Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციელი, რომელმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობისას, მამაკაცი მოკლა, 45 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
პოლიციელი, რომელმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობისას, მამაკაცი მოკლა, 45 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი ჭა­ბუ­კა ლე­მონ­ჯა­ვა ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ დარ­ბა­ზი­დან 45 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ლე­მონ­ჯა­ვას ად­ვო­კატ­მა იო­სებ ჯა­ნა­ში­ამ გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძი­რი­თა­დი მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვა დას­რუ­ლე­ბუ­ლია და სწო­რედ ამი­ტომ მი­ი­ღო მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბუ­ლის დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

„ძი­რი­თა­დი მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვა დას­რუ­ლე­ბუ­ლია და ის საფრ­თხე, რომ თით­ქოს ბრალ­დე­ბუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბას მო­ახ­დენ­და მოწ­მე­ებ­ზე, არ არ­სე­ბობ­და. ამი­ტო­მაც და­ვა­ყე­ნეთ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ", - გა­ნა­ცხა­და ჯა­ნა­ში­ამ. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე შოთა ბი­ჭი­ამ დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე მი­ი­ღო. საქ­მე­ზე ლე­მონ­ჯა­ვას თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, გა­მიმ­ძი­ებ­ლე­ბი, ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი და რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქე უკვე და­ი­კი­თხა.

23 ივ­ლისს მა­მა­კაცს სწრა­ფი ჩა­რი­ცხვის აპა­რა­ტის გა­ქურდვის მცდე­ლო­ბის დროს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვი­სას ეს­რო­ლა. მა­მა­კაცს ტყვია თავ­ში ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი. შე­დე­გად, ის ზუგ­დი­დის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს, შემ­დეგ კი 116-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით შეც­ვა­ლა, რაც გუ­ლის­ხმობს გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

პოლიციელი, რომელმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობისას, მამაკაცი მოკლა, 45 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

პოლიციელი, რომელმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობისას, მამაკაცი მოკლა, 45 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებული პოლიციელი ჭაბუკა ლემონჯავა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დარბაზიდან 45 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ლემონჯავას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ძირითადი მოწმეების დაკითხვა დასრულებულია და სწორედ ამიტომ მიიღო მოსამართლემ ბრალდებულის დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება.

„ძირითადი მოწმეების დაკითხვა დასრულებულია და ის საფრთხე, რომ თითქოს ბრალდებული ზემოქმედებას მოახდენდა მოწმეებზე, არ არსებობდა. ამიტომაც დავაყენეთ შუამდგომლობა გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლების შესახებ", - განაცხადა ჯანაშიამ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ დღევანდელ პროცესზე მიიღო. საქმეზე ლემონჯავას თანამშრომლები, გამიმძიებლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და რამდენიმე მოქალაქე უკვე დაიკითხა.

23 ივლისს მამაკაცს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის დროს სამართალდამცავმა, სავარაუდოდ, წინააღმდეგობის გაწევისას ესროლა. მამაკაცს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. შედეგად, ის ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. პროკურატურამ გამოძიება ჯერ 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, შემდეგ კი 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეცვალა, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.

"ეჭვი მეპარება შურისძიებაზე - არანაირ ციხის ბუნტში არ იღებდა მონაწილეობას" - ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი

არაოფიციალური ინფორმაციით, ავჭალაში მოკლული მამაკაცი ე.წ. ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვალერიან ნემსიწვერიძეა

"პირი, ვისაც ავჭალაში ესროლეს, გაჩერებულ ავტომანქანაში იმყოფებოდა" - რას ყვება შსს-ს წარმომადგენელი