კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორთაჭალაში კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, მეორე კი მართვით სუნთქვაზეა
ორთაჭალაში კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, მეორე კი მართვით სუნთქვაზეა

ორ­თა­ჭა­ლა­ში, მშე­ნე­ბა­რე კორ­პუ­სი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლი კი­დევ ერთი მა­მა­კა­ცი „ამ­ტელ ჰოს­პი­ტალ­ში“ გარ­და­იც­ვა­ლა, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა ლაშა მა­ჭა­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნი­დან 2 სა­ათ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. იგი კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მშე­ნებ­ლო­ბი­დან ჩა­მო­ვარ­დნილ კი­დევ ერთ მა­მა­კაცს, მას ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. კლი­ნი­კის გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის თე­ო­ნა ხუ­ჭუ­ას თქმით, პა­ცი­ენ­ტი ამ­ჟა­მად რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

„და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია თირკმე­ლი, ღვიძ­ლი, სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მულ–ჰო­მო­რა­გი­უ­ლი შო­კია. ახ­ლა­ხანს დას­რულ­და ოპე­რა­ცია და პა­ცი­ენ­ტი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ის მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ჭუ­ამ და დას­ძი­ნა, რომ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ექი­მე­ბი პროგ­ნოზს ვერ აკე­თე­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ორ­თა­ჭა­ლა­ში, მშე­ნე­ბა­რე კორ­პუ­სი­დან გად­მო­ვარ­დნის შე­დე­გად, ერთი ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა და ორი და­შავ­და. შემ­თხვე­ვა დღეს დი­ლით მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­შე­ბი აღ­ნიშ­ნულ შე­ნო­ბა­ში სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებ­დნენ და სი­მაღ­ლი­დან ჩა­მო­ვარ­დნენ.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ორთაჭალაში კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, მეორე კი მართვით სუნთქვაზეა

ორთაჭალაში კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, მეორე კი მართვით სუნთქვაზეა

ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი კიდევ ერთი მამაკაცი „ამტელ ჰოსპიტალში“ გარდაიცვალა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის დირექტორმა ლაშა მაჭარაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მამაკაცი კლინიკაში შეყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა. იგი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა ჰქონდა.

რაც შეეხება მშენებლობიდან ჩამოვარდნილ კიდევ ერთ მამაკაცს, მას ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის თეონა ხუჭუას თქმით, პაციენტი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„დაზიანებულია თირკმელი, ღვიძლი, სერიოზული ტრავმულ–ჰომორაგიული შოკია. ახლახანს დასრულდა ოპერაცია და პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, - განაცხადა ხუჭუამ და დასძინა, რომ პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა და ორი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მუშები აღნიშნულ შენობაში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ და სიმაღლიდან ჩამოვარდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია