Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არის თუ არა უსაფრთხო საქართველოში ონკანის წყლის დალევა?
არის თუ არა უსაფრთხო საქართველოში ონკანის წყლის დალევა?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გან­ვი­თა­რე­ბულ­მა ქვეყ­ნებ­მა სას­მე­ლი წყლის პრობ­ლე­მა თით­ქმის აღ­მო­ფხვრეს, მა­ინც რჩე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ონ­კა­ნის წყლის სას­მე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა არ­ცთუ ისე უსაფრ­თხოა.


ერთ-ერთ კვლე­ვის თა­ნახ­მად, ასე­თი 187 ქვეყ­ნის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, სა­ქარ­თვე­ლოც მოხ­ვდა.


ტუ­რის­ტულ­მა კომ­პა­ნი­ამ Globehunters-მა მოგ­ზა­უ­რო­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის მო­ამ­ზა­და იმ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც ონ­კა­ნის წყლის სას­მე­ლად მოხ­მა­რე­ბას მოგ­ზა­უ­რებს არ ურ­ჩევს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მა Daily Mail-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.


კვლე­ვის შე­დე­გე­ბი კი­დევ უფრო შე­მაშ­ფო­თებ­ლად მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ მა­შინ, როცა ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს შე­ი­ტყობთ. Daily Mail-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ველ­წლი­უ­რად, და­ახ­ლო­ე­ბით, 842 000 ადა­მი­ა­ნი საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი წყლის მოხ­მა­რე­ბით, ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნის და­უც­ვე­ლო­ბი­თა და ან­ტი­სა­ნი­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი მწვა­ვე დი­ა­რე­ით იღუ­პე­ბა.


ასე­ვე, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­მარ­ტე­ბით, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყა­ლი და სუს­ტად და­ცუ­ლი სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბი, ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რო­გო­რიც არის ქო­ლე­რა, A ჰე­პა­ტი­ტი, დი­ზენ­ტე­რია, ტიფი და პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტი.



  • იხი­ლეთ კვლე­ვის შე­დე­გე­ბი: ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც ონ­კა­ნის წყა­ლი არ უნდა და­ლი­ოთ (ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არის სა­ქარ­თვე­ლოც)


იმის გა­სარ­კვე­ვად, არი­ან თუ არა ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი მსგავ­სი კვლე­ვის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი და რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ წყლის ხა­რისხთან და­კავ­ში­რე­ბით, AMBEBI.GE გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრსა და GGU ჯგუფს (აერ­თი­ა­ნებს gwp-ს, მცხე­თის და რუს­თა­ვის წყალს) და­უ­კავ­შირ­და. ონ­კა­ნის წყალ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-სთან ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­რი­ან ივა­ნუ­შა­მაც ისა­უბ­რა.


იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ონ­კა­ნის წყლის სას­მე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა უსაფრ­თხო არ არის, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვაც ადას­ტუ­რებს. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, 2010-2018 წლებ­ში „სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლის“ ფარ­გლებ­ში, სსიპ სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ სას­მე­ლი წყლის 3 469 ნი­მუ­ში/სინ­ჯი აიღო. შე­უ­სა­ბა­მო­ბა კი 1 457 ნი­მუშ­ში/სინ­ჯში გა­მოვ­ლინ­და, რაც სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 42%-ს შე­ად­გენს.


ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი გორ­დი

რო­გორც გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, სას­მე­ლი წყლის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში „სას­მე­ლი წყლის ტექ­ნი­კურ რეგ­ლა­მენ­ტთან“ შე­უ­სა­ბა­მო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის სრუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა ძი­რი­თა­დად, სოფ­ლის მცი­რე­მას­შტა­ბი­ა­ნი წყალ­სა­დე­ნე­ბის მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის დარ­ღვე­ვას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ასე­ვე, უწყე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ასე­თი დარ­ღვე­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფო რე­ა­გი­რე­ბას მყი­სი­ე­რად ახ­დენს.


შე­კი­თხვა­ზე - არის თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში, წყალ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბი სი­ცო­ცხლის­თვის საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი? გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გვპა­სუ­ხო­ბენ: აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში არ არის!


"წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი ცხად­ყოფს, რომ მი­უ­ხე­და­ვად სას­მე­ლი წყლის შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლი­სა, მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად არის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ტუ­რის­ტულ რე­გი­ო­ნებ­სა და დიდ ქა­ლა­ქებ­ში - ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში, რუს­თავ­ში, ფოთ­სა და ბორ­ჯომ­ში. ბოლო წლებ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი წყლის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ანა­ლი­ზის შე­ფა­სე­ბით, აღი­ნიშ­ნე­ბა და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცი­ე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში.


რაც შე­ე­ხე­ბა კერ­ძო სექ­ტო­რის პა­სუხს, GGU ჯგუფ­ში, რო­მე­ლიც სამ კომ­პა­ნი­ას „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენ ფა­უ­ერს“, „რუს­თა­ვის წყალ­სა“ და „მცხე­თის წყალს“ აერ­თი­ა­ნებს, აცხა­დე­ბენ, რომ თბი­ლი­სი, მცხე­თა და რუს­თა­ვი ის ქა­ლა­ქე­ბია, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სას­მე­ლი წყა­ლი პირ­და­პირ ონ­კა­ნი­დან მი­ე­წო­დე­ბა და მისი ხა­რის­ხი ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­სა და ეროვ­ნუ­ლი რეგ­ლა­მენ­ტის მო­თხოვ­ნებს სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა.


"აღ­ნიშ­ნულ ქა­ლა­ქებ­ში სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხი ისე­თი­ვე ნორ­მებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს, რო­გორც მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში (მაგ. ეს­პა­ნე­თი, და­ნია, ჩე­ხე­თი, საფ­რან­გე­თი, კა­ნა­და, ახა­ლი ზე­ლან­დია). თბი­ლის­ში, რუს­თავ­სა და მცხე­თა­ში სას­მე­ლი წყლის მა­ღალ ხა­რისხს გა­ნა­პი­რო­ბებს სწო­რი და­მუ­შა­ვე­ბა და კონ­ტრო­ლი. კომ­პა­ნი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სას­მე­ლი წყლის ხა­რისხს ყო­ველ­დღი­უ­რად, 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში აკონ­ტრო­ლე­ბენ. წყლის და­მუ­შა­ვე­ბა კი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სის სრუ­ლი დაც­ვით, უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს”, - გან­მარ­ტა­ვენ კომ­პა­ნი­ა­ში.




  • ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცის წარ­მო­მად­გენ­ლის მო­საზ­რე­ბა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­რი­ან ივა­ნუ­შა გან­მარ­ტავს, რომ გარ­და დი­ა­რე­ის, ბაქ­ტე­რი­უ­ლი და ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სა, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყლის მოხ­მა­რე­ბას პა­რა­ზი­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის - ამე­ბი­ა­ზის გა­მოწ­ვე­ვაც შე­უძ­ლია.


შე­კი­თხვა­ზე, არის თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში ონ­კა­ნის წყლის სას­მე­ლად მოხ­მა­რე­ბა უსაფრ­თხო, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პა­სუ­ხობს, რომ წყლის მი­წო­დე­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი სის­ტე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გად არის გა­მარ­თუ­ლი.


„შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სე­ბის გამო, ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი წყლის კერ­ძო ჭა­ბურ­ღი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა რთუ­ლი იყოს. წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამი­ტომ ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინ­გის კონ­ტრო­ლი­სა და მას­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის გაც­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.



ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ დახ­მა­რე­ბას უწევს. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რი და­ვუ­ჭი­რეთ ჯან­დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­სა და გა­რე­მოს დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც 2019-2022 წლებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მისი ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტი კი სწო­რედ უსაფრ­თხო სას­მე­ლი წყა­ლია. ასე­ვე, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და UNICEF-მა სა­ქარ­თვე­ლოს წყლის, სა­ნი­ტა­რი­ი­სა და ჰი­გი­ე­ნის დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს“, - აღ­ნიშ­ნა მა­რი­ან ივა­ნუ­შამ.


ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ წყლის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, თუმ­ცა უფრო მე­ტია გა­სა­კე­თე­ბე­ლი.


მა­რი­ან ივა­ნუ­შამ Ambebi.ge-ს მკი­თხველს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში წყლის მოხ­მა­რე­ბის სა­კუ­თა­რი კულ­ტუ­რაც გა­უ­ზი­ა­რა.


„სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­სა­მე წე­ლია ვცხოვ­რობ და რაც ჩა­მო­ვე­დი, მას შემ­დეგ ონ­კა­ნის წყალს ვსვამ. შე­უ­სა­ბა­მოდ წარ­მო­ე­ბულ ბოთ­ლის წყალ­საც იმა­ვე პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა შე­უძ­ლია, რაც ონ­კა­ნის წყალს, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ პლასტმა­სის ცა­რი­ე­ლი ბოთ­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ და­ბინ­ძუ­რე­ბა­ზე“, - აღ­ნიშ­ნა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში.


  • რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნოთ უსაფრ­თხოდ წყა­ლი:



დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

არის თუ არა უსაფრთხო საქართველოში ონკანის წყლის დალევა?

არის თუ არა უსაფრთხო საქართველოში ონკანის წყლის დალევა?

მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულმა ქვეყნებმა სასმელი წყლის პრობლემა თითქმის აღმოფხვრეს, მაინც რჩება მსოფლიოში ადგილები, სადაც ონკანის წყლის სასმელად გამოყენება არცთუ ისე უსაფრთხოა.


ერთ-ერთ კვლევის თანახმად, ასეთი 187 ქვეყნის ჩამონათვალში, საქართველოც მოხვდა.


ტურისტულმა კომპანიამ Globehunters-მა მოგზაურობის მოყვარულთათვის მოამზადა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ონკანის წყლის სასმელად მოხმარებას მოგზაურებს არ ურჩევს. აღნიშნული კვლევის შედეგები ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა.


კვლევის შედეგები კიდევ უფრო შემაშფოთებლად მოგეჩვენებათ მაშინ, როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკურ მონაცემებს შეიტყობთ. Daily Mail-ის ინფორმაციით, ყოველწლიურად, დაახლოებით, 842 000 ადამიანი საფრთხისშემცველი წყლის მოხმარებით, ხელების ჰიგიენის დაუცველობითა და ანტისანიტარული პირობებით გამოწვეული მწვავე დიარეით იღუპება.


ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, დაბინძურებული წყალი და სუსტად დაცული სანიტარული ნორმები, ისეთი დაავადებების გავრცელებასთანაა დაკავშირებული, როგორიც არის ქოლერა, A ჰეპატიტი, დიზენტერია, ტიფი და პოლიომიელიტი.



  • იხილეთ კვლევის შედეგები: ქვეყნები, სადაც ონკანის წყალი არ უნდა დალიოთ (ჩამონათვალში არის საქართველოც)


იმის გასარკვევად, არიან თუ არა ინფორმირებულნი მსგავსი კვლევის არსებობის შესახებ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და რა ინფორმაციას ფლობენ წყლის ხარისხთან დაკავშირებით, AMBEBI.GE გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და GGU ჯგუფს (აერთიანებს gwp-ს, მცხეთის და რუსთავის წყალს) დაუკავშირდა. ონკანის წყალთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ AMBEBI.GE-სთან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, მარიან ივანუშამაც ისაუბრა.


იმას, რომ საქართველოში ონკანის წყლის სასმელად გამოყენება უსაფრთხო არ არის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევაც ადასტურებს. უფრო კონკრეტულად, 2010-2018 წლებში „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის“ ფარგლებში, სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასმელი წყლის 3 469 ნიმუში/სინჯი აიღო. შეუსაბამობა კი 1 457 ნიმუშში/სინჯში გამოვლინდა, რაც საერთო რაოდენობის 42%-ს შეადგენს.


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი გორდი

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგების ანალიზით, წლების განმავლობაში „სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტთან“ შეუსაბამობის შემთხვევების სრული უმრავლესობა ძირითადად, სოფლის მცირემასშტაბიანი წყალსადენების მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დარღვევასთან არის დაკავშირებული. ასევე, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ასეთი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფო რეაგირებას მყისიერად ახდენს.


შეკითხვაზე - არის თუ არა საქართველოში, წყალში აღმოჩენილი დარღვევები სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი? გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვპასუხობენ: აღნიშნული დარღვევები სიცოცხლისთვის საშიში არ არის!


"წლების განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგისა და ლაბორატორიული კვლევების შედეგების ანალიზი ცხადყოფს, რომ მიუხედავად სასმელი წყლის შეუსაბამობების მაღალი მაჩვენებლისა, მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული ტურისტულ რეგიონებსა და დიდ ქალაქებში - ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთსა და ბორჯომში. ბოლო წლებში რეგისტრირებული წყლისმიერი დაავადებების ანალიზის შეფასებით, აღინიშნება დადებითი ტენდენციები“, - აღნიშნავენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.


რაც შეეხება კერძო სექტორის პასუხს, GGU ჯგუფში, რომელიც სამ კომპანიას „ჯორჯიან უოთერ ენ ფაუერს“, „რუსთავის წყალსა“ და „მცხეთის წყალს“ აერთიანებს, აცხადებენ, რომ თბილისი, მცხეთა და რუსთავი ის ქალაქებია, სადაც მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი პირდაპირ ონკანიდან მიეწოდება და მისი ხარისხი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.


"აღნიშნულ ქალაქებში სასმელი წყლის ხარისხი ისეთივე ნორმებს აკმაყოფილებს, როგორც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში (მაგ. ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, საფრანგეთი, კანადა, ახალი ზელანდია). თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის მაღალ ხარისხს განაპირობებს სწორი დამუშავება და კონტროლი. კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებენ. წყლის დამუშავება კი ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს”, - განმარტავენ კომპანიაში.




  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის წარმომადგენლის მოსაზრება და რეკომენდაციები წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებით

AMBEBI.GE-სთან საუბარში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში მარიან ივანუშა განმარტავს, რომ გარდა დიარეის, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისა, დაბინძურებული წყლის მოხმარებას პარაზიტული დაავადების - ამებიაზის გამოწვევაც შეუძლია.


შეკითხვაზე, არის თუ არა საქართველოში ონკანის წყლის სასმელად მოხმარება უსაფრთხო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი პასუხობს, რომ წყლის მიწოდების ცენტრალური სისტემები საქართველოში კარგად არის გამართული.


„შეზღუდული რესურსების გამო, ხარისხის კონტროლი წყლის კერძო ჭაბურღილების შემთხვევაში შეიძლება რთული იყოს. წყლის დაბინძურება შესაძლებელია, ამიტომ ხარისხის მონიტორინგის კონტროლისა და მასზე ჩატარებული კვლევების გაცნობა მნიშვნელოვანია.



ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ტექნიკურ დახმარებას უწევს. ჩვენ საქართველოს მხარი დავუჭირეთ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, რომელიც 2019-2022 წლებში ხორციელდება. მისი ერთ-ერთი კომპონენტი კი სწორედ უსაფრთხო სასმელი წყალია. ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და UNICEF-მა საქართველოს წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებით ტექნიკური დახმარება გაუწიეს“, - აღნიშნა მარიან ივანუშამ.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ წყლის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ჩვენს ქვეყანაში ბევრი პროექტი განხორციელდა, თუმცა უფრო მეტია გასაკეთებელი.


მარიან ივანუშამ Ambebi.ge-ს მკითხველს ჩვენს ქვეყანაში წყლის მოხმარების საკუთარი კულტურაც გაუზიარა.


„საქართველოში მესამე წელია ვცხოვრობ და რაც ჩამოვედი, მას შემდეგ ონკანის წყალს ვსვამ. შეუსაბამოდ წარმოებულ ბოთლის წყალსაც იმავე პრობლემების შექმნა შეუძლია, რაც ონკანის წყალს, რომ აღარაფერი ვთქვათ პლასტმასის ცარიელი ბოთლებით გამოწვეულ დაბინძურებაზე“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში.


  • რამდენიმე რჩევა, როგორ გამოიყენოთ უსაფრთხოდ წყალი:



საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 36 პაციენტი გარდაიცვალა

დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია გადანაწილება რეგიონების მიხედვით