ავტორი:

"აქ ყველა დარწმუნებულია, რომ ის ცემაში შემოაკვდათ" - ნაბაკევის მცხოვრები რუსი სამხედროების მიერ ირაკლი კვარაცხელიას დაკავებას შეესწრო

"აქ ყველა დარწმუნებულია, რომ ის ცემაში შემოაკვდათ" - ნაბაკევის მცხოვრები რუსი სამხედროების მიერ ირაკლი კვარაცხელიას დაკავებას შეესწრო

აქ ყველა დარწმუნებულია, რომ ცემაში შემოაკვდათ, - ამის შესახებ ნაბაკევის მცხოვრები აცხადებს, რომელიც საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას დაკავებას შეესწრო.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კვარაცხელიას და რუს სამხედროებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

„ფაქტი ნაბაკევის შუა გულში მოხდა. დაკავების პროცესი ვნახე, როგორ მოვიდა მანქანა, ჩასვეს და წაიყვანეს. ნასვამი იყო და დაკავების დროს იყო სიტყვიერი შელაპარაკება. მერე ალბათ, იქაც გაგრძელდა და რაც მოხდა, ყველამ ვიცით. მერე, ცუდად გამხდარა, საავადმყოფოდან ექთნებიც მიუყვანიათ. აქ ყველა დარწმუნებულია, რომ ცემაში შემოაკვდათ. რუსების მხრიდან ხშირად არის ფიზიკური ძალადობა, ძალიან ხშირად სცემენ მითუმეტეს დაკავებულებს “, - ამბობს თვითმხილველი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?