საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან 20 და 21 წლის ახალგაზრდები, რომლებიც გლდანში "საქართველოს ბანკს" დაესხნენ თავს
ვინ არიან 20 და 21 წლის ახალგაზრდები, რომლებიც გლდანში "საქართველოს ბანკს" დაესხნენ თავს

გლ­დან­ში „სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ მომ­ხდარ თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს სა­სა­მარ­თლომ აღ­კვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

8 მარტს მომ­ხდა­რ ყა­ჩა­ღუ­რ თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 20 და 21 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი, რო­მელ­თაც ბრა­ლი რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნათ.

შსს-ს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის მა­მუ­კა ჭე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი ყა­ჩა­ღო­ბის, პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნიკა ქარ­სა­ლა­ძეა, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში ქურ­დო­ბის­თვი­საა ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. ასე­ვე, წარ­სულ­ში ქურ­დო­ბის­თვი­საა ნა­სა­მარ­თლე­ვია 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კახა გამ­ხუ­აშ­ვი­ლი მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

21 წლის ნიკა ქარ­სე­ლა­ძე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია. რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ფე­ის­ბუქ-გვერ­დე­ბი­დან ირ­კვე­ვა, გამ­ხუ­აშ­ვი­ლი და ქარ­სე­ლა­ძე ახლო მე­გობ­რე­ბი არი­ან, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მათი ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბი იძებ­ნე­ბა.

რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლი გულ­დე­და­ვამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ტა­ცე­ბუ­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და მათ არ ჰქონ­დათ თავ­ზე არა­ფე­რი ჩა­მო­ფა­რე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა მათი ამოც­ნო­ბა შეძ­ლეს. ასე­ვე ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის გან­მარ­ტე­ბით, ავ­ტო­მო­ბილ­ში მო­იხ­სნა ნი­ღა­ბი. სწო­რედ ასე შეძ­ლეს მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ყა­ჩა­ღე­ბი­სას გა­ტა­ცე­ბუ­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბას, პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ახ­ლო­ე­ბით 8 100 ევრო, 13 000 დო­ლა­რი და 10 000 ლა­რია წა­ღე­ბუ­ლი ბან­კი­დან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ვინ არიან 20 და 21 წლის ახალგაზრდები, რომლებიც გლდანში "საქართველოს ბანკს" დაესხნენ თავს

ვინ არიან 20 და 21 წლის ახალგაზრდები, რომლებიც გლდანში "საქართველოს ბანკს" დაესხნენ თავს

გლდანში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

8 მარტს მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულები არიან წარსულში ნასამართლევი 20 და 21 წლის ახალგაზრდები, რომელთაც ბრალი რამდენიმე მუხლით წარედგინათ.

შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული 1998 წელს დაბადებული ნიკა ქარსალაძეა, რომელიც წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ასევე, წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევია 1999 წელს დაბადებული კახა გამხუაშვილი მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

21 წლის ნიკა ქარსელაძე დაოჯახებულია. როგორც დაკავებულების ფეისბუქ-გვერდებიდან ირკვევა, გამხუაშვილი და ქარსელაძე ახლო მეგობრები არიან, სოციალურ ქსელში მათი ერთობლივი ფოტოები იძებნება.

როგორც საქმის პროკურორმა ირაკლი გულდედავამ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, ბრალდებულები მთელი ღამის განმავლობაში გატაცებულებთან ერთად იმყოფებოდნენ და მათ არ ჰქონდათ თავზე არაფერი ჩამოფარებული, შესაბამისად, დაზარალებულებმა მათი ამოცნობა შეძლეს. ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაზარალებულის განმარტებით, ავტომობილში მოიხსნა ნიღაბი. სწორედ ასე შეძლეს მისი იდენტიფიცირება.

რაც შეეხება დაყაჩაღებისას გატაცებული თანხის ოდენობას, პროკურორის ინფორმაციით, დაახლოებით 8 100 ევრო, 13 000 დოლარი და 10 000 ლარია წაღებული ბანკიდან.

"10 წლის გოგონამ თქვა, რომ ოჯახის ახლობელმა მამაკაცმა მის მიმართ სექსუალური სახის გარყვნილი ქმედება განახორციელა" - "იალქანი"

დაკავებულია "ყასაბიჩი", "ჩიჟიკა", "მღვდელოვიჩი"... -  შსს-მ "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ბრალდებით 25 პირი დააკავა, 4-ს ბრალი წარედგინა, იძებნება 2 პირი

ქმრის მიერ მოკლული 33 წლის მარიამ წივწივაძის საქმე ოჯახმა სტრასბურგში მოიგო - "მან ტრაგედიამდე, სულ ცოტა,11-ჯერ მიმართა პოლიციას დახმარებისთვის"