პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რობერტ სტურუას სპექტაკლს "სამარცხვინო" უწოდეს - რა მოხდა რუსთაველის თეატრში პარლამენტარიზმის 100 წლის საიუბილეო საღამოზე
რობერტ სტურუას სპექტაკლს "სამარცხვინო" უწოდეს - რა მოხდა რუსთაველის თეატრში პარლამენტარიზმის 100 წლის საიუბილეო საღამოზე

12 მარტს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ქარ­თუ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რიზ­მის 100 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ ქარ­თველ და უცხო­ელ სტუმ­რებს რო­ბერტ სტუ­რუ­ას სპექ­ტაკ­ლი "ბედი ქარ­თლი­სა" წა­რუდ­გი­ნეს.

წარ­მოდ­გე­ნას ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­კა­ნონ­მდებ­ლო და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, პრე­მი­ე­რი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

რე­ჟი­სორ­მა სპექ­ტაკ­ლი სწო­რედ ამ მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის დად­გა, თუმ­ცა ალ­ბათ სტუ­რუ­ას არ­ცერთ სპექ­ტაკლს არ მოჰ­ყო­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან იმ­დე­ნი ნე­გა­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა, რო­გორც "ბედი ქარ­თლი­სას"...

"რა სირ­ცხვი­ლია თე­ატ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა "ბედი ქარ­თლი­სა"... სტუ­რუა იქით იყოს, ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბებს რო­გორ არ ცხვე­ნი­ათ?"… - და­წე­რა სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ჟურ­ნა­ლის­ტმა და კრი­ტი­კოს­მა გოგი გვა­ხა­რი­ამ.

"რო­ბერტ სტუ­რუ­ას სპექ­ტაკ­ლი "ბედი ქარ­თლი­სა" იყო ბო­როტ­სა და კე­თილს მიღ­მა. უბ­რა­ლო სი­ტყვე­ბით, რო­გო­რი­ცაა ჩვენ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი "მა­რაზ­მი" ან არა­კო­რექ­ტუ­ლი კრე­ტი­ნიზ­მი ან იდი­ო­ტიზ­მი ამ დად­გმას ვერ აღ­წერ - ის კე­თილ­სა და ბო­როტს მიღ­მა იყო (Jenseits von Gut und Böse) - ისევ ჩვენ­ში ასე­რი­გად აქ­ტუ­ა­ლუ­რი ფრიდ­რიხ ნიც­შე რომ მო­ვიხ­მოთ", - ასე შე­ა­ფა­სა სპექ­ტაკ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე ლაშა ბაქ­რა­ძემ.

კრი­ტი­კულ ფე­ის­ბუქ-პოს­ტებს არა­ნაკ­ლე­ბად მწვა­ვე კო­მენ­ტა­რე­ბიც მოჰ­ყვა: "ამ წარ­მოდ­გე­ნით ფაქ­ტი­უ­რად, სა­ბო­ლო­ო­ოდ და­უ­მარ­ხავს თავი"; "უბ­რა­ლოდ, სკო­ლის ბან­კე­ტის­თვის დად­გმუ­ლი წარ­მოდ­გე­ნაა"; "მო­ღა­ლა­ტე­ო­ბა სცე­ნის რან­გში აყ­ვა­ნი­ლი?"; "...რა და­უჯ­და ეს მა­რაზ­მი სა­ხელ­მწი­ფოს?"; "ჩვენ რომ მე-11 სა­უ­კუ­ნე­ში პარ­ლა­მენ­ტი გვქონ­და, თქვენ სად იყა­ვით სა­ერ­თო­ო­ო­ოდ - ვი­ღაც ბრი­ტა­ნე­თის დრო­შა შე­მოხ­ვე­უ­ლი "სა­მაზ­ვა­ნე­ცი ლორ­დი" ზედ და­ჩხა­ო­და ბრი­ტა­ნე­თის ელჩს. არც ამას ვხუმ­რობ"; - ეს მხო­ლოდ მცი­რე­დია იმ კრი­ტი­კი­დან, რაც რო­ბერტ სტუ­რუ­ას წარ­მოდ­გე­ნას "ბედი ქარ­თლი­სა" სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მოჰ­ყვა...

ის­ტო­რი­კოს­მა ირაკ­ლი ხვა­და­გი­ან­მა სპექ­ტაკ­ლის ში­ნა­არსთან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE-ს თა­ვი­სი შე­ნიშ­ვნე­ბი გა­უ­ზი­ა­რა:

"სპექ­ტაკ­ლის კრი­ტი­კა ამ შემ­თხვე­ვა­ში არ ეხე­ბა მხატ­ვრულ და სა­შემ­სრუ­ლებ­ლო მხა­რეს, რად­გან მხო­ლოდ რი­გი­თი მა­ყუ­რებ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან თუ შევ­ძლებთ შე­ფა­სე­ბას, თუმ­ცა მა­ინც უნდა ით­ქვას, რომ ამ მხრი­ვაც სა­ში­ნე­ლი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა არსს: წარ­მოდ­გე­ნა მო­წყო­ბი­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის გახ­სნის 100 წლის იუ­ბი­ლეს ფარ­გლებ­ში; ამ თა­რი­ღის მნიშ­ვნე­ლო­ბა ძა­ლი­ან დი­დია ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბის კუ­თხით და ამა­ვე დროს იგი დატ­ვირ­თუ­ლია რო­გორც პო­ზი­ტი­უ­რი ში­ნა­არ­სით, ასე­ვე ტრა­გი­კუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბით.

დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა კრე­ბამ, პირ­ველ­მა სრულ­ფა­სო­ვან­მა არ­ჩე­ულ­მა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნომ, 1919-1921 წლებ­ში შექ­მნა სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მწი­ფოს სა­მარ­თლებ­რი­ვი ფუნ­და­მენ­ტი, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და კონ­სტი­ტუ­ცია - იმ დრო­ის მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის სინ­თე­ზი. კრე­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებ­ში და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მუ­შა­ობ­დნენ და მთლი­ა­ნად იყ­ვნენ ჩაბ­მუ­ლი დიდი "პრო­ექ­ტის“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში - სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ორ­გა­ნულ ნა­წი­ლად გა­დაქ­ცე­ვა­ში. საბ­ჭო­თა რუ­სულ­მა ოკუ­პა­ცი­ამ 1921 წლი­დან, ეს პრო­ექ­ტი მოკ­ლა - ისე­ვე, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად გა­ა­ნად­გუ­რა კრე­ბის დე­პუ­ტატ­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი და მათი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის კვა­ლი ამო­შა­ლა მეხ­სი­ე­რე­ბი­დან...

100 წლის­თავ­ზე, ამ დღი­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო სა­ღა­მოს ბოლო აკორ­დად მო­წყო­ბილ თე­ატ­რა­ლი­ზე­ბულ წარ­მოდ­გე­ნა­ში ოდ­ნა­ვი ნა­სა­ხიც კი არ ჩან­და, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლია. ავ­ტორ(ებ)მა წარ­მოდ­გე­ნას "არა­ის­ტო­რი­უ­ლი ფანსტას­მა­გო­რია“ და­არ­ქვეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ხე­ლო­ვანს ვერ შე­ე­და­ვე­ბი, რა მხატ­ვრულ ფორ­მას აირ­ჩევს სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღი­სად­მი წარ­მოდ­გე­ნის და­სა­კავ­ში­რებ­ლად, თუმ­ცა რაც ვნა­ხეთ, იმ­დე­ნად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გა­და­წყვე­ტა იყო, რომ კრი­ტი­კაც ჭირს - არა მხო­ლოდ მხატ­ვრუ­ლი, ში­ნა­არ­სობ­რი­ვი კუ­თხი­თაც...

რა­ტომ უნდა იყოს გრო­ტეს­კუ­ლი, აბ­სურ­დუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა მი­სა­ღე­ბი ფორ­მა ასე­თი დღი­სათ­ვის? თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­რო­ში, ხე­ლო­ვანს შე­ზღუდ­ვებს ვერ უწე­სე­ბენ - შე­მოქ­მე­დე­ბა იმი­თაც ფა­სობს, რომ ბევ­რი­სათ­ვის შე­იძ­ლე­ბა ემო­ცი­უ­რად მძი­მედ მი­სა­ღე­ბი, გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი, შო­კის­მომ­გვრე­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლიც კი იყოს, თუმ­ცა ეს ეფექ­ტი მი­ზან­მა და სათ­ქმელ­მა უნდა გა­და­წო­ნოს ხოლ­მე - მა­გა­ლი­თად, რა­ი­მე მან­კი­ე­რე­ბა გა­ა­შიშ­ვლოს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­ან­ჯღ­რი­ოს, მწა­რედ შე­ახ­სე­ნოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და აშ... ჰქონ­და ამ წარ­მოდ­გე­ნას მსგავ­სი მი­ზა­ნი? ჩვე­ნი აზ­რით - არა. რა­ი­მე მწვა­ვე პრობ­ლე­მა გა­ა­შიშ­ვლა ამ არ­ჩე­ულ­მა გა­მო­ხატ­ვის ფორ­მებ­მა? ანა­ლო­გი­უ­რად - არა.

სა­მა­გი­ე­როდ, "არა­ის­ტო­რი­უ­ლი“ წარ­მოდ­გე­ნის პრე­ტენ­ზია დიდი იყო - ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი "ვა­რა­მი და სატ­კი­ვა­რი“ არ­გო­ნავ­ტე­ბი­დან დღემ­დე. ამ მცდე­ლო­ბებ­ში კი ვერ წა­ვი­და სა­დღეგ­რძე­ლოს პა­თე­ტი­კის, კო­მი­კუ­რო­ბამ­დე მიყ­ვა­ნი­ლი მა­ხინ­ჯი ის­ტო­რი­უ­ლი კლი­შე­ე­ბის იქეთ - რომ ოდით­გან­ვე "ქარ­თვე­ლო­ბას გვარ­თმევ­დნენ“, "ერ­თმა­ნეთს ვჭამ­დით“, "ევ­რო­პას ფე­ხებ­ზე ვე­კი­დეთ“ და აშ...

სპექ­ტაკლში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყო მუს­ლი­მი პერ­სო­ნა­ჟე­ბის უკი­დუ­რე­სად სტე­რე­ო­ტი­პუ­ლად და და­მამ­ცი­რებ­ლად წარ­მო­ჩე­ნა; "აღ­მო­სავ­ლელ მუს­ლიმ დამპრყობ­ლე­ბად“ ნა­გუ­ლის­ხმე­ვი პერ­სო­ნა­ჟე­ბი და­ხა­ტუ­ლი იყ­ვნენ ყვე­ლა იმ ბნე­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რაც კი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­პო­ვე­ბო­დეს ჩვენს ირ­გვლივ.

ეს მა­შინ, რო­დე­საც იმა­ვე დარ­ბაზ­ში ის­ხდნენ და სპექ­ტაკლს ღია ეთერ­შიც უყუ­რებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს მუს­ლი­მი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და მოწ­ვე­ულ სა­პა­ტიო სტუ­მარ­თა შო­რი­საც იყ­ვნენ მე­ზო­ბე­ლი მუს­ლი­მი მო­სახ­ლე­ო­ბით დო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩე­ბი!" - აღ­ნიშ­ნა სა­უბ­რი­სას ის­ტო­რი­კოს­მა ირაკ­ლი ხვა­და­გი­ან­მა.

"ბედი ქარ­თლი­სას" შე­სა­ფა­სებ­ლად AMBEBI.GE ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ებს და თე­ატრმ­ცო­დე­ე­ებს და­უ­კავ­შირ­და, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ისი­ნი თე­ატ­რში არა­ვის მი­უწ­ვე­ვია, ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით პრო­ფე­სი­უ­ლი ეტი­კე­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­ფა­სე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვეს... სპექ­ტაკ­ლი არც ცნო­ბილ რე­ჟი­სორს - გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას უნა­ხავს, თუმ­ცა ამას ხელი არ შე­უშ­ლია რო­ბერტ სტუ­რუ­ას მი­მართ რა­დი­კა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ე­ხა­ტა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში:

"ეგ სპექ­ტაკ­ლი არც მი­ნა­ხავს და არც მა­ინ­ტე­რე­სებს! რო­ბერტ სტუ­რუა არ მიყ­ვარს და მორ­ჩა! აი ხომ და­ამ­ტკი­ცა ახლა, რომ არ ვარ­გა?! რა­ღაც ნიჭი აქვს, კარ­გად გა­მოს­დის, როცა სხვი­სას იღებს... ბრეხ­ტი მა­გა­ლი­თად კარ­გად გა­და­ი­ღო, მსა­ხი­ო­ბებ­თან კარ­გად მუ­შა­ობს, თუმ­ცა როცა ცოტა სე­რი­ო­ზულ რა­მეს დგამს, იქ ცუ­დად არის საქ­მე! ბოლო წლებ­ში მოს­კოვ­ში სი­ა­რუ­ლი და­ი­წყო და მის ქარ­თულ და რუ­სულ სპექ­ტაკ­ლებს ერ­თმა­ნე­თის­გან ვერ გა­არ­ჩევ­დი...

რა­ღაც სპექ­ტაკ­ლი მოს­კოვ­ში დად­გა, შემ­დეგ აქ გა­ი­მე­ო­რა და იმ­დე­ნად კოშ­მა­რი იყო, პირ­ვე­ლი მოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ სახ­ლში გა­ვი­ქე­ცი! მე თქვენ გე­უბ­ნე­ბით, რომ რო­ბერტ სტუ­რუა შე­მოქ­მე­დე­ბი­თად დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლია. მა­გას პო­ტენ­ცი­ა­ლი აღარ აქვს, თან ძა­ლი­ან პა­ტივ­მოყ­ვა­რე ტი­პია და ჩა­ბღა­უ­ჭე­ბუ­ლია რუს­თა­ვე­ლის თე­ატრს! ჩვე­ნი მთავ­რო­ბაც მხო­ლოდ იმას უყუ­რებს, ცნო­ბი­ლი კა­ცია თუ არა სა­ზღვარ­გა­რეთ ვინ­მე. ვინც მარ­თლაც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი რე­ჟი­სო­რია, იმას ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ... მი­დით ერთი და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი ნა­ხეთ, რო­გორ ზი­ზღით სა­უბ­რო­ბენ თა­ვის­სა­ვე თე­ატრზე... მანდ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი აღარ არ­სე­ბობს, გარ­და თე­ატ­რის გა­ნახ­ლე­ბი­სა. სტუ­რუ­ას ხელ­ში თე­ატ­რი უკან წა­ვი­და და უკვე და­ღუ­პუ­ლია! თქვენ ვერ წარ­მო­იდ­გენთ რამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა და­მი­რე­კა და გა­მი­ზი­ა­რა აღ­შფო­თე­ბა მისი სპექ­ტაკ­ლის მი­მართ!

- ხე­დავთ იმე­დის მომ­ცემ რე­ჟი­სორს, ვინც რუს­თა­ვე­ლის თე­ატრს გა­და­არ­ჩენს?

- არა­ვის და ეს არის მთე­ლი ტრა­გე­დია! თუმ­ცა მა­ინც არა­ვის უშ­ვებს რო­ბერტ სტუ­რუა მაგ თე­ატ­რში! არც მე შე­მიშ­ვა ერთხელ! ვი­მე­ო­რებ, რომ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი აღარ არ­სე­ბობს! მაგ­რამ იცით რა მინ­და გკი­თხოთ - ქვე­ყა­ნა არ­სე­ბობს? - ცუდ ქვე­ყა­ნა­ში ცუდი თე­ატ­რია და ყვე­ლა­ფე­რი ცუდი!"

ამ­დე­ნი ბრალ­დე­ბე­ბის შემ­დეგ რე­ჟი­ო­სორ რო­ბერტ სტუ­რუ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბა ჩვენც ვცა­დეთ, მაგ­რამ რო­გორც ცნო­ბი­ლია, მას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია... რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი - გია თევ­ზა­ძე კი მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას: "არ ვიცი რო­მელ კრი­ტი­კა­ზე მე­უბ­ნე­ბით და არც ნახ­ვას ვა­პი­რებ! ზოგს მოს­წონს რა­ღაც, ზოგს არა და ყვე­ლას აქვს თა­ვის აზ­რის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა".

- ბა­ტონ რო­ბერტს არა­ფე­რი უთ­ქვამს მწვა­ვე შე­ფა­სე­ბებ­ზე?

- არა, არც იტყო­და და არც სა­მო­მავ­ლოდ იტყვის... ყვე­ლას თა­ვის აზრი აქვს და გა­მო­ხატ­ვას ვერ და­უშ­ლი. გარ­და ამი­სა რო­ბერტ სტუ­რუა 14 მარტს გულ­ზე ოპე­რა­ცი­ას იკე­თებს და ახლა კრი­ტი­კის­თვის არ გვცა­ლია! მი­სა­ღებს ვღე­ბუ­ლობთ, მი­უ­ღე­ბელს არა! თუ ჯან­სა­ღი კრი­ტი­კაა, ძა­ლი­ა­ნაც კარ­გია და თუ არა ეგ კრი­ტი­კო­სე­ბის სინ­დის­ზე იყოს!"

სპექ­ტაკლს "ბედი ქარ­თლი­სა" და­ეს­წრო რე­ჟი­სო­რი გოჩა კა­პა­ნა­ძე, რო­მე­ლიც უარ­ყო­ფით­მა შე­ფა­სე­ბებ­მა მე­ტის­მე­ტად გა­აკ­ვირ­ვა და თა­ვის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა გაგ­ვი­ზი­ა­რა...

"ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი კრი­ტი­კო­სებს და არ მეს­მის რა არ მო­ე­წო­ნათ?! სა­ერ­თოდ ასე­თი სი­ტყვე­ბით შე­ფა­სე­ბას რო­ბერტ სტუ­რუ­ას შე­მოქ­მე­დე­ბა არ იმ­სა­ხუ­რებს. სრუ­ლი­ად ობი­ექ­ტუ­რად ვამ­ბობ, ახლა არ ვმუ­შა­ობ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში და მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბას ვე­რა­ვინ და­მაბ­რა­ლებს! მე მო­მე­წო­ნა, სა­ინ­ტე­რე­სო წარ­მოდ­გე­ნა იყო, ძა­ლი­ან კარ­გი ჩა­ნა­ფიქ­რე­ბი.

- არას­წო­რი მე­სი­ჯე­ბი იყოო, მა­გა­ლი­თად უხერ­ხუ­ლო­ბას იწ­ვევ­და თუნ­დაც, სპექ­ტაკ­ლის მუს­ლიმ სტუმ­რებ­თან...

- ჩვე­ნი ის­ტო­რი­ი­დან იყო აღე­ბუ­ლი და არ ვფიქ­რობ, რომ რამე უხერ­ხუ­ლი იყო. ასე ვთქვათ, მი­მოდ­რა­მით მო­ყო­ლი­ლი ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ის გად­მო­ცე­მა იყო. იწყე­ბო­და მე­დე­ა­დან და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მკვლე­ლო­ბამ­დე მო­დი­ო­და... ფი­ნა­ლი მთლი­ა­ნად "კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრის" იყო... ის ეპო­ქა, რო­მე­ლიც გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი იყო - ჟორ­და­ნი­ას მთავ­რო­ბა, კო­მუ­ნის­ტუ­რი პე­რი­ო­დი, შემ­დგომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წლე­ბი, 9 აპ­რი­ლი, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ო­დი - მგო­ნი შეგ­ნე­ბუ­ლად გა­კეთ­და, მუ­სი­კა როცა მი­დი­ო­და - იყი­დეთ, იყი­დეთ იყი­დეთ, რამე...

მგო­ნი ამ ყვე­ლა ჩა­ნა­ფიქ­რს უნ­დო­და წა­კი­თხვა, ვიდ­რე ამ­დე­ნი და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი ლან­ძღვა... ძა­ლი­ან დიდი შრო­მა ჩა­ი­დო ამ წარ­მოდ­გე­ნის შე­საქ­მნე­ლად, თა­ვად ვეს­წრე­ბო­დი რე­პე­ტი­ცი­ებს და ვხე­დავ­დი მათ თავ­და­უ­ზო­გავ შრო­მას! იქ­ნებ რამე არ მო­გე­წო­ნოს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის უფრო მე­ტად და­დე­ბი­თი უნდა და­ი­ნა­ხო - შე­სა­ნიშ­ნა­ვი სცე­ნე­ბი იყო! თუნ­დაც თა­მარ მე­ფის დარ­ბა­ზო­ბი­სას, წმინ­და ნი­ნოს შე­მოს­ვლა სა­ქარ­თვე­ლო­ში და მოქ­ცე­ვაი ქარ­თლი­სა, წმინ­და ნინო რომ დარ­ბაზ­ში გად­მო­დის... ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო ერეკ­ლე მე­ფის შე­მოს­ვლა. რა­ტომ ვერ შე­ხე­დეს, მხე­და­რი რომ აღარ არის და მარ­ტო ცხე­ნი მი­დის რა­ღაც უსას­რუ­ლო­ბა­ში?!

ამ ყვე­ლა­ფერს და­ნახ­ვა უნდა და არა ემო­ცი­ე­ბი, რომ არა­ფე­რი არ ვარ­გო­და! არ ვფიქ­რობ, რომ ასე ხე­ლა­ღე­ბით შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლაფ­რის უარ­ყო­ფა. ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბებ­საც გვერ­დში დგო­მა ჭირ­დე­ბათ, საპ­რე­მი­ე­რო გან­წყო­ბა იყო, ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ, სურ­დათ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად წარ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო და ჩემი აზ­რით, თავი კარ­გად გა­არ­თვეს. ცოტა ტაქ­ტიც სა­ჭი­როა, როცა სხვის ნა­მუ­შე­ვარს ვა­ფა­სებთ!"

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რობერტ სტურუას სპექტაკლს "სამარცხვინო" უწოდეს - რა მოხდა რუსთაველის თეატრში პარლამენტარიზმის 100 წლის საიუბილეო საღამოზე

რობერტ სტურუას სპექტაკლს "სამარცხვინო" უწოდეს - რა მოხდა რუსთაველის თეატრში პარლამენტარიზმის 100 წლის საიუბილეო საღამოზე

12 მარტს რუსთაველის თეატრში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მისულ ქართველ და უცხოელ სტუმრებს რობერტ სტურუას სპექტაკლი "ბედი ქართლისა" წარუდგინეს.

წარმოდგენას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

რეჟისორმა სპექტაკლი სწორედ ამ მასშტაბური ღონისძიებისთვის დადგა, თუმცა ალბათ სტურუას არცერთ სპექტაკლს არ მოჰყოლია საზოგადოების მხრიდან იმდენი ნეგატიური შეფასება, როგორც "ბედი ქართლისას"...

"რა სირცხვილია თეატრალიზებული წარმოდგენა "ბედი ქართლისა"... სტურუა იქით იყოს, ახალგაზრდა მსახიობებს როგორ არ ცხვენიათ?"… - დაწერა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე ჟურნალისტმა და კრიტიკოსმა გოგი გვახარიამ.

"რობერტ სტურუას სპექტაკლი "ბედი ქართლისა" იყო ბოროტსა და კეთილს მიღმა. უბრალო სიტყვებით, როგორიცაა ჩვენში პოპულარული "მარაზმი" ან არაკორექტული კრეტინიზმი ან იდიოტიზმი ამ დადგმას ვერ აღწერ - ის კეთილსა და ბოროტს მიღმა იყო (Jenseits von Gut und Böse) - ისევ ჩვენში ასერიგად აქტუალური ფრიდრიხ ნიცშე რომ მოვიხმოთ", - ასე შეაფასა სპექტაკლი ლიტერატურათმცოდნე ლაშა ბაქრაძემ.

კრიტიკულ ფეისბუქ-პოსტებს არანაკლებად მწვავე კომენტარებიც მოჰყვა: "ამ წარმოდგენით ფაქტიურად, საბოლოოოდ დაუმარხავს თავი"; "უბრალოდ, სკოლის ბანკეტისთვის დადგმული წარმოდგენაა"; "მოღალატეობა სცენის რანგში აყვანილი?"; "...რა დაუჯდა ეს მარაზმი სახელმწიფოს?"; "ჩვენ რომ მე-11 საუკუნეში პარლამენტი გვქონდა, თქვენ სად იყავით საერთოოოოდ - ვიღაც ბრიტანეთის დროშა შემოხვეული "სამაზვანეცი ლორდი" ზედ დაჩხაოდა ბრიტანეთის ელჩს. არც ამას ვხუმრობ"; - ეს მხოლოდ მცირედია იმ კრიტიკიდან, რაც რობერტ სტურუას წარმოდგენას "ბედი ქართლისა" სოციალურ ქსელში მოჰყვა...

ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა სპექტაკლის შინაარსთან დაკავშირებით AMBEBI.GE-ს თავისი შენიშვნები გაუზიარა:

"სპექტაკლის კრიტიკა ამ შემთხვევაში არ ეხება მხატვრულ და საშემსრულებლო მხარეს, რადგან მხოლოდ რიგითი მაყურებლის პოზიციიდან თუ შევძლებთ შეფასებას, თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ ამ მხრივაც საშინელი იყო. რაც შეეხება არსს: წარმოდგენა მოწყობილი იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების გახსნის 100 წლის იუბილეს ფარგლებში; ამ თარიღის მნიშვნელობა ძალიან დიდია ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოებრიობის ინსტიტუციური და სამართლებრივი მემკვიდრეობის კუთხით და ამავე დროს იგი დატვირთულია როგორც პოზიტიური შინაარსით, ასევე ტრაგიკული მემკვიდრეობით.

დამფუძნებელმა კრებამ, პირველმა სრულფასოვანმა არჩეულმა საკანონმდებლო ორგანომ, 1919-1921 წლებში შექმნა საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს სამართლებრივი ფუნდამენტი, კანონმდებლობა და კონსტიტუცია - იმ დროის მსოფლიოს საუკეთესო დემოკრატიული გამოცდილების სინთეზი. კრების დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა პარალელურად სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მუშაობდნენ და მთლიანად იყვნენ ჩაბმული დიდი "პროექტის“ განხორციელებაში - საქართველოს ევროპული ცივილიზაციის ორგანულ ნაწილად გადაქცევაში. საბჭოთა რუსულმა ოკუპაციამ 1921 წლიდან, ეს პროექტი მოკლა - ისევე, როგორც ფიზიკურად გაანადგურა კრების დეპუტატთა მნიშვნელოვანი ნაწილი და მათი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მემკვიდრეობის კვალი ამოშალა მეხსიერებიდან...

100 წლისთავზე, ამ დღისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოს ბოლო აკორდად მოწყობილ თეატრალიზებულ წარმოდგენაში ოდნავი ნასახიც კი არ ჩანდა, რომ ხსენებული პერიოდი ჩვენი ისტორიის ნაწილია. ავტორ(ებ)მა წარმოდგენას "არაისტორიული ფანსტასმაგორია“ დაარქვეს. ამ შემთხვევაში ხელოვანს ვერ შეედავები, რა მხატვრულ ფორმას აირჩევს საიუბილეო თარიღისადმი წარმოდგენის დასაკავშირებლად, თუმცა რაც ვნახეთ, იმდენად წარმოუდგენელი გადაწყვეტა იყო, რომ კრიტიკაც ჭირს - არა მხოლოდ მხატვრული, შინაარსობრივი კუთხითაც...

რატომ უნდა იყოს გროტესკული, აბსურდული წარმოდგენა მისაღები ფორმა ასეთი დღისათვის? თავისუფალ სამყაროში, ხელოვანს შეზღუდვებს ვერ უწესებენ - შემოქმედება იმითაც ფასობს, რომ ბევრისათვის შეიძლება ემოციურად მძიმედ მისაღები, გამაღიზიანებელი, შოკისმომგვრელი და შეურაცხმყოფელიც კი იყოს, თუმცა ეს ეფექტი მიზანმა და სათქმელმა უნდა გადაწონოს ხოლმე - მაგალითად, რაიმე მანკიერება გააშიშვლოს, საზოგადოება შეანჯღრიოს, მწარედ შეახსენოს პასუხისმგებლობა და აშ... ჰქონდა ამ წარმოდგენას მსგავსი მიზანი? ჩვენი აზრით - არა. რაიმე მწვავე პრობლემა გააშიშვლა ამ არჩეულმა გამოხატვის ფორმებმა? ანალოგიურად - არა.

სამაგიეროდ, "არაისტორიული“ წარმოდგენის პრეტენზია დიდი იყო - ეჩვენებინა ჩვენი "ვარამი და სატკივარი“ არგონავტებიდან დღემდე. ამ მცდელობებში კი ვერ წავიდა სადღეგრძელოს პათეტიკის, კომიკურობამდე მიყვანილი მახინჯი ისტორიული კლიშეების იქეთ - რომ ოდითგანვე "ქართველობას გვართმევდნენ“, "ერთმანეთს ვჭამდით“, "ევროპას ფეხებზე ვეკიდეთ“ და აშ...

სპექტაკლში განსაკუთრებით გამაღიზიანებელი იყო მუსლიმი პერსონაჟების უკიდურესად სტერეოტიპულად და დამამცირებლად წარმოჩენა; "აღმოსავლელ მუსლიმ დამპრყობლებად“ ნაგულისხმევი პერსონაჟები დახატული იყვნენ ყველა იმ ბნელი და შეურაცხმყოფელი სტერეოტიპების გამოყენებით, რაც კი შეიძლება მოიპოვებოდეს ჩვენს ირგვლივ.

ეს მაშინ, როდესაც იმავე დარბაზში ისხდნენ და სპექტაკლს ღია ეთერშიც უყურებდნენ საქართველოს მუსლიმი მოქალაქეები და მოწვეულ საპატიო სტუმართა შორისაც იყვნენ მეზობელი მუსლიმი მოსახლეობით დომინირებული ქვეყნების ელჩები!" - აღნიშნა საუბრისას ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა.

"ბედი ქართლისას" შესაფასებლად AMBEBI.GE ხელოვნებათმცოდნეებს და თეატრმცოდეეებს დაუკავშირდა, მაგრამ ვინაიდან ისინი თეატრში არავის მიუწვევია, ჩანაწერის მიხედვით პროფესიული ეტიკეტიდან გამომდინარე შეფასებისგან თავი შეიკავეს... სპექტაკლი არც ცნობილ რეჟისორს - გიორგი შენგელაიას უნახავს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია რობერტ სტურუას მიმართ რადიკალური დამოკიდებულება გამოეხატა AMBEBI.GE-სთან საუბარში:

"ეგ სპექტაკლი არც მინახავს და არც მაინტერესებს! რობერტ სტურუა არ მიყვარს და მორჩა! აი ხომ დაამტკიცა ახლა, რომ არ ვარგა?! რაღაც ნიჭი აქვს, კარგად გამოსდის, როცა სხვისას იღებს... ბრეხტი მაგალითად კარგად გადაიღო, მსახიობებთან კარგად მუშაობს, თუმცა როცა ცოტა სერიოზულ რამეს დგამს, იქ ცუდად არის საქმე! ბოლო წლებში მოსკოვში სიარული დაიწყო და მის ქართულ და რუსულ სპექტაკლებს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევდი...

რაღაც სპექტაკლი მოსკოვში დადგა, შემდეგ აქ გაიმეორა და იმდენად კოშმარი იყო, პირველი მოქმედების შემდეგ სახლში გავიქეცი! მე თქვენ გეუბნებით, რომ რობერტ სტურუა შემოქმედებითად დეგრადირებულია. მაგას პოტენციალი აღარ აქვს, თან ძალიან პატივმოყვარე ტიპია და ჩაბღაუჭებულია რუსთაველის თეატრს! ჩვენი მთავრობაც მხოლოდ იმას უყურებს, ცნობილი კაცია თუ არა საზღვარგარეთ ვინმე. ვინც მართლაც ნაციონალური რეჟისორია, იმას ყურადღებას არ აქცევენ... მიდით ერთი და რუსთაველის თეატრის მსახიობები ნახეთ, როგორ ზიზღით საუბრობენ თავისსავე თეატრზე... მანდ სხვა გამოსავალი აღარ არსებობს, გარდა თეატრის განახლებისა. სტურუას ხელში თეატრი უკან წავიდა და უკვე დაღუპულია! თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენმა ადამიანმა დამირეკა და გამიზიარა აღშფოთება მისი სპექტაკლის მიმართ!

- ხედავთ იმედის მომცემ რეჟისორს, ვინც რუსთაველის თეატრს გადაარჩენს?

- არავის და ეს არის მთელი ტრაგედია! თუმცა მაინც არავის უშვებს რობერტ სტურუა მაგ თეატრში! არც მე შემიშვა ერთხელ! ვიმეორებ, რომ რუსთაველის თეატრი აღარ არსებობს! მაგრამ იცით რა მინდა გკითხოთ - ქვეყანა არსებობს? - ცუდ ქვეყანაში ცუდი თეატრია და ყველაფერი ცუდი!"

ამდენი ბრალდებების შემდეგ რეჟიოსორ რობერტ სტურუასთან დაკავშირება ჩვენც ვცადეთ, მაგრამ როგორც ცნობილია, მასთან ინტერვიუს ჩაწერა თითქმის შეუძლებელია... რუსთაველის თეატრის დირექტორი - გია თევზაძე კი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა AMBEBI.GE-სთან საუბრისას: "არ ვიცი რომელ კრიტიკაზე მეუბნებით და არც ნახვას ვაპირებ! ზოგს მოსწონს რაღაც, ზოგს არა და ყველას აქვს თავის აზრის გამოხატვის უფლება".

- ბატონ რობერტს არაფერი უთქვამს მწვავე შეფასებებზე?

- არა, არც იტყოდა და არც სამომავლოდ იტყვის... ყველას თავის აზრი აქვს და გამოხატვას ვერ დაუშლი. გარდა ამისა რობერტ სტურუა 14 მარტს გულზე ოპერაციას იკეთებს და ახლა კრიტიკისთვის არ გვცალია! მისაღებს ვღებულობთ, მიუღებელს არა! თუ ჯანსაღი კრიტიკაა, ძალიანაც კარგია და თუ არა ეგ კრიტიკოსების სინდისზე იყოს!"

სპექტაკლს "ბედი ქართლისა" დაესწრო რეჟისორი გოჩა კაპანაძე, რომელიც უარყოფითმა შეფასებებმა მეტისმეტად გააკვირვა და თავის ახსნა-განმარტება გაგვიზიარა...

"ვერ დავეთანხმები კრიტიკოსებს და არ მესმის რა არ მოეწონათ?! საერთოდ ასეთი სიტყვებით შეფასებას რობერტ სტურუას შემოქმედება არ იმსახურებს. სრულიად ობიექტურად ვამბობ, ახლა არ ვმუშაობ რუსთაველის თეატრში და მიკერძოებულობას ვერავინ დამაბრალებს! მე მომეწონა, საინტერესო წარმოდგენა იყო, ძალიან კარგი ჩანაფიქრები.

- არასწორი მესიჯები იყოო, მაგალითად უხერხულობას იწვევდა თუნდაც, სპექტაკლის მუსლიმ სტუმრებთან...

- ჩვენი ისტორიიდან იყო აღებული და არ ვფიქრობ, რომ რამე უხერხული იყო. ასე ვთქვათ, მიმოდრამით მოყოლილი ქართული ისტორიის გადმოცემა იყო. იწყებოდა მედეადან და ილია ჭავჭავაძის მკვლელობამდე მოდიოდა... ფინალი მთლიანად "კავკასიური ცარცის წრის" იყო... ის ეპოქა, რომელიც გამოტოვებული იყო - ჟორდანიას მთავრობა, კომუნისტური პერიოდი, შემდგომ დამოუკიდებლობის წლები, 9 აპრილი, ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის მართველობის პერიოდი - მგონი შეგნებულად გაკეთდა, მუსიკა როცა მიდიოდა - იყიდეთ, იყიდეთ იყიდეთ, რამე...

მგონი ამ ყველა ჩანაფიქრს უნდოდა წაკითხვა, ვიდრე ამდენი დაუმსახურებელი ლანძღვა... ძალიან დიდი შრომა ჩაიდო ამ წარმოდგენის შესაქმნელად, თავად ვესწრებოდი რეპეტიციებს და ვხედავდი მათ თავდაუზოგავ შრომას! იქნებ რამე არ მოგეწონოს, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტად დადებითი უნდა დაინახო - შესანიშნავი სცენები იყო! თუნდაც თამარ მეფის დარბაზობისას, წმინდა ნინოს შემოსვლა საქართველოში და მოქცევაი ქართლისა, წმინდა ნინო რომ დარბაზში გადმოდის... ძალიან საინტერესო იყო ერეკლე მეფის შემოსვლა. რატომ ვერ შეხედეს, მხედარი რომ აღარ არის და მარტო ცხენი მიდის რაღაც უსასრულობაში?!

ამ ყველაფერს დანახვა უნდა და არა ემოციები, რომ არაფერი არ ვარგოდა! არ ვფიქრობ, რომ ასე ხელაღებით შეიძლება ყველაფრის უარყოფა. ახალგაზრდა მსახიობებსაც გვერდში დგომა ჭირდებათ, საპრემიერო განწყობა იყო, ძალიან ნერვიულობდნენ, სურდათ ყველაფერი კარგად წარმოჩენილიყო და ჩემი აზრით, თავი კარგად გაართვეს. ცოტა ტაქტიც საჭიროა, როცა სხვის ნამუშევარს ვაფასებთ!"

როგორ გარდაისახა მშვენიერი მონიკა ბელუჩი ჯადოქრად - ფოტოები გადასაღები მოედნიდან

"თუ რამე ავს გააკეთებს კაცი, ქალის დიდი ბრალეულობაა" - როგორ ეხმაურება ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს ზურაბ ცინცქილაძე

"ვამაყობ ნინუცას გამბედაობით... დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა... აქ ხელს აფარებენ მოძალადეებს" - რას წერს რეჟისორი დათა თავაძე