სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარემო, რომელიც ბავშვს წიგნისა და კითხვის ინტერესს უჩენს - გიორგი კეკელიძე და თამრიკო ჭოხონელიძე ბავშვებს შეხვდებიან
გარემო, რომელიც ბავშვს წიგნისა და კითხვის ინტერესს უჩენს - გიორგი კეკელიძე და თამრიკო ჭოხონელიძე ბავშვებს შეხვდებიან

ყვე­ლა მშო­ბე­ლი ოც­ნე­ბობს, რომ მისი შვი­ლი წიგ­ნი­ე­რი და ნა­კი­თხი პი­როვ­ნე­ბა გა­ი­ზარ­დოს. სა­ა­მი­სოდ კი ბავ­შვი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე უნდა მი­ეჩ­ვი­ოს გა­რე­მოს, სა­დაც კი­თხვა სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ცდებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

სამ­წუ­ხა­როდ, თით­ქმის ვერ ნა­ხავთ ისეთ სა­ბავ­შვო გა­სარ­თობს, სა­დაც წიგ­ნის კი­თხვა იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი სა­ნა­ხა­ო­ბა. ამი­ტომ ვინ, თუ არა წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­მა "ბიბ­ლუს­მა" ბავ­შვე­ბის­თვის ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას კი­თხვის სა­ა­თი და­ა­წე­სა. ეს უბ­რა­ლოდ წიგ­ნის კი­თხვა არ არის. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, უამ­რა­ვი წიგ­ნით გა­რე­მო­ცუ­ლი ლა­მა­ზი სამ­ყა­რო, სა­დაც პუ­ფებ­ზე დას­კუ­პე­ბულ პა­ტა­რებს ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი საყ­ვა­რელ ზღაპ­რებს უკი­თხა­ვენ. ბავ­შვე­ბი, გარ­და იმი­სა, რომ ამ გა­რე­მო­ში სულ სხვა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სით ის­მე­ნენ წა­კი­თხულს, ლა­მაზ-ლა­მაზ სა­ჩუქ­რებ­საც იღე­ბენ და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ამახ­სოვ­რდე­ბათ "კი­თხვის დღე".

გა­მო­ნაკ­ლი­სი არც უახ­ლო­ე­სი შა­ბათ-კვი­რა იქ­ნე­ბა - 16 და 17 მარტს, "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" მი­სულ პა­ტა­რა მკი­თხვე­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ურპრი­ზი ელო­დე­ბათ. 16 მარტს, 17:00-ზე, კი­თხვის სა­ა­თის მას­პინ­ძე­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, რო­მე­ლიც პა­ტა­რებს "თო­მას ზღაპ­რებს" წა­უ­კი­თხავს.

დაგ­ვე­თან­ხმე­ბით, რომ ბავ­შვზე აუ­ცი­ლებ­ლად და­დე­ბით კვალს და­ტო­ვებს იმ ადა­მი­ან­თან შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც მთელ თა­ვის დროს წიგ­ნებ­სა და მათ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უთ­მობს. ბა­ტო­ნი გი­ორ­გის გაც­ნო­ბა ბავ­შვე­ბის ერთ-ერთ სა­ინ­ტე­რე­სო მო­გო­ნე­ბად დარ­ჩე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა კვი­რას, 17 მარტს, 15:00-ზე კი­თხვის სა­ა­თის სტუ­მა­რი იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი, ყვე­ლას­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი და საყ­ვა­რე­ლი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე.

თა­ვი­სი ტკბი­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო ხმით ქალ­ბა­ტო­ნი თამ­რი­კო მარ­თლაც მო­უ­წყობს ბავ­შვებს ჯა­დოს­ნურ მოგ­ზა­უ­რო­ბას ზღაპ­რე­ბის სამ­ყა­რო­ში.

ამ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე მო­სახ­ვედ­რად აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­როა წი­ნას­წა­რი რე­გის­ტრა­ცია. დას­წრე­ბის სა­ფა­სუ­რი 5 ლა­რია. ამა­ში შე­დის "ბიბ­ლუ­სის" სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუქ­რე­ბიც: წიგ­ნე­ბი, ბლოკ­ნო­ტე­ბი და სა­ხა­ტა­ვი ატ­რი­ბუ­ტე­ბი.

პირ­ვე­ლი 15 ბი­ლე­თის მქო­ნე ბავ­შვებს, ორი­ვე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სა­თა­მა­შო­ე­ბის მა­ღა­ზია "პე­პე­ლა" სა­ჩუქ­რად სა­თა­მა­შო­ებს გა­დას­ცემს. ღო­ნის­ძი­ე­ბის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე ბავ­შვი მი­ი­ღებს არ­ტის და კრაფ­ტის და ასე­ვე "პე­პე­ლას" ვა­უ­ჩე­რებს.

კი­თხვის სა­ა­თი დიდი ხა­ნია "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ის შა­ბათ-კვი­რის ტრა­დი­ცი­ად იქცა და ძა­ლი­ან ბევ­რი მშობ­ლი­სა თუ ბავ­შვის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. პირ­ველ რიგ­ში აქ რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან მშობ­ლე­ბი, ვი­საც უნდა, რომ შა­ბათ-კვი­რა მის­მა შვილ­მა კი­თხვას და­უთ­მოს და წიგ­ნი მის­თვის ღი­რე­ბუ­ლი გახ­დეს. ასე­თი, სა­გან­გე­ბოდ წიგ­ნებ­სა და კი­თხვა­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­რე­მო, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი, ყო­ველ­თვის გა­მო­ი­ღებს შე­დეგს - ბავ­შვე­ბი შე­იყ­ვა­რე­ბენ კი­თხვას და წიგ­ნი მათი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი გახ­დე­ბა. ის მე­გო­ბა­რი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც წარ­მა­ტე­ბა და წინსვლა გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში კი­თხვის სა­ათს უკვე მას­პინ­ძლობ­დნენ იაკო კვი­ჭი­ძე, მსა­ხი­ო­ბი გია ბა­ღაშ­ვი­ლი, 10 სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბელს შო­რის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ლადო აფხა­ზა­ვა, ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი გოგა ჩა­ნა­დი­რი, მსა­ხი­ო­ბი ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი ეთო ფურ­ცხვა­ნი­ძე, გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერ­ტი პა­ა­ტა პა­პა­ვა და სხვე­ბი. მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა თუმ­ცა თუ მშობ­ლებს სურთ, რომ მათ შვი­ლებს წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი გა­უღ­ვი­ვონ, არც ერთი დღე არ უნდა გა­მო­ტო­ვონ, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი კი­თხვის სა­ა­თი ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

იმის­თვის, რომ მშო­ბელ­მა ბავ­შვი კი­თხვის სა­ათ­ზე მო­იყ­ვა­ნოს, ჯერ უნდა და­ა­რე­გის­ტრი­როს შემ­დეგ ბმულ­ზე: https://bit.ly/2SVdf4A

ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ელექტრო­ნუ­ლად შემ­დეგ მი­სა­მარ­თზე: https://bit.ly/2DRLjcl

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

გარემო, რომელიც ბავშვს წიგნისა და კითხვის ინტერესს უჩენს - გიორგი კეკელიძე და თამრიკო ჭოხონელიძე ბავშვებს შეხვდებიან

გარემო, რომელიც ბავშვს წიგნისა და კითხვის ინტერესს უჩენს - გიორგი კეკელიძე და თამრიკო ჭოხონელიძე ბავშვებს შეხვდებიან

ყველა მშობელი ოცნებობს, რომ მისი შვილი წიგნიერი და ნაკითხი პიროვნება გაიზარდოს. საამისოდ კი ბავშვი ადრეული ასაკიდანვე უნდა მიეჩვიოს გარემოს, სადაც კითხვა სასიამოვნო განცდებთან არის დაკავშირებული.

სამწუხაროდ, თითქმის ვერ ნახავთ ისეთ საბავშვო გასართობს, სადაც წიგნის კითხვა იქნება მთავარი სანახაობა. ამიტომ ვინ, თუ არა წიგნების მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" ბავშვებისთვის ყოველ შაბათ-კვირას კითხვის საათი დააწესა. ეს უბრალოდ წიგნის კითხვა არ არის. წარმოიდგინეთ, უამრავი წიგნით გარემოცული ლამაზი სამყარო, სადაც პუფებზე დასკუპებულ პატარებს ცნობილი ადამიანები საყვარელ ზღაპრებს უკითხავენ. ბავშვები, გარდა იმისა, რომ ამ გარემოში სულ სხვანაირი ინტერესით ისმენენ წაკითხულს, ლამაზ-ლამაზ საჩუქრებსაც იღებენ და განსაკუთრებულად ამახსოვრდებათ "კითხვის დღე".

გამონაკლისი არც უახლოესი შაბათ-კვირა იქნება - 16 და 17 მარტს, "ბიბლუსი გალერეაში" მისულ პატარა მკითხველებს განსაკუთრებული სიურპრიზი ელოდებათ. 16 მარტს, 17:00-ზე, კითხვის საათის მასპინძელი იქნება ყველასთვის საყვარელი მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე, რომელიც პატარებს "თომას ზღაპრებს" წაუკითხავს.

დაგვეთანხმებით, რომ ბავშვზე აუცილებლად დადებით კვალს დატოვებს იმ ადამიანთან შეხვედრა, რომელიც მთელ თავის დროს წიგნებსა და მათ პოპულარიზაციას უთმობს. ბატონი გიორგის გაცნობა ბავშვების ერთ-ერთ საინტერესო მოგონებად დარჩება.

რაც შეეხება კვირას, 17 მარტს, 15:00-ზე კითხვის საათის სტუმარი იქნება ცნობილი მომღერალი, ყველასთვის გამორჩეული და საყვარელი თამრიკო ჭოხონელიძე.

თავისი ტკბილი და სასიამოვნო ხმით ქალბატონი თამრიკო მართლაც მოუწყობს ბავშვებს ჯადოსნურ მოგზაურობას ზღაპრების სამყაროში.

ამ ღონისძიებებზე მოსახვედრად აუცილებლად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. დასწრების საფასური 5 ლარია. ამაში შედის "ბიბლუსის" სამახსოვრო საჩუქრებიც: წიგნები, ბლოკნოტები და სახატავი ატრიბუტები.

პირველი 15 ბილეთის მქონე ბავშვებს, ორივე ღონისძიებაზე სათამაშოების მაღაზია "პეპელა" საჩუქრად სათამაშოებს გადასცემს. ღონისძიების ყველა მონაწილე ბავშვი მიიღებს არტის და კრაფტის და ასევე "პეპელას" ვაუჩერებს.

კითხვის საათი დიდი ხანია "ბიბლუსი გალერეის შაბათ-კვირის ტრადიციად იქცა და ძალიან ბევრი მშობლისა თუ ბავშვის მოწონება დაიმსახურა. პირველ რიგში აქ რეგისტრირდებიან მშობლები, ვისაც უნდა, რომ შაბათ-კვირა მისმა შვილმა კითხვას დაუთმოს და წიგნი მისთვის ღირებული გახდეს. ასეთი, საგანგებოდ წიგნებსა და კითხვაზე მორგებული გარემო, საინტერესო ადამიანები, ყოველთვის გამოიღებს შედეგს - ბავშვები შეიყვარებენ კითხვას და წიგნი მათი საუკეთესო მეგობარი გახდება. ის მეგობარი, რომელთან ერთადაც წარმატება და წინსვლა გარდაუვალი იქნება. ამ ღონისძიების ფარგლებში კითხვის საათს უკვე მასპინძლობდნენ იაკო კვიჭიძე, მსახიობი გია ბაღაშვილი, 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელებული ლადო აფხაზავა, ყველასთვის საყვარელი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, ჟურნალისტი ეთო ფურცხვანიძე, განათლების ექსპერტი პაატა პაპავა და სხვები. მსგავსი აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება თუმცა თუ მშობლებს სურთ, რომ მათ შვილებს წიგნის სიყვარული გაუღვივონ, არც ერთი დღე არ უნდა გამოტოვონ, რადგან თითოეული კითხვის საათი ახალ შესაძლებლობასთან არის დაკავშირებული.

იმისთვის, რომ მშობელმა ბავშვი კითხვის საათზე მოიყვანოს, ჯერ უნდა დაარეგისტრიროს შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2SVdf4A

ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/2DRLjcl

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა