პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამაზ გაიაშვილი - „ტავ ჯორჯია“ ერთადერთ ეროვნულ ავიაკომპანიას ხელოვნურ წინაღობებს უქმნის და ფრენებს უზღუდავს
თამაზ გაიაშვილი - „ტავ ჯორჯია“ ერთადერთ ეროვნულ ავიაკომპანიას ხელოვნურ წინაღობებს უქმნის და ფრენებს უზღუდავს

„ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, თა­მაზ გა­ი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, „ტავ ურ­ბან ჯორ­ჯია“ კა­ბა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბით მუ­შა­ობს, ერ­თა­დერთ ეროვ­ნულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას ხე­ლოვ­ნურ წი­ნა­ღო­ბებს უქ­მნის და ფრე­ნებს უზღუ­დავს. ამის შე­სა­ხებ თა­მაზ გა­ი­აშ­ვილ­მა „ტავ ურ­ბან ჯორ­ჯი­ა­სა“ და „ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ისს“ შო­რის არ­სე­ბულ და­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, „ტავ ურ­ბან ჯორ­ჯი­ას“ მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვი­სი თბი­ლის­სა და ბა­თუ­მის აე­რო­პორ­ტში სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. თა­მაზ გა­ი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მათ შო­რის თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში დარ­ღვე­უ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბიც, რაც მა­გა­ლი­თად, ასაფ­რენ ბი­ლიკ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

ამას­თან, რო­გორც „ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გა­ნა­ცხა­და, ის 9-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ას ბოლო 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უგ­როვ­და, მა­ღა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

„ავი­ა­კომ­პა­ნი­ას პირ­ვე­ლი პრე­ტენ­ზია „ტავ ურ­ბან ჯორ­ჯი­ას“ მი­მართ სა­ა­ვი­ა­ციო უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით აქვს: რო­გორ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია პე­რო­ნი, ასაფ­რე­ნი ბი­ლი­კი და ასე­ვე, ამა თუ იმ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას ის რა ტექ­ნი­კით ემ­სა­ხუ­რე­ბა. დღეს თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს.

9-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც „ტავ ურ­ბან ჯორ­ჯი­ას­თან“ გვაქვს, დაგ­როვ­და ერთი წლის მან­ძილ­ზე. ისი­ნი სა­უბ­რო­ბენ იმა­ზეც, რომ გარ­კვე­ულ შე­ღა­ვა­თებს გვი­წე­ვენ, მაგ­რამ ჩვენ ამ თან­ხებს მა­ინც ვერ ვიხ­დით. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, შე­ღა­ვა­თი რომ არ გვქონ­დეს, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვიქ­ნე­ბო­დით. ერთ გამ­სვლელ მგზავრზე გა­დახ­და და­ახ­ლო­ე­ბით 40 დო­ლა­რი გვიჯ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, სხვა ქვეყ­ნებ­შიც გვაქვს გა­და­სა­ხა­დე­ბი. ჩვენ ვდა­ვობთ, რომ ის გა­და­სა­ხა­დი, რო­მე­ლიც „ტავ ურ­ბან ჯორ­ჯი­ას“ აქვს, ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. გრა­ფი­კი კი არის შედ­გე­ნი­ლი, მაგ­რამ ვერ ვიხ­დით, ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. გვიხ­დე­ბა გი­გან­ტურ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­თან კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვა, რო­მელ­თაც რო­გორც სა­კუ­თარ ქვეყ­ნებ­ში, ისე აე­რო­პორ­ტებ­შიც აქვთ მხარ­და­ჭე­რა“, - გა­ნა­ცხა­და თა­მაზ გა­ი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტში უცხო­ურ კომ­პა­ნი­ას ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბა და ხელს უწყობს, რაც „ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სის“ შემ­თხვე­ვა­ში არ ხდე­ბა.

თა­მაზ გა­ი­აშ­ვი­ლის თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ „ტავ ურ­ბან ჯორ­ჯი­ას­თან“ შე­თან­ხმე­ბა არ მოხ­დე­ბა, შე­საძ­ლოა, კომ­პა­ნი­ამ სა­სა­მარ­თლო­საც მი­მარ­თოს.

(R)

ავტორი:

თამაზ გაიაშვილი - „ტავ ჯორჯია“ ერთადერთ ეროვნულ ავიაკომპანიას ხელოვნურ წინაღობებს უქმნის და ფრენებს უზღუდავს

თამაზ გაიაშვილი - „ტავ ჯორჯია“ ერთადერთ ეროვნულ ავიაკომპანიას ხელოვნურ წინაღობებს უქმნის და ფრენებს უზღუდავს

„ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის განცხადებით, „ტავ ურბან ჯორჯია“ კაბალური პირობებით მუშაობს, ერთადერთ ეროვნულ ავიაკომპანიას ხელოვნურ წინაღობებს უქმნის და ფრენებს უზღუდავს. ამის შესახებ თამაზ გაიაშვილმა „ტავ ურბან ჯორჯიასა“ და „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ტავ ურბან ჯორჯიას“ მომსახურების სერვისი თბილისსა და ბათუმის აეროპორტში საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. თამაზ გაიაშვილის განცხადებით, მათ შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დარღვეულია უსაფრთხოების ნორმებიც, რაც მაგალითად, ასაფრენ ბილიკთან დაკავშირებულ პრობლემებში გამოიხატება.

ამასთან, როგორც „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელმა განაცხადა, ის 9-მილიონიანი დავალიანება, რომელიც კომპანიას ბოლო 1 წლის განმავლობაში დაუგროვდა, მაღალი გადასახადებით არის გამოწვეული.

„ავიაკომპანიას პირველი პრეტენზია „ტავ ურბან ჯორჯიას“ მიმართ საავიაციო უსაფრთხოების კუთხით აქვს: როგორ მდგომარეობაშია პერონი, ასაფრენი ბილიკი და ასევე, ამა თუ იმ ავიაკომპანიას ის რა ტექნიკით ემსახურება. დღეს თბილისის აეროპორტის მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

9-მილიონიანი დავალიანება, რომელიც „ტავ ურბან ჯორჯიასთან“ გვაქვს, დაგროვდა ერთი წლის მანძილზე. ისინი საუბრობენ იმაზეც, რომ გარკვეულ შეღავათებს გვიწევენ, მაგრამ ჩვენ ამ თანხებს მაინც ვერ ვიხდით. წარმოიდგინეთ, შეღავათი რომ არ გვქონდეს, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით. ერთ გამსვლელ მგზავრზე გადახდა დაახლოებით 40 დოლარი გვიჯდება. გარდა ამისა, სხვა ქვეყნებშიც გვაქვს გადასახადები. ჩვენ ვდავობთ, რომ ის გადასახადი, რომელიც „ტავ ურბან ჯორჯიას“ აქვს, ძალიან მაღალია. გრაფიკი კი არის შედგენილი, მაგრამ ვერ ვიხდით, ძალიან მაღალია. გვიხდება გიგანტურ ავიაკომპანიებთან კონკურენციის გაწევა, რომელთაც როგორც საკუთარ ქვეყნებში, ისე აეროპორტებშიც აქვთ მხარდაჭერა“, - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.

მისივე განცხადებით, ხელისუფლება ქუთაისის აეროპორტში უცხოურ კომპანიას ფინანსურად ეხმარება და ხელს უწყობს, რაც „ჯორჯიან ეარვეისის“ შემთხვევაში არ ხდება.

თამაზ გაიაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ „ტავ ურბან ჯორჯიასთან“ შეთანხმება არ მოხდება, შესაძლოა, კომპანიამ სასამართლოსაც მიმართოს.

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის