პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ჩამოშორდა კინოს ანა ბაგრატიონის ულამაზესი დედა და რა საერთო აქვს მას მონაკოს პრინცესასთან
რატომ ჩამოშორდა კინოს ანა ბაგრატიონის ულამაზესი დედა და რა საერთო აქვს მას მონაკოს პრინცესასთან

საკ­მა­რი­სია ახ­სე­ნო ხა­ტია ნო­დარ დუმ­ბა­ძის მო­თხრო­ბი­დან "მე ვხე­დავ მზეს", ყვე­ლას თვალ­წინ უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ლე­ი­ლა ყი­ფი­ა­ნი წარ­მო­უდ­გე­ბა, რო­მე­ლიც ფილ­მის რე­ჟი­სორ­მა ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძემ ასე­უ­ლო­ბით კა­დი­დატს შო­რის გა­მო­არ­ჩია და ამ პერ­სო­ნა­ჟის გან­სა­ხი­ე­რე­ბა ანდო. პირ­ვე­ლი­ვე როლ­მა უსა­ზღვრო პო­პუ­ლა­რო­ბა და ულა­მა­ზეს ქარ­თველ ქალ­თა სი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი მო­უ­ტა­ნა.

აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბი­დან გა­მოჩ­ნდა მის ცხოვ­რე­ბა­ში კინო და სწო­რედ კი­ნომ შე­ახ­ვედ­რა მის მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს რე­ჟი­სორ ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის. პოეტ პეტ­რე ბაგ­რა­ტი­ონ გრუ­ზინ­სკის ვაჟს, რო­მე­ლიც ბაგ­რა­ტი­ონ­თა სა­მე­ფო შტოს შთა­მო­მა­ვა­ლია. ვერ გე­ტყვით უოც­ნე­ბია თუ არა ლე­ი­ლა ყი­ფი­ანს, ბავ­შვო­ბა­ში თით­ქმის ყვე­ლა გო­გო­ნას სა­ოც­ნე­ბო კი­ნო­ვარ­სკვლა­ვო­ბა­ზე ან ნამ­დვილ პრინცზე, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი მის ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით მო­ვი­და..

რეზო ჩხე­ი­ძის სა­კულ­ტო ფილმ "ღი­მი­ლის ბი­ჭებს" უკავ­შირ­დე­ბა ლე­ი­ლა ყი­ფი­ა­ნი­სა და ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ო­ნის გაც­ნო­ბა. რო­გორც ყვე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს ფილ­მის სინ­ჯებ­ზე შეხ­ვდნენ და და­მე­გობ­რდნენ, თუმ­ცა ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონს ცხოვ­რე­ბა­ში ლე­ი­ლა არა­ერ­თხელ ჰყავ­და ნა­ნა­ხი, რად­გან მისი სახ­ლის წინ იყო ის სკო­ლა, სა­დაც მა­შინ უკვე ვარ­სკვლა­ვი ლე­ი­ლა ყი­ფი­ა­ნი სწავ­ლობ­და. ნუგ­ზა­რიც ხში­რად უყუ­რებ­და, რო­გორ ბრუნ­დე­ბო­და მშვე­ნი­ე­რი გო­გო­ნა სკო­ლი­დან სახ­ლში წიგ­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი, თუმ­ცა მა­შინ ერ­თმა­ნეთს არ და­კონ­ტაქ­ტე­ბი­ან. ფილმში კი ერ­თად ითა­მა­შეს და პრე­მი­ე­რის შემ­დეგ მი­ლოც­ვებ­საც ერ­თად იღებ­დნენ. 3 წელი იყ­ვნენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი და სა­ბო­ლო­ოდ რო­გორც პრინცს და პრინ­ცე­სას შე­ე­ფე­რე­ბა ჯვა­რი სვე­ტი­ცხო­ველ­ში და­ი­წე­რეს.

ლე­ი­ლა ყი­ფი­ა­ნი ნელ-ნელა ჩა­მო­შორ­და კი­ნო­ეკ­რა­ნებს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს მე­უღ­ლის ოჯა­ხის მხრი­დან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ ყო­ფი­ლა, გა­თხო­ვე­ბის შემ­დე­გაც ითა­მა­შა რამ­დე­ნი­მე როლი სხვა­დას­ხვა ფილმში, თუმ­ცა მას შემ­დეგ რაც დედა გახ­და, ნელ-ნელა კი­ნო­კა­რი­ე­რა მის­თვის მე­ო­რე ფლანგზე გა­და­ვი­და. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

რატომ ჩამოშორდა კინოს ანა ბაგრატიონის ულამაზესი დედა და რა საერთო აქვს მას მონაკოს პრინცესასთან

რატომ ჩამოშორდა კინოს ანა ბაგრატიონის ულამაზესი დედა და რა საერთო აქვს მას მონაკოს პრინცესასთან

საკმარისია ახსენო ხატია ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან "მე ვხედავ მზეს", ყველას თვალწინ უმშვენიერესი ლეილა ყიფიანი წარმოუდგება, რომელიც ფილმის რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ ასეულობით კადიდატს შორის გამოარჩია და ამ პერსონაჟის განსახიერება ანდო. პირველივე როლმა უსაზღვრო პოპულარობა და ულამაზეს ქართველ ქალთა სიაში მნიშვნელოვანი ადგილი მოუტანა.

აბიტურიენტობიდან გამოჩნდა მის ცხოვრებაში კინო და სწორედ კინომ შეახვედრა მის მომავალ მეუღლეს რეჟისორ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის. პოეტ პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკის ვაჟს, რომელიც ბაგრატიონთა სამეფო შტოს შთამომავალია. ვერ გეტყვით უოცნებია თუ არა ლეილა ყიფიანს, ბავშვობაში თითქმის ყველა გოგონას საოცნებო კინოვარსკვლავობაზე ან ნამდვილ პრინცზე, მაგრამ ეს ყველაფერი მის ცხოვრებაში ერთმანეთის მიყოლებით მოვიდა..

რეზო ჩხეიძის საკულტო ფილმ "ღიმილის ბიჭებს" უკავშირდება ლეილა ყიფიანისა და ნუგზარ ბაგრატიონის გაცნობა. როგორც ყვებიან ერთმანეთს ფილმის სინჯებზე შეხვდნენ და დამეგობრდნენ, თუმცა ნუგზარ ბაგრატიონს ცხოვრებაში ლეილა არაერთხელ ჰყავდა ნანახი, რადგან მისი სახლის წინ იყო ის სკოლა, სადაც მაშინ უკვე ვარსკვლავი ლეილა ყიფიანი სწავლობდა. ნუგზარიც ხშირად უყურებდა, როგორ ბრუნდებოდა მშვენიერი გოგონა სკოლიდან სახლში წიგნებით დატვირთული, თუმცა მაშინ ერთმანეთს არ დაკონტაქტებიან. ფილმში კი ერთად ითამაშეს და პრემიერის შემდეგ მილოცვებსაც ერთად იღებდნენ. 3 წელი იყვნენ შეყვარებულები და საბოლოოდ როგორც პრინცს და პრინცესას შეეფერება ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს.

ლეილა ყიფიანი ნელ-ნელა ჩამოშორდა კინოეკრანებს. როგორც თავად ამბობს მეუღლის ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა არ ყოფილა, გათხოვების შემდეგაც ითამაშა რამდენიმე როლი სხვადასხვა ფილმში, თუმცა მას შემდეგ რაც დედა გახდა, ნელ-ნელა კინოკარიერა მისთვის მეორე ფლანგზე გადავიდა. წაიკითხეთ სრულად

რუსმა მომღერალმა მოყვა, როგორ გაიტაცეს თბილისში, გასტროლებზე ყოფნის დროს

16 წლის ზუგდიდელმა გოგონამ ემინემის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა - "მეგობრებმა და დედამ მთხოვეს ეს ვიდეო ჩამეწერა..."

რატომ ზრდის შვილს ძიძის გარეშე ჯანეტ ქერდიყოშვილი და როგორ უვლის თავს ახალბედა დედა - "28 იანვრის მერე მივხვდი, რისთვის ვარ ამქვეყნად"