პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კლანი უნდა წავიდეს" - არასამთავრობოების პროტესტი მაისურებით პარლამენტში
"კლანი უნდა წავიდეს" - არასამთავრობოების პროტესტი მაისურებით პარლამენტში

ვიდ­რე სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მი­დან „კლა­ნი“ არ წავა, სის­ტე­მა ვერ გა­ჯან­საღ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის იუ­რის­ტმა ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დემ გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად პარ­ლა­მენ­ტში და­გეგ­მილ სა­კო­მი­ტე­ტო გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს.

კო­ა­ლი­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წევ­რე­ბი საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­ზე მი­ვიდ­ნენ მა­ი­სუ­რე­ბით, რო­მელ­საც აწე­რია „კლა­ნი უნდა წა­ვი­დეს“.

„ეკა ბე­სე­ლი­ას მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ექ­ტი მი­სა­ღე­ბია, რად­გან მას­ში ასა­ხუ­ლია შე­ნიშ­ვნე­ბი, რო­მე­ლიც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა კო­ა­ლი­ცი­ამ წარ­მო­ად­გი­ნა. თუმ­ცა, ჩვე­ნი მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი არის ის, რომ არ­სე­ბუ­ლი იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს პი­რო­ბებ­ში, არა­ნა­ირ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებს და რე­ფორ­მას აზრი არ აქვს, ვიდ­რე სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მი­დან „კლა­ნი“ არ წავა, სის­ტე­მა ვერ გა­ჯან­საღ­დე­ბა. თუკი მსჯე­ლო­ბა მი­დის იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გო­რი უნდა იყოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვის მო­დე­ლი, ჩვენ ვამ­ბობთ, რომ საბ­ჭო უნდა გა­დად­გეს და კარ­გი პრო­ცე­დუ­რე­ბი ახალ­მა საბ­ჭომ გა­მო­ი­ყე­ნოს“, - გა­ნა­ცხა­და ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დემ.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, უმ­რავ­ლე­სო­ბის ფარ­გლებ­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი ადას­ტუ­რებს, რომ რე­ა­ლუ­რად რე­ფორ­მის სურ­ვი­ლი არ არ­სე­ბობს და ენერ­გია ისე­თი წე­სე­ბის შექ­მნა­ზე და­ი­ხარ­ჯა, რაც „კლა­ნის“ ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტე­ტი დღეს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვის წეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ინი­ცი­რე­ბულ კა­ნონპ­რო­ექ­ტებს იხი­ლავს. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე პარ­ლა­მენ­ტში სამი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვაა წარ­დგე­ნი­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო: არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის მა­ი­სუ­რე­ბი წარ­წე­რით - "კლა­ნი უნდა წა­ვი­დეს" - მო­სა­მარ­თლე­ე­ბის შერ­ჩე­ვის წე­სის კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

"კლანი უნდა წავიდეს" - არასამთავრობოების პროტესტი მაისურებით პარლამენტში

"კლანი უნდა წავიდეს" - არასამთავრობოების პროტესტი მაისურებით პარლამენტში

ვიდრე სასამართლო სისტემიდან „კლანი“ არ წავა, სისტემა ვერ გაჯანსაღდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტში დაგეგმილ საკომიტეტო განხილვაში მონაწილეობს.

კოალიციაში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე მივიდნენ მაისურებით, რომელსაც აწერია „კლანი უნდა წავიდეს“.

„ეკა ბესელიას მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პროექტი მისაღებია, რადგან მასში ასახულია შენიშვნები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ წარმოადგინა. თუმცა, ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ არსებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირობებში, არანაირ საკანონმდებლო ცვლილებებს და რეფორმას აზრი არ აქვს, ვიდრე სასამართლო სისტემიდან „კლანი“ არ წავა, სისტემა ვერ გაჯანსაღდება. თუკი მსჯელობა მიდის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის მოდელი, ჩვენ ვამბობთ, რომ საბჭო უნდა გადადგეს და კარგი პროცედურები ახალმა საბჭომ გამოიყენოს“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

მისივე შეფასებით, უმრავლესობის ფარგლებში შემუშავებული კანონპროექტი ადასტურებს, რომ რეალურად რეფორმის სურვილი არ არსებობს და ენერგია ისეთი წესების შექმნაზე დაიხარჯა, რაც „კლანის“ ძალაუფლების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს პირველი მოსმენით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტებს იხილავს. აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში სამი საკანონმდებლო ინიციატივაა წარდგენილი.

იხილეთ ვიდეო: არასამთავრობოების მაისურები წარწერით - "კლანი უნდა წავიდეს" - მოსამართლეების შერჩევის წესის კანონპროექტების განხილვა