მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 16 წლის შვედი მოსწავლე, რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინეს
ვინ არის 16 წლის შვედი მოსწავლე, რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინეს

შვე­დი სკო­ლის მოს­წავ­ლე გრე­ტა ტუნ­ბერ­გი ნო­ბე­ლის პრე­მი­ა­ზეა წარ­დგე­ნი­ლი იმ სა­მუ­შა­ოს­თვის, რო­მელ­საც ის ეწე­ვა ახალ­გაზ­რდებს შო­რის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის სა­კი­თხზე. ამის შე­სა­ხებ "თა­ი­მი" წერს.

16 წლის სკო­ლის მოს­წავ­ლე ნო­ბე­ლის პრე­მი­ა­ზე ნორ­ვე­გი­ის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტებ­მა წა­რად­გი­ნეს.

„ჩვენ გრე­ტა წარ­ვად­გი­ნეთ, რად­გან კლი­მა­ტუ­რი საფრ­თხე შე­საძ­ლოა ომე­ბი­სა და კონ­ფლიქ­ტე­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზი გახ­დეს. გრე­ტას მიერ და­წყე­ბუ­ლი მა­სობ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლია მშვი­დო­ბის სა­კი­თხში“, - გა­ნა­ცხა­და დე­პუ­ტატ­მა ფრე­დი ან­დრე ოვსტე­გა­არ­დმა.

ჟურ­ნალ­მა „თა­იმ­მა“ გრე­ტა ტუნ­ბერ­გი 2018 წლის ერთ-ერთ გავ­ლე­ნი­ან მო­ზარ­დად და­ა­სა­ხე­ლა. ის სი­ტყვით გა­მო­ვი­და გა­ე­როს კლი­მატ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და და­ვო­სის ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე, სა­დაც გა­ნა­ცხა­და, რომ „ლი­დე­რე­ბი უნდა იქ­ცე­ოდ­ნენ ისე, თით­ქოს სახ­ლში ხან­ძა­რია, რად­გან ეს მარ­თლაც ასეა“.

ის ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თავ­და ერ­თკა­ცი­ან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას შვე­დე­თის პარ­ლა­მენ­ტის წინ მო­თხოვ­ნით, მეტი ძა­ლის­ხმე­ვა და­ეთ­მოს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის სა­კითხს.

თუ გრე­ტა ნო­ბე­ლის პრე­მი­ას მი­ი­ღებს, ის იქ­ნე­ბა ამ ჯილ­დოს ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ლა­უ­რე­ა­ტი (პა­კის­ტა­ნელ­მა მა­ლა­ლა იუ­სუფ­ზა­ი­ამ ნო­ბე­ლის პრე­მია მშვი­დო­ბის დარ­გში 17 წლის ასაკ­ში მი­ი­ღო).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ვინ არის 16 წლის შვედი მოსწავლე, რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ვინ არის 16 წლის შვედი მოსწავლე, რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინეს

შვედი სკოლის მოსწავლე გრეტა ტუნბერგი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი იმ სამუშაოსთვის, რომელსაც ის ეწევა ახალგაზრდებს შორის კლიმატის ცვლილებების საკითხზე. ამის შესახებ "თაიმი" წერს.

16 წლის სკოლის მოსწავლე ნობელის პრემიაზე ნორვეგიის პარლამენტის დეპუტატებმა წარადგინეს.

„ჩვენ გრეტა წარვადგინეთ, რადგან კლიმატური საფრთხე შესაძლოა ომებისა და კონფლიქტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი გახდეს. გრეტას მიერ დაწყებული მასობრივი მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილია მშვიდობის საკითხში“, - განაცხადა დეპუტატმა ფრედი ანდრე ოვსტეგაარდმა.

ჟურნალმა „თაიმმა“ გრეტა ტუნბერგი 2018 წლის ერთ-ერთ გავლენიან მოზარდად დაასახელა. ის სიტყვით გამოვიდა გაეროს კლიმატთან დაკავშირებულ კონფერენციაზე და დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც განაცხადა, რომ „ლიდერები უნდა იქცეოდნენ ისე, თითქოს სახლში ხანძარია, რადგან ეს მართლაც ასეა“.

ის ერთი თვის განმავლობაში მართავდა ერთკაციან საპროტესტო აქციას შვედეთის პარლამენტის წინ მოთხოვნით, მეტი ძალისხმევა დაეთმოს კლიმატური ცვლილებების საკითხს.

თუ გრეტა ნობელის პრემიას მიიღებს, ის იქნება ამ ჯილდოს ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი (პაკისტანელმა მალალა იუსუფზაიამ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 17 წლის ასაკში მიიღო).