სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები ტერორისტების იარაღზე - რა ფოტოებს აქვეყნებს Daily Mail ახალი ზელანდიიდან
დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები ტერორისტების იარაღზე - რა ფოტოებს აქვეყნებს Daily Mail ახალი ზელანდიიდან

ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ქა­ლაქ ქრა­ის­თჩერჩში მდე­ბა­რე ალ ნუ­რის მე­ჩეთ­ში პა­რას­კე­ვის ლოც­ვის დროს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი შე­ვარ­და და მლოც­ვე­ლებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა. თავ­დას­ხმის შე­დე­გად 40 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, კი­დევ ათე­უ­ლო­ბით მლოც­ვე­ლი და­შავ­და. თავ­დას­ხმის დროს ერთ მე­ჩეთ­ში 200-მდე, ხოლო მე­ო­რე­ში 300-მდე ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იუ­წყე­ბა, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი ალ-ნუ­რი­სა და ლინ­ვუ­დის მე­ჩე­თებ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 13:45 სა­ათ­ზე შე­ვიდ­ნენ. შეს­ვლის­თა­ნა­ვე მათ კარი ჩა­კე­ტეს და სრო­ლა და­ი­წყეს.

Daily Mail-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი თავ­დამ­სხმე­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია - ის 28 წლის ავ­სტრა­ლი­ე­ლი ბრენ­ტონ ტა­რან­ტი აღ­მოჩ­ნდა.

მან თავ­დას­ხმის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი Facebook-ის სა­კუ­თა­რი გვერ­დის მეშ­ვე­ო­ბით გა­ავ­რცე­ლა. ვი­დე­ო­კად­რებ­ში ჩანს, რომ ტე­რო­რის­ტი მე­ჩეთ­თან ია­რა­ღით სავ­სე მან­ქა­ნით მი­დის, რო­მელ­შიც პატ­რი­ო­ტუ­ლი ხა­სი­ა­თის სიმ­ღე­რე­ბია ჩარ­თუ­ლი. კადრში ასე­ვე ჩანს, რომ მან­ქა­ნა­ში არ­სე­ბულ და­ახ­ლო­ე­ბით 6 ია­რაღს, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან ადა­მი­ა­ნე­ბის და­სა­ხო­ცად გა­მო­ი­ყე­ნა, თეთ­რად წარ­წე­რე­ბი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი.

წარ­წე­რებს შო­რის ქარ­თულ ასო­ებს მოკ­რავთ თვალს - მათ­ში სა­ქარ­თვე­ლოს უძ­ლე­ვე­ლი მე­ფი­სა და მხე­დარ­თმთავ­რის და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლიც იკი­თხე­ბა, მის გვერ­დით კი თა­მარ მე­ფის მე­უღ­ლი­სა და ქარ­თუ­ლი ჯა­რე­ბის მთა­ვარ­სარ­დლის და­ვით სოს­ლა­ნის სა­ხე­ლი წე­რია.

რო­გორც Daily Mail აღ­ნიშ­ნავს, ია­რაღ­ზე და­ტა­ნი­ლია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც წარ­სულ­ში "მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბე­ბი ჩა­ი­დი­ნეს“. და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლი­სა და და­ვით სოს­ლა­ნის გარ­და, ია­რაღ­ზე იკი­თხე­ბა რუსი სა­ზღვაო მხე­დარ­თმთავ­რის, გე­ნე­რალ-ადი­უ­ტანტ დი­მიტ­რი სე­ნი­ა­ვი­ნის სა­ხე­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მან ათო­ნი­სა და დარ­და­ნე­ლის ბრძო­ლა­ში თურ­ქებ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა.

ია­რაღ­ზე ასე­ვე და­ტა­ნი­ლია მარ­კო მი­ლი­ა­ნო­ვის - ცნო­ბი­ლი მონ­ტე­ნეგ­რო­ე­ლი მწე­რა­ლი­სა და სარ­დლის სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც სერ­ბე­თის ეროვ­ნუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის ბა­ტო­ნო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძო­და.

კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის სა­ხე­ლი იკი­თხე­ბა ია­რაღ­ზე, ბრი­ტა­ნე­ლი ად­მი­რა­ლი, ედ­ვარდ კოდ­რინგტო­ნია, რო­მე­ლიც 1827 წლის 20 ოქ­ტომ­ბერს სა­ბერ­ძნე­თის რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს ნა­ვა­რი­ნოს ყუ­რე­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ზღვაო ბრძო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რომ­ლის დრო­საც ბრი­ტა­ნულ­მა, ფრან­გულ­მა და რუ­სულ­მა სა­ზღვაო ძა­ლებ­მა ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ი­სა და ეგ­ვიპ­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი გა­ა­ნად­გუ­რეს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ თავ­დამ­სხმე­ლი ბრენ­ტონ ტა­რან­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რით არ შე­მო­ი­ფარ­გლა - მან მე­ჩეთ­ზე თავ­დას­ხმამ­დე ცოტა ხნით ადრე "ტვი­ტე­რის" სა­კუ­თარ გვერ­დზე 87-გვერ­დი­ა­ნი მა­ნი­ფეს­ტი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც რო­გორც სა­კუ­თარ პი­როვ­ნე­ბა­ზე, ასე­ვე თავ­დას­ხმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მო­ტივ­ზეც სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ბევ­რი თავ­დამ­სხმე­ლის ის­ტო­რი­ით არის შთა­გო­ნე­ბუ­ლი - მათ შო­რის ბრე­ი­ვი­კის მიერ ჩა­დე­ნი­ლი მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბით (2011 წელს ნორ­ვე­გი­ა­ში 77 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა). გარ­და ამი­სა, ტა­რან­ტი წერს, რომ მას არ უყ­ვარს მუს­ლი­მე­ბი და ეზი­ზღე­ბა ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ლი­გი­ის მიმ­დე­ვა­რია.

VIDEO: და­ვით სოს­ლა­ნი და და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი - წარ­წე­რე­ბი ია­რაღ­ზე, რო­მე­ლიც ახალ ზე­ლან­დი­ა­ში მე­ჩეთ­ში 40 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლებს ეკუთ­ვნო­დათ

კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ აპი­რებს მას­შტა­ბუ­რი თავ­დას­ხმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მე­ჩეთ­ზე, წერს:

"იმის­თვის, რომ შური ვი­ძიო დამ­პყრობ­ლებ­ზე, რომ­ლებ­მაც ევ­რო­პის მი­წებ­ზე ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლეს.

რათა შური ვი­ძიო მი­ლი­ო­ნო­ბით ევ­რო­პე­ლის და­მო­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მუს­ლიმ დამ­პყრობ­ლებს ევ­რო­პუ­ლი მი­წე­ბი­დან მიჰ­ყავ­დათ.

იმის­თვის, რომ შური ვი­ძიო იმ ათა­სო­ბით ევ­რო­პუ­ლი სი­ცო­ცხლის­თვის, რო­მე­ლიც მათ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას შე­ი­წი­რეს.

იმის­თვის, რომ ევ­რო­პულ მი­წებ­ზე მიგ­რა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­ვამ­ცი­რო და­ში­ნე­ბი­თა და მათი ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბით“.

მე­ჩეთ­თან მის­ვლი­სას თავ­დამ­სხმელ­მა მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რა, ია­რა­ღი აიღო და მე­ჩეთ­ში მთა­ვა­რი კა­რი­დან შე­ვი­და, რის შემ­დე­გაც სრო­ლა ატე­ხა. ამის შემ­დეგ ის მან­ქა­ნა­ში დაბ­რუნ­და, კი­დევ ერთი ია­რა­ღი აიღო და ამ­ჯე­რად მე­ჩეთ­ში მყოფ დაჭ­რილ და ია­ტაკ­ზე და­ცე­მულ ადა­მი­ა­ნებს პირ­და­პირ შუბ­ლში ეს­რო­და.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები ტერორისტების იარაღზე - რა ფოტოებს აქვეყნებს Daily Mail ახალი ზელანდიიდან

დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები ტერორისტების იარაღზე - რა ფოტოებს აქვეყნებს Daily Mail ახალი ზელანდიიდან

ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში მდებარე ალ ნურის მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ათეულობით მლოცველი დაშავდა. თავდასხმის დროს ერთ მეჩეთში 200-მდე, ხოლო მეორეში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შეიარაღებული პირები ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებში, ადგილობრივი დროით 13:45 საათზე შევიდნენ. შესვლისთანავე მათ კარი ჩაკეტეს და სროლა დაიწყეს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია - ის 28 წლის ავსტრალიელი ბრენტონ ტარანტი აღმოჩნდა.

მან თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები Facebook-ის საკუთარი გვერდის მეშვეობით გაავრცელა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ტერორისტი მეჩეთთან იარაღით სავსე მანქანით მიდის, რომელშიც პატრიოტული ხასიათის სიმღერებია ჩართული. კადრში ასევე ჩანს, რომ მანქანაში არსებულ დაახლოებით 6 იარაღს, რომელიც მოგვიანებით მან ადამიანების დასახოცად გამოიყენა, თეთრად წარწერები აქვს გაკეთებული.

წარწერებს შორის ქართულ ასოებს მოკრავთ თვალს - მათში საქართველოს უძლეველი მეფისა და მხედართმთავრის დავით აღმაშენებლის სახელიც იკითხება, მის გვერდით კი თამარ მეფის მეუღლისა და ქართული ჯარების მთავარსარდლის დავით სოსლანის სახელი წერია.

როგორც Daily Mail აღნიშნავს, იარაღზე დატანილია იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც წარსულში "მასობრივი მკვლელობები ჩაიდინეს“. დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის გარდა, იარაღზე იკითხება რუსი საზღვაო მხედართმთავრის, გენერალ-ადიუტანტ დიმიტრი სენიავინის სახელი. აღსანიშნავია, რომ მან ათონისა და დარდანელის ბრძოლაში თურქებზე გამარჯვება მოიპოვა.

იარაღზე ასევე დატანილია მარკო მილიანოვის - ცნობილი მონტენეგროელი მწერალისა და სარდლის სახელი, რომელიც სერბეთის ეროვნული გაერთიანებისა და ოსმალეთის იმპერიის ბატონობისგან გათავისუფლებისთვის იბრძოდა.

კიდევ ერთი ადამიანი, რომლის სახელი იკითხება იარაღზე, ბრიტანელი ადმირალი, ედვარდ კოდრინგტონია, რომელიც 1827 წლის 20 ოქტომბერს საბერძნეთის რევოლუციის დროს ნავარინოს ყურეში მიმდინარე საზღვაო ბრძოლაში მონაწილეობდა, რომლის დროსაც ბრიტანულმა, ფრანგულმა და რუსულმა საზღვაო ძალებმა ოსმალეთის იმპერიისა და ეგვიპტის გაერთიანებული ძალები გაანადგურეს.

საინტერესოა, რომ თავდამსხმელი ბრენტონ ტარანტი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოჩანაწერით არ შემოიფარგლა - მან მეჩეთზე თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე 87-გვერდიანი მანიფესტი გაავრცელა, სადაც როგორც საკუთარ პიროვნებაზე, ასევე თავდასხმის განხორციელების მოტივზეც საუბრობს და ამბობს, რომ ბევრი თავდამსხმელის ისტორიით არის შთაგონებული - მათ შორის ბრეივიკის მიერ ჩადენილი მასობრივი მკვლელობით (2011 წელს ნორვეგიაში 77 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა). გარდა ამისა, ტარანტი წერს, რომ მას არ უყვარს მუსლიმები და ეზიზღება ყველა ის ადამიანი, ვინც აღნიშნული რელიგიის მიმდევარია.

VIDEO: დავით სოსლანი და დავით აღმაშენებელი - წარწერები იარაღზე, რომელიც ახალ ზელანდიაში მეჩეთში 40 ადამიანის მკვლელებს ეკუთვნოდათ

კითხვაზე, თუ რატომ აპირებს მასშტაბური თავდასხმის განხორციელებას მეჩეთზე, წერს:

"იმისთვის, რომ შური ვიძიო დამპყრობლებზე, რომლებმაც ევროპის მიწებზე ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს.

რათა შური ვიძიო მილიონობით ევროპელის დამონებისთვის, რომლებიც მუსლიმ დამპყრობლებს ევროპული მიწებიდან მიჰყავდათ.

იმისთვის, რომ შური ვიძიო იმ ათასობით ევროპული სიცოცხლისთვის, რომელიც მათ ტერორისტული აქტების განხორციელებისას შეიწირეს.

იმისთვის, რომ ევროპულ მიწებზე მიგრაციის მაჩვენებელი შევამცირო დაშინებითა და მათი ფიზიკური განადგურებით“.

მეჩეთთან მისვლისას თავდამსხმელმა მანქანა გააჩერა, იარაღი აიღო და მეჩეთში მთავარი კარიდან შევიდა, რის შემდეგაც სროლა ატეხა. ამის შემდეგ ის მანქანაში დაბრუნდა, კიდევ ერთი იარაღი აიღო და ამჯერად მეჩეთში მყოფ დაჭრილ და იატაკზე დაცემულ ადამიანებს პირდაპირ შუბლში ესროდა.

"კრემლი გმობს ექსტრემისტი ნაციონალების აგრესიულ ქმედებებს - მივესალმებით საქართველოს პრემიერის განცხადებას" - პესკოვი

ვლადიმერ პოზნერის განცხადებით, ის საქართველოში არ დაუჯარიმებიათ

საფრანგეთში, უკვე მესამედ, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა - "კომენდანტის საათი", დახურული სკოლები და მაღაზიები: რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში