სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისელ ებრაელ ვაჭართა "საიდუმლო ენა" - საინტერესო ფაქტები ქართულ ენაში დამკვიდრებულ სლენგებზე
ქუთაისელ ებრაელ ვაჭართა "საიდუმლო ენა" - საინტერესო ფაქტები ქართულ ენაში დამკვიდრებულ სლენგებზე

ქუ­თა­ი­სელ ჟურ­ნა­ლისტსა და მწე­რალს ნა­ნუ­ლი ცხვე­დი­ანს ეკუთ­ვნის სა­ინ­ტე­რე­სო ნაშ­რო­მი "ებ­რა­ე­ლე­ბი ქუ­თა­ის­ში", სა­დაც მათი ცხოვ­რე­ბის წე­სი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ უც­ნობ დე­ტა­ლებს წერს. ებ­რა­ე­ლე­ბი ქუ­თა­ის­ში უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან ცხოვ­რობ­დნენ, მათი რი­ცხვი მე-18 სა­უ­კუ­ნე­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ი­ზარ­და. ისი­ნი და­კა­ვე­ბულ­ნი იყ­ვნენ ვაჭ­რო­ბით და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც.

"ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ნა­ნუ­ლი ცხვე­დი­ა­ნის ნაშ­რო­მი­დან მკი­თხველს სა­ინ­ტე­რე­სო ფრაგ­მენტს სთა­ვა­ზობს, რო­მელ­შიც სა­უბ­რობს ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რე­ბი ებ­რა­ე­ლი ვაჭ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო ენა­ზე, რომ­ლის ნარ­ჩე­ნე­ბიც ქარ­თულ ენა­ში დღემ­დე შე­მორ­ჩა...

მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­სა და მე-20 სა­უ­კუ­ნის დამ­დეგს, სა­გუ­ბერ­ნიო ქა­ლაქ­ში აღებ-მი­ცე­მო­ბი­სა და სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბებ­ში, შე­იქ­მნა ქუ­თა­ი­სელ ებ­რა­ელ­თა „სა­ი­დუმ­ლო-სა­ვაჭ­რო ენა“. ამ თა­ვი­სე­ბუ­რი, პი­რო­ბი­თი ენის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას, უმ­თავ­რე­სად, კლი­ენ­ტე­ბი­სა­გან ვაჭ­რო­ბის სა­ი­დუმ­ლოს დაც­ვა წარ­მო­ად­გენ­და. რო­გორც მკვლე­ვა­რი ილია პა­პი­სი­მე­დო­ვი აღ­ნიშ­ნავ­და, თვით ებ­რა­ე­ლე­ბი ამ ჟარ­გო­ნულ მე­ტყვე­ლე­ბას „ყივ­რულს“ უწო­დებ­დნენ, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სი­ტყვას­თან "ყიბ­რი". მას დიდი გა­მო­ყე­ნე­ბა ჰქონ­და ვა­ჭარ­თა შო­რის და უმ­თავ­რე­სად, შე­ამ­ხა­ნა­გე­ბუ­ლი ებ­რა­ე­ლი ვაჭ­რე­ბი მი­მარ­თავ­დნენ სა­ჯა­რო ბაზ­რო­ბებ­ზე, ზო­გა­დად ებ­რა­ელ­თა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მე­ტყვე­ლე­ბა­ში კი შე­და­რე­ბით მცი­რე, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი ად­გი­ლი ეჭი­რა. ზო­გი­ერთ სი­ტყვა­სა და გა­მოთ­ქმას ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბაც იყე­ნებ­და.

მა­ინც, რას წარ­მო­ად­გენ­და „სა­ი­დუმ­ლო-სა­ვაჭ­რო ენა?" ეს იყო ებ­რა­უ­ლი სი­ტყვე­ბის ძი­რებ­ზე ქარ­თუ­ლი პრე­ფიქს-სუ­ფიქ­სე­ბის დარ­თვით მი­ღე­ბუ­ლი ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლე­ბი. ილია პა­პი­სი­მე­დოვს მა­გა­ლი­თად მოჰ­ყავს “ვი­სო­ხა­რე.“ ქარ­თუ­ლი გა­გე­ბით ეს სი­ტყვა ნიშ­ნავს: “ვი­ვაჭ­რე.“ მკვლე­ვა­რის თქმით, ის წარ­მო­ე­ბუ­ლი უნდა იყოს ძვე­ლი ებ­რა­უ­ლი სი­ტყვი­სა­გან “სო­ხერ“ - ვა­ჭა­რი. ამ შემ­თხვე­ვა­ში, პა­პი­სი­მე­დო­ვის აზ­რით, სი­ტყვის ძვე­ლებ­რა­ულ ძირს და­ერ­თვის „ვი“ და „ე“ ქარ­თუ­ლი აფიქ­სე­ბი.

ასე­თი­ვე ფორ­მი­თაა გად­მო­ცე­მუ­ლი სი­ტყვა „გავხრი­დე“, რაც ქარ­თუ­ლი გა­გე­ბით ნიშ­ნავს: “გავ­ყი­დე“. სი­ტყვა „მო­ვა­ტო­ვე“ ნიშ­ნავს: “მო­ვა­ტყუე.“ გარ­და ამი­სა, ზო­გი­ერ­თი სი­ტყვა ხმა­რე­ბუ­ლია გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბი­თაც. მაგ. სი­ტყვა „და­უ­ა­დე“ ქარ­თუ­ლი გა­გე­ბით ნიშ­ნავს: “მი­ე­ცი“. ის წარ­მო­ე­ბუ­ლი უნდა იყოს ძვე­ლი ებ­რა­უ­ლი სი­ტყვი­სა­გან “იად“, რაც ნიშ­ნავს ხელს.

მკვლე­ვარ ილია პა­პი­სი­მე­დოვს 107 ასე­თი სი­ტყვა და მისი ქარ­თუ­ლი შე­სა­ტყვი­სი მოჰ­ყავს თა­ვის ნაშ­რომ­ში.

მათ შო­რის: აამ­სევ­რე (აიღე, აიყ­ვა­ნე), გა­ამ­სევ­რე (გა­ა­ტა­ნე), გა­შე­ყერ­და (გა­და­ი­ფიქ­რა), და­ა­ფა­ნი­ე­რე (და­მა­ლე), და­ა­გა­ნა­ბა(მო­ი­პა­რა), დალეხ­და (წა­ვი­და), და­ვა­ქა­მე (მო­ვა­ტყუე), დავ­ლა­ი­ლავ­დეთ (დავ­ბი­ნავ­დეთ, ღამე გა­ვა­თი­ოთ), და­ჩიშ­მე (გა­სინ­ჯე, შე­ხე­დე), ეთო­მა­რე (ელა­პა­რა­კე), ლე­ვა­ნი (თუ­მა­ნი), მა­მო­ნი (სა­ქო­ნე­ლი, ქო­ნე­ბა), მო­უბ­რი­დე (მო­უ­ხიე, მო­უ­ჭე­რი), სა­თოხ­ლა­ვი (საჭ­მე­ლი), სე­ფე­რი (სა­ვაჭ­რო მოწ­მო­ბა, პი­რა­დო­ბა), ქე­ლე­ბი (ძაღ­ლი. გა­დატ. მნიშ­ვნე­ლო­ბით - პო­ლი­ცი­ე­ლი, სა­აქ­ცი­ზოს ჩი­ნოვ­ნი­კი), შე­კე­რი (ტყუ­ი­ლი), ქე­სე­ფი (ფული), ქო­ჩა­ქი (ცუდი, უვარ­გი­სი), მო­უ­გა­დო­ლე (მო­უ­გე), მო­სა­ტო­ვე­ბე­ლი (მი­ა­მი­ტი, იო­ლად მო­სა­ტყუ­ე­ბე­ლი მუშ­ტა­რი) და სხვა.

მკვლე­ვა­რი მი­უ­თი­თებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ტყვე­ბი­სა­გან შედ­გე­ბო­და მთე­ლი რიგი მარ­ტი­ვი და რთუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა­ნი. ზო­გი­ერთ წი­ნა­და­დე­ბა­ში წევ­რე­ბად ჩარ­თუ­ლი იყო ქარ­თუ­ლი სი­ტყვე­ბიც. ამ ლექ­სი­კას ბოლო პე­რი­ო­დამ­დე იყე­ნებ­დნენ მო­ვაჭ­რე ებ­რა­ე­ლე­ბი. ასე რომ, ქუ­თა­ი­სის არა­ლე­გა­რულ ბაზ­რო­ბებ­ზე, შა­უ­მი­ან­სა და სხვა ქუ­ჩებ­ში, ბოლო პე­რი­ო­დამ­დე გა­ის­მო­და ეს ნარ­თა­უ­ლი ფრა­ზე­ბი:

- ყა­ტო­ნი არ და­უ­ქა­მო! (კა­პი­კი არ და­უკ­ლო!)

- შენს მა­მონს მე მივხრი­დი და რა­საც მო­უ­გა­დო­ლებ, სა­ვა­ხე­ზო იყოს! (შენს სა­ქო­ნელს მე მივ­ყი­დი და, რა­საც მო­ვუ­გებ, სა­ნა­ხევ­რო იყოს!)

- ჩემი მუშ­ტა­რი გა­მი­შე­ყე­რა და ვერც თი­თონ მიხ­რი­და (ჩემი მუშ­ტა­რი ჩა­მო­მა­ცა­ლა... გა­და­ი­ბი­რა და ვერც თვი­თონ მიჰ­ყი­და)

- დღეს ტო­ბათ ვი­სო­ხა­რე, მაგ­რამ სე­ფე­რი არ მი­ე­შამ­და და ქე­ლებ­მა შო­ხა­დი წა­მარ­თვა (დღეს კარ­გად ვი­ვაჭ­რე, მაგ­რამ პა­ტენ­ტი არ მქონ­და და ძაღ­ლმა (მი­ლი­ცი­ელ­მა) ქრთა­მი წა­მარ­თვა).

ქარ­თულ-ებ­რა­უ­ლი სი­ტყვე­ბი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი სლენ­გი გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 60-70-იანი წლე­ბის ქუ­თა­ი­სე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში, მე­ტად­რე - ვა­ჟებ­ში. ისი­ნი ისე სრულ­ყო­ფი­ლად ფლობ­დნენ ოდეს­ღაც „სა­ი­დუმ­ლო - სა­ვაჭ­რო“ ენის ნი­მუ­შებს, რომ სო­ცი­უ­მის ყვე­ლა ფე­ნა­ში, ყვე­ლა ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში თა­მა­მად გა­ის­მო­და. თა­ვი­ანთ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლო­ბას, ასე ვთქვათ, „გა­მო­სუ­ლო­ბას“ ახალ­გაზ­რდო­ბის ეს ნა­წი­ლი სწო­რედ ამ ლექ­სი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით და ჟარ­გონ­ზე თა­ვი­სუფ­ლად მე­ტყვე­ლე­ბით უს­ვამ­და ხაზს.

ასე რომ - ნაშა, გი­მე­ლი, გა­ნა­ბი, მი­ამ­სევ­რე, დაბ­რი­დე, ჩა­თოხ­ლა, ეთო­მა­რე, და­ვი­ა­დე და მსგავ­სი სი­ტყვე­ბი ის სლენ­გი იყო, რო­მელ­საც ქუ­თა­ი­სე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის ამ ნა­წი­ლის ყო­ველ­დღი­ურ მე­ტყვე­ლე­ბა­ში თარ­გმნა არ სჭირ­დე­ბო­და.

ებ­რა­ელ­თა დიდი ალი­ის შემ­დეგ, ანუ ქა­ლაქ­ში ებ­რა­უ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის შემ­ცი­რე­ბის მერე, თა­ო­ბებ­ში იკლო ამ ლექ­სი­კის გა­მო­ყე­ნე­ბამ. ახლა იშ­ვი­ა­თად, თუმ­ცა მა­ინც გვხვდე­ბა შე­მორ­ჩე­ნი­ლი ყივ­რულ-ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლე­ბი. ვფიქ­რობთ, ეს თემა ენათ­მეც­ნი­ერ­თა შეს­წავ­ლის სა­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს - სლენ­გში და­ცუ­ლი ფო­ნე­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი­სა და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო ენობ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბის გამო" - წერს ნა­ნუ­ლი ცხვე­დი­ა­ნი ნაშ­რომ­ში "ებ­რა­ე­ლე­ბი ქუ­თა­ის­ში".

მთა­ვარ ფო­ტო­ზე ქუ­თა­ი­სის ბა­ზა­რი; გა­და­ღე­ბუ­ლია 1910 წელს, მფლო­ბე­ლი - ლალი მი­ქა­ძე

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
2

რა სიმდიდრე დააგროვეს და რომ წავიდნენ ისრაელში ვაგონებით გაიტანეს ყველაფერი. ფართლეული, ხრუსტალები, ჭურჭელი, მარტო ზესტაფონიდან 10 ვაგონი წავიდა , ეს რაც ვიცი მხოლოდ ერთი ოჯახიდან.

ლაშა
0

ერთი ასეთი სლენგიც ჰქონიათ "ლოო"-რაც კოლეგისთვის მინიშნება იყო-რომ კლიენტი არასაომედო იყო და საქონელი არ უნდა გამოეჩინათ მისთვის ... რაც არ უნდა ეთხოვნა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ქუთაისელ ებრაელ ვაჭართა "საიდუმლო ენა" - საინტერესო ფაქტები ქართულ ენაში დამკვიდრებულ სლენგებზე

ქუთაისელ ებრაელ ვაჭართა "საიდუმლო ენა" - საინტერესო ფაქტები ქართულ ენაში დამკვიდრებულ სლენგებზე

ქუთაისელ ჟურნალისტსა და მწერალს ნანული ცხვედიანს ეკუთვნის საინტერესო ნაშრომი "ებრაელები ქუთაისში", სადაც მათი ცხოვრების წესისა და ტრადიციების შესახებ უცნობ დეტალებს წერს. ებრაელები ქუთაისში უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ, მათი რიცხვი მე-18 საუკუნეში განსაკუთრებით გაიზარდა. ისინი დაკავებულნი იყვნენ ვაჭრობით და საკმაოდ წარმატებულადაც.

"ფეისბუქის" პირად გვერდზე ნანული ცხვედიანის ნაშრომიდან მკითხველს საინტერესო ფრაგმენტს სთავაზობს, რომელშიც საუბრობს ქუთაისში მცხოვრები ებრაელი ვაჭრების საიდუმლო ენაზე, რომლის ნარჩენებიც ქართულ ენაში დღემდე შემორჩა...

მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დამდეგს, საგუბერნიო ქალაქში აღებ-მიცემობისა და სავაჭრო ურთიერთობის განვითარების პირობებში, შეიქმნა ქუთაისელ ებრაელთა „საიდუმლო-სავაჭრო ენა“. ამ თავისებური, პირობითი ენის დანიშნულებას, უმთავრესად, კლიენტებისაგან ვაჭრობის საიდუმლოს დაცვა წარმოადგენდა. როგორც მკვლევარი ილია პაპისიმედოვი აღნიშნავდა, თვით ებრაელები ამ ჟარგონულ მეტყველებას „ყივრულს“ უწოდებდნენ, რაც დაკავშირებულია სიტყვასთან "ყიბრი". მას დიდი გამოყენება ჰქონდა ვაჭართა შორის და უმთავრესად, შეამხანაგებული ებრაელი ვაჭრები მიმართავდნენ საჯარო ბაზრობებზე, ზოგადად ებრაელთა საყოფაცხოვრებო მეტყველებაში კი შედარებით მცირე, თუმცა გარკვეული ადგილი ეჭირა. ზოგიერთ სიტყვასა და გამოთქმას ქართული მოსახლეობაც იყენებდა.

მაინც, რას წარმოადგენდა „საიდუმლო-სავაჭრო ენა?" ეს იყო ებრაული სიტყვების ძირებზე ქართული პრეფიქს-სუფიქსების დართვით მიღებული ლექსიკური ერთეულები. ილია პაპისიმედოვს მაგალითად მოჰყავს “ვისოხარე.“ ქართული გაგებით ეს სიტყვა ნიშნავს: “ვივაჭრე.“ მკვლევარის თქმით, ის წარმოებული უნდა იყოს ძველი ებრაული სიტყვისაგან “სოხერ“ - ვაჭარი. ამ შემთხვევაში, პაპისიმედოვის აზრით, სიტყვის ძველებრაულ ძირს დაერთვის „ვი“ და „ე“ ქართული აფიქსები.

ასეთივე ფორმითაა გადმოცემული სიტყვა „გავხრიდე“, რაც ქართული გაგებით ნიშნავს: “გავყიდე“. სიტყვა „მოვატოვე“ ნიშნავს: “მოვატყუე.“ გარდა ამისა, ზოგიერთი სიტყვა ხმარებულია გადატანითი მნიშვნელობითაც. მაგ. სიტყვა „დაუადე“ ქართული გაგებით ნიშნავს: “მიეცი“. ის წარმოებული უნდა იყოს ძველი ებრაული სიტყვისაგან “იად“, რაც ნიშნავს ხელს.

მკვლევარ ილია პაპისიმედოვს 107 ასეთი სიტყვა და მისი ქართული შესატყვისი მოჰყავს თავის ნაშრომში.

მათ შორის: აამსევრე (აიღე, აიყვანე), გაამსევრე (გაატანე), გაშეყერდა (გადაიფიქრა), დააფანიერე (დამალე), დააგანაბა(მოიპარა), დალეხდა (წავიდა), დავაქამე (მოვატყუე), დავლაილავდეთ (დავბინავდეთ, ღამე გავათიოთ), დაჩიშმე (გასინჯე, შეხედე), ეთომარე (ელაპარაკე), ლევანი (თუმანი), მამონი (საქონელი, ქონება), მოუბრიდე (მოუხიე, მოუჭერი), სათოხლავი (საჭმელი), სეფერი (სავაჭრო მოწმობა, პირადობა), ქელები (ძაღლი. გადატ. მნიშვნელობით - პოლიციელი, სააქციზოს ჩინოვნიკი), შეკერი (ტყუილი), ქესეფი (ფული), ქოჩაქი (ცუდი, უვარგისი), მოუგადოლე (მოუგე), მოსატოვებელი (მიამიტი, იოლად მოსატყუებელი მუშტარი) და სხვა.

მკვლევარი მიუთითებს, რომ აღნიშნული სიტყვებისაგან შედგებოდა მთელი რიგი მარტივი და რთული წინადადებანი. ზოგიერთ წინადადებაში წევრებად ჩართული იყო ქართული სიტყვებიც. ამ ლექსიკას ბოლო პერიოდამდე იყენებდნენ მოვაჭრე ებრაელები. ასე რომ, ქუთაისის არალეგარულ ბაზრობებზე, შაუმიანსა და სხვა ქუჩებში, ბოლო პერიოდამდე გაისმოდა ეს ნართაული ფრაზები:

- ყატონი არ დაუქამო! (კაპიკი არ დაუკლო!)

- შენს მამონს მე მივხრიდი და რასაც მოუგადოლებ, სავახეზო იყოს! (შენს საქონელს მე მივყიდი და, რასაც მოვუგებ, სანახევრო იყოს!)

- ჩემი მუშტარი გამიშეყერა და ვერც თითონ მიხრიდა (ჩემი მუშტარი ჩამომაცალა... გადაიბირა და ვერც თვითონ მიჰყიდა)

- დღეს ტობათ ვისოხარე, მაგრამ სეფერი არ მიეშამდა და ქელებმა შოხადი წამართვა (დღეს კარგად ვივაჭრე, მაგრამ პატენტი არ მქონდა და ძაღლმა (მილიციელმა) ქრთამი წამართვა).

ქართულ-ებრაული სიტყვებისაგან მიღებული სლენგი განსაკუთრებით პოპულარული იყო მეოცე საუკუნის 60-70-იანი წლების ქუთაისელი ახალგაზრდობის გარკვეულ ნაწილში, მეტადრე - ვაჟებში. ისინი ისე სრულყოფილად ფლობდნენ ოდესღაც „საიდუმლო - სავაჭრო“ ენის ნიმუშებს, რომ სოციუმის ყველა ფენაში, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში თამამად გაისმოდა. თავიანთ პრიორიტეტულობას, ასე ვთქვათ, „გამოსულობას“ ახალგაზრდობის ეს ნაწილი სწორედ ამ ლექსიკის გამოყენებით და ჟარგონზე თავისუფლად მეტყველებით უსვამდა ხაზს.

ასე რომ - ნაშა, გიმელი, განაბი, მიამსევრე, დაბრიდე, ჩათოხლა, ეთომარე, დავიადე და მსგავსი სიტყვები ის სლენგი იყო, რომელსაც ქუთაისელი ახალგაზრდობის ამ ნაწილის ყოველდღიურ მეტყველებაში თარგმნა არ სჭირდებოდა.

ებრაელთა დიდი ალიის შემდეგ, ანუ ქალაქში ებრაული მოსახლეობის შემცირების მერე, თაობებში იკლო ამ ლექსიკის გამოყენებამ. ახლა იშვიათად, თუმცა მაინც გვხვდება შემორჩენილი ყივრულ-ქართული ლექსიკური ერთეულები. ვფიქრობთ, ეს თემა ენათმეცნიერთა შესწავლის საგანი შეიძლება გახდეს - სლენგში დაცული ფონეტიკური მოვლენებისა და სხვა საინტერესო ენობრივი მონაცემების გამო" - წერს ნანული ცხვედიანი ნაშრომში "ებრაელები ქუთაისში".

მთავარ ფოტოზე ქუთაისის ბაზარი; გადაღებულია 1910 წელს, მფლობელი - ლალი მიქაძე