კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი წლის წინ დამისვეს მძიმე ქრონიკული დაავადების დიაგნოზი…" - ემა ტუხიაშვილის გულახდილი ინტერვიუ პირადსა და კარიერაზე
"ერთი წლის წინ დამისვეს მძიმე ქრონიკული დაავადების დიაგნოზი…" - ემა ტუხიაშვილის გულახდილი ინტერვიუ პირადსა და კარიერაზე

ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" პო­ლი­ტი­კუ­რი ტოქ-შოუ "360 გრა­დუ­სის" წამ­ყვა­ნი, ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც, უქმე დღე­ე­ბის გარ­და, ყო­ველ­დღე ხე­დავს ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბე­ლი, 17 წე­ლია ჟურ­ნა­ლის­ტია და რა­დიო-ტე­ლე­ვი­ზი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, პრე­სა­შიც აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას, სა­ი­და­ნაც მისი პრო­ფე­სი­უ­ლი გზა და­ი­წყო.

პრო­ფე­სი­ა­ზე, ოჯახ­სა და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სირ­თუ­ლე­ებ­ზე ემა ტუ­ხი­აშ­ვილ­მა "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ემა, შა­ბათ-კვი­რის გარ­და, ყო­ველ­დღე 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიგ­ყავთ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მა. ეს რე­ჟი­მი ალ­ბათ ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლია, რო­გორ უძ­ლებთ?

- თქვენ კი­დევ ვერ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, მე რამ­დენ რა­მეს ვა­კე­თებ აქ. ეს არ არის ჩემი ერ­თა­დერ­თი სამ­სა­ხუ­რი "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ში". მიყ­ვარს ხოლ­მე, ხუთ თითს რომ გავ­შლი და ვი­წყებ სამ­სა­ხუ­რე­ბის ჩა­მოთ­ვლას. ჩემი სა­მუ­შაო დღე იწყე­ბა 12 სა­ათ­ზე. ვარ პორ­ტალ "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი. რა­დი­ო­ში გა­დის რა­დი­ო­გა­და­ცე­მა "საქ­მე", რომ­ლის წამ­ყვა­ნი და ავ­ტო­რიც ვარ. ასე­ვე - ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი გა­და­ცე­მა მიმ­ყავს ბიზ­ნეს­სა და ეკო­ნო­მი­კა­ზე. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში გვაქვს ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­მოშ­ვე­ბა, რო­მე­ლიც დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­დის და ამ გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რი ვარ. ვარ "კვი­რის პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტი.

ადრე ვფიქ­რობ­დი - ემა, მო­ით­მი­ნე, გა­ერ­კვე­ვი პო­ლი­ტი­კა­ში და მერე უფრო თა­მა­მი იქ­ნე­ბი, ამ­დე­ნი მომ­ზა­დე­ბა არ დაგ­ჭირ­დე­ბა-მეთ­ქი. თურ­მე სულ ტყუ­ი­ლად ვფიქ­რობ­დი ასე, ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია უნდა იცო­დე, ყვე­ლა­ფე­რი უნდა წა­ი­კი­თხო, ყვე­ლა­ფე­რი უნდა მო­ის­მი­ნო. ზოგ­ჯერ რომ შე­მომ­ხე­დოს ვინ­მემ, საღ გო­ნე­ბა­ზე არ ვე­გო­ნე­ბი, რად­გან ყურ­სას­მე­ნი მი­კე­თია და სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს ვუს­მენ, ამა­სო­ბა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ვი­ღაც ტე­ლე­ფონ­ზე მი­რე­კავ­დეს, ერთი ყურ­სას­მე­ნის ქვეშ ტე­ლე­ფო­ნი მე­ჭი­როს და ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დე, პლუს - ამ დროს სი­უ­ჟე­ტი შე­მო­ვი­დეს და რე­დაქ­ტი­რე­ბას ვუ­კე­თებ­დე.

მე­კი­თხე­ბი­ან, ამ­დენს რო­გორ ახერ­ხე­ბო. მე ვფიქ­რობ, რომ ამას სამი რამ გა­ნა­პი­რო­ბებს: ყო­ჩა­ღი რომ ვარ, ფაქ­ტია, ძა­ლი­ან მა­გა­რი გუნ­დი მყავს, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბენ და ჩემი საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლი!

ბევრ შრო­მას ვდებ, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ვი­ღებ ამ სიყ­ვა­რულს. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ქუ­ჩა­ში რო­გორც ში­ნა­ურს, ისე მე­სალ­მე­ბა. მარ­თლა ძა­ლი­ან დიდი ხანი ვე­ლო­დი ამ სიყ­ვა­რულს და, რაც მთა­ვა­რია, მა­ყუ­რებ­ლის­თვის იმის ჩვე­ნე­ბას, რომ ეკ­რან­ზე არ ვჯდე­ბი მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი ან ნა­ხევ­რად­მომ­ზა­დე­ბუ­ლი. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, ყვე­ლა ის შე­კი­თხვა დავ­სვა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩემ უკან მდგომ მა­ყუ­რე­ბელს ჰქონ­დეს.

- პო­ლი­ტი­კო­სებ­თან მუ­შა­ო­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი უკვე გა­და­ლა­ხეთ, რო­გო­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და­აგ­რო­ვეთ ამ საქ­მე­ში?

- გვყავს გან­სა­კუთ­რე­ბით ჯი­უ­ტი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ვე­რაფ­რით და­ვი­თან­ხმეთ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბიც არი­ან და გარ­კვე­უ­ლი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც აქვთ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან. მგო­ნია, რომ ჯერ კი­დევ კარ­გად არ აქვთ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ე­კის­რათ, როცა სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ამ­ხე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბებს შე­ე­ჭიდ­ნენ.

ეს მათ­თვის უფრო უა­რე­სია, ვიდ­რე ჩემი გა­და­ცე­მის­თვის. ჩვე­ნი გა­და­ცე­მის ყო­ველ­წლი­უ­რად მზარ­დი რე­ი­ტინ­გი სწო­რედ ამა­ზე მი­უ­თი­თებს. აქ მო­სულ სტუ­მარს ხვდე­ბა კომ­ფორ­ტი იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ თე­მა­ში ვერ­კვე­ვით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საკ­მა­ოდ მწვა­ვე შე­კი­თხვამ შე­იძ­ლე­ბა ისი­ნი ცოტა უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც ჩა­აგ­დოს. ერთხელ აქ მო­სუ­ლი სტუ­მა­რი უკვე ძა­ლი­ან დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით მო­დის მე­ო­რედ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ჭირ­ვე­უ­ლებს თუ არ ჩავ­თვლით, პრობ­ლე­მა არა­ვის­თან გვაქვს.

- ერთი პე­რი­ო­დი თით­ქოს გა­დაღ­ლა და­გე­ტყოთ, თვა­ლებ­ზე გემ­ჩნე­ო­დათ, ნაღ­ვლი­ა­ნი მზე­რა გქონ­დათ.

- გა­დაღ­ლი­ლი ვარ, არ უარ­ვყოფ, მაგ­რამ ეს არა­ფე­რია იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც გა­და­ვი­ტა­ნე. ეს არა­ვის­თვის მით­ქვამს და "სარ­კის" მკი­თხველს გა­ვან­დობ: ერთი წლის წინ და­მის­ვეს საკ­მა­ოდ მძი­მე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი. ეს იყო აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან მძი­მე პრე­პა­რა­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბო­და.

პრე­პა­რა­ტე­ბის სიმ­ძი­მე იმით გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, ჩემს ვი­ზუ­ალ­ზე ასა­ხუ­ლი­ყო. ამან გა­მო­იწ­ვია სა­ხის დე­ფორ­მი­რე­ბა, შე­შუ­პე­ბა. ვხვდე­ბო­დი, რომ ყვე­ლა­ფერს ვკარ­გავ­დი, ხე­ლი­დან მეც­ლე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­შე­ნებ­დი. მივ­ხვდი, რომ რა­ღაც უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

ბოლო 3 წელი იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ერთ წე­ლი­წად­ში დავ­კარ­გე მშობ­ლე­ბი საკ­მად ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში, ორი­ვე – გუ­ლით. დე­დის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და, მის და­კარ­გვას დღემ­დე ვერ შე­ვე­გუე. გა­გიმ­ხელთ ჩემს სა­ი­დუმ­ლოს, რომ ის ტე­ლე­ფო­ნიც კი დავ­მა­ლე, რომ­ლი­თაც დე­დას ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. მისი არც ერთი ფოტო არ მაქვს. აღარც საფ­ლავ­ზე მივ­დი­ვარ, აღარც მის სახ­ლში. ეს თემა ჩემ­ში მოვ­კა­ლი და დავ­ხუ­რე.

მა­მას­თან ისე­თი სი­ახ­ლო­ვე არ მქონ­და, რო­გო­რიც დე­დას­თან, მაგ­რამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლია მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა. 5 წუთ­ში ეთე­რი იწყე­ბო­და, ყვე­ლა სტუ­მა­რი მო­სუ­ლი იყო. ტე­ლე­ფონ­ზე და­მი­რე­კეს და მა­მა­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი გა­მა­გე­ბი­ნეს. ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მე მა­ინც ვუ­თხა­რი პრო­დი­უ­სერს, რომ არ შევ­წყვეტ­დი გა­და­ცე­მას.

მე­გო­ნა, რომ მა­გა­რი გოგო ვი­ყა­ვი, რომ არ მემ­ჩნე­ო­და საქ­მე­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე აი­სა­ხა და მალე ამ პრობ­ლე­მებ­მაც იჩი­ნა თავი. როცა მივ­ხვდი, რომ ჩემი და­ა­ვა­დე­ბის ფონ­ზე მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე გა­მო­სა­ვალს ვერ მოვ­ძებ­ნი­დით, ეს წამ­ლე­ბი უნდა მი­მე­ღო. დე­ფორ­მა­ცი­ას გან­ვიც­დი­დი, წო­ნა­ში ვი­მა­ტებ­დი, ამი­ტომ წო­ნას­თან უნდა მებ­რძო­ლა. და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში. დღეს ვინც მხვდე­ბა, ვე­რა­ვინ მცნობს. არ ვიცი, რამ­დე­ნი მაქვს დაკ­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ - ბევ­რი. აი, ამ 11 სა­ა­თი­ან სა­მუ­შაო გრა­ფიკ­ში გა­მოვ­ნა­ხე სა­ანთნა­ხე­ვა­რი იმის­თვის, რომ მე­ვარ­ჯი­შა. ასე და­ვა­მარ­ცხე ის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც ვებ­რძო­დი.

- რო­გორც ვიცი, ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყა­ვით, ოჯა­ხი რომ შექ­მე­ნით და დედა გახ­დით. თქვენ­სა და თქვენს უფ­როს შვილს შო­რის რამ­დე­ნი წე­ლია ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა?

- 19 წლის გავ­თხოვ­დი. ჩემ­სა და ჩემს უფ­როს შვილს შო­რის კი 20 წე­ლია ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა. გოგო, ანა 21 წლის ხდე­ბა, ბიჭი, ნიკა – 12-ის. ჩემ­სა და ჩემს უფ­როს შვილს შო­რის არის სა­ო­ცა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მან შე­მიც­ვა­ლა დედა. დი­ლით სამ­სა­ხურ­ში რომ მივ­დი­ვარ, ის მა­ცი­ლებს, ზრუ­ნავს ჩემ­ზე. სა­ღა­მო­საც, რომ მივ­დი­ვარ, ყვე­ლა­ფერს ის ამ­ზა­დებს. ჩემს პა­ტა­რა შვილ­ზეც ის ზრუ­ნავს. მე­გო­ბა­რიც მან შე­მიც­ვა­ლა, ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია ჩემ­თვის. ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა სა­ერ­თოდ არ იგ­რძნო­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი გვაქვს ერ­თმა­ნე­თის­გან და­მა­ლუ­ლი.

ანა როცა შე­მე­ძი­ნა, სას­წა­უ­ლი მჭირ­და. ვი­ჯე­ქი და ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორ სუნ­თქავ­და, ხელ­შიც კი არა­ვის ვა­ჭე­რი­ნებ­დი. პა­ტა­რა იყო, ყი­ვა­ნახ­ვე­ლა რომ და­ე­მარ­თა და მძი­მე პე­რი­ო­დი გა­და­ვი­ტა­ნე. დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორ მე­გუ­დე­ბო­და შვი­ლი. მა­შინ 40 კი­ლომ­დე და­ვი­კე­ლი ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან. ისე­თი გამ­ხდა­რი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ.

ნიკა 9 წლის შემ­დეგ გაჩ­ნდა. ის კი­დევ ერთი სას­წა­უ­ლი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ქაშ­ვე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში ვი­ყა­ვი, წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ხატს შე­ვე­ვედ­რე, რომ ძა­ლი­ან მინ­დო­და ლა­მა­ზი, თეთ­რი ბიჭი მყო­ლო­და და მარ­თლაც ამიხ­და. ნი­კო­ლო­ზიც ამი­ტომ და­ვარ­ქვი. მე და ჩემ­მა უფ­როს­მა შვილ­მა ნიკა ერ­თად გავ­ზარ­დეთ.

- თქვე­ნი ქმა­რი რას საქ­მი­ა­ობს?

- ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ფო­ნო კომ­პა­ნი­ის ტექ­ნი­კურ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობს. სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი არ გვაქვს, რა­დი­კა­ლუ­რად გას­ხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. ასე მო­ვე­დით აქამ­დე, 22 წელი ერ­თად. ის უფრო მშვი­დი და დინ­ჯია, მე ძა­ლი­ან ბო­ბო­ქა­რი და გა­და­რე­უ­ლი ხა­სი­ა­თი მაქვს. მას, მა­გა­ლი­თად, შე­უძ­ლია უქმე დღე გა­ა­ტა­როს ტე­ლე­ვი­ზორ­თან, მე ეს არ შე­მიძ­ლია. შე­იძ­ლე­ბა კუს ტბი­დან და­წყე­ბუ­ლი მთე­ლი თბი­ლი­სი შე­მო­ვირ­ბი­ნო ბავ­შვებ­თან ერ­თად. ამა­ში, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ვერ მომ­ყვე­ბა.

...კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ გა­და­მი­ლა­ხავს და ოჯა­ხი შე­მი­ნარ­ჩუ­ნე­ბია. იცით, რას მივ­ხვდი ამ 22 წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პე­რი­ო­ში? რომ შვი­ლებ­საც ბედ­ნი­ე­რი მშობ­ლე­ბი სჭირ­დე­ბათ.

ლელა დევ­და­რი­ა­ნი, ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

ქეთევანი
0

საუკეთესო ჟურნალისტი ქართულ ტელე-სივრცეში.ჯანმრთელობას გისურვებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ერთი წლის წინ დამისვეს მძიმე ქრონიკული დაავადების დიაგნოზი…" - ემა ტუხიაშვილის გულახდილი ინტერვიუ პირადსა და კარიერაზე

"ერთი წლის წინ დამისვეს მძიმე ქრონიკული დაავადების დიაგნოზი…" - ემა ტუხიაშვილის გულახდილი ინტერვიუ პირადსა და კარიერაზე

ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" პოლიტიკური ტოქ-შოუ "360 გრადუსის" წამყვანი, ემა ტუხიაშვილი, რომელსაც, უქმე დღეების გარდა, ყოველდღე ხედავს ტელემაყურებელი, 17 წელია ჟურნალისტია და რადიო-ტელევიზიის პარალელურად, პრესაშიც აგრძელებს მუშაობას, საიდანაც მისი პროფესიული გზა დაიწყო.

პროფესიაზე, ოჯახსა და ცხოვრებისეულ სირთულეებზე ემა ტუხიაშვილმა "სარკესთან" ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ემა, შაბათ-კვირის გარდა, ყოველდღე 2 საათის განმავლობაში მიგყავთ პოლიტიკური გადაცემა. ეს რეჟიმი ალბათ ძალიან დამღლელია, როგორ უძლებთ?

- თქვენ კიდევ ვერ წარმოგიდგენიათ, მე რამდენ რამეს ვაკეთებ აქ. ეს არ არის ჩემი ერთადერთი სამსახური "პალიტრა მედიაში". მიყვარს ხოლმე, ხუთ თითს რომ გავშლი და ვიწყებ სამსახურების ჩამოთვლას. ჩემი სამუშაო დღე იწყება 12 საათზე. ვარ პორტალ "ბიზნესპრესნიუსის" მთავარი რედაქტორი. რადიოში გადის რადიოგადაცემა "საქმე", რომლის წამყვანი და ავტორიც ვარ. ასევე - ნახევარსაათიანი გადაცემა მიმყავს ბიზნესსა და ეკონომიკაზე. ტელეკომპანიაში გვაქვს ეკონომიკური გამოშვება, რომელიც დღეში რამდენჯერმე გადის და ამ გადაცემის პროდიუსერი ვარ. ვარ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი.

ადრე ვფიქრობდი - ემა, მოითმინე, გაერკვევი პოლიტიკაში და მერე უფრო თამამი იქნები, ამდენი მომზადება არ დაგჭირდება-მეთქი. თურმე სულ ტყუილად ვფიქრობდი ასე, ყველა ინფორმაცია უნდა იცოდე, ყველაფერი უნდა წაიკითხო, ყველაფერი უნდა მოისმინო. ზოგჯერ რომ შემომხედოს ვინმემ, საღ გონებაზე არ ვეგონები, რადგან ყურსასმენი მიკეთია და საინფორმაციოს ვუსმენ, ამასობაში შესაძლებელია ვიღაც ტელეფონზე მირეკავდეს, ერთი ყურსასმენის ქვეშ ტელეფონი მეჭიროს და ველაპარაკებოდე, პლუს - ამ დროს სიუჟეტი შემოვიდეს და რედაქტირებას ვუკეთებდე.

მეკითხებიან, ამდენს როგორ ახერხებო. მე ვფიქრობ, რომ ამას სამი რამ განაპირობებს: ყოჩაღი რომ ვარ, ფაქტია, ძალიან მაგარი გუნდი მყავს, ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ და ჩემი საქმის სიყვარული!

ბევრ შრომას ვდებ, მაგრამ სამაგიეროდ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ვიღებ ამ სიყვარულს. ძალიან ბევრი ადამიანი ქუჩაში როგორც შინაურს, ისე მესალმება. მართლა ძალიან დიდი ხანი ველოდი ამ სიყვარულს და, რაც მთავარია, მაყურებლისთვის იმის ჩვენებას, რომ ეკრანზე არ ვჯდები მოუმზადებელი ან ნახევრადმომზადებული. მაქსიმალურად ვცდილობ, ყველა ის შეკითხვა დავსვა, რომელიც შესაძლებელია ჩემ უკან მდგომ მაყურებელს ჰქონდეს.

- პოლიტიკოსებთან მუშაობის სირთულეები უკვე გადალახეთ, როგორი გამოცდილება დააგროვეთ ამ საქმეში?

- გვყავს განსაკუთრებით ჯიუტი პოლიტიკოსები, რომლებიც ვერაფრით დავითანხმეთ. ეს ადამიანები საჯარო მოხელეებიც არიან და გარკვეული ანგარიშვალდებულებაც აქვთ მოსახლეობასთან. მგონია, რომ ჯერ კიდევ კარგად არ აქვთ გაცნობიერებული, რა ვალდებულება დაეკისრათ, როცა საჯარო სამსახურში ამხელა თანამდებობებს შეეჭიდნენ.

ეს მათთვის უფრო უარესია, ვიდრე ჩემი გადაცემისთვის. ჩვენი გადაცემის ყოველწლიურად მზარდი რეიტინგი სწორედ ამაზე მიუთითებს. აქ მოსულ სტუმარს ხვდება კომფორტი იმ თვალსაზრისით, რომ თემაში ვერკვევით, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მწვავე შეკითხვამ შეიძლება ისინი ცოტა უხერხულ მდგომარეობაშიც ჩააგდოს. ერთხელ აქ მოსული სტუმარი უკვე ძალიან დიდი ენთუზიაზმით მოდის მეორედ. განსაკუთრებულად ჭირვეულებს თუ არ ჩავთვლით, პრობლემა არავისთან გვაქვს.

- ერთი პერიოდი თითქოს გადაღლა დაგეტყოთ, თვალებზე გემჩნეოდათ, ნაღვლიანი მზერა გქონდათ.

- გადაღლილი ვარ, არ უარვყოფ, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც გადავიტანე. ეს არავისთვის მითქვამს და "სარკის" მკითხველს გავანდობ: ერთი წლის წინ დამისვეს საკმაოდ მძიმე ქრონიკული დაავადების დიაგნოზი. ეს იყო აუტოიმუნური დაავადება, რომელსაც ძალიან მძიმე პრეპარატებით მკურნალობა სჭირდებოდა.

პრეპარატების სიმძიმე იმით გამოიხატებოდა, რომ შესაძლებელი იყო, ჩემს ვიზუალზე ასახულიყო. ამან გამოიწვია სახის დეფორმირება, შეშუპება. ვხვდებოდი, რომ ყველაფერს ვკარგავდი, ხელიდან მეცლებოდა ყველაფერი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვაშენებდი. მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა.

ბოლო 3 წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ერთ წელიწადში დავკარგე მშობლები საკმად ახალგაზრდა ასაკში, ორივე – გულით. დედის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა, მის დაკარგვას დღემდე ვერ შევეგუე. გაგიმხელთ ჩემს საიდუმლოს, რომ ის ტელეფონიც კი დავმალე, რომლითაც დედას ველაპარაკებოდი. მისი არც ერთი ფოტო არ მაქვს. აღარც საფლავზე მივდივარ, აღარც მის სახლში. ეს თემა ჩემში მოვკალი და დავხურე.

მამასთან ისეთი სიახლოვე არ მქონდა, როგორიც დედასთან, მაგრამ წარმოიდგინეთ, რამხელა ტკივილია მამის გარდაცვალება. 5 წუთში ეთერი იწყებოდა, ყველა სტუმარი მოსული იყო. ტელეფონზე დამირეკეს და მამაჩემის გარდაცვალების ამბავი გამაგებინეს. ამ მდგომარეობაში მე მაინც ვუთხარი პროდიუსერს, რომ არ შევწყვეტდი გადაცემას.

მეგონა, რომ მაგარი გოგო ვიყავი, რომ არ მემჩნეოდა საქმეში ეს ყველაფერი, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯანმრთელობაზე აისახა და მალე ამ პრობლემებმაც იჩინა თავი. როცა მივხვდი, რომ ჩემი დაავადების ფონზე მკურნალობის გარეშე გამოსავალს ვერ მოვძებნიდით, ეს წამლები უნდა მიმეღო. დეფორმაციას განვიცდიდი, წონაში ვიმატებდი, ამიტომ წონასთან უნდა მებრძოლა. დავიწყე ვარჯიში. დღეს ვინც მხვდება, ვერავინ მცნობს. არ ვიცი, რამდენი მაქვს დაკლებული, მაგრამ - ბევრი. აი, ამ 11 საათიან სამუშაო გრაფიკში გამოვნახე საანთნახევარი იმისთვის, რომ მევარჯიშა. ასე დავამარცხე ის დაავადება, რომელსაც ვებრძოდი.

- როგორც ვიცი, ძალიან ახალგაზრდა იყავით, ოჯახი რომ შექმენით და დედა გახდით. თქვენსა და თქვენს უფროს შვილს შორის რამდენი წელია ასაკობრივი სხვაობა?

- 19 წლის გავთხოვდი. ჩემსა და ჩემს უფროს შვილს შორის კი 20 წელია ასაკობრივი სხვაობა. გოგო, ანა 21 წლის ხდება, ბიჭი, ნიკა – 12-ის. ჩემსა და ჩემს უფროს შვილს შორის არის საოცარი დამოკიდებულება, მან შემიცვალა დედა. დილით სამსახურში რომ მივდივარ, ის მაცილებს, ზრუნავს ჩემზე. საღამოსაც, რომ მივდივარ, ყველაფერს ის ამზადებს. ჩემს პატარა შვილზეც ის ზრუნავს. მეგობარიც მან შემიცვალა, ყველაზე ახლობელი ადამიანია ჩემთვის. ასაკობრივი სხვაობა საერთოდ არ იგრძნობა ურთიერთობაში. აბსოლუტურად არაფერი გვაქვს ერთმანეთისგან დამალული.

ანა როცა შემეძინა, სასწაული მჭირდა. ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ სუნთქავდა, ხელშიც კი არავის ვაჭერინებდი. პატარა იყო, ყივანახველა რომ დაემართა და მძიმე პერიოდი გადავიტანე. დღეში რამდენჯერმე ვუყურებდი, როგორ მეგუდებოდა შვილი. მაშინ 40 კილომდე დავიკელი ნერვიულობისგან. ისეთი გამხდარი არასდროს ვყოფილვარ.

ნიკა 9 წლის შემდეგ გაჩნდა. ის კიდევ ერთი სასწაული იყო ჩემს ცხოვრებაში. ქაშვეთის ეკლესიაში ვიყავი, წმინდა ნიკოლოზის ხატს შევევედრე, რომ ძალიან მინდოდა ლამაზი, თეთრი ბიჭი მყოლოდა და მართლაც ამიხდა. ნიკოლოზიც ამიტომ დავარქვი. მე და ჩემმა უფროსმა შვილმა ნიკა ერთად გავზარდეთ.

- თქვენი ქმარი რას საქმიაობს?

- ერთ-ერთ სატელეფონო კომპანიის ტექნიკურ სამსახურში მუშაობს. საერთო ინტერესები არ გვაქვს, რადიკალურად გასხვავებული ადამიანები ვართ. ასე მოვედით აქამდე, 22 წელი ერთად. ის უფრო მშვიდი და დინჯია, მე ძალიან ბობოქარი და გადარეული ხასიათი მაქვს. მას, მაგალითად, შეუძლია უქმე დღე გაატაროს ტელევიზორთან, მე ეს არ შემიძლია. შეიძლება კუს ტბიდან დაწყებული მთელი თბილისი შემოვირბინო ბავშვებთან ერთად. ამაში, სიმართლე გითხრათ, ვერ მომყვება.

...კრიზისული სიტუაციები ყოფილა, მაგრამ გადამილახავს და ოჯახი შემინარჩუნებია. იცით, რას მივხვდი ამ 22 წლიანი თანაცხოვრების პერიოში? რომ შვილებსაც ბედნიერი მშობლები სჭირდებათ.

ლელა დევდარიანი, ჟურნალი "სარკე"

"ისე თბილად ექცეოდნენ პოლიციელები, რომ მოიყვანეს, მათგან წამოსვლა აღარ უნდოდა" - გლდანში დაკარგული 3 წლის ბავშვი პატრულმა იპოვა

"საავადმყოფოში გადაყვანაა საჭირო, მაგრამ არ მიყვებიან. გამოდის, რომ უნდა შევეწიროთ ამ უსამართლობას" - რას ითხოვენ შუქრუთელები აშშ-ის საელჩოსთან

ირაკლი გურჩიანი - მომხმარებელზე ზრუნვა ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია