პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქის სურვილია, სომხური ეკლესიები აფხაზეთში დაექვემდებარონ საქართველოს ეპარქიას, ან თქვენ - სალომე ზურაბიშვილი გარეგინ II-ს
პატრიარქის სურვილია, სომხური ეკლესიები აფხაზეთში დაექვემდებარონ საქართველოს ეპარქიას, ან თქვენ - სალომე ზურაბიშვილი გარეგინ II-ს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში ორ­დღი­ა­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ის მე­თა­ურს გა­რე­გინ II-ს შეხ­ვდა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ის მე­თა­ურ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რი­სას სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ძეგ­ლე­ბის აღ­დგე­ნა­ზე და ეს უნდა გა­კეთ­დეს ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, რად­გან ყვე­ლა ეკ­ლე­სი­ის აღ­დგე­ნა ერ­თდრო­უ­ლად ვერ მო­ხერ­ხდე­ბა.

"ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მეც­ნი­ე­რუ­ლად შე­ვის­წავ­ლოთ თი­თო­ე­უ­ლი ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც მი­გაჩ­ნი­ათ სა­ჭი­როდ, რად­გან ეს არის სა­კი­თხის ერ­თა­დერ­თი გა­და­წყვე­ტა. კონ­კრე­ტუ­ლი ტაძ­რე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის მიზ­ნით სა­ჭი­როა არ­ქე­ო­ლო­გე­ბის ჯგუ­ფე­ბის ჩარ­თვა", - აღ­ნიშ­ნა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­გრძლი­ვი სა­უ­ბა­რი შედ­გა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის შე­სა­ხებ.

გა­რე­გინ II-ის გან­ცხა­დე­ბით, აფხა­ზე­თი არის სომ­ხე­თის სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის სა­ქარ­თვე­ლოს ეპარ­ქი­ის კა­ნო­ნი­კუ­რი ტე­რი­ტო­რია, ეს არის ფაქ­ტი, რაც წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მით არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ის მე­თა­ურ­თან და­ა­ფიქ­სი­რა მისი მკვეთ­რი პო­ზი­ცია აფხა­ზეთ­ში მდე­ბა­რე სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ის სომ­ხე­თის სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის სამ­ხრეთ რუ­სე­თის ეპარ­ქი­ის­თვის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აღიქ­მე­ბა სომ­ხე­თის სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღი­ა­რე­ბის დარ­ღვე­ვად და მოს­თხო­ვა კა­თო­ლი­კოსს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დრო­უ­ლად შეც­ვლა და აღ­ნიშ­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის და სამ­რევ­ლოს წი­ნამ­ძღვრის სომ­ხე­თის ეკ­ლე­სი­ის სა­ქარ­თვე­ლოს ეპარ­ქი­ის იუ­რის­დიქ­ცი­ის ქვეშ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, რო­გორც ეს ის­ტო­რი­უ­ლად იყო.

სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ის მე­თა­ურ­მა დას­ძი­ნა, რომ "ამ დრო­ე­ბი­თი ზო­მის მი­უ­ხე­და­ვად, სომ­ხე­თის სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სია აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ სომ­ხურ სამ­რევ­ლო­ებს აღი­ა­რებს სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ის სა­ქარ­თვე­ლოს ეპარ­ქი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში".

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ამ გან­ცხა­დე­ბას მი­ე­სალ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ დრო­ე­ბით ზო­მას შე­თან­ხმე­ბუ­ლი გა­მო­სა­ვა­ლი უნდა მო­ე­ძებ­ნოს.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რი­სას ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ონ­ში, რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან სა­მო­მავ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

"ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია აქ ყოფ­ნა. ეს ჩემი მე­ო­რედ ჩა­მოს­ვლაა ეჩ­მი­ა­ძინ­ში, ადრე გეს­ტუმ­რეთ, როცა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვი­ყა­ვი, ახლა კი, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის­თვის, დიდი პა­ტი­ვია აქ ყოფ­ნა.

ჩვე­ნი მხრი­და­ნაც მინ­და გად­მოგ­ცეთ ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქის მო­კი­თხვა, მისი მე­გობ­რუ­ლი და სუ­ლი­ე­რი სა­ლა­მი და მისი ურ­ყე­ვი მე­გობ­რო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, რაც არ­სე­ბობს ჩვენს ორ ეკ­ლე­სი­ა­სა და ქვეყ­ნებს შო­რის.

დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი ორი ქვე­ყა­ნა, კავ­კა­სი­ის რთულ რე­გი­ონ­ში, ორ ეკ­ლე­სი­ა­ზე და ამ ეკ­ლე­სი­ის ქრის­ტი­ა­ნულ რე­ლი­გი­ა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის, ქვეყ­ნე­ბი­სა და რე­გი­ო­ნე­ბის­თვის, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ, და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს­თვის, სა­დაც იკარ­გე­ბა ეს სუ­ლი­ე­რი მხა­რე და სა­დაც უფრო ძლი­ერ­დე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მხა­რე.

სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბა და ინ­ტეგ­რი­რე­ბა ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, თუმ­ცა, როცა სა­უ­ბა­რია ევ­რო­კავ­ში­რის ხელ­მძვა­ნე­ლო­ბას­თან ჩვენს მო­მა­ვალ გეგ­მებ­ზე, მე ყო­ველ­თვის ხაზს ვუს­ვამ, რომ სა­ქარ­თვე­ლოც სა­ჭი­როა ევ­რო­კავ­ში­რი­სათ­ვის და არა მხო­ლოდ ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის. სა­ჭი­როა სწო­რედ იმი­ტომ, რომ ამ ღი­რე­ბე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ქვე­ყა­ნაა და ერ­თგვა­რი კონ­სერ­ვა­ცი­აა ამ ქვეყ­ნებ­ში და ასე­ვე აქ, იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, რა­ზეც დგას მსოფ­ლიო ცი­ვი­ლი­ზა­ცია.

ამ კუ­თხით ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი, მაგ­რამ ამა­ვე დროს ვცხოვ­რობთ ძა­ლი­ან რთულ რე­გი­ონ­ში და ვი­ცით, რომ ამ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­დან გა­მო­სა­ვა­ლი და სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ არის, თუ არა ის, რა­საც ქრის­ტი­ა­ნო­ბა ამ­ბობს - ანუ მშვი­დო­ბი­ა­ნი გზა. სა­ქარ­თვე­ლო იქ­ცე­ვა, რო­გორც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ქვე­ყა­ნა, მშვი­დო­ბი­ა­ნია თა­ვის ყვე­ლა მე­ზო­ბელ­თან და ამის გარ­და აქვს ღია კა­რის პო­ლი­ტი­კა და ამის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ის კომ­პაქ­ტუ­რად და­სახ­ლე­ბუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და სომ­ხუ­რი წარ­მო­შო­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სუფ­ლად და სრუ­ლი­ად და­ცუ­ლად ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

რაც ეხე­ბა ჩვენს ორ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას, აქაც ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა სრუ­ლი­ად მშვი­დო­ბი­ა­ნია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ახა­ლი პო­ლი­ტი­კა მშვი­დო­ბი­ა­ნი ნა­ბი­ჯე­ბის­გან შედ­გე­ბა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ, რომ მათ გა­ვუ­წო­დოთ ხელი და და­ვეხ­მა­როთ ყვე­ლა კუ­თხით - გა­ნათ­ლე­ბის, ჯან­დაც­ვი­სა თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი წა­მო­წყე­ბე­ბით.

სამ­წუ­ხა­როდ, ის მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც ცხოვ­რობს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ხა­ზის იქით, აფხა­ზეთ­ში და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში, აყ­ვა­ნილ­ნი არი­ან მძევ­ლად და ბოლო პე­რი­ოდ­ში, შე­იძ­ლე­ბა ეს არის პა­სუ­ხი ჩვენს მშვი­დო­ბი­ან ნა­ბი­ჯებ­ზე - ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლია ამ მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის გად­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა.

დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­კე­ტი­ლი იყო გად­მო­სას­ვლე­ლი პუნ­ქტე­ბი, რა­მაც შექ­მნა საკ­მა­ოდ მძი­მე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა.

ასე­ვე, იცით რომ ოკუ­პა­ცი­ის ხაზ­ზე ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, სა­დაც გა­ტა­ცე­ბე­ბი გახ­შირ­და, რაც ზოგ­ჯერ ტრა­გი­კუ­ლად მთავ­რდე­ბა, რო­გორც რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ახალ­გაზ­რდა ბიჭი გარ­და­იც­ვა­ლა, რაც ოკუ­პა­ცი­ის ხა­ზის ჩვენს მხა­რეს ძა­ლი­ან რთულ მდგო­მა­რე­ო­ბას ქმნის, თუნ­დაც იმ მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის, რო­მე­ლიც აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას ამ ძა­ლი­ან მძი­მე პი­რო­ბებ­ში.

რაც ეხე­ბა მე­ო­რე მხა­რეს, პრაქ­ტი­კუ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლა, რომ არა­ფე­რი ვთქვათ იმა­ზე, რომ წირ­ვა ქარ­თულ ენა­ზე სა­ერ­თოდ არ აღევ­ლი­ნე­ბა.

ერთი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც უნდა გად­მოგ­ცეთ პატ­რი­არ­ქის­გან, ეხე­ბა სომ­ხურ ეკ­ლე­სი­ებს აფხა­ზეთ­ში, ეს არის არ­სე­ბუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი და ახა­ლი აშე­ნე­ბუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან მიტ­რო­პო­ლიტს რუ­სეთ­ში. პატ­რი­არ­ქის სი­ტყვე­ბია, რომ ეს არის ძა­ლი­ან დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი, რომ არ და­ირ­ღვეს სწო­რედ ჩვე­ნი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უფრო სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, რომ და­ექ­ვემ­დე­ბა­რონ სა­ქარ­თვე­ლოს ეპარ­ქი­ას, ან თუნ­დაც თქვენ, თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ", - აღ­ნიშ­ნა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ის მე­თა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში გა­ფან­ტუ­ლი სო­მე­ხი ერის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ სუ­ლი­ე­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

"ჩვენ არ გვინ­და ვი­სა­უბ­როთ ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­თან სომ­ხე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, ამის შე­სა­ხებ თქვენ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ცნო­ბი­ლია, კერ­ძოდ ყა­რა­ბა­ღის პრობ­ლე­მა და ჩვე­ნი სიძ­ნე­ლე­ე­ბი, რა­საც ჩვენ ვა­წყდე­ბით.

ჩვენ იმე­დი გვაქვს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბით და მინ­სკის ჯგუ­ფის ძა­ლის­ხმე­ვით მშვი­დო­ბი­ა­ნად მოგ­ვარ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, უზ­რუნ­ველ­ყოთ მშვი­დო­ბი­ა­ნი სი­ცო­ცხლე ყა­რა­ბახ­ში, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის.

მო­ხა­რუ­ლი ვარ ვთქვა, რომ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყო­ველ­თვის მზად არის კონ­ფლიქ­ტე­ბი მო­აგ­ვა­როს მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით", - აღ­ნიშ­ნა გა­რე­გინ II-მ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

პატრიარქის სურვილია, სომხური ეკლესიები აფხაზეთში დაექვემდებარონ საქართველოს ეპარქიას, ან თქვენ - სალომე ზურაბიშვილი გარეგინ II-ს

პატრიარქის სურვილია, სომხური ეკლესიები აფხაზეთში დაექვემდებარონ საქართველოს ეპარქიას, ან თქვენ - სალომე ზურაბიშვილი გარეგინ II-ს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სომხეთის რესპუბლიკაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხური ეკლესიის მეთაურს გარეგინ II-ს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, სომხური ეკლესიის მეთაურმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას საქართველოში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ ისაუბრა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო პასუხისმგებელია მის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების აღდგენაზე და ეს უნდა გაკეთდეს ნაბიჯ-ნაბიჯ, რადგან ყველა ეკლესიის აღდგენა ერთდროულად ვერ მოხერხდება.

"ჩვენ შეგვიძლია მეცნიერულად შევისწავლოთ თითოეული ეკლესია, რომელიც მიგაჩნიათ საჭიროდ, რადგან ეს არის საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა. კონკრეტული ტაძრების წარმომავლობის იდენტიფიკაციის მიზნით საჭიროა არქეოლოგების ჯგუფების ჩართვა", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხანგრძლივი საუბარი შედგა ოკუპირებული აფხაზეთის შესახებ.

გარეგინ II-ის განცხადებით, აფხაზეთი არის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის კანონიკური ტერიტორია, ეს არის ფაქტი, რაც წერილობითი ფორმით არის დადასტურებული.

საქართველოს პრეზიდენტმა სომხური ეკლესიის მეთაურთან დააფიქსირა მისი მკვეთრი პოზიცია აფხაზეთში მდებარე სომხური ეკლესიის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სამხრეთ რუსეთის ეპარქიისთვის დაქვემდებარებასთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება აღიქმება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების დარღვევად და მოსთხოვა კათოლიკოსს, გადაწყვეტილების დროულად შეცვლა და აღნიშნული ეკლესიის და სამრევლოს წინამძღვრის სომხეთის ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურისდიქციის ქვეშ დაქვემდებარება, როგორც ეს ისტორიულად იყო.

სომხური ეკლესიის მეთაურმა დასძინა, რომ "ამ დროებითი ზომის მიუხედავად, სომხეთის სამოციქულო ეკლესია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სომხურ სამრევლოებს აღიარებს სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის დაქვემდებარებაში".

საქართველოს პრეზიდენტი ამ განცხადებას მიესალმა და აღნიშნა, რომ დროებით ზომას შეთანხმებული გამოსავალი უნდა მოეძებნოს.

სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას ოკუპირებული გალის რაიონში, რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიაზე და საქართველოს ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.

"ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ეს ჩემი მეორედ ჩამოსვლაა ეჩმიაძინში, ადრე გესტუმრეთ, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ახლა კი, როგორც პრეზიდენტისთვის, დიდი პატივია აქ ყოფნა.

ჩვენი მხრიდანაც მინდა გადმოგცეთ ჩვენი პატრიარქის მოკითხვა, მისი მეგობრული და სულიერი სალამი და მისი ურყევი მეგობრობის გამოხატულება, რაც არსებობს ჩვენს ორ ეკლესიასა და ქვეყნებს შორის.

დღევანდელ მსოფლიოში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორი ქვეყანა, კავკასიის რთულ რეგიონში, ორ ეკლესიაზე და ამ ეკლესიის ქრისტიანულ რელიგიაზეა დაფუძნებული.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნებისა და რეგიონებისთვის, მაგრამ არანაკლებ, დანარჩენი მსოფლიოსთვის, სადაც იკარგება ეს სულიერი მხარე და სადაც უფრო ძლიერდება მატერიალური მხარე.

საქართველოსათვის ევროკავშირთან დაახლოება და ინტეგრირება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, თუმცა, როცა საუბარია ევროკავშირის ხელმძვანელობასთან ჩვენს მომავალ გეგმებზე, მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოც საჭიროა ევროკავშირისათვის და არა მხოლოდ ევროკავშირი საქართველოსათვის. საჭიროა სწორედ იმიტომ, რომ ამ ღირებებულებების მატარებელი ქვეყანაა და ერთგვარი კონსერვაციაა ამ ქვეყნებში და ასევე აქ, იმ ღირებულებების, რაზეც დგას მსოფლიო ცივილიზაცია.

ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, მაგრამ ამავე დროს ვცხოვრობთ ძალიან რთულ რეგიონში და ვიცით, რომ ამ რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამოსავალი და სხვა ალტერნატივა არ არის, თუ არა ის, რასაც ქრისტიანობა ამბობს - ანუ მშვიდობიანი გზა. საქართველო იქცევა, როგორც ქრისტიანული ქვეყანა, მშვიდობიანია თავის ყველა მეზობელთან და ამის გარდა აქვს ღია კარის პოლიტიკა და ამის მაჩვენებელია ის კომპაქტურად დასახლებული აზერბაიჯანული და სომხური წარმოშობის მოსახლეობა, რომლებიც თავისუფლად და სრულიად დაცულად ცხოვრობს საქართველოში.

რაც ეხება ჩვენს ორ ოკუპირებულ ტერიტორიას, აქაც ჩვენი პოლიტიკა სრულიად მშვიდობიანია და ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკა მშვიდობიანი ნაბიჯებისგან შედგება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ, რომ მათ გავუწოდოთ ხელი და დავეხმაროთ ყველა კუთხით - განათლების, ჯანდაცვისა თუ ეკონომიკური წამოწყებებით.

სამწუხაროდ, ის მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებული ხაზის იქით, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, აყვანილნი არიან მძევლად და ბოლო პერიოდში, შეიძლება ეს არის პასუხი ჩვენს მშვიდობიან ნაბიჯებზე - ძალიან შეზღუდულია ამ მოსახლეობისათვის გადმოსვლის საშუალება.

დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი იყო გადმოსასვლელი პუნქტები, რამაც შექმნა საკმაოდ მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა.

ასევე, იცით რომ ოკუპაციის ხაზზე ძალიან დაძაბული მდგომარეობაა, სადაც გატაცებები გახშირდა, რაც ზოგჯერ ტრაგიკულად მთავრდება, როგორც რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა, რაც ოკუპაციის ხაზის ჩვენს მხარეს ძალიან რთულ მდგომარეობას ქმნის, თუნდაც იმ მოსახლეობისათვის, რომელიც აგრძელებს ცხოვრებას ამ ძალიან მძიმე პირობებში.

რაც ეხება მეორე მხარეს, პრაქტიკულად აკრძალულია ქართული ენის სწავლა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ წირვა ქართულ ენაზე საერთოდ არ აღევლინება.

ერთი საკითხი, რომელიც უნდა გადმოგცეთ პატრიარქისგან, ეხება სომხურ ეკლესიებს აფხაზეთში, ეს არის არსებული ეკლესიები და ახალი აშენებული ეკლესიები, რომლებიც ექვემდებარებიან მიტროპოლიტს რუსეთში. პატრიარქის სიტყვებია, რომ ეს არის ძალიან დიდი გულისტკივილი, რომ არ დაირღვეს სწორედ ჩვენი სუვერენიტეტი ჩვენს ტერიტორიაზე უფრო სასურველი იქნება, რომ დაექვემდებარონ საქართველოს ეპარქიას, ან თუნდაც თქვენ, თქვენო უწმინდესობავ", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სომხური ეკლესიის მეთაურის განცხადებით, მსოფლიოში გაფანტული სომეხი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სულიერი ღირებულებებისა და ფასეულობების შენარჩუნება.

"ჩვენ არ გვინდა ვისაუბროთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან სომხეთის ურთიერთობაზე, ამის შესახებ თქვენთვის ყველაფერი ცნობილია, კერძოდ ყარაბაღის პრობლემა და ჩვენი სიძნელეები, რასაც ჩვენ ვაწყდებით.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობით და მინსკის ჯგუფის ძალისხმევით მშვიდობიანად მოგვარდება ყველაფერი, უზრუნველყოთ მშვიდობიანი სიცოცხლე ყარაბახში, ჩვენი შვილებისთვის.

მოხარული ვარ ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად არის კონფლიქტები მოაგვაროს მშვიდობიანი გზით", - აღნიშნა გარეგინ II-მ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები