ავტორი:

აშშ-ში ყველაზე ცნობილი მაფიოზური კლანის "ბოსი" მოკლეს - თავდამსხმელმა მას ესროლა და პიკაპით გადაუარა

აშშ-ში ყველაზე ცნობილი მაფიოზური კლანის "ბოსი" მოკლეს - თავდამსხმელმა მას ესროლა და პიკაპით გადაუარა

ნიუ-იორკში, ცნობილი ამერიკული მაფიოზური კლანის მეთაური მოკლეს. "გამბინოს ოჯახის" მეთაურს ფრენკ კალის ნიუ იორკში, სტეიტენ აილენდში საკუთარ სახლთან ესროლეს, რის შემდეგაც თავდამსხმელმა მოკლულის ცხედარს პიკაპით გადაუარა და მიიმალა.

The New York Post-ის ცნობით, ადგილობრივმა პოლიციამ "გამბინოს კლანის" წევრები დაკითხა, რათა კალის მკვლელობის შესახებ მეტი ცნობები მოაგროვოს. გამოცემის ცნობით, ასეთი გავლენის მქონე კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობა, ბოლოს 34 წლის წინ მოხდა.

"გამბინოს ოჯახი" იტალიურ-ამერიკული მსხვილი მაფიოზური დაჯგუფებების იმ ხუთეულშია, რომელიც ნიუ-იორკის კრიმინალურ სამყაროს აკონტროლებს. კლანი 2 500 წევრისგან შედგება. ისინი ნიუ-იორკში ყველა ორგანიზებულ დანაშაულს აკონტროლებენ, მათ შორის იყო: ნარკოტიკების უკანონო გავრცელება, შეკვეთილი მკვლელობები და ძალადობა. მაფიოზური კლანის მეთაური ფრენკ კალი, ცნობილი როგორც - "ფრენკი ბოი" განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. ადგილობრივი ძალოვნების თქმით, კალი აქტიურად იყო ჩართული ჰეროინითა და ოქსიტოცინით ვაჭრობაში, თუმცა, ამის მტკიცებულებები ჯერჯერობით არ აქვთ.

გამოცემის ცნობით, გარდაცვლილის ცხედარი ცოლ-შვილმა სახლთან ახლოს იპოვა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანა თუმცა, 53 წლის მაფიოზი უკვე მკვდარი იყო. ადგილი, სადაც კლანის მეთაური ცხოვრობდა, პრესტიჟული მას შემდეგ გახდა, რაც იქ "ნათლიმამას" ერთ-ერთი სიუჟეტი გადაიღეს. იმ რაიონში იყო სახლი, რომელშიც კორლეონეს ოჯახი ცხოვრობდა.

დასავლური მედიის ცნობით, საცხოვრებელ სახლთან მკვლელობა, მაფიოზური კლანის დაუწერელი კანონის თანახმად, "უპატივცემულობის" გამოხატულებაა.

წლების წინ 1985 წელს, მანჰეტენზე, რესტორან “სპარკსში”, გამბინოს ოჯახის წევრი, კრიმინალური ავტორიტეტი პოლ კასტელანო მოკლეს. მკვლელობა მისმა მარჯვენა ხელმა, ჯონ გოტიმ შეუკვეთა. ორი კვირის შემდეგ, გოტი გამბინოს ოჯახის მეთაური გახდა. 1992 წელს ის დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. რამდენიმე წლის შემდეგ ის ციხეში ყელის კიბოთი გარდაიცვალა.

The New York Post 2015 წელს წერდა, რომ ფრანკ კალი, პრაქტიკულად, გამბინოს კლანს მეთაურობდა. მან 68 წლის დომენიკო ჩეფალი შეცვალა, რომელმაც საქმეში მთელი ძალისხმევა ჩადო. ამ ხნის მანძილზე კალი გამბინოს ოჯახის “გამაერთიანებლად” მიიჩნეოდა, ის აქტიურად ცდილობდა კლანში იტალიიდან ახალი ემიგრანტი განგსტერების მოზიდვას.

გამოცემასთან საუბრისას ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ კალი ნამდვილი "მშვიდი ბოსი" იყო - ის არცერთ საქმეზე არასდროს არავის უნახავს..."

წარსულში "ფრენკი ბოი" მხოლოდ ერთხელ იყო ნასამართლევი. 2008 წელს, რეკეტის ბრალდებით დააკავეს 62 ადამიანთან ერთად. კალიმ დანაშაული აღიარა და ციხეში 16 თვე გაატარა...

დასავლური მედიის ცნიბით, კალის მკვლელობა მაფიოზური კლანის შიდა გარჩევებს უკავშირდება და არ არის გამორიცხული, დაჯგუფების რამდენიმე წევრიც დააკავონ...

"გამბინოს ოჯახს" გასული საუკუნის 20-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა განგსტერმა კარლო გამბინომ. კარლო მაფიოზთა ოჯახში დაიბადა და პატარა ასაკიდანვე ჩართული იყო კრიმინალურ სამყაროში. 19 წლის ასაკში ის "ოჯახის" სრულუფლებიან წევრად ითვლებოდა. მსგავსი შემთხვევა, რომ 19 წლის ასაკის ბიჭი მაფიოზური კლანის წევრი გამხდარიყო, ძალიან იშვიათია. გამბინო ნიუ-იორკში დასახლდა.

რამდენიმეწლიანი მშვიდი ცხოვრების შემდეგ ის ლუჩიანოს მაფიოზური ოჯახის მმართველის ალბერტ ანასტასიას მკვლელობაში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც ის თავად გახდა კრიმინალური დაჯგუფების მთავარი ფიგურა. გამბინოს რეპუტაცია თანდათან უფრო იზრდებოდა, ამიტომ ოჯახის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ლუჩიანოს ოჯახისთვის გამბინოს ოჯახი დაერქვათ. ის მაფიოზურ კლანს 22 წელი მართავდა.

"გამბინო შხამიან გველს ჰგავდა, სანამ საფრთხეს ხედავდა, ჩუმად იყო, თავს მოიმკვდარუნებდა, როცა საფრთხე გადაივლიდა, მაშინ გამოჩნდებოდა" - იხსენებდა მასზე ნიუ-იორკელი გამომძიებელი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე