მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვლოცულობდი - ღმერთო, ნეტა ტყვიები მალე გაუთავდეს..." - ახალ ზელანდიაში მსხვერპლი 49-მდე გაიზარდა
"ვლოცულობდი - ღმერთო, ნეტა ტყვიები მალე გაუთავდეს..." - ახალ ზელანდიაში მსხვერპლი 49-მდე გაიზარდა

ახალ ზე­ლან­დი­ა­ში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 49-მდე გა­ი­ზარ­და, ინ­ფორ­მა­ცი­ას „ინ­დე­ფენ­დენ­თი“ ავ­რცე­ლებს.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გარ­შე­მო მხო­ლოდ გვა­მე­ბი და სის­ხლი ჩან­და. თავ­დას­ხმა ორ მე­ჩეთ­ზე ქა­ლაქ ქრისტჩერჩში ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 13:45 სა­ათ­ზე მოხ­და.

პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე 28 წლის კაცი და კი­დევ სამი ადა­მი­ა­ნი. ავ­სტრა­ლი­ე­ლი ბრენ­ტონ ტა­რან­ტი ტე­რაქტს, რო­მელ­შიც თა­ვა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, „ფე­ის­ბუქ­ზე“ ლა­ი­ვით გა­დას­ცემ­და.

ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი CNN-თან ამ­ბობს, რომ თავ­დას­ხმის დროს მან­ქა­ნით მე­ჩე­თებ­თან ახ­ლოს მი­დი­ო­და, რო­დე­საც და­ი­ნა­ხა, რო­გორ წვე­ბო­და ხალ­ხი მი­წა­ზე.

„მან­ქა­ნი­დან გად­მოვ­ხტი და გა­ვი­გე სრო­ლის ხმა. ვცდი­ლობ­დი, ვინ­მეს დავ­ხმა­რე­ბო­დი. მა­მა­კა­ცი და­ვი­ნა­ხე მცი­რე­წლო­ვან გო­გო­ნას­თან ერ­თად, მას ტყვია ზურ­გში ეს­რო­ლეს. ხმა­მაღ­ლა ყვი­რო­და, მო­ვა­ხერ­ხე ბავ­შვთან ერ­თად მისი მან­ქა­ნა­ში ჩას­მა და კი­დევ ერთ მა­მა­კაც­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ფეხ­ში იყო დაჭ­რი­ლი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ვიყ­ვა­ნე,“ - ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბას CNN არ ასა­ხე­ლებს.

კი­დევ ერთი მა­მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ტე­რაქ­ტის დროს მე­ჩე­თის ტუ­ა­ლეტ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ამ­ბობს, რომ კა­რი­დან გას­ვლა ვერ შეძ­ლო და ფან­ჯრის შუშა ჩა­ამ­ტვრია, რომ გა­რეთ გა­მო­სუ­ლი­ყო.

„მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სრო­ლა არ შემ­წყდა­რა,“ - ამ­ბობს ის.

კი­დევ ერ­თმა თვითმხილ­ველ­მა კი CNN-ს უთხრა, რომ ლო­ცუ­ლობ­და, თავ­დამ­სხმელს ტყვი­ე­ბი გას­თა­ვე­ბო­და.

„ერ­თა­დერ­თი, რა­საც ვფიქ­რობ­დი, იყო ის, რომ ტყვი­ე­ბი ადრე თუ გვი­ან მას აღარ ექ­ნე­ბო­და. ვლო­ცუ­ლობ­დი, „ღმერ­თო, ნეტა მალე გა­უ­თავ­დეს ტყვი­ე­ბი!“ - ჰყვე­ბა თვითმხილ­ვე­ლი.

ახა­ლი ზე­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმე­ლე­ბის მან­ქა­ნებ­ზე ხელ­ნა­კე­თი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

მა­ნამ­დე კი პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ თავ­დას­ხმის შემ­დეგ იპო­ვეს არა­ერ­თი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც გამ­ნაღმვე­ლებ­მა გა­ა­უვ­ნე­ბელ­ყვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

"ვლოცულობდი - ღმერთო, ნეტა ტყვიები მალე გაუთავდეს..." - ახალ ზელანდიაში მსხვერპლი 49-მდე გაიზარდა

"ვლოცულობდი - ღმერთო, ნეტა ტყვიები მალე გაუთავდეს..." - ახალ ზელანდიაში მსხვერპლი 49-მდე გაიზარდა

ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა, ინფორმაციას „ინდეფენდენთი“ ავრცელებს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ გარშემო მხოლოდ გვამები და სისხლი ჩანდა. თავდასხმა ორ მეჩეთზე ქალაქ ქრისტჩერჩში ადგილობრივი დროით 13:45 საათზე მოხდა.

პოლიციამ დააკავა ავსტრალიის მოქალაქე 28 წლის კაცი და კიდევ სამი ადამიანი. ავსტრალიელი ბრენტონ ტარანტი ტერაქტს, რომელშიც თავადაც მონაწილეობდა, „ფეისბუქზე“ ლაივით გადასცემდა.

ერთ-ერთი თვითმხილველი CNN-თან ამბობს, რომ თავდასხმის დროს მანქანით მეჩეთებთან ახლოს მიდიოდა, როდესაც დაინახა, როგორ წვებოდა ხალხი მიწაზე.

„მანქანიდან გადმოვხტი და გავიგე სროლის ხმა. ვცდილობდი, ვინმეს დავხმარებოდი. მამაკაცი დავინახე მცირეწლოვან გოგონასთან ერთად, მას ტყვია ზურგში ესროლეს. ხმამაღლა ყვიროდა, მოვახერხე ბავშვთან ერთად მისი მანქანაში ჩასმა და კიდევ ერთ მამაკაცთან ერთად, რომელიც ფეხში იყო დაჭრილი, საავადმყოფოში გადავიყვანე,“ - ამბობს თვითმხილველი, რომლის ვინაობას CNN არ ასახელებს.

კიდევ ერთი მამამაკაცი, რომელიც ტერაქტის დროს მეჩეთის ტუალეტში იმყოფებოდა, ამბობს, რომ კარიდან გასვლა ვერ შეძლო და ფანჯრის შუშა ჩაამტვრია, რომ გარეთ გამოსულიყო.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სროლა არ შემწყდარა,“ - ამბობს ის.

კიდევ ერთმა თვითმხილველმა კი CNN-ს უთხრა, რომ ლოცულობდა, თავდამსხმელს ტყვიები გასთავებოდა.

„ერთადერთი, რასაც ვფიქრობდი, იყო ის, რომ ტყვიები ადრე თუ გვიან მას აღარ ექნებოდა. ვლოცულობდი, „ღმერთო, ნეტა მალე გაუთავდეს ტყვიები!“ - ჰყვება თვითმხილველი.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, თავდამსხმელების მანქანებზე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს.

მანამდე კი პოლიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თავდასხმის შემდეგ იპოვეს არაერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც გამნაღმველებმა გააუვნებელყვეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"