მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მედიკამენტები, რომელთა შეძენისას სპეციალური საჭიროებების მქონე პატარებს ეხმარები - საქველმოქმედო აქცია “წრფელი გულით“
მედიკამენტები, რომელთა შეძენისას სპეციალური საჭიროებების მქონე პატარებს ეხმარები - საქველმოქმედო აქცია “წრფელი გულით“

ცოტ­ნე მი­ქუ­ტიშ­ვი­ლი ჯერ მხო­ლოდ 10 წლი­საა, თუმ­ცა უკვე 30-ზე მეტი ნა­ხა­ტის ავ­ტო­რია და „თი­ბი­სი გა­ლე­რე­ა­ში“ პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნაც გა­მარ­თა.

სპე­ცი­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებს მის­თვის ხელი არ შე­უშ­ლია, საყ­ვა­რე­ლი საქ­მე წარ­მა­ტე­ბით ეკე­თე­ბი­ნა. დე­დამ მას­ში ხატ­ვის ნიჭი აღ­მო­ა­ჩი­ნა და მას შემ­დეგ, რაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ ნი­ჭის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში და­ეხ­მარ­ნენ, ცოტ­ნე მუდ­მი­ვად ხა­ტავს.

პირ­ველ პერ­სო­ნა­ლურ გა­მო­ფე­ნა­ზე თავი უამ­რავ­მა დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­მა მო­ი­ყა­რა. რო­გორც ცოტ­ნეს დე­დამ, თეა ზი­რა­ქა­ძემ გვი­ამ­ბო, მის შვილს და­ბა­დე­ბი­დან ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ცოტ­ნეს დედა იხ­სე­ნებს, რომ მას ამ მხრივ რთუ­ლი და მტკივ­ნე­უ­ლი წლე­ბის გავ­ლა მო­უ­წია, რად­გან პა­ტა­რა მხატ­ვარს და­ბა­დე­ბი­დან არც ეს­მის და ვერც ლა­პა­რა­კობს.

ცოტ­ნეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და მის და­სახ­მა­რებ­ლად, ფარ­მა­ცევ­ტულ­მა კომ­პა­ნი­ამ Aplen Pharma-მ საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ის - “წრფე­ლი გუ­ლით“ ჩა­ტა­რე­ბა გა­ნიზ­რა­ხა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს შე­უძ­ლია - რო­დე­საც ჩვენს შვი­ლებს კონ­კრე­ტულ მე­დი­კა­მენ­ტებს შე­ვუ­ძენთ, ამით პირ­და­პირ ცოტ­ნეს ვეხ­მა­რე­ბით!

აქ­ცი­ის შე­სა­ხებ უფრო კონ­კრე­ტუ­ლად პრო­დუქ­ცი­ის მე­ნე­ჯერ­მა ლე­ი­ლა ღონ­ღა­ძემ გვი­ამ­ბო, რო­მე­ლიც ცოტ­ნეს პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი პა­ტა­რე­ბის­თვის „ფარ­მა­დე­პო­სა“ და „ჯი­პი­სის“ ქსელ­ში მე­დი­კა­მენ­ტებს: „ენ­ტე­რო­კინდს“, „დენ­ტო­კინდს“, „დორ­მი­კინდს“, „აქ­ტივ ფლო­რა­სა“ და „იმუ­ნო­კინდს“ შე­ი­ძე­ნენ, ამით ავ­ტო­მა­ტუ­რად ცოტ­ნეს და­ეხ­მა­რე­ბი­ან, რად­გან ერთი შე­ფუთ­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­დან 50 თეთ­რი სწო­რედ მის ფონდში გა­და­ი­რი­ცხე­ბა.

„ცოტ­ნეს ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი აქვს გავ­ლი­ლი. ამ ეტაპ­ზე, მას გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს სმე­ნის აღ­მდგე­ნი ოპე­რა­ცია. მის­თვის სამ­ყა­როს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მთა­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არის ხატ­ვა და სწო­რედ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ახერ­ხებს სამ­ყა­როს­თან კონ­ტაქტს. თან­ხა, რო­მელ­საც ჩვენ მას შე­ვუგ­რო­ვებთ, ცოტ­ნეს ესა­ჭი­რო­ე­ბა მას­წავ­ლე­ბის და­სა­ქი­რა­ვებ­ლად, მა­სა­ჟის გა­სა­კე­თებ­ლად.

გა­დავ­წყვი­ტეთ, გა­მოგ­ვე­ფი­ნა ცოტ­ნეს ნა­ხა­ტე­ბი, რა­შიც „თი­ბი­სი ბან­კიც“ დაგ­ვეხ­მა­რა. ამ ნა­მუ­შევ­რებ­მა დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­ზე მარ­თლაც დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ო­ცა­რი ფერ­თა გამა და ნა­ხა­ტე­ბია, გან­სა­კუთ­რე­ბით, 10 წლის ბავ­შვის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა ლე­ი­ლა ღონ­ღა­ძემ.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ემო­ცი­ებს ვერ მა­ლავ­და ცოტ­ნეს დედა თეა, რო­მე­ლიც ასე­ვე კომ­პა­ნია Alpen Pharma-ს თა­ნამ­შრო­მე­ლია. თეა ზი­რა­ქა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცოტ­ნეს ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს, რაც ფი­ნან­სებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ ის იმე­დოვ­ნებს, საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია წარ­მა­ტე­ბით ჩა­ივ­ლის.

„ცოტ­ნეს პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა იყო მისი დღე­სას­წა­უ­ლი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემი შვი­ლის წარ­მა­ტე­ბი­სა და სი­ხა­რუ­ლის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და“, -აღ­ნიშ­ნა ცოტ­ნეს დე­დამ.

გა­მო­ფე­ნას ცოტ­ნეს მკურ­ნა­ლი ექი­მიც და­ეს­წრო, ნა­მუ­შევ­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ კი აღ­ნიშ­ნა, რომ ნიჭი ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს და მის რე­ა­ლი­ზე­ბას შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ხელს არ უშ­ლის.

„ცოტ­ნეს და­ბა­დე­ბის მო­მენ­ტი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ ამას­თან ერ­თად აქვს უდი­დე­სი ნიჭი და ვფიქ­რობ, რომ წინ სე­რი­ო­ზუ­ლი მო­მა­ვა­ლი ელო­დე­ბა. რო­გორც ექიმ­მა, ნე­ო­ნა­ტო­ლოგ­მა მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ არ არ­სე­ბობს შე­ზღუ­დუ­ლი უნა­რე­ბი, ყვე­ლას აქვს რა­ი­მე ნიჭი“, - აღ­ნიშ­ნა ექიმ­მა ნე­ო­ნა­ტო­ლოგ­მა ნა­თია და­ნე­ლი­ამ.

მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნით ცოტ­ნეს დახ­მა­რე­ბა 15 მა­ი­სამ­დეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. შეგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხა კი პა­ტა­რა მხატ­ვარს ბავ­შვთა დაც­ვის დღეს - პირ­ველ ივ­ნისს გა­და­ე­ცე­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

მედიკამენტები, რომელთა შეძენისას სპეციალური საჭიროებების მქონე პატარებს ეხმარები - საქველმოქმედო აქცია “წრფელი გულით“

მედიკამენტები, რომელთა შეძენისას სპეციალური საჭიროებების მქონე პატარებს ეხმარები - საქველმოქმედო აქცია “წრფელი გულით“

ცოტნე მიქუტიშვილი ჯერ მხოლოდ 10 წლისაა, თუმცა უკვე 30-ზე მეტი ნახატის ავტორია და „თიბისი გალერეაში“ პირველი პერსონალური გამოფენაც გამართა.

სპეციალურ საჭიროებებს მისთვის ხელი არ შეუშლია, საყვარელი საქმე წარმატებით ეკეთებინა. დედამ მასში ხატვის ნიჭი აღმოაჩინა და მას შემდეგ, რაც მასწავლებლები ამ ნიჭის რეალიზებაში დაეხმარნენ, ცოტნე მუდმივად ხატავს.

პირველ პერსონალურ გამოფენაზე თავი უამრავმა დამთვალიერებელმა მოიყარა. როგორც ცოტნეს დედამ, თეა ზირაქაძემ გვიამბო, მის შვილს დაბადებიდან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ცოტნეს დედა იხსენებს, რომ მას ამ მხრივ რთული და მტკივნეული წლების გავლა მოუწია, რადგან პატარა მხატვარს დაბადებიდან არც ესმის და ვერც ლაპარაკობს.

ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მის დასახმარებლად, ფარმაცევტულმა კომპანიამ Aplen Pharma-მ საქველმოქმედო აქციის - “წრფელი გულით“ ჩატარება განიზრახა, რომელშიც მონაწილეობის მიღება თითოეულ ჩვენგანს შეუძლია - როდესაც ჩვენს შვილებს კონკრეტულ მედიკამენტებს შევუძენთ, ამით პირდაპირ ცოტნეს ვეხმარებით!

აქციის შესახებ უფრო კონკრეტულად პროდუქციის მენეჯერმა ლეილა ღონღაძემ გვიამბო, რომელიც ცოტნეს პერსონალური გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

როგორც მან აღნიშნა, როდესაც მშობლები პატარებისთვის „ფარმადეპოსა“ და „ჯიპისის“ ქსელში მედიკამენტებს: „ენტეროკინდს“, „დენტოკინდს“, „დორმიკინდს“, „აქტივ ფლორასა“ და „იმუნოკინდს“ შეიძენენ, ამით ავტომატურად ცოტნეს დაეხმარებიან, რადგან ერთი შეფუთვის ღირებულებიდან 50 თეთრი სწორედ მის ფონდში გადაირიცხება.

„ცოტნეს ძალიან რთული პერიოდი აქვს გავლილი. ამ ეტაპზე, მას გაკეთებული აქვს სმენის აღმდგენი ოპერაცია. მისთვის სამყაროსთან ურთიერთობის მთავარი საშუალება არის ხატვა და სწორედ განსაკუთრებული ფერების საშუალებით ახერხებს სამყაროსთან კონტაქტს. თანხა, რომელსაც ჩვენ მას შევუგროვებთ, ცოტნეს ესაჭიროება მასწავლების დასაქირავებლად, მასაჟის გასაკეთებლად.

გადავწყვიტეთ, გამოგვეფინა ცოტნეს ნახატები, რაშიც „თიბისი ბანკიც“ დაგვეხმარა. ამ ნამუშევრებმა დამთვალიერებელზე მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ყველა აღნიშნავს, რომ საოცარი ფერთა გამა და ნახატებია, განსაკუთრებით, 10 წლის ბავშვისთვის“, - აღნიშნა ლეილა ღონღაძემ.

ღონისძიებაზე ემოციებს ვერ მალავდა ცოტნეს დედა თეა, რომელიც ასევე კომპანია Alpen Pharma-ს თანამშრომელია. თეა ზირაქაძემ აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ცოტნეს ძალიან ბევრი საჭიროება აქვს, რაც ფინანსებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ის იმედოვნებს, საქველმოქმედო აქცია წარმატებით ჩაივლის.

„ცოტნეს პირველი პერსონალური გამოფენა იყო მისი დღესასწაული. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილის წარმატებისა და სიხარულის გასაზიარებლად ამდენი ადამიანი მოვიდა“, -აღნიშნა ცოტნეს დედამ.

გამოფენას ცოტნეს მკურნალი ექიმიც დაესწრო, ნამუშევრების დათვალიერების შემდეგ კი აღნიშნა, რომ ნიჭი ყველა ადამიანს აქვს და მის რეალიზებას შეზღუდული შესაძლებლობები ხელს არ უშლის.

„ცოტნეს დაბადების მომენტიდან სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ამასთან ერთად აქვს უდიდესი ნიჭი და ვფიქრობ, რომ წინ სერიოზული მომავალი ელოდება. როგორც ექიმმა, ნეონატოლოგმა მინდა აღვნიშნო, რომ არ არსებობს შეზღუდული უნარები, ყველას აქვს რაიმე ნიჭი“, - აღნიშნა ექიმმა ნეონატოლოგმა ნათია დანელიამ.

მედიკამენტების შეძენით ცოტნეს დახმარება 15 მაისამდეა შესაძლებელი. შეგროვებული თანხა კი პატარა მხატვარს ბავშვთა დაცვის დღეს - პირველ ივნისს გადაეცემა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი