სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბექა ოდიშარია ჩემი მეგობარია, მაგრამ თაბორის N1-ში სასტუმროს აშენება ჩვენთვის მისაღები არ არის" - მერი
"ბექა ოდიშარია ჩემი მეგობარია, მაგრამ თაბორის N1-ში სასტუმროს აშენება ჩვენთვის მისაღები არ არის" - მერი

ჩემი დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა მინ­და და­ვუ­დას­ტუ­რო ბექა ოდი­შა­რი­ას, თუმ­ცა ამ კონ­კრე­ტულ მო­ნაკ­ვეთ­ზე მშე­ნე­ბე­ლო­ბა ჩვენ­თვის არ არის მი­სა­ღე­ბი, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე, თა­ბო­რის N1-ში მდე­ბა­რე სა­და­ვო მი­წის ნაკ­ვეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

"რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ხილ­ვის საგ­ნად იქცა თა­ბო­რის N1-ში, ყო­ფი­ლი ბერ­ძნის ქუ­ჩა­ზე გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის სა­კი­თხი, სა­დაც სას­ტუმ­როს პრო­ექ­ტი უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო. ეს კონ­კრე­ტუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი ეკუთ­ვნის პარ­ლა­მენ­ტის წევრ ბექა ოდი­შა­რი­ას. ბექა არის ჩემი მე­გო­ბა­რი, მე აქ არა­ფე­რი მაქვს და­სა­მა­ლი, ჩვენ ერთი გუნ­დის წევ­რე­ბი ვართ, მაგ­რამ ჩემ­თვის, რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ჩვენ ყვე­ლა­ნი პირ­ველ ად­გილ­ზე ვა­ყე­ნებთ ქა­ლა­ქის ინ­ტე­რე­სებს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ კონ­კრე­ტულ მი­წის ნაკ­ვეთ­ზე გა­ცე­მუ­ლი არის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი გეგ­მა­რე­ბი­თი და­ვა­ლე­ბა, იქ რამ­დე­ნი­მე ნაკ­ვეთს, ზო­ნებს ადევს შე­საძ­ლებ­ლო­ბა პრო­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის, თუმ­ცა ვი­მე­ო­რებ, ჩვენ გა­მოვ­დი­ვართ ქა­ლა­ქის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან. ზო­გა­დად, რაც შე­ე­ხე­ბა ლან­დშაფ­ტის ზოლს, რო­მე­ლიც 80-იანი წლე­ბის შემ­დეგ არ გა­ნახ­ლე­ბუ­ლა, გვაქვს აუ­ცი­ლებ­ლო­ბა შე­იქ­მნას კო­მი­სია და გა­დავ­ხე­დოთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას,“ - გა­ნა­ცხა­და ქა­ლა­ქის მერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კო­მი­სი­ის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მას მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცია ექ­ნე­ბა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან, რად­გან ახა­ლი რე­ა­ლო­ბი­დან და მო­ცე­მუ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­კი­თხი სა­ჭი­რო­ებს მო­წეს­რი­გე­ბას.

"კი­დევ ვი­მე­ო­რებ, ჩემი დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა მინ­და და­ვუ­დას­ტუ­რო ბე­ქას, თუმ­ცა ამ კონ­კრე­ტულ მო­ნაკ­ვეთ­ზე მშე­ნე­ბე­ლო­ბა ჩვენ­თვის არ არის მი­სა­ღე­ბი. ვი­მე­ო­რებ, ბექა არის კე­თილ­სინ­დი­ე­რი მფლო­ბე­ლი ამ მი­წის და ჩვენ არ უნდა და­ვა­ზა­რა­ლოთ, რო­გორც სხვა შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და. იგი­ვე იყო კუს ტბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რეს­ტო­რან „ოტი­უ­მის“ წინ, სა­დაც გა­ცე­მუ­ლი იყო არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი გეგ­მა­რე­ბი­თი და­ვა­ლე­ბა. იქაც უნ­დო­დათ სას­ტუმ­როს პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. იგი­ვე იყო ვა­კის პარკთან, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ეს ად­გი­ლე­ბი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და პირ­ველ რიგ­ში, გა­მო­ვი­დეთ ქა­ლა­ქის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან,“ - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ბექა ოდიშარია ჩემი მეგობარია, მაგრამ თაბორის N1-ში სასტუმროს აშენება ჩვენთვის მისაღები არ არის" - მერი

"ბექა ოდიშარია ჩემი მეგობარია, მაგრამ თაბორის N1-ში სასტუმროს აშენება ჩვენთვის მისაღები არ არის" - მერი

ჩემი დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ბექა ოდიშარიას, თუმცა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მშენებელობა ჩვენთვის არ არის მისაღები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე, თაბორის N1-ში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით განაცხადა.

"რამდენიმე თვის წინ საზოგადოების განხილვის საგნად იქცა თაბორის N1-ში, ყოფილი ბერძნის ქუჩაზე განაშენიანების მიზანშეწონილობის საკითხი, სადაც სასტუმროს პროექტი უნდა განხორციელებულიყო. ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი ეკუთვნის პარლამენტის წევრ ბექა ოდიშარიას. ბექა არის ჩემი მეგობარი, მე აქ არაფერი მაქვს დასამალი, ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ, მაგრამ ჩემთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველანი პირველ ადგილზე ვაყენებთ ქალაქის ინტერესებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაცემული არის არქიტექტურული გეგმარებითი დავალება, იქ რამდენიმე ნაკვეთს, ზონებს ადევს შესაძლებლობა პროექტის მშენებლობის განხორციელების, თუმცა ვიმეორებ, ჩვენ გამოვდივართ ქალაქის ინტერესებიდან. ზოგადად, რაც შეეხება ლანდშაფტის ზოლს, რომელიც 80-იანი წლების შემდეგ არ განახლებულა, გვაქვს აუცილებლობა შეიქმნას კომისია და გადავხედოთ ამ მიმართულებას,“ - განაცხადა ქალაქის მერმა.

მისივე თქმით, კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მას მჭიდრო კომუნიკაცია ექნება კულტურის სამინისტროსთან, რადგან ახალი რეალობიდან და მოცემულობებიდან გამომდინარე საკითხი საჭიროებს მოწესრიგებას.

"კიდევ ვიმეორებ, ჩემი დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ბექას, თუმცა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მშენებელობა ჩვენთვის არ არის მისაღები. ვიმეორებ, ბექა არის კეთილსინდიერი მფლობელი ამ მიწის და ჩვენ არ უნდა დავაზარალოთ, როგორც სხვა შემთხვევაში მოხდა. იგივე იყო კუს ტბის ტერიტორიაზე, რესტორან „ოტიუმის“ წინ, სადაც გაცემული იყო არქიტექტურული გეგმარებითი დავალება. იქაც უნდოდათ სასტუმროს პროექტის განხორციელება. იგივე იყო ვაკის პარკთან, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ადგილები შევინარჩუნოთ და პირველ რიგში, გამოვიდეთ ქალაქის ინტერესებიდან,“ - განაცხადა კალაძემ.

რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს ხელისუფლება დედაქალაქში კორონავირუსის პრევენციის მიზნით - ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი - სტუმარი ელენე ხოშტარია

ემიგრანტების ინფორმაციით, საბერძნეთში, ათენში მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა სცადეს