მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინმა ე.წ. ქურდულ სამყაროს ბრძოლა გამოუცხადა - როგორ აკონტროლებენ ციმბირს ქართველი კრიმინალები
პუტინმა ე.წ. ქურდულ სამყაროს ბრძოლა გამოუცხადა - როგორ აკონტროლებენ ციმბირს ქართველი კრიმინალები

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მამ ე.წ კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან ბრძო­ლის გამ­კაც­რე­ბა გა­და­წყვი­ტა. ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა. ინი­ცი­ა­ტი­ვა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ვლა­დი­მირ პუ­ტინს ეკუთ­ვნის. მისი თქმით, "ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან" კავ­ში­რი ან მისი წევ­რო­ბა 15-დან 20 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბით, ან 5 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მით და­ის­ჯე­ბა. კა­ნო­ნი უფრო მკაც­რი იქ­ნე­ბა ქურ­დუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის მი­მართ. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ერთი ნა­წი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო­დან" ფუ­ლის ამო­ღე­ბას უკავ­შირ­დე­ბა - ვი­ნა­ი­დან ჯა­რი­მის სა­ხით გარ­კვე­უ­ლი თან­ხის რა­ო­დე­ნო­ბა და­სა­ხელ­და, ეს უკვე სიგ­ნა­ლია, მით უფრო, რუ­სეთ­ში არ­სე­ბუ­ლი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, სა­დაც "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" პრო­კუ­რო­რებ­თან, სე­ნა­ტო­რებ­თან და ქა­ლა­ქის მე­რებ­თან მე­გობ­რო­ბენ".

სკეპ­ტი­კუ­რი გან­წყო­ბე­ბის კვალ­დაკ­ვალ, რუ­სუ­ლი ონ­ლა­ინ­გა­მო­ცე­მე­ბის მე­ო­რე ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სეთ­ში, სა­დაც მთე­ლი პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როა" თავ­მოყ­რი­ლი, მათი გავ­ლე­ნე­ბის და­სას­რუ­ლი და­ი­წყო.

იმი­ერ­ბა­ი­კა­ლის მხა­რე­ში (ციმ­ბი­რის ფე­დე­რა­ლუ­რი ოლქი), ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი გი­ორ­გი უგუ­ლა­ვა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რად და­ა­სა­ხე­ლეს. მისი მარ­ჯვე­ნა ხელი, იმი­ერ­ბა­ი­კა­ლის ე.წ. "მა­ყუ­რე­ბე­ლი", ად­გი­ლობ­რი­ვი თე­ო­დორ ტი­ტო­ვია.

primecrime.ru შო­რე­ულ ციმ­ბირ­ში ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბის გარ­შე­მო შექ­მნილ პრობ­ლე­მებ­ზე წერს და არც იმ კრი­მი­ნა­ლებს ივი­წყებს, ვინც თა­ვის დრო­ზე სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­ვიდ­ნენ და ციმ­ბირ­ში თა­ვი­ან­თი კვა­ლი და გავ­ლე­ნე­ბი და­ტო­ვეს.

ბოლო დროს, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, მათ გარ­შე­მო ვი­თა­რე­ბა და­ი­ძა­ბა - და­პი­რის­პი­რე­ბა "ქურ­დულ ობშ­ჩი­აკ­თან" და­კავ­ში­რე­ბით და­ი­წყო. წლე­ბის წინ დაბა პეტ­როვ­სკ-ზა­ბა­კალ­სკის "მა­ყუ­რებ­ლე­ბი", ად­გი­ლობ­რი­ვი მი­ხე­ილ ლი­ცაი და ვიქ­ტორ პან­კო­ვი იყ­ვნენ, რო­მელ­საც კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებ­ში "ბა­ლი­ა­ბას" ზედ­მეტ­სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი­ვეს საკ­მა­ოდ "მდი­და­რი" წარ­სუ­ლი აქვს.

მა­ყუ­რებ­ლის სტა­ტუ­სი, მათ თა­ვის დრო­ზე ასე­ვე ციმ­ბირ­ში დიდი გავ­ლე­ნე­ბის მქო­ნე სო­ხუ­მე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის, ვა­ლე­რი სი­ლა­გა­ძის­თვის, ე.წ. "სუ­ხუმსკის­თვის" გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის გამო მი­ი­ღეს, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკონ­კუ­რენ­ტო იყო და იქა­უ­რო­ბას სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებ­და. "სუ­ხუმსკიმ" ისი­ნი იმ პი­რო­ბით "და­ა­წი­ნა­უ­რა", რომ სა­ჭი­რო სი­ტუ­ცი­ა­ში, რთუ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტი­სას, ერ­თმა­ნეთს მხარ­ში დას­დგო­მოდ­ნენ - ერთს რე­გი­ო­ნის შიგ­ნით საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა ევა­ლე­ბო­და, მე­ო­რეს კი - სა­გა­რეო მი­მარ­თუ­ლე­ბა ება­რა.

თან­და­თან ე.წ. "ციმ­ბი­რუ­ლი ობშ­ჩი­ა­კით" უგუ­ლა­ვას მარ­ჯვე­ნა ხელი, ტი­ტო­ვი, ე.წ. ტიტ-იც და­ინ­ტე­რეს­და, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი მის ქა­ლაქ­ში ხდე­ბო­და და 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში 10-კა­ცი­ა­ნი დაჯ­გუ­ფე­ბა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, მათ შო­რის იყ­ვნენ ლი­ცაი და პან­კო­ვი. ეს ჯგუ­ფი იმ ად­გი­ლობ­რივ ბიზ­ნეს­მე­ნებ­სა და მე­წარ­მე­ებს მფარ­ვე­ლობ­დნენ, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად, უკა­ნო­ნო ბიზ­ნე­სი­თა და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი. თავ­და­პირ­ვე­ლად ამას ერ­თგვა­რად უჩი­ნა­რი სახე ჰქონ­და, თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც დაჯ­გუ­ფე­ბის სა­თა­ვე­ში გი­ორ­გი უგუ­ლა­ვა, იგი­ვე "ტახი" მო­ვი­და, მათ მას­შტა­ბე­ბი გა­ზარ­დეს - მან თა­ვის მხა­რეს გა­და­ი­ბი­რა ტი­ტო­ვი და შე­სა­ბა­მი­სად, დაჯ­გუ­ფე­ბა­ში დარ­ჩე­ნილ კრი­მი­ნა­ლებს, თან­და­თან გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბიც ჩა­მო­არ­თვეს.

მალე პეტ­როვ­სკ-ზა­ბა­ი­კალ­სკის კრი­მი­ნა­ლებს შო­რის გან­ხეთ­ქი­ლე­ბა და­ი­წყო - "ტი­ტის" მომ­ხრე­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში კი, დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ასე­ვე თა­ვი­ან­თი კლა­ნე­ბი გა­ი­ჩი­ნეს, ერ­თმა­ნეთს სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლოდ გა­და­ე­კიდ­ნენ. ერთ დღე­საც ტი­ტო­ვი და­ა­კა­ვეს და რე­გი­ონ­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბა "სუ­ხუმსკიმ", იგი­ვე "ტა­ხიმ" აიღო, რო­მელ­მაც ახა­ლი "მა­ყუ­რე­ბე­ლი", "საშა ბუ­რი­ა­ტი" და­ნიშ­ნა.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, "დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი, ბოლო ხა­ნებ­ში მუდ­მი­ვად იქ­ცე­ვენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ყუ­რა­დღე­ბას. ამას წი­ნათ ტი­ტო­ვის კლა­ნის წევ­რი ან­ტო­ნი ჟდა­ნო­ვი, პეტ­როვ­სკის სად­გურ­ში "Восток-2018"-ის სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­სულ სამ­ხედ­რო­ებს სად­გუ­რის კაფე-მა­ღა­ზი­ა­ში შე­უ­ვარ­და და მათ იქა­უ­რო­ბის დაც­ლა უბ­რძა­ნა - "აქ მე ვარ, ყვე­ლა­ფე­რი ჩე­მია და აქე­დან გა­ეთ­რი­ე­თო". ჯა­რის­კა­ცე­ბი გა­იქ­ცნენ, ჟდა­ნო­ვი მათ გა­ე­კი­და, თუმ­ცა, პო­ლი­გონ­ზე შეს­ვლის უფ­ლე­ბა მას ჰა­ერ­ში ნას­როლ­მა გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ­მა ტყვი­ამ არ მის­ცა", - წერს გა­მო­ცე­მა.

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ თუკი რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მარ­თლაც "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" მი­მართ კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა სურს, ციმ­ბი­რით უნდა და­ი­წყოს, რად­გან რუ­სე­თის სხვა დიდ ქა­ლა­ქებ­სა და ოლ­ქებ­თან შე­და­რე­ბით, სა­დაც ისი­ნი ასე აშ­კა­რად არ ჩა­ნან, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, ციმ­ბირს, პრაქ­ტი­კუ­ლად, ე.წ. ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ, მათ კლა­ნებ­ში ჩარ­თუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

პუტინმა ე.წ. ქურდულ სამყაროს ბრძოლა გამოუცხადა - როგორ აკონტროლებენ ციმბირს ქართველი კრიმინალები

პუტინმა ე.წ. ქურდულ სამყაროს ბრძოლა გამოუცხადა - როგორ აკონტროლებენ ციმბირს ქართველი კრიმინალები

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ე.წ კანონიერ ქურდებთან ბრძოლის გამკაცრება გადაწყვიტა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის. მისი თქმით, "ქურდულ სამყაროსთან" კავშირი ან მისი წევრობა 15-დან 20 წლამდე პატიმრობით, ან 5 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმით დაისჯება. კანონი უფრო მკაცრი იქნება ქურდული დაჯგუფებების მიმართ. რუსული მედიის ერთი ნაწილის ინფორმაციით, ხელისუფლების ეს ინიციატივა, "ქურდული სამყაროდან" ფულის ამოღებას უკავშირდება - ვინაიდან ჯარიმის სახით გარკვეული თანხის რაოდენობა დასახელდა, ეს უკვე სიგნალია, მით უფრო, რუსეთში არსებული კორუმპირებული მართლმსაჯულების პირობებში, სადაც "კანონიერი ქურდები" პროკურორებთან, სენატორებთან და ქალაქის მერებთან მეგობრობენ".

სკეპტიკური განწყობების კვალდაკვალ, რუსული ონლაინგამოცემების მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთში, სადაც მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის ინტერნაციონალური "ქურდული სამყაროა" თავმოყრილი, მათი გავლენების დასასრული დაიწყო.

იმიერბაიკალის მხარეში (ციმბირის ფედერალური ოლქი), ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი უგულავა ორგანიზებული დანაშაულების ინიციატორად დაასახელეს. მისი მარჯვენა ხელი, იმიერბაიკალის ე.წ. "მაყურებელი", ადგილობრივი თეოდორ ტიტოვია.

primecrime.ru შორეულ ციმბირში ქართველი კრიმინალების გარშემო შექმნილ პრობლემებზე წერს და არც იმ კრიმინალებს ივიწყებს, ვინც თავის დროზე საქართველოდან ჩავიდნენ და ციმბირში თავიანთი კვალი და გავლენები დატოვეს.

ბოლო დროს, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ გარშემო ვითარება დაიძაბა - დაპირისპირება "ქურდულ ობშჩიაკთან" დაკავშირებით დაიწყო. წლების წინ დაბა პეტროვსკ-ზაბაკალსკის "მაყურებლები", ადგილობრივი მიხეილ ლიცაი და ვიქტორ პანკოვი იყვნენ, რომელსაც კრიმინალურ წრეებში "ბალიაბას" ზედმეტსახელით მოიხსენიებდნენ. გამოცემის ინფორმაციით, ორივეს საკმაოდ "მდიდარი" წარსული აქვს.

მაყურებლის სტატუსი, მათ თავის დროზე ასევე ციმბირში დიდი გავლენების მქონე სოხუმელი ე.წ. კანონიერი ქურდისთვის, ვალერი სილაგაძისთვის, ე.წ. "სუხუმსკისთვის" გაწეული სამსახურის გამო მიიღეს, რომელიც წლების განმავლობაში უკონკურენტო იყო და იქაურობას სრულად აკონტროლებდა. "სუხუმსკიმ" ისინი იმ პირობით "დააწინაურა", რომ საჭირო სიტუციაში, რთული საკითხების გადაწყვეტისას, ერთმანეთს მხარში დასდგომოდნენ - ერთს რეგიონის შიგნით საქმეების მოგვარება ევალებოდა, მეორეს კი - საგარეო მიმართულება ებარა.

თანდათან ე.წ. "ციმბირული ობშჩიაკით" უგულავას მარჯვენა ხელი, ტიტოვი, ე.წ. ტიტ-იც დაინტერესდა, რადგან ეს ყველაფერი მის ქალაქში ხდებოდა და 2000-იანი წლების დასაწყისში 10-კაციანი დაჯგუფება ჩამოაყალიბა, მათ შორის იყვნენ ლიცაი და პანკოვი. ეს ჯგუფი იმ ადგილობრივ ბიზნესმენებსა და მეწარმეებს მფარველობდნენ, რომლებიც ძირითადად, უკანონო ბიზნესითა და ფულის გათეთრებით იყვნენ დაკავებული. თავდაპირველად ამას ერთგვარად უჩინარი სახე ჰქონდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც დაჯგუფების სათავეში გიორგი უგულავა, იგივე "ტახი" მოვიდა, მათ მასშტაბები გაზარდეს - მან თავის მხარეს გადაიბირა ტიტოვი და შესაბამისად, დაჯგუფებაში დარჩენილ კრიმინალებს, თანდათან გავლენის სფეროებიც ჩამოართვეს.

მალე პეტროვსკ-ზაბაიკალსკის კრიმინალებს შორის განხეთქილება დაიწყო - "ტიტის" მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა. რამდენიმე წელიწადში კი, დაჯგუფების წევრები, რომლებმაც ასევე თავიანთი კლანები გაიჩინეს, ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ. ერთ დღესაც ტიტოვი დააკავეს და რეგიონში ძალაუფლება "სუხუმსკიმ", იგივე "ტახიმ" აიღო, რომელმაც ახალი "მაყურებელი", "საშა ბურიატი" დანიშნა.

გამოცემის ცნობით, "დაჯგუფების წევრები, ბოლო ხანებში მუდმივად იქცევენ სამართალდამცავების ყურადღებას. ამას წინათ ტიტოვის კლანის წევრი ანტონი ჟდანოვი, პეტროვსკის სადგურში "Восток-2018"-ის სამხედრო სწავლების ფარგლებში ჩასულ სამხედროებს სადგურის კაფე-მაღაზიაში შეუვარდა და მათ იქაურობის დაცლა უბრძანა - "აქ მე ვარ, ყველაფერი ჩემია და აქედან გაეთრიეთო". ჯარისკაცები გაიქცნენ, ჟდანოვი მათ გაეკიდა, თუმცა, პოლიგონზე შესვლის უფლება მას ჰაერში ნასროლმა გამაფრთხილებელმა ტყვიამ არ მისცა", - წერს გამოცემა.

რუსული მედია წერს, რომ თუკი რუსეთის ხელისუფლებას მართლაც "ქურდული სამყაროს" მიმართ კანონის გამკაცრება სურს, ციმბირით უნდა დაიწყოს, რადგან რუსეთის სხვა დიდ ქალაქებსა და ოლქებთან შედარებით, სადაც ისინი ასე აშკარად არ ჩანან, სხვადასხვა მიზეზების გამო, ციმბირს, პრაქტიკულად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები აკონტროლებენ, მათ კლანებში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით.

გაერთიანებული სამეფო უარყოფს ინფორმაციას ბრიტანული სამხედრო ხომალდისთვის გამაფრთხილებელი ცეცხლის გახსნის შესახებ

რუსულმა სამხედრო გემმა ბრიტანეთის სამეფოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამანადგურებელს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

იაპონიის მთავრობა კომპანიებს 4-დღიანი სამუშაო კვირის დაწესებას სთავაზობს