პოლიტიკა
სამართალი

14

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 19:06-ზე, მთვარე ლომშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად; ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. მოერიდეთ ოპერაციებს გულსა და ზურგზე.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუგზარ ბაგრატიონმა დნმ-ის ანალიზი ჩაიტარა, თუმცა კვლევა არ ჩატარებულა სიხარულიძის გვარზე და როგორ ამტკიცებენ, რომ ის სიხარულიძეა?"
"ნუგზარ ბაგრატიონმა დნმ-ის ანალიზი ჩაიტარა, თუმცა კვლევა არ ჩატარებულა სიხარულიძის გვარზე და როგორ ამტკიცებენ, რომ ის სიხარულიძეა?"

რო­დე­საც და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი სი­ხა­რუ­ლი­ძეა, უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს სი­ხა­რუ­ლი­ძის გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი. ჩა­უ­ტა­რეს მათ ანა­ლი­ზი? რო­გორ ამ­ტკი­ცებს, რომ სი­ხა­რუ­ლი­ძეა“, – ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „ეთ­ნო­გე­ნე­ტი­კის კვლე­ვის ცენ­ტრის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი ან­დრი­ა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, თი­თო­ე­ულ გვარს ერთი გენი აქვს. გვა­რის გე­ნე­ტი­კის დად­გე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია 100%–იანი სი­ზუს­ტით, ამის­თვის გვა­რის რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­მოკ­ვლე­ვა უნდა ჩა­ი­ტა­როს.

ან­დრი­ა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ეთ­ნო­გე­ნე­ტი­კუ­რი კვლე­ვის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­უ­ტარ­და ბაგ­რა­ტი­ონ­თა რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნელს, მათ შო­რის ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ–გრუ­ზინ­სკის. რაც შე­ე­ხე­ბა სი­ხა­რუ­ლი­ძის გვარს, ასე­თი კვლე­ვა მათი ცენ­ტრის მიერ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა.

„ეთ­ნო­გე­ნე­ტი­კუ­რი კვლე­ვის პრო­ექ­ტი ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­წყო და სა­პატ­რი­არ­ქოს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რცე­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ეს პრო­ექ­ტი და­ხუ­რა და პატ­რი­არ­ქმა და­ა­ფუძნა ცალ­კე ორ­გა­ნი­ზა­ცია „ეთ­ნო­გე­ნე­ტი­კის კვლე­ვის ცენ­ტრი“ და გა­ვაგ­რძე­ლეთ ეს საქ­მი­ა­ნო­ბა. ამ­ჟა­მად 1 200 გვა­რია შეს­წავ­ლი­ლი. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში გე­ნე­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბი ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში გა­კეთ­და, ნა­წი­ლი – სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ კვლე­ვა­ში მოხ­ვდა ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის გვა­რის რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

რა თქმა უნდა, ანა­ლი­ზით გვა­რი დგინ­დე­ბა, თა­ნაც 100%–იანი სი­ზუს­ტით. რო­დე­საც მუხ­რან­ბა­ტო­ნის ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ–გრუ­ზინ­სკი სი­ხა­რუ­ლი­ძე­აო, უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს სი­ხა­რუ­ლი­ძის გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი. ჩა­უ­ტა­რეს მათ ანა­ლი­ზი? რო­გორ ამ­ტკი­ცებს, რომ სი­ხა­რუ­ლი­ძეა. თუ ამა­ზე ტე­ლე­დე­ბა­ტე­ბი მო­ე­წყო­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა სი­მარ­თლეს იო­ლად და­ი­ნა­ხავს. მე ამის­თვის მზად ვარ“, – გა­ნა­ცხა­და ან­დრი­ა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მათ ცენ­ტრში მი­ი­ტა­ნეს ანა­ლი­ზი, რო­მე­ლიც თქვეს, რომ არის ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ–გრუ­ზინ­სკის და აღ­ნიშ­ნულ­ზე შემ­დეგ ჩა­ა­ტა­რეს კვლე­ვა, ხოლო კვლე­ვის შე­დე­გე­ბი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა როლი აქვს მიმდინარე პროცესებში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს - როგორ აფასებენ დეპუტატები მის განცხადებებს
ავტორი:

"ნუგზარ ბაგრატიონმა დნმ-ის ანალიზი ჩაიტარა, თუმცა კვლევა არ ჩატარებულა სიხარულიძის გვარზე და როგორ ამტკიცებენ, რომ ის სიხარულიძეა?"

"ნუგზარ ბაგრატიონმა დნმ-ის ანალიზი ჩაიტარა, თუმცა კვლევა არ ჩატარებულა სიხარულიძის გვარზე და როგორ ამტკიცებენ, რომ ის სიხარულიძეა?"

როდესაც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი აცხადებს, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სიხარულიძეა, უნდა წარმოადგინოს სიხარულიძის გენეტიკური კოდი. ჩაუტარეს მათ ანალიზი? როგორ ამტკიცებს, რომ სიხარულიძეა“, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ეთნოგენეტიკის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, თითოეულ გვარს ერთი გენი აქვს. გვარის გენეტიკის დადგენა შესაძლებელია 100%–იანი სიზუსტით, ამისთვის გვარის რამდენიმე წარმომადგენელმა გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს.

ანდრიაძის განცხადებით, ეთნოგენეტიკური კვლევის პროექტის ფარგლებში გამოკვლევა ჩაუტარდა ბაგრატიონთა რამდენიმე წარმომადგენელს, მათ შორის ნუგზარ ბაგრატიონ–გრუზინსკის. რაც შეეხება სიხარულიძის გვარს, ასეთი კვლევა მათი ცენტრის მიერ არ ჩატარებულა.

„ეთნოგენეტიკური კვლევის პროექტი ჩემი ინიციატივით დაიწყო და საპატრიარქოს საუნივერსიტეტო სივრცეში მიმდინარეობდა. შემდეგ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ეს პროექტი დახურა და პატრიარქმა დააფუძნა ცალკე ორგანიზაცია „ეთნოგენეტიკის კვლევის ცენტრი“ და გავაგრძელეთ ეს საქმიანობა. ამჟამად 1 200 გვარია შესწავლილი. ზოგ შემთხვევაში გენეტიკური კვლევები ამერიკისა და ევროპის ლაბორატორიებში გაკეთდა, ნაწილი – საქართველოში. ამ კვლევაში მოხვდა ბაგრატიონების გვარის რამდენიმე წარმომადგენელი.

რა თქმა უნდა, ანალიზით გვარი დგინდება, თანაც 100%–იანი სიზუსტით. როდესაც მუხრანბატონის ადვოკატი აცხადებს, რომ ნუგზარ ბაგრატიონ–გრუზინსკი სიხარულიძეაო, უნდა წარმოადგინოს სიხარულიძის გენეტიკური კოდი. ჩაუტარეს მათ ანალიზი? როგორ ამტკიცებს, რომ სიხარულიძეა. თუ ამაზე ტელედებატები მოეწყობა, საზოგადოება სიმართლეს იოლად დაინახავს. მე ამისთვის მზად ვარ“, – განაცხადა ანდრიაძემ.

მისივე თქმით, მათ ცენტრში მიიტანეს ანალიზი, რომელიც თქვეს, რომ არის ნუგზარ ბაგრატიონ–გრუზინსკის და აღნიშნულზე შემდეგ ჩაატარეს კვლევა, ხოლო კვლევის შედეგები კონფიდენციალურია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ