სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი დეტალები გალის რაიონში 29 წლის ქართველი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტზე - "კვირას ექიმის დახმარება დასჭირდა..."
ახალი დეტალები გალის რაიონში 29 წლის ქართველი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტზე - "კვირას ექიმის დახმარება დასჭირდა..."

29 წლის ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლი­ას, რომ­ლის თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე დღეს ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, 11 მარტს ექი­მის დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და, - ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რეზო ქო­ბა­ლი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

"ინ­ფორ­მა­ცი­ას ვა­ზუს­ტებ სხვა­დას­ხვა წყა­როს­თან. ბო­ლოს რა ინ­ფორ­მა­ცი­აც მი­ვი­ღე, იყო ის, რომ თა­გი­ლო­ნი­დან მი­იყ­ვა­ნეს ექი­მი ნა­ბა­კე­ვის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მდგო­მა­რე­ო­ბა იყო მძი­მე, სხვა დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რო­ბენ", - აღ­ნიშ­ნა მან.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლია, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნა­ბა­კე­ვი-თა­გი­ლო­ნის სა­ზღვარ­ზე და­ა­კა­ვეს. ქო­ბა­ლი­ას თქმით, გარ­დაც­ვლილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ამ დრომ­დე აზუს­ტე­ბენ. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში გარ­დაც­ვლილს 2010 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გოგო ჰყავს და სე­ნაკ­შია მი­წე­რი­ლი.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ცხელ ხაზ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ გა­ლის რა­ი­ონ­ში 29 წლის ქარ­თველ­მა ახალ­გაზ­რდამ, რო­მე­ლიც დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, თავი მო­იკ­ლა.

"ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ფარ­გლებ­ში მოქ­მე­დი ცხე­ლი ხა­ზით, დე ფაქ­ტო აფხა­ზე­თის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ონ­ში ად­გი­ლი ჰქონ­და ად­გი­ლობ­რი­ვი მკვიდ­რის, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის, 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ირაკ­ლი თა­მა­ზის ძე კვა­რა­ცხე­ლი­ას თვით­მკვლე­ლო­ბის ფაქტს. მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლია დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მხრი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ობი­ექ­ტუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სუს-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ახალი დეტალები გალის რაიონში 29 წლის ქართველი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტზე - "კვირას ექიმის დახმარება დასჭირდა..."

ახალი დეტალები გალის რაიონში 29 წლის ქართველი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტზე - "კვირას ექიმის დახმარება დასჭირდა..."

29 წლის ირაკლი კვარაცხელიას, რომლის თვითმკვლელობაზე დღეს ინფორმაცია გავრცელდა, 11 მარტს ექიმის დახმარება დასჭირდა, - ამის შესახებ Ambebi.ge-ს სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა რეზო ქობალიამ განუცხადა.

"ინფორმაციას ვაზუსტებ სხვადასხვა წყაროსთან. ბოლოს რა ინფორმაციაც მივიღე, იყო ის, რომ თაგილონიდან მიიყვანეს ექიმი ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე. როგორც ამბობენ, მდგომარეობა იყო მძიმე, სხვა დეტალებზე არ საუბრობენ", - აღნიშნა მან.

მისი ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელია, სავარაუდოდ, ნაბაკევი-თაგილონის საზღვარზე დააკავეს. ქობალიას თქმით, გარდაცვლილთან დაკავშირებით ინფორმაციას ამ დრომდე აზუსტებენ. მისივე ინფორმაციით, მონაცემთა ბაზაში გარდაცვლილს 2010 წელს დაბადებული გოგო ჰყავს და სენაკშია მიწერილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს", - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"