პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანკა ტრამპი ქართველ ფერმერს ყაბალახისთვის მადლობას უხდის - „ყოველთვის გამახსენდებით, როცა მას გავიკეთებ“
ივანკა ტრამპი ქართველ ფერმერს ყაბალახისთვის მადლობას უხდის - „ყოველთვის გამახსენდებით, როცა მას გავიკეთებ“

სა­ქარ­თვე­ლოს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ზამ­ბა­ხი­ძე თე­ბერ­ვალ­ში აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტსა და მის ქა­ლიშ­ვილს შეხ­ვდა. დო­ნალდ ტრამპმა საპ­რე­ზი­დენ­ტო მე­მო­რან­დუმს მო­ა­წე­რა ხელი, რო­მე­ლიც მთელს მსოფ­ლი­ო­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში, ქალ­თა ეკო­ნო­მი­კურ გაძ­ლი­ე­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

ქალ­თა გლო­ბა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვის და­ფუძ­ნე­ბის იდეა დო­ნალდ ტრამ­პის ქა­ლიშ­ვილს და პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველს - ივან­კა ტრამპს ეკუთ­ვნის. სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნებ­თან, ელ­ჩებ­თან და პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლებ­თან ერ­თად შეხ­ვედ­რას მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­სუ­ლი ლი­დე­რი ქა­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ, მათ შო­რის ნინო ზამ­ბა­ხი­ძეც იყო.

ზამ­ბა­ხი­ძეს ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის­თვის და ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დამ­სწრე სტუმ­რე­ბის­თვის სი­ტყვით მი­მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მი­ე­ცა. ქარ­თველ ფერ­მერს ივან­კა ტრამ­პა მი­მარ­თა და სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა სთხო­ვა. აი, რაზე ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­შე:

"მე ვი­ყა­ვი ერთ-ერთი, ვინც ფიქ­რობ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლებს მო­მა­ვა­ლი არ ჰქონ­დათ, თუმ­ცა ჩემ­თვის გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი გახ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მომ­ცა "ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონდმა" რომ გავმკლა­ვე­ბო­დი იმ სირ­თუ­ლე­ებს, რომ­ლებ­საც წა­ვა­წყდი. საქ­მი­ა­ნო­ბა ორი ძრო­ხით და­ვი­წყე და დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ფერ­მე­რი ვარ, ახლა ჩემს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვეხ­მა­რე­ბი ფი­ნან­სებ­ზე წვდო­მის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით" - აღ­ნიშ­ნა ნინო ზამ­ბა­ხი­ძემ

დღეს კი მან „ფე­ის­ბუქ­ზე“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ივან­კა ტრამ­პის­გან მი­ი­ღო.

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვი­ლი წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ ზამ­ბა­ხი­ძის ამ­ბავ­მა მას­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა და იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რის გა­მოც­დი­ლე­ბა სხვა ქა­ლე­ბის­თვი­საც გახ­დე­ბა შთა­გო­ნე­ბის წყა­რო.

„აქვე, მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ ლა­მა­ზი ქარ­თუ­ლი კაშ­ნეს­თვის. ყო­ველ ჯერ­ზე გა­მახ­სენ­დე­ბით, რო­დე­საც მას გა­ვი­კე­თებ,“ - წერს ივან­კა ტრამ­პი.

ნინო ზამ­ბა­ხი­ძე კი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ჩუ­ქა­რი ქარ­თუ­ლი ყა­ბა­ლა­ხი იყო.

ავტორი:

ივანკა ტრამპი ქართველ ფერმერს ყაბალახისთვის მადლობას უხდის - „ყოველთვის გამახსენდებით, როცა მას გავიკეთებ“

ივანკა ტრამპი ქართველ ფერმერს ყაბალახისთვის მადლობას უხდის - „ყოველთვის გამახსენდებით, როცა მას გავიკეთებ“

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე თებერვალში აშშ-ს პრეზიდენტსა და მის ქალიშვილს შეხვდა. დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის დაფუძნების იდეა დონალდ ტრამპის ქალიშვილს და პრეზიდენტის მრჩეველს - ივანკა ტრამპს ეკუთვნის. სახელმწიფო მდივნებთან, ელჩებთან და პრეზიდენტის მრჩევლებთან ერთად შეხვედრას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ლიდერი ქალები ესწრებოდნენ, მათ შორის ნინო ზამბახიძეც იყო.

ზამბახიძეს ამერიკის პრეზიდენტისთვის და ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებისთვის სიტყვით მიმართვის შესაძლებლობაც მიეცა. ქართველ ფერმერს ივანკა ტრამპა მიმართა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება სთხოვა. აი, რაზე ისაუბრა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა აშშ-ს პრეზიდენტის წინაშე:

"მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც ფიქრობდა, რომ საქართველოში ქალებს მომავალი არ ჰქონდათ, თუმცა ჩემთვის გარდამტეხი მომენტი გახდა შესაძლებლობა, რომელიც მომცა "ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა" რომ გავმკლავებოდი იმ სირთულეებს, რომლებსაც წავაწყდი. საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე და დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფერმერი ვარ, ახლა ჩემს საზოგადოებას ვეხმარები ფინანსებზე წვდომის, განათლებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფით" - აღნიშნა ნინო ზამბახიძემ

დღეს კი მან „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც ივანკა ტრამპისგან მიიღო.

აშშ-ს პრეზიდენტის ქალიშვილი წერილში აღნიშნავს, რომ ზამბახიძის ამბავმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი ფერმერის გამოცდილება სხვა ქალებისთვისაც გახდება შთაგონების წყარო.

„აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ ლამაზი ქართული კაშნესთვის. ყოველ ჯერზე გამახსენდებით, როდესაც მას გავიკეთებ,“ - წერს ივანკა ტრამპი.

ნინო ზამბახიძე კი აღნიშნავს, რომ საჩუქარი ქართული ყაბალახი იყო.

"5 დღის წინ მოგვამაგრეს ოჯახის ექიმი, რომელმაც პირველ დღეს დარეკა და მას მერე ვეძებთ" - რას წერს ლევან სუხიტაშვილი ინფიცირებული დედის მკურნალობის თაობაზე

"რესპუბლიკა გაქვს მაშინ ... ბანანის!" - ექიმმა ზურაბ გურულმა საქართველოში არსებულ ვითარებას ლექსი მიუძღვნა

"ქრისტე თავადაც წინასწარმეტყველებს სამყაროს დასასრულის შესახებ" - რას წერს დეკანოზი "აპოკალისფურ" ფეიკ-ნიუსებზე და რის წაკითხვას ურჩევს ბოლო ჟამით დაინტერესებულ ქრისტიანებს