საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაზარმაცებული არ ჰქვია ჩვენს ხალხს... საზღვარგარეთ გარბიან, ფული რესტორნებში იხარჯება" - ლეჩხუმელი ქალი, რომელიც უძველეს ქართულ ხორბლის ჯიშს აღადგენს
"გაზარმაცებული არ ჰქვია ჩვენს ხალხს... საზღვარგარეთ გარბიან, ფული რესტორნებში იხარჯება" - ლეჩხუმელი ქალი, რომელიც უძველეს ქართულ ხორბლის ჯიშს აღადგენს

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" წარ­მო­გიდ­გენთ 48 წლის მა­ნო­ნი ახვლე­დი­ანს სო­ფელ ღვი­რი­ში­დან (ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი):

"სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ, ღვი­რი­შის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ. ასე­ვე ვარ მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ჩვე­ნი თე­მი­დან, ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ დე­პუ­ტა­ტი გავმხდა­რი­ყა­ვი, ოჯახ­მა და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად მი­ი­ღო, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არა­ვის გა­უ­წე­ვია, პი­რი­ქით. მა­ნამ­დე 15 წელი სოფ­ლის მა­ღა­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი. შე­უ­რა­ცხყო­ფად არა­ვინ მი­ი­ღოს, მაგ­რამ მა­ღა­ზი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ანს ხში­რად ვაჭ­რუ­კა­ნად მი­იჩ­ნე­ვენ და ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დე­პუ­ტა­ტად აირ­ჩი­ოს, ბევ­რს ნიშ­ნავს, პა­ტი­ვის­ცე­მას უნდა იმ­სა­ხუ­რებ­დე. დე­პუ­ტა­ტად პო­ლი­ტი­კის­თვის არ მოვ­სულ­ვარ.

არც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა მქო­ნია, მინ­დო­და, სო­ფელს დავ­ხმა­რე­ბო­დი. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა არც მა­ნამ­დე მაკ­ლდა, მაგ­რამ რაც დე­პუ­ტა­ტი გავ­ხდი, კი­დევ უფრო მო­მე­მა­ტა. გა­ჭირ­ვე­ბი­სა და სი­დუ­ხ­ჭი­რი­სა­გან წელ­ში გა­წყვე­ტი­ლი ხალ­ხის ფეხ­ზე დად­გო­მა­ზე ვოც­ნე­ბობ. მინ­და, ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბით ხელი შე­ვუ­წყო სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბას და მგო­ნი, ასე თუ ისე, ვა­ხერ­ხებ. ვფიქ­რობ, ახა­ლი სის­ხლი გა­და­ეს­ხა რა­ღაც-რა­ღა­ცებ­ში. მაქვს ოც­ნე­ბე­ბი - ვაშ­ლის ბა­ღე­ბის გა­შე­ნე­ბა მინ­და და ზან­დუ­რის ჯი­შის ხორ­ბა­ლი უნდა ავა­ღორ­ძი­ნო. ამა­ში ჩემი სკო­ლაც, ბავ­შვე­ბიც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი.

"ზან­დუ­რის სახ­ლი"

ზან­დუ­რი ხორ­ბლის სა­ხე­ო­ბაა, ლე­ჩხუ­მის ენ­დე­მი. ამ­ბო­ბენ, ზან­დუ­რის გენ­ზე დგას მსოფ­ლი­ოს ხორ­ბა­ლიო. ხორ­ბალ­ზე მნიშ­ვენ­ლო­ვა­ნი საკ­ვე­ბი დე­და­მი­წა­ზე არ არ­სე­ბობს და თუ იმა­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ მსოფ­ლიო ხორ­ბა­ლი ზან­დუ­რის გენ­ზე დგას, მას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ოქ­როს ფა­სია თი­თო­ე­უ­ლი მარ­ცვა­ლი. რამ­დე­ნა­დაც ვი­ცით, ზან­დუ­რის თეს­ლი ლე­ჩხუ­მი­დან გა­ი­ტა­ნეს სა­ზღვარ­გა­რეთ, მაგ­რამ ამ მარ­ცვალ­მა მუ­ტა­ცია გა­ნი­ცა­და, ის გენი, ის თვი­სე­ბე­ბი აღარ აქვს, რაც ჰქონ­და, რად­გან შე­გუ­ე­ბუ­ლი იყო ამ მი­წას და იმ საკ­ვებს, რა­საც მის­გან იღებ­და. ზან­დუ­რით პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ და­ვინ­ტე­რეს­დი, რომ ლე­ჩხუ­მუ­რია. ხალ­ხი ლე­ჩხუმს ისე კარ­გად არ იც­ნობს, არ ჩანს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და ვფიქ­რობ, რომ ლე­ჩხუ­მის სა­ხე­ლის­თვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ბე­ბი­ა­ჩე­მიც ხში­რად ახ­სე­ნებ­და ზან­დუ­რის პურს და ამა­ნაც გა­მიღ­ვი­ვა სიყ­ვა­რუ­ლი.

ლე­ვან ოზ­ბე­თე­ლაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ბო­ტა­ნი­კის ინ­სტი­ტუ­ტში მუ­შა­ობს, ჩაგ­ვი­ტა­რა ზან­დურ­თან და­კავ­ში­რე­ბით პა­ტა­რა ლექ­ცია, რო­მელ­საც ბავ­შვებ­თან ერ­თად და­ვეს­წა­რი. ვი­ფიქ­რე, რომ სა­წყის ეტაპ­ზე შე­მეგ­რო­ვე­ბი­ნა ის ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ზან­დურ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რი­თაც მოჰ­ყავ­დათ და მერე თან­და­თან გან­ვავ­რცე ჩემი ფიქ­რე­ბი და იდე­ე­ბი. და­ვი­წყეთ მა­სა­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა - ზოგი სახ­ლში მქონ­და, ოჯახ­ში. მერე მე­ზობ­ლებ­თან გა­და­ვე­დი, გავ­ცდი მე­ზობ­ლებ­საც და სოფ­ლებ­ში და­ვი­წყე მო­ძი­ე­ბა ბავ­შვებ­თან ერ­თად. ეს ნივ­თე­ბი - შნაკ­ვი, ძღა­ვი, კა­კა­ბა, კევ­რი, კავი, წი­ფხა, უკვე ხმა­რე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლია და ფაქ­ტობ­რი­ვად, სხვენ­ზე იყო შე­მოგ­დე­ბუ­ლი.

მა­გა­ლი­თად, წი­ფხა ლე­ჩხუ­მუ­რი ჭურ­ჭე­ლია, ვე­ლუ­რი ბლის კა­ნის­გან კეთ­დე­ბო­და, ძა­ლი­ან ლა­მა­ზად არის დაწ­ნუ­ლი, გვერ­დე­ბი ამოყ­ვა­ნი­ლი, ამოგ­ვი­რის­ტე­ბუ­ლი აქვს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ბე­ღელ­ში გა­მოვ­ფი­ნე, გა­დავ­წყვი­ტე, უფრო გა­მე­ლა­მა­ზე­ბი­ნა იქა­უ­რო­ბა და "ზან­დუ­რის სახ­ლი" და­მერ­ქმია. ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლა რომ არის შეგ­რო­ვე­ბუ­ლი, თვა­ლის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი მინ­და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს იმას, რომ რე­ა­ლუ­რად მი­ვი­ღოთ ხორ­ბლის მო­სა­ვა­ლი და და­ვა­ცხოთ ზან­დუ­რის პური. თეს­ლი ფი­ზი­კუ­რად არ არის, ძლივს მო­ვაგ­რო­ვეთ, დავ­თე­სეთ და ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბით. მო­სა­ვალს ვე­ლო­დე­ბით, რომ კი­დევ გა­და­ვამ­რავ­ლოთ და იქ­ნებ ყა­ნაც დავ­თე­სოთ.

ვცდი­ლობ, პო­პუ­ლა­რო­ბა გა­ვუ­წიო ამას და იქ­ნებ ნი­ჰი­ლის­ტუ­რად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ვაბ­რუ­ნო აქეთ, ძა­ლი­ან დიდი რე­სურ­სი და ბაზა გვაქვს, მაგ­რამ ვერ ვი­ყე­ნებთ. გა­ზარ­მა­ცე­ბუ­ლი კი არ ჰქვია ჩვენს ხალ­ხს, ცნო­ბი­ე­რე­ბა აქვთ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, სა­ზღვარ­გა­რეთ გარ­ბი­ან და იქ ნა­შოვ­ნი ფული მერე რეს­ტორ­ნებ­ში, ბი­ნებ­სა და უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში იხარ­ჯე­ბა. შე­უძ­ლი­ათ, ეს თან­ხა თა­ვი­ანთ სოფ­ლებ­ში და­ა­ბან­დონ, ხე­ხი­ლის ბაღი გა­ა­შე­ნონ, ვაზი ჩა­ყა­რონ, რამე ქნან... ასე­თი გეგ­მა მაქვს და რე­ა­ლო­ბად მინ­და ვაქ­ციო - დავ­თე­სოთ ხორ­ბლის ყა­ნე­ბი, მო­ვი­წი­ოთ მო­სა­ვა­ლი და რე­ა­ლი­ზა­ცია გა­ვუ­კე­თოთ. ვფიქ­რობ, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გა­მოჩ­ნდე­ბი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა დრო, როცა ბიო პრო­დუქ­ტებ­ზე იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან დიდი მო­თხოვ­ნა, ამის იმე­დი მაქვს. მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ზე ვა­კე­თებ გათ­ვლას, რომ და­ინ­ტე­რეს­დნენ ეს ბავ­შვე­ბი და ხორ­ბა­ლი და­თე­სონ. მარ­ტო ფუ­ლის გუ­ლის­თვის კი არა, იმის­თვი­საც, რომ ლე­ჩხუ­მი წა­მო­წი­ონ წინა პლან­ზე.

"ზან­დუ­რის სახ­ლი" ეკო­ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­საც შე­უ­წყობს ხელს, სო­ფელ­ში რომ ტუ­რის­ტი შე­მო­ვა, სა­ნა­ხა­ვი ექ­ნე­ბა. აქ არის ვაკე ად­გი­ლი და მინ­და, ეთნო სო­ფე­ლი გა­ვა­კე­თოთ, ეთნო კუ­თხე ლე­ჩხუ­მუ­რი ოდა სახ­ლით, თა­ვი­სი ჩუ­ქურ­თმი­ა­ნი აივ­ნე­ბით, ბუხ­რით. მინ­და ფა­ცხე­ბი და­იდ­გას, და­სას­ვე­ნე­ბე­ლი მერ­ხე­ბი... პირ­ვე­ლი აგუ­რი შე­იძ­ლე­ბა მე ჩავ­დო ამ საქ­მე­ში, მაგ­რამ ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა დიდი არა­ფე­რი მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. რომ და­ი­ნა­ხოს ეს მთავ­რო­ბამ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, კე­თილ­მა ადა­მი­ან­მა, მთავ­რო­ბაც ხომ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შედ­გე­ბა და იქ­ნე­ბა ვინ­მე და­ინ­ტე­რეს­დეს. და­ი­ნა­ხონ, რომ მეც რა­ღაც გა­ვა­კე­თე და ჰა­ერ­ზე არ ვამ­ბობ ამ ყვე­ლა­ფერს. ამის­თვის ბევ­რი შრო­მა დამ­ჭირ­დე­ბა, რა თქმა უნდა, მაგ­რამ თავს არ და­ვი­შუ­რებ.

რაც ეს ძვე­ლი ნივ­თე­ბი მო­ვი­ძიე, სულ ვფიქ­რობ, რა სიყ­ვა­რუ­ლი­თაა ნა­კე­თე­ბი. ჩვენ არ და­ვი­ცა­ვით ის სი­მეტ­რი­ე­ბი, ის სიყ­ვა­რუ­ლი და რუ­დუ­ნე­ბა არ ჩავ­დეთ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა გა­ნად­გურ­და. 15-16 კი­ლო­მეტ­რი მა­ინც იქ­ნე­ბა ხვამ­ლი­დან, იქ მო­ი­პო­ვებ­დნენ ამ ქვებს და ალ­ბათ რო­გო­რი გა­ჭირ­ვე­ბით მოჰ­ქონ­დათ, რომ სახ­ლის კუ­თხე­ებ­ში ჩა­ედ­გათ სი­ლა­მა­ზის­თვის. მათ ჰქონ­დათ ეს შეგ­რძნე­ბა და ჩვენ - დავ­კარ­გეთ. იქ­ნებ, აღ­ვად­გი­ნოთ. ბავ­შვო­ბა­ში ტრაქ­ტო­რის­ტო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ტრაქ­ტო­რი რომ ვი­ყი­დე, მა­შინ ვხუმ­რობ­დი, ერთი ოც­ნე­ბა ამიხ­და მეთ­ქი. ვაშ­ლის ბა­ღე­ბის გა­შე­ნე­ბაც ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა იყო. ჩემი მე­უღ­ლე რომ გარ­და­იც­ვა­ლა, ვი­ყი­დე პან­ტა ვაშ­ლი, დავ­თე­სეთ, შვი­ლე­ბი მო­მეხ­მარ­ნენ, მარ­თლა მძი­მე შრო­მა გავ­წი­ეთ. თურ­მე მწი­ფე არ ყო­ფი­ლა თეს­ლი და არ ამო­ვი­და, კრა­ხი გან­ვი­ცა­დე.

მერე არა­სამ­თავ­რო­ბო­დან იყ­ვნენ მო­სუ­ლი და მი­თხრეს, ჩვენ და­გეხ­მა­რე­ბით სარ­წყა­ვი სის­ტე­მი­თო. არ მე­გო­ნა, თუ რა­მეს მარ­თლა გა­ა­კე­თებ­დნენ და დავ­წე­რე პრო­ექ­ტი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­მე­მა­ტა, არც ისე იოლი იყო. გორ­ში ვი­ყი­დე ნერ­გე­ბი, დავ­ხა­ნით და დავრგეთ, მიწა ბე­ტო­ნი­ვით იყო გა­მაგ­რე­ბუ­ლი, ორ­მო­ე­ბი ძლივს ამოვ­თხა­რეთ. შვი­ლე­ბი­ვით ვუვ­ლი­დი ნერ­გებს, უფრო მე­ტა­დაც. პირ­ვე­ლად რომ მო­ის­ხა, მე­ზობ­ლე­ბი დამ­ყავ­და სა­ნა­ხა­ვად, უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი. დღე­ში ათ­ჯერ მა­ინც მივ­დი­ო­დი და ვე­ფე­რე­ბო­დი ამ ვაშ­ლებს. ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას ის ორი წი­თე­ლი ვაშ­ლი.

მერე პო­მი­დო­რი, ბულ­გა­რუ­ლი, ბად­რი­ჯა­ნიც დავრგე. ყო­ველ მე­ხუ­თე დღეს 200 ლიტ­რი წყა­ლი შემ­ქონ­და და ვწამ­ლავ­დი, რომ და­ა­ვა­დე­ბა არ გას­ჩე­ნო­და, ამის გამო მხედ­ვე­ლო­ბა და­მიქ­ვე­ით­და. ერთ წე­ლი­წადს ხახ­ვი და ნი­ო­რიც დავ­თე­სე, 60 მეტ­რი­ა­ნი მწკრი­ვე­ბი იყო, ქვე­მო­დან რომ გა­ხე­დავ­დი, ზე­მოთ ას­ვლამ­დე სული შე­გი­წუხ­დე­ბო­და. კვალს რომ ვთოხ­ნი­დი, მი­ჭირ­და, ნი­ა­და­გი არ იყო და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ისე­დაც მძი­მე მი­წაა და თავ­ში რომ ამო­ვი­დო­დი, ცრემ­ლებს ვყრი­დი, მაგ­რამ რომ გავ­ხე­დავ­დი, ის ბედ­ნი­ე­რე­ბა და სი­ა­მოვ­ნე­ბის გრძნო­ბა რომ მახ­სენ­დე­ბა, ახ­ლაც ჟრუ­ან­ტე­ლი მივ­ლის.

ფუტ­კა­რიც მყავს. ის­ტე­რი­კუ­ლად მე­ში­ნო­და ფუტკრის, ვერ ვე­კა­რე­ბო­დი და ჩემი მე­უღ­ლე უვ­ლი­და. ჩემი მე­უღ­ლე რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მერე მა­მა­ჩე­მი უვ­ლი­და, მაგ­რამ ფუტ­კა­რი სხვი­სი მოვ­ლი­ლი არ გა­მო­დის, შენ უნდა მო­უ­ა­რო და მი­ხე­დო, რო­გორც პა­ტა­რა ბავ­შვს. მე ვერ ვუვ­ლი­დი, მე­ში­ნო­და, ვერ ვე­კა­რე­ბო­დი და თან­და­თან გა­ნად­გურ­და. 4 სკა დარ­ჩა 23-დან. მერე მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, და­გეხ­მა­რე­ბი, ნუ გა­ა­ნად­გუ­რე­ბო. რამ­დენ­ჯერ­მე ამო­ვი­და მო­სახ­მა­რებ­ლად, ფუტ­კარს ისე­თი შრო­მა სჭირ­დე­ბა, სულ უხერ­ხუ­ლად ვი­ყა­ვი.

ერთი წელი მეხ­მა­რე­ბო­და, მე­ო­რე წელს შემ­რცხვა, სულ ხომ ვერ და­ვუ­ძა­ხებ­დი და გავ­რის­კე, მი­ვე­კა­რე. თა­ვი­დან კან­კალ-კან­კა­ლით ვუვ­ლი­დი, მერე ინ­ტერ­ნეტ­ში და­ვი­წყე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა. გა­დავ­წყვი­ტე, რომ გა­ზა­ფხულ­ზე დე­დე­ბი გა­მო­მეყ­ვა­ნა. დე­დე­ბის გა­მოყ­ვა­ნა და­ახ­ლო­ე­ბით იმას ნიშ­ნავს, ქალი რომ ამ­შო­ბი­ა­რო, სა­კე­ის­რო გა­უ­კე­თო. პირ­ვე­ლი და­ნამ­ყნე­ბის დროს ისე­თი სტრე­სი მი­ვი­ღე, სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მოძ­რა­ო­ბა აღარ შე­მეძ­ლო. ძნე­ლი კი არაა, მაგ­რამ ემო­ცი­უ­რად და­ვი­ძა­ბე. ახლა 54 სკა მყავს. მძი­მე შრო­მა გავ­წიე, გა­მო­მი­ვი­და და მე­ფუტ­კე­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მაქვს გეგ­მე­ბი, ფუტკრის რძის წარ­მო­ე­ბა­სა და ნუკ­ლე­უ­სე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ვა­პი­რებ. თაფლსაც ვყი­დი. სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ფუტკრე­ო­ბა პრი­ო­რი­ტე­ტად არ აღი­ა­რა სა­ხელ­მწი­ფომ და არ ეხ­მა­რე­ბა ამ დარ­გს. დიდი ხარ­ჯი კი გავ­წიე, ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ შექ­მნი­ლი­ყო.

ჩემი მე­უღ­ლე 14 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა და მას მერე ამ ყვე­ლა­ფერს მარ­ტო ვუ­ძღვე­ბი. 14-15 წლის რომ ვი­ყა­ვი, რა­ღა­ცას რომ და­მა­ვა­ლებ­დნენ, არ მინ­დო­და წას­ვლა, მში­შა­რა ვი­ყა­ვი - ბა­ყა­ყე­ბის, გვე­ლე­ბის, პეპ­ლე­ბის, სიბ­ნე­ლის მე­ში­ნო­და. წას­ვლა-წა­მოს­ვლაც მე­ზა­რე­ბო­და და რომ მთხოვ­დნენ, წყა­ლი მო­ი­ტა­ნეო, მე­ში­ნია, ვერ წა­ვალ წყა­რო­ზე მეთ­ქი, ვპა­სუ­ხობ­დი. სულ იმას მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ზარ­მა­ცი ხარო და მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა ვცდი­ლობ, ეს კომ­პლექ­სი მო­ვიხ­სნა ბევ­რი შრო­მით.

ში­ნა­გა­ნად მარ­თლა ზარ­მა­ცი ვარ, განა ტყუ­ი­ლია, მაგ­რამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა მაქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. სა­კუ­თარ თავ­თან უნდა ვიყო მარ­თა­ლი და ში­ნა­გა­ნად თუ მაქვს ეს სიწრფე­ლე, ბედ­ნი­ე­რიც მა­შინ ვარ. თუ რა­ღაც შე­მე­შა­ლა, სი­ყალ­ბე გა­მო­მი­ვი­და, რომ მო­ვალ სახ­ლში ად­გილს ვერ ვპო­უ­ლობ, ტი­რი­ლამ­დე მივ­სულ­ვარ. სი­ნა­ნუ­ლია ჯო­ჯო­ხე­თიო, ხომ ამ­ბო­ბენ, რამ­დენ­ჯერ გა­მო­მივ­ლია ჯო­ჯო­ხე­თი იმის გამო, რომ შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც ცუ­დად ვთქვი, არ ვი­ყა­ვი სწო­რი... სოფ­ლის რუ­ტი­ნით არ ვცხოვ­რობ, ყო­ველ­დღე ვშრო­მობ და ვიბ­რძვი.

ზამ­თარ­ში 8 სა­ათ­ზე მეღ­ვი­ძე­ბა, ფე­ის­ბუქს ჩავ­ხე­დავ, რომ გა­მო­მა­ცო­ცხლოს, მერე ვდგე­ბი და ვი­წყებ შრო­მას. ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს, დი­ლით ჯე­ჯილ­ზე რომ ნა­მია წვე­თე­ბად, ბრი­ლი­ან­ტე­ბი­ვით, ფო­ტო­ებს ვუ­ღებ. დავ­დგე­ბი და ბუ­ნე­ბას ვუ­ყუ­რებ. კიდე ფუტკრებ­თან მიყ­ვარს ფუთ­ფუ­თი. ყვე­ლა­ზე დიდ ენერ­გი­ას მი­წას­თან მუ­შა­ო­ბის­გან ვი­ღებ".

ავ­ტო­რი: ნინო გა­მი­სო­ნია; ფოტო: ნინო ბა­ი­და­უ­რი

©პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" (ავ­ტო­რე­ბი: მა­ი­კო ჩი­ტა­ია, იდა ბახ­ტუ­რი­ძე, ნინო გა­მი­სო­ნია, ფო­ტოგ­რა­ფე­ბი: ნინო ბა­ი­და­უ­რი, სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი, სოფო აფ­ცი­ა­უ­რი) მიერ აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მარ­თვის ინ­სტი­ტუ­ტის (EWMI) ACCESS-ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში. სტა­ტი­ე­ბის დამ­ზა­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რის შე­დე­გად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) და­ფი­ნან­სე­ბით. სტა­ტი­ე­ბის ში­ნა­არსზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან". ის შე­საძ­ლოა არ გა­მო­ხა­ტავ­დეს USAID-ის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბის ან/და EWMI-ს შე­ხე­დუ­ლე­ბებს.

ავტორი:

"გაზარმაცებული არ ჰქვია ჩვენს ხალხს... საზღვარგარეთ გარბიან, ფული რესტორნებში იხარჯება" - ლეჩხუმელი ქალი, რომელიც უძველეს ქართულ ხორბლის ჯიშს აღადგენს

"გაზარმაცებული არ ჰქვია ჩვენს ხალხს... საზღვარგარეთ გარბიან, ფული რესტორნებში იხარჯება" - ლეჩხუმელი ქალი, რომელიც უძველეს ქართულ ხორბლის ჯიშს აღადგენს

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 48 წლის მანონი ახვლედიანს სოფელ ღვირიშიდან (ცაგერის მუნიციპალიტეტი):

"სერტიფიცირებული მასწავლებელი ვარ, ღვირიშის საჯარო სკოლაში ვმუშაობ. ასევე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი ჩვენი თემიდან, ცაგერის მუნიციპალიტეტში. ჩემი გადაწყვეტილება, რომ დეპუტატი გავმხდარიყავი, ოჯახმა და საზოგადოებამ კარგად მიიღო, წინააღმდეგობა არავის გაუწევია, პირიქით. მანამდე 15 წელი სოფლის მაღაზიაში ვმუშაობდი. შეურაცხყოფად არავინ მიიღოს, მაგრამ მაღაზიაში მომუშავე ადამიანს ხშირად ვაჭრუკანად მიიჩნევენ და ის, რომ საზოგადოებამ დეპუტატად აირჩიოს, ბევრს ნიშნავს, პატივისცემას უნდა იმსახურებდე. დეპუტატად პოლიტიკისთვის არ მოვსულვარ.

არც მატერიალური დაინტერესება მქონია, მინდოდა, სოფელს დავხმარებოდი. პასუხისმგებლობის გრძნობა არც მანამდე მაკლდა, მაგრამ რაც დეპუტატი გავხდი, კიდევ უფრო მომემატა. გაჭირვებისა და სიდუხჭირისაგან წელში გაწყვეტილი ხალხის ფეხზე დადგომაზე ვოცნებობ. მინდა, ჩემი საქმიანობით ხელი შევუწყო სოფლის განვითარებას და მგონი, ასე თუ ისე, ვახერხებ. ვფიქრობ, ახალი სისხლი გადაესხა რაღაც-რაღაცებში. მაქვს ოცნებები - ვაშლის ბაღების გაშენება მინდა და ზანდურის ჯიშის ხორბალი უნდა ავაღორძინო. ამაში ჩემი სკოლაც, ბავშვებიც აქტიურად არიან ჩართული.

"ზანდურის სახლი"

ზანდური ხორბლის სახეობაა, ლეჩხუმის ენდემი. ამბობენ, ზანდურის გენზე დგას მსოფლიოს ხორბალიო. ხორბალზე მნიშვენლოვანი საკვები დედამიწაზე არ არსებობს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიო ხორბალი ზანდურის გენზე დგას, მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ოქროს ფასია თითოეული მარცვალი. რამდენადაც ვიცით, ზანდურის თესლი ლეჩხუმიდან გაიტანეს საზღვარგარეთ, მაგრამ ამ მარცვალმა მუტაცია განიცადა, ის გენი, ის თვისებები აღარ აქვს, რაც ჰქონდა, რადგან შეგუებული იყო ამ მიწას და იმ საკვებს, რასაც მისგან იღებდა. ზანდურით პირველ რიგში იმიტომ დავინტერესდი, რომ ლეჩხუმურია. ხალხი ლეჩხუმს ისე კარგად არ იცნობს, არ ჩანს საქართველოს მასშტაბით და ვფიქრობ, რომ ლეჩხუმის სახელისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბებიაჩემიც ხშირად ახსენებდა ზანდურის პურს და ამანაც გამიღვივა სიყვარული.

ლევან ოზბეთელაშვილმა, რომელიც ბოტანიკის ინსტიტუტში მუშაობს, ჩაგვიტარა ზანდურთან დაკავშირებით პატარა ლექცია, რომელსაც ბავშვებთან ერთად დავესწარი. ვიფიქრე, რომ საწყის ეტაპზე შემეგროვებინა ის ეთნოგრაფიული მასალა, რომელიც ზანდურთან იყო დაკავშირებული, რითაც მოჰყავდათ და მერე თანდათან განვავრცე ჩემი ფიქრები და იდეები. დავიწყეთ მასალების მოპოვება - ზოგი სახლში მქონდა, ოჯახში. მერე მეზობლებთან გადავედი, გავცდი მეზობლებსაც და სოფლებში დავიწყე მოძიება ბავშვებთან ერთად. ეს ნივთები - შნაკვი, ძღავი, კაკაბა, კევრი, კავი, წიფხა, უკვე ხმარებიდან ამოღებულია და ფაქტობრივად, სხვენზე იყო შემოგდებული.

მაგალითად, წიფხა ლეჩხუმური ჭურჭელია, ველური ბლის კანისგან კეთდებოდა, ძალიან ლამაზად არის დაწნული, გვერდები ამოყვანილი, ამოგვირისტებული აქვს. ეს ყველაფერი ბეღელში გამოვფინე, გადავწყვიტე, უფრო გამელამაზებინა იქაურობა და "ზანდურის სახლი" დამერქმია. ეთნოგრაფიული მასალა რომ არის შეგროვებული, თვალისთვის სასიამოვნოა, მაგრამ ეს ყველაფერი მინდა ემსახურებოდეს იმას, რომ რეალურად მივიღოთ ხორბლის მოსავალი და დავაცხოთ ზანდურის პური. თესლი ფიზიკურად არ არის, ძლივს მოვაგროვეთ, დავთესეთ და ძალიან ვუფრთხილდებით. მოსავალს ველოდებით, რომ კიდევ გადავამრავლოთ და იქნებ ყანაც დავთესოთ.

ვცდილობ, პოპულარობა გავუწიო ამას და იქნებ ნიჰილისტურად განწყობილი ადამიანები მოვაბრუნო აქეთ, ძალიან დიდი რესურსი და ბაზა გვაქვს, მაგრამ ვერ ვიყენებთ. გაზარმაცებული კი არ ჰქვია ჩვენს ხალხს, ცნობიერება აქვთ განადგურებული, საზღვარგარეთ გარბიან და იქ ნაშოვნი ფული მერე რესტორნებში, ბინებსა და უძრავ ქონებაში იხარჯება. შეუძლიათ, ეს თანხა თავიანთ სოფლებში დააბანდონ, ხეხილის ბაღი გააშენონ, ვაზი ჩაყარონ, რამე ქნან... ასეთი გეგმა მაქვს და რეალობად მინდა ვაქციო - დავთესოთ ხორბლის ყანები, მოვიწიოთ მოსავალი და რეალიზაცია გავუკეთოთ. ვფიქრობ, მოსახლეობაში გამოჩნდებიან დაინტერესებული ადამიანები.

აუცილებლად დადგება დრო, როცა ბიო პროდუქტებზე იქნება ძალიან დიდი მოთხოვნა, ამის იმედი მაქვს. მომავალ თაობაზე ვაკეთებ გათვლას, რომ დაინტერესდნენ ეს ბავშვები და ხორბალი დათესონ. მარტო ფულის გულისთვის კი არა, იმისთვისაც, რომ ლეჩხუმი წამოწიონ წინა პლანზე.

"ზანდურის სახლი" ეკოტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს, სოფელში რომ ტურისტი შემოვა, სანახავი ექნება. აქ არის ვაკე ადგილი და მინდა, ეთნო სოფელი გავაკეთოთ, ეთნო კუთხე ლეჩხუმური ოდა სახლით, თავისი ჩუქურთმიანი აივნებით, ბუხრით. მინდა ფაცხები დაიდგას, დასასვენებელი მერხები... პირველი აგური შეიძლება მე ჩავდო ამ საქმეში, მაგრამ ეკონომიკური საშუალება დიდი არაფერი მაქვს, ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული. რომ დაინახოს ეს მთავრობამ, ხელისუფლებამ, კეთილმა ადამიანმა, მთავრობაც ხომ ადამიანებისგან შედგება და იქნება ვინმე დაინტერესდეს. დაინახონ, რომ მეც რაღაც გავაკეთე და ჰაერზე არ ვამბობ ამ ყველაფერს. ამისთვის ბევრი შრომა დამჭირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ თავს არ დავიშურებ.

რაც ეს ძველი ნივთები მოვიძიე, სულ ვფიქრობ, რა სიყვარულითაა ნაკეთები. ჩვენ არ დავიცავით ის სიმეტრიები, ის სიყვარული და რუდუნება არ ჩავდეთ, შემოქმედებითობა განადგურდა. 15-16 კილომეტრი მაინც იქნება ხვამლიდან, იქ მოიპოვებდნენ ამ ქვებს და ალბათ როგორი გაჭირვებით მოჰქონდათ, რომ სახლის კუთხეებში ჩაედგათ სილამაზისთვის. მათ ჰქონდათ ეს შეგრძნება და ჩვენ - დავკარგეთ. იქნებ, აღვადგინოთ. ბავშვობაში ტრაქტორისტობაზე ვოცნებობდი. ტრაქტორი რომ ვიყიდე, მაშინ ვხუმრობდი, ერთი ოცნება ამიხდა მეთქი. ვაშლის ბაღების გაშენებაც ბავშვობის ოცნება იყო. ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, ვიყიდე პანტა ვაშლი, დავთესეთ, შვილები მომეხმარნენ, მართლა მძიმე შრომა გავწიეთ. თურმე მწიფე არ ყოფილა თესლი და არ ამოვიდა, კრახი განვიცადე.

მერე არასამთავრობოდან იყვნენ მოსული და მითხრეს, ჩვენ დაგეხმარებით სარწყავი სისტემითო. არ მეგონა, თუ რამეს მართლა გააკეთებდნენ და დავწერე პროექტი, პასუხისმგებლობა მომემატა, არც ისე იოლი იყო. გორში ვიყიდე ნერგები, დავხანით და დავრგეთ, მიწა ბეტონივით იყო გამაგრებული, ორმოები ძლივს ამოვთხარეთ. შვილებივით ვუვლიდი ნერგებს, უფრო მეტადაც. პირველად რომ მოისხა, მეზობლები დამყავდა სანახავად, უბედნიერესი ვიყავი. დღეში ათჯერ მაინც მივდიოდი და ვეფერებოდი ამ ვაშლებს. ახლაც თვალწინ მიდგას ის ორი წითელი ვაშლი.

მერე პომიდორი, ბულგარული, ბადრიჯანიც დავრგე. ყოველ მეხუთე დღეს 200 ლიტრი წყალი შემქონდა და ვწამლავდი, რომ დაავადება არ გასჩენოდა, ამის გამო მხედველობა დამიქვეითდა. ერთ წელიწადს ხახვი და ნიორიც დავთესე, 60 მეტრიანი მწკრივები იყო, ქვემოდან რომ გახედავდი, ზემოთ ასვლამდე სული შეგიწუხდებოდა. კვალს რომ ვთოხნიდი, მიჭირდა, ნიადაგი არ იყო დამუშავებული, ისედაც მძიმე მიწაა და თავში რომ ამოვიდოდი, ცრემლებს ვყრიდი, მაგრამ რომ გავხედავდი, ის ბედნიერება და სიამოვნების გრძნობა რომ მახსენდება, ახლაც ჟრუანტელი მივლის.

ფუტკარიც მყავს. ისტერიკულად მეშინოდა ფუტკრის, ვერ ვეკარებოდი და ჩემი მეუღლე უვლიდა. ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, მერე მამაჩემი უვლიდა, მაგრამ ფუტკარი სხვისი მოვლილი არ გამოდის, შენ უნდა მოუარო და მიხედო, როგორც პატარა ბავშვს. მე ვერ ვუვლიდი, მეშინოდა, ვერ ვეკარებოდი და თანდათან განადგურდა. 4 სკა დარჩა 23-დან. მერე მეგობარმა მითხრა, დაგეხმარები, ნუ გაანადგურებო. რამდენჯერმე ამოვიდა მოსახმარებლად, ფუტკარს ისეთი შრომა სჭირდება, სულ უხერხულად ვიყავი.

ერთი წელი მეხმარებოდა, მეორე წელს შემრცხვა, სულ ხომ ვერ დავუძახებდი და გავრისკე, მივეკარე. თავიდან კანკალ-კანკალით ვუვლიდი, მერე ინტერნეტში დავიწყე ინფორმაციის მოძიება. გადავწყვიტე, რომ გაზაფხულზე დედები გამომეყვანა. დედების გამოყვანა დაახლოებით იმას ნიშნავს, ქალი რომ ამშობიარო, საკეისრო გაუკეთო. პირველი დანამყნების დროს ისეთი სტრესი მივიღე, სამი საათის განმავლობაში მოძრაობა აღარ შემეძლო. ძნელი კი არაა, მაგრამ ემოციურად დავიძაბე. ახლა 54 სკა მყავს. მძიმე შრომა გავწიე, გამომივიდა და მეფუტკერობასთან დაკავშირებითაც მაქვს გეგმები, ფუტკრის რძის წარმოებასა და ნუკლეუსების რეალიზაციას ვაპირებ. თაფლსაც ვყიდი. საქართველოში მეფუტკრეობა პრიორიტეტად არ აღიარა სახელმწიფომ და არ ეხმარება ამ დარგს. დიდი ხარჯი კი გავწიე, ეს ყველაფერი რომ შექმნილიყო.

ჩემი მეუღლე 14 წლის წინ გარდაიცვალა და მას მერე ამ ყველაფერს მარტო ვუძღვები. 14-15 წლის რომ ვიყავი, რაღაცას რომ დამავალებდნენ, არ მინდოდა წასვლა, მშიშარა ვიყავი - ბაყაყების, გველების, პეპლების, სიბნელის მეშინოდა. წასვლა-წამოსვლაც მეზარებოდა და რომ მთხოვდნენ, წყალი მოიტანეო, მეშინია, ვერ წავალ წყაროზე მეთქი, ვპასუხობდი. სულ იმას მეუბნებოდნენ, ზარმაცი ხარო და მთელი ცხოვრებაა ვცდილობ, ეს კომპლექსი მოვიხსნა ბევრი შრომით.

შინაგანად მართლა ზარმაცი ვარ, განა ტყუილია, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს საზოგადოების წინაშე. საკუთარ თავთან უნდა ვიყო მართალი და შინაგანად თუ მაქვს ეს სიწრფელე, ბედნიერიც მაშინ ვარ. თუ რაღაც შემეშალა, სიყალბე გამომივიდა, რომ მოვალ სახლში ადგილს ვერ ვპოულობ, ტირილამდე მივსულვარ. სინანულია ჯოჯოხეთიო, ხომ ამბობენ, რამდენჯერ გამომივლია ჯოჯოხეთი იმის გამო, რომ შეიძლება რაღაც ცუდად ვთქვი, არ ვიყავი სწორი... სოფლის რუტინით არ ვცხოვრობ, ყოველდღე ვშრომობ და ვიბრძვი.

ზამთარში 8 საათზე მეღვიძება, ფეისბუქს ჩავხედავ, რომ გამომაცოცხლოს, მერე ვდგები და ვიწყებ შრომას. ყველაზე მეტად მიყვარს, დილით ჯეჯილზე რომ ნამია წვეთებად, ბრილიანტებივით, ფოტოებს ვუღებ. დავდგები და ბუნებას ვუყურებ. კიდე ფუტკრებთან მიყვარს ფუთფუთი. ყველაზე დიდ ენერგიას მიწასთან მუშაობისგან ვიღებ".

ავტორი: ნინო გამისონია; ფოტო: ნინო ბაიდაური

©პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან" (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები: ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი, სოფო აფციაური) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. სტატიების დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ