პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა თანხას ხარჯავენ საქართველოში კაზინოებში - სათამაშო ბიზნესის ბრუნვა, ბოლო 11 წლის მონაცემებით,187-ჯერ არის გაზრდილი
რა თანხას ხარჯავენ საქართველოში კაზინოებში - სათამაშო ბიზნესის ბრუნვა, ბოლო 11 წლის მონაცემებით,187-ჯერ არის გაზრდილი

„ლა­ტა­რი­ე­ბის, აზარ­ტუ­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნი თა­მა­შო­ბე­ბის მო­წყო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა 6 წე­ლი­წად­ზე მე­ტია „დრო­ში გა­ი­ჭე­და“. ამ დროს კი სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ბრუნ­ვა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა.

კერ­ძოდ, ბოლო 11 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ბრუნ­ვა 187-ჯერ არის გაზ­რდი­ლი. მათ შო­რის, 2016 წელს სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ბრუნ­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 4 მი­ლი­არ­დი იყო, ხოლო 1 წე­ლი­წად­ში მი­ლი­არ­დნა­ხევ­რი­ა­ნი ნახ­ტო­მი გა­ა­კე­თა და 2017 წელს აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის ბრუნ­ვამ 5,6 მი­ლი­არდ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა.

„ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ შე­ე­ცა­და, ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბე­ბის ვებგ­ვერ­დზე გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნა, თუ რო­გო­რია აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბით და­კა­ვე­ბულ სა­წარ­მო­თა შე­მო­სავ­ლე­ბი, მო­გე­ბა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ბრუნ­ვის მო­ცუ­ლო­ბის მი­ხედ­ვით ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი 50 კომ­პა­ნი­ის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მყო­ფი 8 აზარ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ი­დან ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბა ხუთს აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. მათ­გან ორის - შპს „ს გემბლინგ ჰო­ლი­სა“ (აჭა­რა­ბე­თი) და შპს „დე­იდ­რიმ უნი­ვერ­სალ სა­ქარ­თვე­ლოს“ (ბეთ­ლა­ი­ვი) შე­სა­ხებ „ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ უკვე წერ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ სამ კომ­პა­ნი­ას, ესე­ნია - შპს „ქარ­თუ­ლი კა­ზი­ნოს ჯგუ­ფი“ (შან­გრი ლა), შპს „ავი­ა­ტო­რი“ (აჭა­რა­ბე­თი) და შპს „მარ­სი“ (კრის­ტალ­ბე­თი).

რო­გორც ან­გა­რიშ­გე­ბი­დან ირ­კვე­ვა, სა­მი­ვე კომ­პა­ნია მე-2 კა­ტე­გო­რი­ა­შია, რაც ნიშ­ნავს, რომ თი­თო­ე­უ­ლის აქ­ტი­ვე­ბის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 10 მი­ლი­ო­ნი ლა­რი­დან 50 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე; შე­მო­სა­ვა­ლი 20 მი­ლი­ო­ნი ლა­რი­დან 100 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე; და­საქ­მე­ბულ­თა სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბა კი 50-დან 250 ადა­მი­ა­ნამ­დე არის.

ცალ­კე­უ­ლი კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სურ მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი რომ ვნა­ხოთ, 2017 წელს „შან­გრი ლას“ წმინ­და მო­გე­ბამ - 6,995,662 ლარი; სა­ერ­თო მო­გე­ბა - 34,398,604; შე­მო­სა­ვა­ლი რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან - 48,400,043; თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბის ხარ­ჯე­ბი - 14,001,439 ლარი იყო. მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დი 2017 წელს კომ­პა­ნი­ას არ აქვს გა­დახ­დი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა აქ­ტი­ვებს, 2017 წლის 31 დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, კომ­პა­ნი­ის სა­კუთ­რე­ბა­ში - 13,183,779 ლა­რის აქ­ტი­ვე­ბი იყო. იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

რა თანხას ხარჯავენ საქართველოში კაზინოებში - სათამაშო ბიზნესის ბრუნვა, ბოლო 11 წლის მონაცემებით,187-ჯერ არის გაზრდილი

რა თანხას ხარჯავენ საქართველოში კაზინოებში - სათამაშო ბიზნესის ბრუნვა, ბოლო 11 წლის მონაცემებით,187-ჯერ არის გაზრდილი

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა 6 წელიწადზე მეტია „დროში გაიჭედა“. ამ დროს კი სათამაშო ბიზნესის ბრუნვა მნიშვნელოვნად იზრდება.

კერძოდ, ბოლო 11 წლის მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 187-ჯერ არის გაზრდილი. მათ შორის, 2016 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა დაახლოებით 4 მილიარდი იყო, ხოლო 1 წელიწადში მილიარდნახევრიანი ნახტომი გააკეთა და 2017 წელს აზარტული თამაშების ბრუნვამ 5,6 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა, ფინანსური ანგარიშგებების ვებგვერდზე გადაემოწმებინა, თუ როგორია აზარტული თამაშებით დაკავებულ საწარმოთა შემოსავლები, მოგება და მოქალაქეებისგან მიღებული თანხები.

საინტერესოა, რომ ბრუნვის მოცულობის მიხედვით ყველაზე მსხვილი 50 კომპანიის ჩამონათვალში მყოფი 8 აზარტული კომპანიიდან ფინანსური ანგარიშგება ხუთს აქვს გამოქვეყნებული. მათგან ორის - შპს „ს გემბლინგ ჰოლისა“ (აჭარაბეთი) და შპს „დეიდრიმ უნივერსალ საქართველოს“ (ბეთლაივი) შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა.

რაც შეეხება დანარჩენ სამ კომპანიას, ესენია - შპს „ქართული კაზინოს ჯგუფი“ (შანგრი ლა), შპს „ავიატორი“ (აჭარაბეთი) და შპს „მარსი“ (კრისტალბეთი).

როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, სამივე კომპანია მე-2 კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ თითოეულის აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდე არის.

ცალკეული კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლები რომ ვნახოთ, 2017 წელს „შანგრი ლას“ წმინდა მოგებამ - 6,995,662 ლარი; საერთო მოგება - 34,398,604; შემოსავალი რეალიზაციიდან - 48,400,043; თვითღირებულების ხარჯები - 14,001,439 ლარი იყო. მოგების გადასახადი 2017 წელს კომპანიას არ აქვს გადახდილი. რაც შეეხება აქტივებს, 2017 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, კომპანიის საკუთრებაში - 13,183,779 ლარის აქტივები იყო. იხილეთ ვრცლად

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა