პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სინამდვილეში, არავითარი რუსები არ გადმოსულან" - რას ყვებიან ადგილობრივები და რა ხდება ხურვალეთში, იქ, სადაც ჟურნალისტებს არ უშვებდნენ
"სინამდვილეში, არავითარი რუსები არ გადმოსულან" - რას ყვებიან ადგილობრივები და რა ხდება ხურვალეთში, იქ, სადაც ჟურნალისტებს არ უშვებდნენ

ამ წუ­თებ­ში ხურ­ვა­ლეთ­ში, სოფ­ლის ცენ­ტრში ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლია შეკ­რე­ბი­ლი. ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლი­დან „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, რო­მელ­მაც და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის წინ, სო­ფელ­ში შეს­ვლა შეძ­ლო.

ნა­ხეთ ვი­დეო: "არა­ვი­თა­რი რუ­სე­ბი არ გად­მო­სუ­ლან, ეს იყო ცრუ ინ­ფორ­მა­ცია" - პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს არ უშ­ვე­ბენ

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სო­ფელ­ში სრუ­ლი სიმ­შვი­დეა, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბის გად­მოს­ვლას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და შე­სა­ბა­მი­სად, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­ა­ნე­ბი ხურ­ვა­ლე­თე­ლე­ბის ეზო­ებ­სა და ბა­ღებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, სრუ­ლი სიც­რუ­ეა.

შეკ­რე­ბი­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის, ამი­ტომ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად და სტა­ბი­ლუ­რი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ისი­ნი მო­უ­წო­დე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ძა­ლო­ვან უწყე­ბებს, შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ იმ პი­რე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც პრო­ვო­კა­ცი­ულ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ და სიც­რუ­ეს ტი­რა­ჟი­რე­ბენ.

"გა­რეთ რომ გა­მო­ვე­დი, ასე­თი არე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­იწ­ვია ინ­ტერ­ნე­ტით ხე­ლოვ­ნუ­რად გავ­რცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ. სი­ნამ­დვი­ლე­ში, არა­ვი­თა­რი რუ­სე­ბი არ გად­მო­სუ­ლან და არც დაგ­ვი­ნა­ხავს რუ­სე­ბი, ვი­ღა­ცა ერ­თო­ბა მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბით, მაგ­რამ ჩვენ­ზე ეს ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს. ამი­ტომ ვინც ეს ჩა­ი­დი­ნა, აგოს პა­სუ­ხი", - აცხა­დებს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სო­ფელ ხურ­ვა­ლე­თამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა ამ დრომ­დე გა­და­კე­ტი­ლი იყო. მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს იქ შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ მის­ცეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"სინამდვილეში, არავითარი რუსები არ გადმოსულან" - რას ყვებიან ადგილობრივები და რა ხდება ხურვალეთში, იქ, სადაც ჟურნალისტებს არ უშვებდნენ

"სინამდვილეში, არავითარი რუსები არ გადმოსულან" - რას ყვებიან ადგილობრივები და რა ხდება ხურვალეთში, იქ, სადაც ჟურნალისტებს არ უშვებდნენ

ამ წუთებში ხურვალეთში, სოფლის ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილია შეკრებილი. ამის შესახებ ადგილიდან „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, რომელმაც დაახლოებით ერთი საათის წინ, სოფელში შესვლა შეძლო.

ნახეთ ვიდეო: "არავითარი რუსები არ გადმოსულან, ეს იყო ცრუ ინფორმაცია" - პირველი კომენტარი იმ ადგილიდან, სადაც ქართველ ჟურნალისტებს არ უშვებენ

ადგილობრივების განცხადებით, სოფელში სრული სიმშვიდეა, ოკუპირებული ტერიტორიიდან შეიარაღებული პირების გადმოსვლას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეიარაღებული ფორმიანები ხურვალეთელების ეზოებსა და ბაღებში იმყოფებიან, სრული სიცრუეა.

შეკრებილები აცხადებენ, რომ აღნიშნული პროვოკაციული ინფორმაციების გავრცელება გარკვეული პირების ინტერესებში შედის, ამიტომ პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად და სტაბილური ვითარების შესანარჩუნებლად, ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას და ძალოვან უწყებებს, შესაბამისი რეაგირება მოახდინონ იმ პირების მიმართ, რომლებიც პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებენ და სიცრუეს ტირაჟირებენ.

"გარეთ რომ გამოვედი, ასეთი არეული სიტუაცია იყო. ეს ყველაფერი გამოიწვია ინტერნეტით ხელოვნურად გავრცელებულმა ინფორმაციამ. სინამდვილეში, არავითარი რუსები არ გადმოსულან და არც დაგვინახავს რუსები, ვიღაცა ერთობა მსგავსი სიტუაციებით, მაგრამ ჩვენზე ეს ძალიან მოქმედებს. ამიტომ ვინც ეს ჩაიდინა, აგოს პასუხი", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ხურვალეთამდე მისასვლელი გზა ამ დრომდე გადაკეტილი იყო. მედიის წარმომადგენლებს იქ შესვლის საშუალება მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ მისცეს.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი