საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მირჩევნია ევროკავშირის მისიას დავუჯერო და არა ამ სუპერმოდელს" - რას წერენ "ფეისბუქში" ხურვალეთის ინციდენტის შესახებ
"მირჩევნია ევროკავშირის მისიას დავუჯერო და არა ამ სუპერმოდელს" - რას წერენ "ფეისბუქში" ხურვალეთის ინციდენტის შესახებ

გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ ხურ­ვა­ლეთ­ში რუსი ოკუ­პან­ტე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა პა­ნი­კა­ში ჩა­აგ­დო. პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია ხურ­ვა­ლე­თის მო­ხუ­ცე­ბულ­თა თავ­შე­საფ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ლუდა სა­ლი­ამ გა­ავ­რცე­ლა ფო­ტოს­თან ერ­თად, შემ­დეგ კი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებ­მაც გა­ი­ზი­ა­რეს ეს ინ­ფორ­მა­ცია, მათ შო­რის ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო მოძ­რა­ო­ბა "ძალა ერ­თო­ბა­ში­ას" აქ­ტი­ვის­ტმა და­ვით ქა­ცა­რა­ვამ.

მას შემ­დეგ რაც, ევ­რო­კავ­ში­რის მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ ინ­ცი­დენ­ტი არ და­ა­დას­ტუ­რა, სუს-მა კი მო­უ­წო­და ყვე­ლას პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვე­ბი­ნათ, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბის პა­თო­სი შე­იც­ვა­ლა. მა­გა­ლი­თად, და­ვით ქა­ცა­რა­ვას თქმით, თუ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­აა ის რომ, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მო­ვიდ­ნენ, მა­შინ ლუდა სა­ლი­ას­თან ერ­თად ბო­დიშს მო­იხ­დის:

"თუ ოკუ­პან­ტე­ბი არ არი­ან იქ, პირ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ლუდა სა­ლია მო­იხ­დის ბო­დიშს და მერე მე. თუ არა­ფერი არ მომ­ხდა­რა, მა­შინ ბო­დი­ში გვაქვს მო­სახ­დე­ლი იმი­ტომ, რომ შევ­ქმე­ნით პა­ნი­კა, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა სხვაა. სი­ნამ­დვი­ლეა ის, რომ აქ არის კორ­დო­ნი და ხურ­ვა­ლე­თის მი­სას­ვლელ­თა­ნაც არ გვიშ­ვე­ბენ" - აცხა­დებ­და გუ­შინ და­ვით ქა­ცა­რა­ვა.

ხურ­ვა­ლე­თის ინ­ცი­დენტს მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც:

  • შოთა გლურ­ჯი­ძე, მხატ­ვა­რი:

"და­ვაკ­ვირ­დი, იქ სა­დაც მი­დის ეს ქა­ცა­რა­ვა, რა­მო­დე­ნი­მე დღე­ში მო­დი­ან რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი და აწყო­ბენ მავ­თულხლარ­თებს და სა­გუ­შა­გო კოშ­კებს. მერე ქა­ცა­რა­ვა ამა­ზე იწყებს ის­ტე­რი­ულ წი­ვილ-კი­ვილს, გირ­ჩი ჯა­ფა­რა იხ­დის ნი­ფხავს და ყვე­ლა­ფე­რი ასე მთავ­რდე­ბა. მერე ისევ, უკვე სხვა ად­გი­ლას ხდე­ბა მსგავ­სი ინ­ცინ­დენ­ტი, იქაც ეს ქა­ცა­რა­ვა ჩნდე­ბა თა­ვი­დან. მე ასე­თი ეჭვი მაქვს, რომ ქა­ცა­რა­ვა და გირ­ჩი ჯა­ფა­რა რუ­სუ­ლი დაზ­ვერ­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან".

  • ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე, ექ­სპერ­ტი:

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც არ გვა­წყენ­და ცოტა მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მართ. ნაკ­ლე­ბი, თუნ­დაც ძალ­ზედ კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი მიზ­ნე­ბით ნა­კარ­ნა­ხე­ვი ემო­ცი­ე­ბი, სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს თა­ვიც და ქვე­ყა­ნაც და­ვა­ზღვი­ოთ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის­გან. და სწო­რი იყო შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბის რე­აქ­ცია, როცა პე­რი­მეტ­რი გა­და­ხუ­რეს შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით. თი­თო­ე­ულ­მა არას­წორ­მა, ემო­ცი­ე­ბით ნა­კარ­ნა­ხევ­მა ნა­ბი­ჯ­მა შე­იძ­ლე­ბა უფრო მძი­მე შე­დე­გე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს".

  • და­რე­ჯან მე­ფა­რიშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა­ნაცს!!! ის რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რაც ტაქ­სის­ტა­დაც უვარ­გის­მა ქა­ცა­რა­ვამ და მის­მა შა­ი­კამ იკად­რა დღეს, სა­მუ­და­მოდ გა­მო­ალ­პობ­დენ ცი­ხე­ში. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს რო­დემ­დე გა­ე­გე­ბი­ან ფეხ­თაქ­ვეშ ამ უნა­მუ­სო­ებს. რა უნდა მოხ­დეს ამა­ზე უა­რე­სი, რაც დღეს მო­ახ­დი­ნეს, პა­სუ­ხი რომ მოს­თხო­ვონ? ან კი რო­გორ გა­დავ­რჩით ომს?"

ავტორი:

"მირჩევნია ევროკავშირის მისიას დავუჯერო და არა ამ სუპერმოდელს" - რას წერენ "ფეისბუქში" ხურვალეთის ინციდენტის შესახებ

"მირჩევნია ევროკავშირის მისიას დავუჯერო და არა ამ სუპერმოდელს" - რას წერენ "ფეისბუქში" ხურვალეთის ინციდენტის შესახებ

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ, საზოგადოება პანიკაში ჩააგდო. პირველი ინფორმაცია ხურვალეთის მოხუცებულთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გაავრცელა ფოტოსთან ერთად, შემდეგ კი სამოქალაქო აქტივისტებმაც გაიზიარეს ეს ინფორმაცია, მათ შორის ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" აქტივისტმა დავით ქაცარავამ.

მას შემდეგ რაც, ევროკავშირის მისიის წარმომადგენლობამ ინციდენტი არ დაადასტურა, სუს-მა კი მოუწოდა ყველას პროვოკაციებისგან თავი შეიკავებინათ, ინფორმაციის გამავრცელებლების კომენტარების პათოსი შეიცვალა. მაგალითად, დავით ქაცარავას თქმით, თუ დეზინფორმაციაა ის რომ, რუსი სამხედროები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, მაშინ ლუდა სალიასთან ერთად ბოდიშს მოიხდის:

"თუ ოკუპანტები არ არიან იქ, პირველი ქალბატონი ლუდა სალია მოიხდის ბოდიშს და მერე მე. თუ არაფერი არ მომხდარა, მაშინ ბოდიში გვაქვს მოსახდელი იმიტომ, რომ შევქმენით პანიკა, მაგრამ რეალობა სხვაა. სინამდვილეა ის, რომ აქ არის კორდონი და ხურვალეთის მისასვლელთანაც არ გვიშვებენ" - აცხადებდა გუშინ დავით ქაცარავა.

ხურვალეთის ინციდენტს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელშიც:

  • შოთა გლურჯიძე, მხატვარი:

"დავაკვირდი, იქ სადაც მიდის ეს ქაცარავა, რამოდენიმე დღეში მოდიან რუსი სამხედროები და აწყობენ მავთულხლართებს და საგუშაგო კოშკებს. მერე ქაცარავა ამაზე იწყებს ისტერიულ წივილ-კივილს, გირჩი ჯაფარა იხდის ნიფხავს და ყველაფერი ასე მთავრდება. მერე ისევ, უკვე სხვა ადგილას ხდება მსგავსი ინცინდენტი, იქაც ეს ქაცარავა ჩნდება თავიდან. მე ასეთი ეჭვი მაქვს, რომ ქაცარავა და გირჩი ჯაფარა რუსული დაზვერვის თანამშრომლები არიან".

  • ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი:

"ხელისუფლებასთან ერთად, საზოგადოებასაც არ გვაწყენდა ცოტა მეტი პასუხისმგებლობა ქვეყნის უსაფრთხოების მიმართ. ნაკლები, თუნდაც ძალზედ კეთილშობილური მიზნებით ნაკარნახევი ემოციები, საშუალებას მოგვცემს თავიც და ქვეყანაც დავაზღვიოთ პროვოკაციებისგან. და სწორი იყო შესაბამისი სტრუქტურების რეაქცია, როცა პერიმეტრი გადახურეს შემდგომი გართულებების თავიდან არიდების მიზნით. თითოეულმა არასწორმა, ემოციებით ნაკარნახევმა ნაბიჯმა შეიძლება უფრო მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს".

  • დარეჯან მეფარიშვილი, ჟურნალისტი:

"დარწმუნებული ვარ, არანაცს!!! ის რომ გაეკეთებინა, რაც ტაქსისტადაც უვარგისმა ქაცარავამ და მისმა შაიკამ იკადრა დღეს, სამუდამოდ გამოალპობდენ ციხეში. ძალიან მაინტერესებს როდემდე გაეგებიან ფეხთაქვეშ ამ უნამუსოებს. რა უნდა მოხდეს ამაზე უარესი, რაც დღეს მოახდინეს, პასუხი რომ მოსთხოვონ? ან კი როგორ გადავრჩით ომს?"

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს