გორში დაკარგული 15 წლის ბავშვი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მოზარდი თბილისშია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
15 წლის აჩიკო კობერიძეს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა. აჩიკო კობერიძე გორის მე-3 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეა.