სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება

22

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 05:59-ზე, მთვარე მშვილდოსანშია ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს.
საზოგადოება
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, დავითმა ანას სცემა" - რის გამო დაიწყო ბაგრატიონების ორ შტოს შორის დაპირისპირება
"ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, დავითმა ანას სცემა" - რის გამო დაიწყო ბაგრატიონების ორ შტოს შორის დაპირისპირება

ცნო­ბი­ლია, რომ სა­მე­ფო ოჯა­ხის ირ­გვლივ და­ვამ სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. ნუგ­ზარ და ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკე­ბი ითხო­ვენ და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნელს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის სა­ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა აეკ­რძა­ლოს. საქ­მის გან­ხილ­ვა მო­სა­მარ­თლე მაია გი­გა­უ­რის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს და სა­ბო­ლო­ოდ სამი მო­სა­მარ­თლის შე­მად­გენ­ლო­ბით შექ­მნი­ლი კო­ლე­გია გა­და­წყვეტს თუ ვის მი­ა­ნი­ჭებს სა­მე­ფო კა­რის­თვის ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ტი­ტულს. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, სწო­რედ ტი­ტუ­ლის­თვის ბრძო­ლას შე­ე­წი­რა ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სა­მე­ფო ქორ­წი­ნე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკიმ და და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ - მუხ­რა­ნელ­მა 2009 წლის 8 თე­ბერ­ვალს წმინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ი­წე­რეს ჯვა­რი, რის შე­დე­გა­დაც, პატ­რი­არ­ქის ინი­ცი­ა­ტი­ვით, მოხ­და ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის ორი შტოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი იმა­ზეც სა­უბ­რობ­დნენ, რომ ეკ­ლე­სია სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნარ­ქი­უ­ლი წყო­ბი­ლე­ბის შე­მო­ღე­ბის მომ­ხრე იყო და ამის აღ­დგე­ნა მემ­კვიდ­რის და­ბა­დე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო.

თუმ­ცა მას შემ­დეგ ბევ­რჯერ მო­ექ­ცა სა­მე­ფო ოჯა­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. მა­ლე­ვე ალა­პა­რაკ­დნენ, რომ წყვილს პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, ამ­ბობ­დნენ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნე­ნო, ეს ხმე­ბი მა­შინ გარ­კვე­ულ­წი­ლად მსა­ხი­ობ შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­საც და­უ­კავ­ში­რეს, რად­გან მან სა­ჯა­როდ ილა­პა­რა­კა და­ვით­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. სა­ბო­ლო­ოდ, რამ­დე­ნი­მე კონ­ფლიქ­ტი­სა და შე­რი­გე­ბის შე­დე­გად წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს მა­ინც და­შორ­და. ანა ბაგ­რა­ტი­ო­ნის­თვის ეს მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა იყო, პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს და ორი წლის გა­შო­რე­ბუ­ლი იყო მე­უღ­ლეს­თან, როცა სა­მე­ფო ქორ­წი­ნე­ბა შედ­გა.

2018 წელს ჟურ­ნალ "სი­თი­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ტერ­ვიუ ანა ბაგ­რა­ტი­ონ - გრუ­ზინ­სკის­თან", რო­მელ­შიც ის ამ ქორ­წი­ნე­ბა­ზეც ლა­პა­რა­კობს.

ანა ბაგ­რა­ტი­ო­ნი შვი­ლებ­თან ერ­თად

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას - იყო თუ არა ეს ქორ­წი­ნე­ბა შეც­დო­მა? - ანამ ასე უპა­სუ­ხა:"არა, არ ვფიქ­რობ რომ იდეა შეც­დო­მა იყო. შეც­დო­მა იყო სა­კი­თხის არ­ცოდ­ნა და აქ­ცენ­ტე­ბის არას­წო­რად დას­მა გარ­კვე­უ­ლი წრე­ე­ბის მხრი­დან. თუმ­ცა, დღეს უკვე ეს ყვე­ლა­ფე­რი ლაგ­დე­ბა. ჩემი ქორ­წი­ნე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, უიღ­ბლო, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მომ­ცე­მი იყო. იმ პე­რი­ოდ­ში გა­ვი­ზარ­დე უფრო მე­ტად, შე­ვი­ძი­ნე უამ­რა­ვი თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე არ მქონ­და - მოთ­მი­ნე­ბა, დათ­მო­ბა, ხა­სი­ა­თის სირ­ბი­ლე... ქორ­წი­ნე­ბამ­დეც რთუ­ლი გზის გავ­ლა მო­მიხ­და ჩემს თავ­თან, ფაქ­ტობ­რი­ვად, უარი ვთქვი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მომ­წონ­და, მიყ­ვარ­და და და­ვი­წყე ახალ, სრუ­ლი­ად უცხო გა­რე­მო­ში არ­სე­ბო­ბა. მეს­მის, ძნე­ლია 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში მო­ნარ­ქი­ის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის­თვის გა­და­დო თავი და ცხოვ­რე­ბა და­უ­კავ­ში­რო სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ანს, სხვა კულ­ტუ­რი­დან მო­სულს, მაგ­რამ არ­სე­ბობს რა­ღაც, რა­საც მეც ვერ ვხსნი დღემ­დე. სა­ი­დან მო­ვი­და მა­შინ იმ­ხე­ლა ძალა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა. ერთი ვიცი, რომ დღე­საც იგი­ვეს გა­ვა­კე­თებ­დი, რათა პა­ტი­ვი მი­მე­გო ჩემი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის­თვის და წი­ნაპ­რე­ბის­თვის. უიღ­ბლო ქორ­წი­ნე­ბამ უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა და­მი­ტო­ვა ბა­ტო­ნიშ­ვილ გი­ორ­გის და­ბა­დე­ბით".

დღეს ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ - გრუ­ზინ­სკის ოჯა­ხი აცხა­დებს, რომ სა­მე­ფო შტოს პირ­და­პი­რი მემ­კვიდ­რე­ე­ბი არი­ან და ანა სწო­რედ ამ ხა­ზის გამ­გრძე­ლე­ბე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელს, ის ეს­პა­ნეთ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და და შემ­დეგ გად­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბაგ­რა­ტი­ონ­თა ამ ორ შტოს შო­რის დავა მათ ქორ­წი­ნე­ბამ­დე დიდი ხნით ადრე და­ი­წყო.

დავა სა­მე­ფო ტი­ტუ­ლის­თვის მას შემ­დეგ მი­დი­ო­და, რაც ემიგ­რა­ცი­ა­ში, კერ­ძოდ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში, ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რებ­მა თა­ვა­დიშ­ვი­ლებ­მა, გი­ორ­გი და ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლებ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს სა­მე­ფო კარი და აცხა­დებ­დნენ, რომ ისი­ნი იყ­ვნენ სა­მე­ფო კა­რის მემ­კვიდ­რე­ე­ბი, ამ სტა­ტუ­სით მოქ­მე­დებ­ნენ და სწო­რედ ეს იყო და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი. ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკე­ბი ამ ფაქტს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ მუხ­რა­ნე­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი არა­სა­მე­ფო გან­შტო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ და სწო­რედ ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკია ჭეშ­მა­რი­ტი მემ­კვიდ­რე ამ ხა­ზის.

რო­გორც ჩანს, როცა პატ­რი­არ­ქთან ამ ქორ­წი­ნე­ბა­ზე და­ი­წყო ლა­პა­რა­კი, მხა­რე­ე­ბი ფიქ­რობ­დნენ, რომ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ამ და­ვას წერ­ტი­ლი და­ეს­მე­ბო­და და ორი ოჯა­ხის და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ აღ­მო­ი­ფხვრე­ბო­და უთან­ხმო­ე­ბა.

იმა­საც ამ­ბო­ბენ, წყვი­ლის და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე პატ­რი­არ­ქთან ამ სა­კი­თხზე არა­ერ­თხელ იყო მსჯე­ლო­ბა. იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გველის თუ არა დიდი გაძვირება?
ავტორი:

"ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, დავითმა ანას სცემა" - რის გამო დაიწყო ბაგრატიონების ორ შტოს შორის დაპირისპირება

"ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, დავითმა ანას სცემა" - რის გამო დაიწყო ბაგრატიონების ორ შტოს შორის დაპირისპირება

ცნობილია, რომ სამეფო ოჯახის ირგვლივ დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები ითხოვენ დავით ბაგრატიონ მუხრანელს საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენების უფლება აეკრძალოს. საქმის განხილვა მოსამართლე მაია გიგაურის თავმჯდომარეობით მიმდინარეობს და საბოლოოდ სამი მოსამართლის შემადგენლობით შექმნილი კოლეგია გადაწყვეტს თუ ვის მიანიჭებს სამეფო კარისთვის ასეთ მნიშვნელოვან ტიტულს. როგორც შევიტყვეთ, სწორედ ტიტულისთვის ბრძოლას შეეწირა ბაგრატიონების გახმაურებული სამეფო ქორწინება.

შეგახსენებთ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ და დავით ბაგრატიონ - მუხრანელმა 2009 წლის 8 თებერვალს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი, რის შედეგადაც, პატრიარქის ინიციატივით, მოხდა ბაგრატიონების ორი შტოს გაერთიანება. სასულიერო პირები იმაზეც საუბრობდნენ, რომ ეკლესია საქართველოში მონარქიული წყობილების შემოღების მომხრე იყო და ამის აღდგენა მემკვიდრის დაბადებით შესაძლებელი იყო.

თუმცა მას შემდეგ ბევრჯერ მოექცა სამეფო ოჯახი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მალევე ალაპარაკდნენ, რომ წყვილს პრობლემები ჰქონდა, ამბობდნენ ერთმანეთს დაშორდნენო, ეს ხმები მაშინ გარკვეულწილად მსახიობ შორენა ბეგაშვილსაც დაუკავშირეს, რადგან მან საჯაროდ ილაპარაკა დავითთან სასიყვარულო ურთიერთობაზე. საბოლოოდ, რამდენიმე კონფლიქტისა და შერიგების შედეგად წყვილი ერთმანეთს მაინც დაშორდა. ანა ბაგრატიონისთვის ეს მეორე ქორწინება იყო, პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს და ორი წლის გაშორებული იყო მეუღლესთან, როცა სამეფო ქორწინება შედგა.

2018 წელს ჟურნალ "სითიში" გამოქვეყნდა ინტერვიუ ანა ბაგრატიონ - გრუზინსკისთან", რომელშიც ის ამ ქორწინებაზეც ლაპარაკობს.

ანა ბაგრატიონი შვილებთან ერთად

ჟურნალისტის კითხვას - იყო თუ არა ეს ქორწინება შეცდომა? - ანამ ასე უპასუხა:"არა, არ ვფიქრობ რომ იდეა შეცდომა იყო. შეცდომა იყო საკითხის არცოდნა და აქცენტების არასწორად დასმა გარკვეული წრეების მხრიდან. თუმცა, დღეს უკვე ეს ყველაფერი ლაგდება. ჩემი ქორწინება, სამწუხაროდ, უიღბლო, თუმცა საინტერესო და დიდი გამოცდილების მომცემი იყო. იმ პერიოდში გავიზარდე უფრო მეტად, შევიძინე უამრავი თვისება, რომელიც მანამდე არ მქონდა - მოთმინება, დათმობა, ხასიათის სირბილე... ქორწინებამდეც რთული გზის გავლა მომიხდა ჩემს თავთან, ფაქტობრივად, უარი ვთქვი ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც მომწონდა, მიყვარდა და დავიწყე ახალ, სრულიად უცხო გარემოში არსებობა. მესმის, ძნელია 21-ე საუკუნეში მონარქიის რეკონსტრუქციისთვის გადადო თავი და ცხოვრება დაუკავშირო სრულიად უცხო ადამიანს, სხვა კულტურიდან მოსულს, მაგრამ არსებობს რაღაც, რასაც მეც ვერ ვხსნი დღემდე. საიდან მოვიდა მაშინ იმხელა ძალა და პასუხისმგებლობის გრძნობა. ერთი ვიცი, რომ დღესაც იგივეს გავაკეთებდი, რათა პატივი მიმეგო ჩემი ქვეყნის ისტორიისთვის და წინაპრებისთვის. უიღბლო ქორწინებამ უდიდესი ბედნიერება დამიტოვა ბატონიშვილ გიორგის დაბადებით".

დღეს ნუგზარ ბაგრატიონ - გრუზინსკის ოჯახი აცხადებს, რომ სამეფო შტოს პირდაპირი მემკვიდრეები არიან და ანა სწორედ ამ ხაზის გამგრძელებელია.

რაც შეეხება დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, ის ესპანეთში დაიბადა და გაიზარდა და შემდეგ გადმოვიდა საქართველოში საცხოვრებლად. როგორც ამბობენ, ბაგრატიონთა ამ ორ შტოს შორის დავა მათ ქორწინებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

დავა სამეფო ტიტულისთვის მას შემდეგ მიდიოდა, რაც ემიგრაციაში, კერძოდ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, ესპანეთში მცხოვრებმა თავადიშვილებმა, გიორგი და ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელებმა ჩამოაყალიბეს სამეფო კარი და აცხადებდნენ, რომ ისინი იყვნენ სამეფო კარის მემკვიდრეები, ამ სტატუსით მოქმედებნენ და სწორედ ეს იყო დაპირისპირების მიზეზი. ბაგრატიონ-გრუზინსკები ამ ფაქტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მუხრანელი ბაგრატიონები არასამეფო განშტოების წარმომადგენლები იყვნენ და სწორედ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკია ჭეშმარიტი მემკვიდრე ამ ხაზის.

როგორც ჩანს, როცა პატრიარქთან ამ ქორწინებაზე დაიწყო ლაპარაკი, მხარეები ფიქრობდნენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ დავას წერტილი დაესმებოდა და ორი ოჯახის დაქორწინების შემდეგ აღმოიფხვრებოდა უთანხმოება.

იმასაც ამბობენ, წყვილის დაქორწინებამდე პატრიარქთან ამ საკითხზე არაერთხელ იყო მსჯელობა. იხილეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ