მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ზალკალიანი ევროპის ქვეყნებში თავშესაფარის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
დავით ზალკალიანი ევროპის ქვეყნებში თავშესაფარის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ფუ­ჭია, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ყვე­ლა ასე­თი მცდე­ლო­ბა მო­ი­თხო­ვოს თავ­შე­სა­ფა­რი ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, - ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა ეს­პა­ნეთ­სა და საფ­რან­გეთ­ში ქუ­ჩა­ში მყო­ფი თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

და­ვით ზალ­კა­ლი­ანს კონ­კრე­ტუ­ლი რი­ცხვი არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია, თუ რამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა მო­ი­თხო­ვა თავ­შე­სა­ფა­რი ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, თუმ­ცა, მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს იმი­ჯი ევ­რო­კავ­შირ­ში არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­გორც უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნა და შე­სა­ბა­მი­სად, თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნა ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს არ და­უკ­მა­ყო­ფილ­დე­ბათ.

„ჩვენ მყი­სი­ე­რად ვრე­ა­გი­რებთ ნე­ბის­მი­ერ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე და ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს შემ­თხვე­ვაც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია. ჩვე­ნი კონ­სუ­ლე­ბი არი­ან მუდ­მივ კავ­შირ­ში სა­ი­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და მო­სახ­ლე­ო­ბამ უნდა გა­ი­გოს, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში არის შეყ­ვა­ნი­ლი უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბის რი­ცხვში. ანუ, ეს გუ­ლის­ხმობს იმას, რომ არც ერთი მი­მარ­თვა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ იქ­ნე­ბა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი. მო­ვუ­წო­დებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ ნუ ჩა­იგ­დე­ბენ თავს მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ის ხარ­ჯე­ბი, რო­მელ­საც ისი­ნი გა­ი­ღე­ბენ იმ მიზ­ნით, რომ წა­ვიდ­ნენ და თავ­შე­სა­ფა­რი მო­ი­თხო­ვონ, მხო­ლოდ და­ა­ზა­რა­ლებს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბათ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც კონ­სუ­ლე­ბი შეხ­ვდნენ ბარ­სე­ლო­ნა­სა და ამი­ენსში, მი­ნის­ტრის თქმით, მათ შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი აუხ­სნეს და ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი არის ის, რომ დაბ­რუნ­დნენ ქვე­ყა­ნა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სუ­ლებ­მა ბარ­სე­ლო­ნა­სა და ამი­ენსში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლეს, რო­მელ­თაც თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნის გამო ქუ­ჩა­ში ყოფ­ნა უწევთ.

სა­გა­რეო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ბარ­სე­ლო­ნას გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის ცენ­ტრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა იმ­ყო­ფე­ბი­ან და ღა­მეს ოჯა­ხებ­თან ერ­თად ქუ­ჩა­ში ათე­ნე­ბენ. ანა­ლო­გი­ურ შემ­თხვე­ვას ად­გი­ლი აქვს საფ­რან­გეთ­ში ქა­ლაქ, ამი­ენსში, სა­დაც ქუ­ჩა­ში, რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ზე ღა­მეს, ასე­ვე, ათე­ნებს თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნის მიზ­ნით საფ­რან­გეთ­ში ჩა­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ათე­უ­ლო­ბით მო­ქა­ლა­ქე მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვთან ერ­თად.

ემიგრანტების პასუხი
1

როცა მოვა ამბავი რომ დაიწყო ფაბრიკა -ქარხნების მშენებლობა ჩვენ თითონ ჩამოვალტ და შევებმევიტ მშენებლობას ეს ერთი. მეორე შემთხვევა რაც ევროპიდან ფული შემოდის და ტიტეული ჩინოვნიკი ტუ ვინცააა კიდევ 3000 ატასიან ტელეფონებს ყიდულობტ (რაც გაიგო ხალხმა) დაიკლოს თიტოეულმა ჩინოვნიკმა ატას ატასი ლარი და გაეციტ ყველა დაბალ ფენაში. ქულებს ნუკი უტვლიტ დიდი ფართი აქვს ტუ მაცივარი უდგას . მაცივარი არ იჭმება როცა ბავშვებს შიატ. მაშინ ყველა გასული ადამიანი სიხარულიტ დაბრუნდება ტავის სამშობლოში. ღამიტ ყველა ჩვენთაგანი მადა ვართ და დილიტ თვალს რომ გაახელ უცხო მხარეში ხარ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

დავით ზალკალიანი ევროპის ქვეყნებში თავშესაფარის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

დავით ზალკალიანი ევროპის ქვეყნებში თავშესაფარის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ფუჭია, საქართველოს მოსახლეობის ყველა ასეთი მცდელობა მოითხოვოს თავშესაფარი ევროპის ქვეყნებში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ესპანეთსა და საფრანგეთში ქუჩაში მყოფი თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით ზალკალიანს კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია, თუ რამდენმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი ევროპის ქვეყნებში, თუმცა, მისი თქმით, საქართველოს იმიჯი ევროკავშირში არის წარმოდგენილი, როგორც უსაფრთხო ქვეყანა და შესაბამისად, თავშესაფრის მოთხოვნა ჩვენს მოქალაქეებს არ დაუკმაყოფილდებათ.

„ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ ნებისმიერ შეტყობინებაზე და ინფორმაციაზე, რომელიც არის დაკავშირებული თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, ეს შემთხვევაც ჩვენთვის ცნობილია. ჩვენი კონსულები არიან მუდმივ კავშირში საიმიგრაციო სამსახურების წარმომადგენლებთან. ჩვენმა საზოგადოებამ და მოსახლეობამ უნდა გაიგოს, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში არის შეყვანილი უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში. ანუ, ეს გულისხმობს იმას, რომ არც ერთი მიმართვა, რომელიც იქნება თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით არ იქნება დაკმაყოფილებული. მოვუწოდებთ საზოგადოებას, ჩვენს მოსახლეობას, რომ ნუ ჩაიგდებენ თავს მძიმე მდგომარეობაში. ის ხარჯები, რომელსაც ისინი გაიღებენ იმ მიზნით, რომ წავიდნენ და თავშესაფარი მოითხოვონ, მხოლოდ დააზარალებს ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც კონსულები შეხვდნენ ბარსელონასა და ამიენსში, მინისტრის თქმით, მათ შესაბამისი პროცედურები აუხსნეს და ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ დაბრუნდნენ ქვეყანაში.

შეგახსენებთ, საქართველოს კონსულებმა ბარსელონასა და ამიენსში საქართველოს მოქალაქეები მოინახულეს, რომელთაც თავშესაფრის მოთხოვნის გამო ქუჩაში ყოფნა უწევთ.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ბარსელონას გადაუდებელი აუცილებლობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან და ღამეს ოჯახებთან ერთად ქუჩაში ათენებენ. ანალოგიურ შემთხვევას ადგილი აქვს საფრანგეთში ქალაქ, ამიენსში, სადაც ქუჩაში, რკინიგზის სადგურზე ღამეს, ასევე, ათენებს თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით საფრანგეთში ჩასული საქართველოს ათეულობით მოქალაქე მცირეწლოვან ბავშვთან ერთად.

"გოგონა, თქვენ ავადმყოფი ხართ" - რატომ გააღიზიანა სერგეი ლავროვი ქართველი ჟურნალისტის კითხვამ და როგორ ეხმაურებიან ფაქტს რუსეთში

LIVE: ალეკო ელისაშვილი "ნიუსრუმში"

რატომ არ მივიდა ფინანსთა მინისტრი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე - ივანე მაჭავარიანის განმარტება