მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„დიდი ლიტერატურული ტურნე“ გრძელდება
„დიდი ლიტერატურული ტურნე“ გრძელდება

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექ­ტის, „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ გა­მარ­ჯვე­ბულ­თა „დიდი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტურ­ნე“ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. თე­ლავ­ში, რუს­თავ­სა და გორ­ში დე­ბი­უ­ტან­ტი ავ­ტო­რე­ბი მკი­თხვე­ლებს უკვე შეხ­ვდნენ. მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რე­ბი ზუგ­დიდ­ში, ოზურ­გეთ­ში, ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­შია და­გეგ­მი­ლი. ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში, მკი­თხვე­ლე­ბი მათ­თვის საყ­ვა­რელ, ქარ­თველ ავ­ტო­რებს პი­რა­დად ხვდე­ბი­ან და სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, ახ­ლოს გა­იც­ნონ ისი­ნი. შეხ­ვედ­რე­ბი კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

კონ­კურსს „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა ”პა­ლიტ­რა L” მე­ო­რე წე­ლია ატა­რებს. მისი მი­ზა­ნია, აღ­მო­ა­ჩი­ნოს ახა­ლი სა­ხე­ე­ბი და ქარ­თველ მწერ­ლებს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­ეხ­მა­როს.

ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის "შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა", გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძის "შუ­ლა­მე­ლი გო­გო­ნე­ბი" და ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლის "ცდუ­ნე­ბა“, კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018“ ფარ­გლებ­ში, ხალ­ხის რჩე­უ­ლი რო­მა­ნე­ბია გახ­და. ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძის "ალა­ჰი ჩემი მე­გო­ბა­რია" და იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლის "ტრან­სმუ­ტა­ცია" კი ჟი­უ­რის რჩე­უ­ლე­ბი არი­ან.

„პრო­ექ­ტი "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" უნი­კა­ლუ­რი შან­სია დამ­წყე­ბი ავ­ტო­რე­ბი­სათ­ვის, სა­კუ­თა­რი ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად აქ­ცი­ონ. ერ­თია წიგ­ნის და­ბეჭდ­ვა, მე­ო­რეა შემ­დგო­მი პრო­ცე­სე­ბი და სწო­რედ ამის ნა­წი­ლია დიდი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტურ­ნეც. რო­გორც წესი, დე­და­ქა­ლა­ქი მუ­დამ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლია კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით, ჩვე­ნი მი­ზა­ნი კი ისაა, რომ არა მხო­ლოდ წიგ­ნით, არა­მედ თა­ვა­დაც მი­ვი­დეთ მკი­თხვე­ლებ­თან მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.“ - ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი.

„მე არ მახ­სენ­დე­ბა ამ პრო­ექ­ტის გარ­და, რო­მე­ლი­მე გა­მომ­ცე­მელს ავ­ტო­რე­ბის­თვის ტურ­ნე მო­ე­წყოთ. ძა­ლი­ან კარ­გი წა­მო­წყე­ბაა. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში იშ­ვი­ა­თად იმარ­თე­ბა. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნებს აც­ნობ სა­კუ­თარ ნა­მუ­შე­ვარს, ინ­ტე­რესს აღუძ­რავ და თვი­თო­ნაც კმა­ყო­ფი­ლია, რად­გან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი დამ­ყარ­და. ვნა­ხოთ, სა­მო­მავ­ლოდ რა იქ­ნე­ბა, მთე­ლი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო გვაქვს შე­მო­სავ­ლე­ლი და იმე­დი მაქვს მკი­თხვე­ლიც მრავ­ლად დაგ­ვხვდე­ბა.“ - ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძე.

„ყო­ველ­თვის აღ­ვნიშ­ნავ ხოლ­მე, რო­დე­საც კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის“ მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ვსა­უბ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი არ სრულ­დე­ბა წიგ­ნის გა­მო­ცე­მით. შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი ნა­წარ­მო­ე­ბი და­წე­რო, გა­მოს­ცე წიგ­ნად და მკი­თხვე­ლამ­დე დიდი ხანი ვერ მი­ვი­დეს, რად­გან შენ დამ­წყე­ბი მწე­რა­ლი ხარ, არა­ვინ გიც­ნობს და შე­სა­ბა­მი­სად, გაც­ნო­ბას დრო სჭირ­დე­ბა... პრო­ექ­ტი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ იმი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ მას შემ­დეგ, რაც წიგ­ნი იბეჭ­დე­ბა, შენ სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვს, შეხ­ვდე შენს მკი­თხველს, გა­ი­ზი­ა­რო მათი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და გა­უ­ზი­ა­რო შენი, მო­გის­მი­ნონ და მო­უს­მი­ნო...“ - გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძე.

„დიდი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტურ­ნეს“ გრა­ფი­კი:

19 მარ­ტი, ოზურ­გე­თი - ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძე - „რვას +1“ (გაბ­რი­ელ ეპის­კო­პო­სის #3), 16:00;

20 მარ­ტი, ბა­თუ­მი - ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძე - ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, 11:00; ბა­თუ­მის „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა“, 19:00;

26 მარ­ტი, ოზურ­გე­თი - ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი, გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძე, იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი - „რვას +1“ (გაბ­რი­ელ ეპის­კო­პო­სის #3), 16:00;

27 მარ­ტი, ბა­თუ­მი - ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი, გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძე, იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი - ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, 11:00; ბა­თუ­მის „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა“, 19:00;

2 აპ­რი­ლი, ქუ­თა­ი­სი - ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძე - ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, 14:00; „PAOLO” ( შოთა რუს­თა­ვე­ლის გამზ. #5), 19:00;

3 აპ­რი­ლი, ზუგ­დი­დი - ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძე - „art house“ (რუს­თა­ვე­ლის ქ. #87ა), 16:00;

10 აპ­რი­ლი, ქუ­თა­ი­სი - ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი, გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძე, იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი - ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, 14:00; „PAOLO” ( შოთა რუს­თა­ვე­ლის გამზ. #5), 19:00;

11 აპ­რი­ლი, ზუგ­დი­დი - ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი, გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძე, იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი - „art house“ (რუს­თა­ვე­ლის ქ. #87ა), 16:00.

ავტორი:

„დიდი ლიტერატურული ტურნე“ გრძელდება

„დიდი ლიტერატურული ტურნე“ გრძელდება

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტის, „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულთა „დიდი ლიტერატურული ტურნე“ საქართველოს მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს. თელავში, რუსთავსა და გორში დებიუტანტი ავტორები მკითხველებს უკვე შეხვდნენ. მომდევნო შეხვედრები ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისსა და ბათუმშია დაგეგმილი. ტურნეს ფარგლებში, მკითხველები მათთვის საყვარელ, ქართველ ავტორებს პირადად ხვდებიან და საშუალება ეძლევათ, ახლოს გაიცნონ ისინი. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამომცემლობა ”პალიტრა L” მეორე წელია ატარებს. მისი მიზანია, აღმოაჩინოს ახალი სახეები და ქართველ მწერლებს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა", გვანცა გუბელაძის "შულამელი გოგონები" და ნათია ჯაგოდნიშვილის "ცდუნება“, კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ ფარგლებში, ხალხის რჩეული რომანებია გახდა. ვახტანგ ვახტანგაძის "ალაჰი ჩემი მეგობარია" და იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია" კი ჟიურის რჩეულები არიან.

„პროექტი "გახდი ბესტსელერის ავტორი" უნიკალური შანსია დამწყები ავტორებისათვის, საკუთარი ოცნება რეალობად აქციონ. ერთია წიგნის დაბეჭდვა, მეორეა შემდგომი პროცესები და სწორედ ამის ნაწილია დიდი ლიტერატურული ტურნეც. როგორც წესი, დედაქალაქი მუდამ განებივრებულია კულტურული ღონისძიებებით, ჩვენი მიზანი კი ისაა, რომ არა მხოლოდ წიგნით, არამედ თავადაც მივიდეთ მკითხველებთან მთელი საქართველოს მასშტაბით.“ - ნათია ჯაგოდნიშვილი.

„მე არ მახსენდება ამ პროექტის გარდა, რომელიმე გამომცემელს ავტორებისთვის ტურნე მოეწყოთ. ძალიან კარგი წამოწყებაა. ლიტერატურული საღამოები რეგიონებში იშვიათად იმართება. სასიამოვნოა, როდესაც სრულიად უცხო ადამიანებს აცნობ საკუთარ ნამუშევარს, ინტერესს აღუძრავ და თვითონაც კმაყოფილია, რადგან უშუალო კონტაქტი დამყარდა. ვნახოთ, სამომავლოდ რა იქნება, მთელი დასავლეთ საქართველო გვაქვს შემოსავლელი და იმედი მაქვს მკითხველიც მრავლად დაგვხვდება.“ - ვახტანგ ვახტანგაძე.

„ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე, როდესაც კონკურსის „გახდი ბესტსელერის“ მნიშვნელობაზე ვსაუბრობ, ყველაფერი არ სრულდება წიგნის გამოცემით. შეიძლება ძალიან კარგი ნაწარმოები დაწერო, გამოსცე წიგნად და მკითხველამდე დიდი ხანი ვერ მივიდეს, რადგან შენ დამწყები მწერალი ხარ, არავინ გიცნობს და შესაბამისად, გაცნობას დრო სჭირდება... პროექტი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ იმითაა გამორჩეული, რომ მას შემდეგ, რაც წიგნი იბეჭდება, შენ საშუალება გაქვს, შეხვდე შენს მკითხველს, გაიზიარო მათი შთაბეჭდილებები და გაუზიარო შენი, მოგისმინონ და მოუსმინო...“ - გვანცა გუბელაძე.

„დიდი ლიტერატურული ტურნეს“ გრაფიკი:

19 მარტი, ოზურგეთი - ნათია ჯაგოდნიშვილი, ვახტანგ ვახტანგაძე - „რვას +1“ (გაბრიელ ეპისკოპოსის #3), 16:00;

20 მარტი, ბათუმი - ნათია ჯაგოდნიშვილი, ვახტანგ ვახტანგაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი, 11:00; ბათუმის „ბიბლუსი გალერეა“, 19:00;

26 მარტი, ოზურგეთი - ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, გვანცა გუბელაძე, იაგო თვალაბეიშვილი - „რვას +1“ (გაბრიელ ეპისკოპოსის #3), 16:00;

27 მარტი, ბათუმი - ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, გვანცა გუბელაძე, იაგო თვალაბეიშვილი - ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი, 11:00; ბათუმის „ბიბლუსი გალერეა“, 19:00;

2 აპრილი, ქუთაისი - ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, ვახტანგ ვახტანგაძე - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 14:00; „PAOLO” ( შოთა რუსთაველის გამზ. #5), 19:00;

3 აპრილი, ზუგდიდი - ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, ვახტანგ ვახტანგაძე - „art house“ (რუსთაველის ქ. #87ა), 16:00;

10 აპრილი, ქუთაისი - ნათია ჯაგოდნიშვილი, გვანცა გუბელაძე, იაგო თვალაბეიშვილი - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 14:00; „PAOLO” ( შოთა რუსთაველის გამზ. #5), 19:00;

11 აპრილი, ზუგდიდი - ნათია ჯაგოდნიშვილი, გვანცა გუბელაძე, იაგო თვალაბეიშვილი - „art house“ (რუსთაველის ქ. #87ა), 16:00.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს