეს იყო გადმოცემული ეს სიგელები ავტოკეფალიისა და პატრიარქობის. ეს ორი სიგელი ინახება საპატრიარქოში. მე კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ავტოკეფალია, იმიტომ რომ მთელი კულტურა, ისტორია და ლიტერატურა ყველაფერი დაფუძნებულია ეკლესიის ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე. ღმერთმა დალოცოს საქართველოს ეკლესია. საქართველოს ეკლესიამ გადაარჩინა საქართველო. ეკლესიის მოღვაწეობა რომ არ ყოფილიყო, დღეს ვინ ვიქნებოდით ჩვენ არ ვიცით. დალოცვილი და გახარებული იყავით“, - ბრძანა საქართველოს პატრიარქმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ