Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა" - რაზე საუბრობენ სამეფო ოჯახის წარმომადგენლების ადვოკატები
"ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა" - რაზე საუბრობენ სამეფო ოჯახის წარმომადგენლების ადვოკატები

ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი არ არის ბაგ­რა­ტი­ო­ნი, ის არის სი­ხა­რუ­ლი­ძე და გვარს იბ­რა­ლებს, - ამის შე­სა­ხებ და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის ად­ვო­კატ­მა ლე­ვან ჩხა­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. ად­ვო­კა­ტის თქმით, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის ოჯახ­ზე დნმ კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა, რი­თაც და­ად­გი­ნა, რომ ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის მამა ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი ბაგ­რა­ტი­ო­ნი არ არის და სი­ნამ­დვი­ლე­ში სი­ხა­რუ­ლი­ძეა.

"ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ჩემ­თვის არ მო­უ­ცი­ათ, მაგ­რამ ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია და სან­დო წყა­რო­თი ვიცი, რომ სა­პატ­რი­არ­ქომ ჩა­ა­ტა­რა დნმ კვლე­ვა და ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი არ არის ბაგ­რა­ტი­ო­ნი. ის არის სი­ხა­რუ­ლი­ძე და იბ­რა­ლებს გვარს. ეს ინ­ფორ­მა­ცია ჩვენ გვაქვს. აი, ახლა წა­ვიდ­ნენ და მი­ჩივ­ლონ. თუ არ არის სი­ხა­რუ­ლი­ძე მო­მი­ტა­ნოს დნმ-ის ანა­ლი­ზის დას­კვნა", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა ლე­ვან ჩხა­ი­ძემ.

მან ისა­უბ­რა გა­მო­ცე­მა "დე­ი­ლი მე­ილ­თან" და­კავ­ში­რე­ბი­თაც აღ­ნიშ­ნა, რომ ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის ოჯახ­მა ამ გა­მო­ცე­მას და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის სა­ხე­ლის შე­ლახ­ვის მიზ­ნით დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა შე­უკ­ვე­თა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა გა­მო­ცე­მა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა 3000 ფუნ­ტის სა­ნაც­ვლოდ გა­მო­ცე­მის ჟურ­ნა­ლისტს ბაგ­რა­ტი­ონ­თა ჯილ­დოს გა­და­ცე­მა შეს­თა­ვა­ზა.

„რაც შე­ე­ხე­ბა „დე­ი­ლი მე­ილს", მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც მო­გი­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ როცა "დე­ი­ლი მე­ილს" იყე­ნებთ წყა­როდ, უნდა ვნა­ხოთ რა გა­ზეთ­თან გვაქვს საქ­მე. ეს არის უკი­დუ­რე­სად მარ­გი­ნა­ლუ­რი და არა­სან­დო გა­ზე­თი. ეს გა­ზე­თი თა­ნამ­შრომ­ლობს გრუ­ზინ­სკებ­თან და ეს იყო გრუ­ზინ­სკე­ბის მიერ შეკ­ვე­თი­ლი სტა­ტია, რათა და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის­თვის ჩრდი­ლი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნათ", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ჩხა­ი­ძემ.

თბი­ლი­სი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში სა­მე­ფო ოჯა­ხის და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი­სა და ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის საქ­მე­ზე პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ლე­ვან ჩხა­ი­ძე აცხა­დებს, რომ ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბულ სა­სა­მარ­თლო და­ვას ვერ მო­ი­გებს.

„და­ვის და­წყე­ბის მი­ზა­ნი ის არის, რომ არა­ნა­ი­რი ლე­გი­ტი­მა­ცია არ გა­აჩ­ნია ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის ოჯახს, რომ ისი­ნი არი­ან ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი. სა­სა­მარ­თლოს გზით ცდი­ლო­ბენ მი­ი­ღონ სა­ხელ­მწი­ფოს­გან აღი­ა­რე­ბა. მათი პო­ზი­ცია ძა­ლი­ან სუს­ტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გან­წყო­ბი­ლი ვართ ოპ­ტი­მის­ტუ­რად და ამ პრო­ცესს მო­ვი­გებთ", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა ლე­ვან ჩხა­ი­ძემ სა­სა­მარ­თლო სხდო­მის და­წყე­ბამ­დე.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი ყო­ფილ მე­უღ­ლეს, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელს ადა­ნა­შა­უ­ლებს და აცხა­დებს, რომ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე სა­მე­ფო ოჯა­ხის სა­ხელს ბო­რო­ტად იყე­ნებს და ჯილ­დო­ებს ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის სა­ხე­ლით უკა­ნო­ნოდ არი­გებს.

რო­გორც სხდო­მის და­წყე­ბამ­დე ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის ად­ვო­კატ­მა ლე­ვან გო­რე­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მსგავ­სი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ქმე­დე­ბა და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა 2017 წელს, რო­დე­საც „დე­ი­ლი მე­ი­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტმა სა­მე­ფო ჯილ­დოს გა­და­ცე­მის სა­ნაც­ვლოდ მას 3000 ფუნ­ტი შეს­თა­ვა­ზა, რა­საც და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი და­თან­ხმდა. ად­ვო­კა­ტის თქმით, გა­მო­ცე­მის ეს სტა­ტია საქ­მე­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად დევს.

ად­ვო­კა­ტის თქმით, სა­სა­მარ­თლო და­ვის და­წყე­ბით, ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის ოჯა­ხის მო­თხოვ­ნის სა­გა­ნი არის ის, რომ და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელს აეკ­რძა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის სა­ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა მე­სა­მე პი­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

„დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ხით გვაქვს პრე­სა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ის ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლი­თაც „დე­ი­ლი მე­ი­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტის მხრი­დან ჩა­ტარ­და ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტი, რო­დე­საც სა­ტე­ლე­ფო­ნო შე­თა­ვა­ზე­ბი­სას და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი კონ­კრე­ტუ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ და­თან­ხმდა ამ ორ­დე­ნის გა­და­ცე­მას. ეს არის ერ­თუ­ლი შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც გა­მოვ­ლინ­და, თუმ­ცა ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია სხვა შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხე­ბაც, რო­დე­საც აღ­ნიშ­ნულს ად­გი­ლი ჰქონ­და და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის მხრი­დან. ამ საქ­მე­ში ეს არის ძა­ლი­ან ვიწ­რო ნა­წი­ლი. იგი თა­ვის თავს უწო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მე­თა­ურს. მას აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია თა­ვის სა­იტ­ზე აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი და ეს არის ის ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი, რა­საც ჩვენ ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით. ჩვე­ნი მი­ზა­ნია ის, რომ მო­მა­ვალ­ში არ მოხ­დეს მსგა­ვი რამ. ამის­თვის ვიბ­რძვით“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ავტორი:

"ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა" - რაზე საუბრობენ სამეფო ოჯახის წარმომადგენლების ადვოკატები

"ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა" - რაზე საუბრობენ სამეფო ოჯახის წარმომადგენლების ადვოკატები

ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე და გვარს იბრალებს, - ამის შესახებ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ადვოკატის თქმით, არსებული ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახზე დნმ კვლევა ჩაატარა, რითაც დაადგინა, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მამა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი ბაგრატიონი არ არის და სინამდვილეში სიხარულიძეა.

"ოფიციალური მონაცემები ჩემთვის არ მოუციათ, მაგრამ ჩემთვის ცნობილია და სანდო წყაროთი ვიცი, რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი. ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს. ეს ინფორმაცია ჩვენ გვაქვს. აი, ახლა წავიდნენ და მიჩივლონ. თუ არ არის სიხარულიძე მომიტანოს დნმ-ის ანალიზის დასკვნა", - განაცხადა ადვოკატმა ლევან ჩხაიძემ.

მან ისაუბრა გამოცემა "დეილი მეილთან" დაკავშირებითაც აღნიშნა, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახმა ამ გამოცემას დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სახელის შელახვის მიზნით დეზინფორმაციის გამოქვეყნება შეუკვეთა.

ადვოკატის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გამოცემაში გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა 3000 ფუნტის სანაცვლოდ გამოცემის ჟურნალისტს ბაგრატიონთა ჯილდოს გადაცემა შესთავაზა.

„რაც შეეხება „დეილი მეილს", მინდა საზოგადოებას და ჟურნალისტებსაც მოგიწოდოთ ინფორმაცია, რომ როცა "დეილი მეილს" იყენებთ წყაროდ, უნდა ვნახოთ რა გაზეთთან გვაქვს საქმე. ეს არის უკიდურესად მარგინალური და არასანდო გაზეთი. ეს გაზეთი თანამშრომლობს გრუზინსკებთან და ეს იყო გრუზინსკების მიერ შეკვეთილი სტატია, რათა დავით ბაგრატიონ-მუხრანელისთვის ჩრდილი მიეყენებინათ", - განაცხადა ლევან ჩხაიძემ.

თბილისი საქალაქო სასამართლოში სამეფო ოჯახის დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

ლევან ჩხაიძე აცხადებს, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო დავას ვერ მოიგებს.

„დავის დაწყების მიზანი ის არის, რომ არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახს, რომ ისინი არიან ბაგრატიონები. სასამართლოს გზით ცდილობენ მიიღონ სახელმწიფოსგან აღიარება. მათი პოზიცია ძალიან სუსტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, განწყობილი ვართ ოპტიმისტურად და ამ პროცესს მოვიგებთ", - განაცხადა ადვოკატმა ლევან ჩხაიძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე.

როგორც ცნობილია, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლე სამეფო ოჯახის სახელს ბოროტად იყენებს და ჯილდოებს ბაგრატიონების სახელით უკანონოდ არიგებს.

როგორც სხდომის დაწყებამდე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი არაკეთილსინდისიერი ქმედება დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა გამოავლინა 2017 წელს, როდესაც „დეილი მეილის" ჟურნალისტმა სამეფო ჯილდოს გადაცემის სანაცვლოდ მას 3000 ფუნტი შესთავაზა, რასაც დავით ბაგრატიონი დათანხმდა. ადვოკატის თქმით, გამოცემის ეს სტატია საქმეში მტკიცებულებად დევს.

ადვოკატის თქმით, სასამართლო დავის დაწყებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახის მოთხოვნის საგანი არის ის, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს აეკრძალოს საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენება მესამე პირებთან ურთიერთობაში.

„დღეის მდგომარეობით, მტკიცებულებების სახით გვაქვს პრესაში გავრცელებული ის ინფორმაცია, რომლითაც „დეილი მეილის" ჟურნალისტის მხრიდან ჩატარდა ჟურნალისტური ექსპერიმენტი, როდესაც სატელეფონო შეთავაზებისას დავით ბაგრატიონ-მუხრანელი კონკრეტული თანხის სანაცვლოდ დათანხმდა ამ ორდენის გადაცემას. ეს არის ერთული შემთხვევა, რომელიც გამოვლინდა, თუმცა ჩვენთვის ცნობილია სხვა შემთხვევების შესახებაც, როდესაც აღნიშნულს ადგილი ჰქონდა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან. ამ საქმეში ეს არის ძალიან ვიწრო ნაწილი. იგი თავის თავს უწოდებს საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს. მას აღნიშნული ინფორმაცია თავის საიტზე აქვს მითითებული და ეს არის ის ძირითადი საკითხი, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით. ჩვენი მიზანია ის, რომ მომავალში არ მოხდეს მსგავი რამ. ამისთვის ვიბრძვით“, - განაცხადა ადვოკატმა.

თბილისში გაუპატიურებისა და თვითნებობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - "ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი სქესობრივი კავშირი დაამყარა"

გაერთიანებული ოპოზიციის  წევრის ინფორმაციით, ერთ-ერთი აქტივისტის მანქანას იარაღიდან ესროლეს

ფოთი-ხობის გზაზე თხილით დატვირთული ავტომობილი გაიტაცეს - ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს