მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

2

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აბიტურიენტი გამოცდების ეროვნულ ცენტრს ქულების დაკლებაში ადანაშაულებს - რა საქმეს განიხილავს სასამართლო
აბიტურიენტი გამოცდების ეროვნულ ცენტრს ქულების დაკლებაში ადანაშაულებს - რა საქმეს განიხილავს სასამართლო

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო აბი­ტუ­რი­ენ­ტსა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს შო­რის სა­სა­მარ­თლო და­ვას გა­ნი­ხი­ლავს. საქ­მე ეხე­ბა 2017 წლის ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს. 21 წლის მა­რი­ა­მი, რო­მე­ლიც მა­შინ აბი­ტუ­რი­ენ­ტი იყო, მი­იჩ­ნევს, რომ მისი ნაშ­რო­მე­ბი არას­წო­რად, უსა­მარ­თლოდ შე­ა­ფა­სეს. იგი ქუ­ლე­ბის მო­მა­ტე­ბა­სა და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას ითხოვს. გო­გო­ნა უკვე სტუ­დენ­ტია, თუმ­ცა თვლის, რომ მისი ნაშ­რო­მე­ბის არას­წო­რად გას­წო­რე­ბის გამო, სა­სურ­ველ ფა­კულ­ტეტ­ზე ვერ მოხ­ვდა.

კერ­ძოდ, სტუ­დენ­ტი შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრს ბრალს სდებს იმა­ში, რომ მისი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, ასე­ვე ინ­გლი­სუ­რი ენის ნაშ­რო­მე­ბი არა­ო­ბი­ექ­ტუ­რად იყო გას­წო­რე­ბუ­ლი და მას ქუ­ლე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­აკ­ლეს. მო­სარ­ჩე­ლეს დედა, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც გა­ნათ­ლე­ბის სი­ტე­მა­ში მუ­შა­ობს და პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა, AMBEBI.GE-სთან იმ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე სა­უბ­რობს, რო­მელ­თა გა­მოც ოჯახ­მა სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა.

რო­გორც თა­მარ ბა­კუ­რა­ძე AMBEBI.GE-ს უამ­ბობს, მან სა­სა­მარ­თლოს გა­დას­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი ნაშ­რო­მე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი, ექ­სპერ­ტუ­ლი შე­ფა­სე­ბა (ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ.ჩი­ქო­ბა­ვას სა­ხე­ლო­ბის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის მიერ გა­ცე­მუ­ლი დას­კვნა და ინ­გლი­სე­ლი ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის, თო­მას ვი­ე­რის წე­რი­ლი) რომ­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ მისი შვი­ლის ნაშ­რო­მე­ბი არას­წო­რად იყო გას­წო­რე­ბუ­ლი.

ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი მან AMBEBI.GE-საც წა­რუდ­გი­ნა.

"პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბა რომ არა, ვე­რა­სო­დეს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი არ იყო სა­მარ­თლი­ა­ნი, გამჭვირ­ვა­ლე. სი­ნამ­დვი­ლე­ში აღ­მოჩ­ნდა, რომ მი­ნი­მუმ ინ­გლი­სუ­რი­სა და ქარ­თუ­ლის კო­მი­სი­ე­ბის წევ­რე­ბი მა­ღა­ლი რან­გის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არ არი­ან, რა­ზეც მე­ტყვე­ლებს ჩემ მიერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი შეც­დო­მე­ბი ტეს­ტე­ბის და­ვა­ლე­ბებ­სა და თა­ვად პი­რო­ბებ­ში.

ჩემ­თვის გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია ის რომ, კონ­კრე­ტულ გაპ­რო­ტეს­ტე­ბულ სა­კი­თხზე, პა­სუხს ინ­გლი­სუ­რი ენის კო­მი­სია სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით ასა­ბუ­თებს. მა­გა­ლი­თად, თურ­მე იმას, რომ ნი­მუ­შად და­დე­ბულ, კონ­კრე­ტუ­ლი სტუ­დენ­ტის მიერ შეს­რუ­ლე­ბულ და უმაღ­ლე­სი ქუ­ლით შე­ფა­სე­ბულ წე­რი­ლის და­ვა­ლე­ბა­ში შეც­დო­მა არ არის, ადას­ტუ­რებს ის, რომ ის სტუ­დენ­ტთა 34 %-მა შე­ას­რუ­ლა. გამ­სწო­რებ­ლე­ბის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა­ზე თა­ვის­თა­ვად მე­ტყვე­ლებს აპე­ლა­ცი­ე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ძალ­ზე მა­ღა­ლი მო­ნა­ცე­მიც - ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­დის შემ­თხვე­ვა­ში ყო­ველ მე­ო­თხე აპე­ლანტს შე­დე­გი ეც­ვლე­ბა. ჩემი შვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში კი ერთ-ერთი კრი­ტე­რი­უ­მის ნუ­ლო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბა 2-ქუ­ლი­ა­ნით შე­იც­ვა­ლა - მა­შინ, როცა ნაშ­რო­მებს მი­ნი­მუმ 2, ხში­რად კი 3, გამ­სწო­რე­ბე­ლი ას­წო­რებს.

თუმ­ცა, რა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი უნდა მოს­თხო­ვო გამ­სწო­რე­ბელს, რო­მელ­საც 1 ლარ­საც არ უხ­დი­ან თითო ნაშ­რო­მის გას­წო­რე­ბა­ში? რაც მთა­ვა­რია, არც ცენ­ტრი და არც სა­მი­ნის­ტრო არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა, რე­ა­ლუ­რად გა­ნე­ხი­ლა ჩემ მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი, ამ­გვა­რი ნი­ჰი­ლის­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­დე­გია ალ­ბათ ის გა­უმჭვირ­ვა­ლო­ბაც, რაც ცენ­ტრს და­კა­ნო­ნე­ბუ­ლიც კი აქვს: შე­ფა­სე­ბე­ბი­სა და შე­დე­გე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი სრუ­ლი­ად და­ხუ­რუ­ლია - მათ ვე­რა­ვინ ვე­რა­ნა­ი­რად გა­ა­კონ­ტრო­ლებს, რა პი­რად ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს ლა­პა­რა­კი, როცა გა­მოც­დე­ბი კონ­კურ­სია?" - აღ­ნიშ­ნა თა­მარ ბა­კუ­რა­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

მო­სარ­ჩე­ლე მხა­რის უფ­ლე­ბებს ად­ვო­კა­ტი ეკა ლო­მი­ძე იცავს. იგი მი­იჩ­ნევს, რომ გა­მოც­დე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა და­არ­ღვია:

"ეს საქ­მე ადას­ტუ­რებს, რომ სტუ­დენ­ტის შე­ფა­სე­ბი­სას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა არ­სე­ბობს ერთი და იმა­ვე და­ვა­ლე­ბის სის­წო­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. აქ კი სა­ხე­ზე გვაქვს სხვა­დას­ხვა კომ­პე­ტენ­ტურ პირ­თა მიერ სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად გას­წო­რე­ბუ­ლი ნაშ­რო­მი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვად ცენ­ტრიც უნდა იყოს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ სტუ­დენტს არ დარ­ჩეს უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა და შე­ფას­დეს მი­ნი­მუმ სხვა, მოწ­ვე­უ­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მიერ ნაშ­რო­მი, რაც არ მომ­ხდა­რა" - ამ­ბობს ეკა ლო­მი­ძე.

ად­ვო­კა­ტის თქმით, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ თავი აა­რი­და სა­კუ­თა­რი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას და საქ­მეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში ზე­რე­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა.

"სტუ­დენ­ტმა სა­ჩივ­რით მი­მარ­თა ცენ­ტრის ზემ­დგომ ორ­გა­ნოს, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს, რო­მელ­მაც სა­ჩი­ვა­რი არ გა­მო­იკ­ვლია და ისევ გა­მოც­დე­ბის ცენ­ტრს გა­და­უგ­ზავ­ნა... სწო­რედ სა­მი­ნის­ტროა ის ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებს აღ­ნიშ­ნუ­ლი ცენ­ტრის საპ­რე­ტენ­ზიო კო­მი­სი­ე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია მათ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბებ­ზე, რაც უნდა გა­მო­იკ­ვლი­ოს და შე­ა­ფა­სოს კონ­კრე­ტუ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას. მან უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლოს, თუ რამ­დე­ნად კა­ნონ­შე­სა­ბა­მი­სია კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ხომ არ აქვს ად­გი­ლი ცენ­ტრის მიერ სტუ­დენ­ტის ნაშ­რო­მის გას­წო­რე­ბი­სას არა­კომ­პე­ტენ­ტურ ან უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას" - აღ­ნიშ­ნა ეკა ლო­მი­ძემ.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს და ამ კონ­კრე­ტულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ფა­სე­ბის გა­კე­თე­ბა სთხო­ვა. უწყე­ბა­ში გან­გვი­ცხა­დეს, რომ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კო­მენ­ტარს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ა­კე­თე­ბენ:

„ეს არის აბი­ტუ­რი­ენ­ტის უფ­ლე­ბა, რომ გა­ა­სა­ჩივ­როს მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი. სწო­რედ ამი­ტომ არ­სე­ბობს სა­ა­პე­ლა­ციო პრო­ცე­სი ანუ პირ­ვე­ლა­დი შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, აბი­ტუ­რი­ენტს კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ა­სა­ჩივ­როს არა მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბის, არა­მედ მთლი­ა­ნი ტეს­ტის შე­ფა­სე­ბა. სა­ა­პე­ლა­ციო კო­მი­სია იხი­ლავს თი­თო­ე­ულ ასეთ გა­ნა­ცხადს. აბი­ტუ­რი­ენტს კა­ნო­ნით აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს და ასე­თი ფაქ­ტის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას გა­მო­ხა­ტავს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე" - გა­ნუ­მარ­ტეს AMBEBI.GE-ს გა­მოც­დე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის წე­რილ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

აბიტურიენტი გამოცდების ეროვნულ ცენტრს ქულების დაკლებაში ადანაშაულებს - რა საქმეს განიხილავს სასამართლო

აბიტურიენტი გამოცდების ეროვნულ ცენტრს ქულების დაკლებაში ადანაშაულებს - რა საქმეს განიხილავს სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო აბიტურიენტსა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს შორის სასამართლო დავას განიხილავს. საქმე ეხება 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს. 21 წლის მარიამი, რომელიც მაშინ აბიტურიენტი იყო, მიიჩნევს, რომ მისი ნაშრომები არასწორად, უსამართლოდ შეაფასეს. იგი ქულების მომატებასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. გოგონა უკვე სტუდენტია, თუმცა თვლის, რომ მისი ნაშრომების არასწორად გასწორების გამო, სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვდა.

კერძოდ, სტუდენტი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს ბრალს სდებს იმაში, რომ მისი ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ინგლისური ენის ნაშრომები არაობიექტურად იყო გასწორებული და მას ქულები მიზანმიმართულად დააკლეს. მოსარჩელეს დედა, რომელიც თავადაც განათლების სიტემაში მუშაობს და პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, AMBEBI.GE-სთან იმ გარემოებებზე საუბრობს, რომელთა გამოც ოჯახმა სასამართლოს მიმართა.

როგორც თამარ ბაკურაძე AMBEBI.GE-ს უამბობს, მან სასამართლოს გადასცა აღნიშნული ნაშრომების ალტერნატიული, ექსპერტული შეფასება (ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის არ.ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ გაცემული დასკვნა და ინგლისელი ენათმეცნიერებათა დოქტორის, თომას ვიერის წერილი) რომლითაც დასტურდება, რომ მისი შვილის ნაშრომები არასწორად იყო გასწორებული.

ეს დოკუმენტები მან AMBEBI.GE-საც წარუდგინა.

"პირადი გამოცდილება რომ არა, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ეროვნული გამოცდები არ იყო სამართლიანი, გამჭვირვალე. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ მინიმუმ ინგლისურისა და ქართულის კომისიების წევრები მაღალი რანგის პროფესიონალები არ არიან, რაზეც მეტყველებს ჩემ მიერ გამოვლენილი შეცდომები ტესტების დავალებებსა და თავად პირობებში.

ჩემთვის გამაოგნებელია ის რომ, კონკრეტულ გაპროტესტებულ საკითხზე, პასუხს ინგლისური ენის კომისია სტატისტიკური მონაცემებით ასაბუთებს. მაგალითად, თურმე იმას, რომ ნიმუშად დადებულ, კონკრეტული სტუდენტის მიერ შესრულებულ და უმაღლესი ქულით შეფასებულ წერილის დავალებაში შეცდომა არ არის, ადასტურებს ის, რომ ის სტუდენტთა 34 %-მა შეასრულა. გამსწორებლების არაკომპეტენტურობაზე თავისთავად მეტყველებს აპელაციების დაკმაყოფილების ძალზე მაღალი მონაცემიც - ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შემთხვევაში ყოველ მეოთხე აპელანტს შედეგი ეცვლება. ჩემი შვილის შემთხვევაში კი ერთ-ერთი კრიტერიუმის ნულოვანი შეფასება 2-ქულიანით შეიცვალა - მაშინ, როცა ნაშრომებს მინიმუმ 2, ხშირად კი 3, გამსწორებელი ასწორებს.

თუმცა, რა პროფესიონალიზმი უნდა მოსთხოვო გამსწორებელს, რომელსაც 1 ლარსაც არ უხდიან თითო ნაშრომის გასწორებაში? რაც მთავარია, არც ცენტრი და არც სამინისტრო არ დაინტერესებულა, რეალურად განეხილა ჩემ მიერ მითითებული საკითხები, ამგვარი ნიჰილისტური დამოკიდებულების შედეგია ალბათ ის გაუმჭვირვალობაც, რაც ცენტრს დაკანონებულიც კი აქვს: შეფასებებისა და შედეგების პროცედურები სრულიად დახურულია - მათ ვერავინ ვერანაირად გააკონტროლებს, რა პირად ინფორმაციაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როცა გამოცდები კონკურსია?" - აღნიშნა თამარ ბაკურაძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

მოსარჩელე მხარის უფლებებს ადვოკატი ეკა ლომიძე იცავს. იგი მიიჩნევს, რომ გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის კონსტიტუციით გარანტირებული განათლების უფლება დაარღვია:

"ეს საქმე ადასტურებს, რომ სტუდენტის შეფასებისას განსხვავებული მიდგომა არსებობს ერთი და იმავე დავალების სისწორესთან დაკავშირებით. აქ კი სახეზე გვაქვს სხვადასხვა კომპეტენტურ პირთა მიერ სხვადასხვანაირად გასწორებული ნაშრომი. ასეთ შემთხვევაში თავად ცენტრიც უნდა იყოს დაინტერესებული, რომ სტუდენტს არ დარჩეს უსამართლობის განცდა და შეფასდეს მინიმუმ სხვა, მოწვეული ექსპერტების მიერ ნაშრომი, რაც არ მომხდარა" - ამბობს ეკა ლომიძე.

ადვოკატის თქმით, განათლების სამინისტრომ თავი აარიდა საკუთარი მოვალეობის შესრულებას და საქმესთან მიმართებაში ზერელე დამოკიდებულება გამოავლინა.

"სტუდენტმა საჩივრით მიმართა ცენტრის ზემდგომ ორგანოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელმაც საჩივარი არ გამოიკვლია და ისევ გამოცდების ცენტრს გადაუგზავნა... სწორედ სამინისტროა ის ორგანო, რომელიც ამტკიცებს აღნიშნული ცენტრის საპრეტენზიო კომისიების შემადგენლობას და პასუხისმგებელია მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, რაც უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს კონკრეტული პრეტენზიების არსებობისას. მან უნდა გააკონტროლოს, თუ რამდენად კანონშესაბამისია კომისიის გადაწყვეტილება და ხომ არ აქვს ადგილი ცენტრის მიერ სტუდენტის ნაშრომის გასწორებისას არაკომპეტენტურ ან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას" - აღნიშნა ეკა ლომიძემ.

AMBEBI.GE დაუკავშირდა გამოცდების ეროვნულ ცენტრს და ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით შეფასების გაკეთება სთხოვა. უწყებაში განგვიცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ გააკეთებენ:

„ეს არის აბიტურიენტის უფლება, რომ გაასაჩივროს მიღებული შედეგი. სწორედ ამიტომ არსებობს სააპელაციო პროცესი ანუ პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, აბიტურიენტს კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში აქვს შესაძლებლობა გაასაჩივროს არა მხოლოდ კონკრეტული დავალების, არამედ მთლიანი ტესტის შეფასება. სააპელაციო კომისია იხილავს თითოეულ ასეთ განაცხადს. აბიტურიენტს კანონით აქვს მინიჭებული უფლება მიმართოს სასამართლოს და ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საკუთარ პოზიციას გამოხატავს სასამართლო პროცესზე" - განუმარტეს AMBEBI.GE-ს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის წერილში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ