ავტორი:

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადება ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადება ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დე ფაქტო უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოქალაქემ, რომელიც „საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის იყო დაკავებული“, თავი მოიკლა.

„2019 წლის 10 მარტს რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია დააკავეს, რომელმაც უკანონოდ გადმოკვეთა აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარი. ის გადაყვანილი იყო სასაზღვრო სამმართველოს დანაყოფში. ოთახში მარტო ყოფნისას მან თავი ჩამოიხრჩო. გამოძახებული იყო სამედიცინო პერსონალი, თუმცა ირაკლი კვარაცხელიას გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ქართული მხარესთვის ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადაცემის საკითხი წყდება. მომხდარის გარემოებების გამოძიებას კი რუსეთის შესაბამისი უწყებები ახორციელებენ.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი