საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბუნჩულა ბავშვი გადაიქცა მონსტრად..." - კომპიუტერული თამაშებით შეწუხებული მშობლები და ფსიქოლოგის რჩევები
"ბუნჩულა ბავშვი გადაიქცა მონსტრად..." - კომპიუტერული თამაშებით შეწუხებული მშობლები და ფსიქოლოგის რჩევები

"რო­გორ მო­ვა­შო­რო ბავ­შვი გა­ჯე­ტებს? რო­გორ მო­ვა­შო­რო ლეპ­ტოპს, რობ­ლო­ქსს? მე­ცა­დი­ნე­ო­ბაც უხა­რო­და ადრე, თა­მა­შიც, გა­რეთ გას­ვლაც... აღა­რა­ფე­რი აღარ უნდა. მე­ცა­დი­ნე­ობს - თა­მაშ­ზე ფიქ­რობს, იძი­ნებს - მა­გა­ზე ფიქ­რობს, ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმი­ტომ, რომ იცის, მერე ლეპ­ტო­პთან გა­იქ­ცე­ვა... ბუნ­ჩუ­ლა ბავ­შვი გა­და­იქ­ცა მონ­სტრად... სა­ერ­თოდ აღა­რა­ფე­რი არ უნდა, მხო­ლოდ ლეპ­ტო­პი! რა გა­ვა­კე­თო?" - ეს ერთ-ერთი მშობ­ლის წუ­ხი­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და მას­ში ალ­ბათ ბევ­რი თქვენ­გა­ნი ამო­იც­ნობს სა­კუ­თარ თავს...

ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეპო­ქა მშობ­ლე­ბის­თვის ახა­ლი და თით­ქმის და­უძ­ლე­ვე­ლი გა­მოწ­ვე­ვა გახ­და - კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბის სამ­ყა­როს­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მშობ­ლე­ბი სულ უფრო ხში­რად მარ­ცხდე­ბი­ან, ბავ­შვე­ბი კი სულ უფრო აქ­ტი­უ­რად ხდე­ბი­ან ამ სამ­ყა­როს ნა­წილ­ნი, რაც გარ­კვე­ულ­წი­ლად რე­ა­ლო­ბის­თან მათ გა­თიშ­ვას, ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბა­სა და მეტ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­დო­ბას იწ­ვევს.

თა­მა­შე­ბი, რომ­ლებ­მაც შე­საძ­ლოა ბავ­შვის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყროს, უსას­რუ­ლოდ ბევ­რია, თუმ­ცა ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში მშობ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად ორ ვი­დე­ო­თა­მაშს - "რობ­ლო­ქსსა" და "მა­ინ­კრაფტს" ასა­ხე­ლე­ბენ.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რო­გო­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს ამ ვი­დე­ო­თა­მა­შებს ინ­ტერ­ნეტ­ში.

„რობ­ლო­ქ­სი უფრო მე­ტია ვიდ­რე გა­სარ­თო­ბი პლატ­ფორ­მა. ეს ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ხელ­სა­წყოა, სა­დაც კრე­ა­ტი­უ­ლო­ბი­სა და წარ­მო­სახ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­უ­ზღუ­და­ვია“ - ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს "რობ­ლო­ქსს" ინ­ტერ­ნეტ­ში.

და­ახ­ლო­ე­ბით ასე­ვე ახა­სი­ა­თე­ბენ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, მე­ო­რე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ თა­მაშს "მა­ინ­კრაფტს".

"მშობ­ლე­ბი ხში­რად კი­თხუ­ლო­ბენ: არის თუ არა მა­ინ­კრაფ­ტი ცუდი ბავ­შვე­ბის­თვის? პა­სუ­ხია - არა! ეს იმ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის თა­მა­შებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა რო­მე­ლიც ვი­დე­ო­თა­მა­შის გა­სარ­თობ მხა­რეს ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უნა­რე­ბის ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას­თან აკავ­ში­რებს, რო­გო­რიც კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბაა“ - ნათ­ქვა­მია "მა­ინ­კრაფ­ტის" შე­სა­ხებ.

რა გავ­ლე­ნას ახ­დენს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და ფსი­ქი­კა­ზე - ამ სა­კი­თხზე სა­სა­უბ­როდ AMBEBI.GE-მ ფსი­ქო­ლოგ თიკო ესე­ბუ­ას მი­მარ­თა.

- ძი­რი­თა­დად, ბავ­შვი გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბის მი­მართ ხდე­ბა უყუ­რა­დღე­ბო და დაბ­ნე­უ­ლი იმი­ტომ რომ, თა­მაშ­ზე არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. კი­დევ ერთი უარ­ყო­ფი­თი, რაც თა­მა­შებს შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს, არის ფრუსტრა­ცია. ანუ ბავ­შვი წარ­მა­ტე­ბას ვერ აღ­წევს თა­მაშ­ში, არა­და ამ მო­მენ­ტში მისი სამ­ყა­რო ის არის, და შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს გან­ცდა, რომ ცხოვ­რე­ბა­შიც ასე­თი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

ეს სწავ­ლა­ზეც ახ­დენს გავ­ლე­ნას - ერთი ის, რომ მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა თა­მაშ­ზე აქვს გა­და­ტა­ნი­ლი, რო­დის მივა სახ­ლში, რო­დის ჩარ­თავს კომ­პი­უ­ტერს. მე­ო­რე ის, რომ თუ აქ ვერ აღ­წევს წარ­მა­ტე­ბას, შე­იძ­ლე­ბა ჩათ­ვა­ლოს რომ სო­ცი­უმ­შიც, კლას­შიც, აკა­დე­მი­ურ მოს­წრე­ბა­შიც, სწავ­ლა­შიც შე­იძ­ლე­ბა ვერ მი­აღ­წი­ოს წარ­მა­ტე­ბას.

შე­იძ­ლე­ბა იყოს ბავ­შვი ნი­ჭი­ე­რი, მაგ­რამ ეს მის ქვეც­ნო­ბი­ერ­ზე იმ­დე­ნად მოქ­მე­დებს, ით­რგუ­ნე­ბა და ეს ათ­ვი­სე­ბის უნარს ბლო­კავს. თუ აღ­წევს წარ­მა­ტე­ბას კომ­პი­უ­ტე­რულ თა­მაშ­ში, ესეც შე­იძ­ლე­ბა ორგვა­რად მოქ­მე­დებ­დეს, თუ აღ­წევს წარ­მა­ტე­ბას ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ, და­დე­ბი­თი ტი­პის თა­მა­შებ­ში წარ­მა­ტე­ბას, მა­შინ უფრო მე­ტად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა, ხოლო თუ წარ­მა­ტე­ბას აღ­წევს აგ­რე­სი­უ­ლი ტი­პის თა­მა­შებ­ში, მა­შინ ეს მის აგ­რე­სი­ას კი­დევ უფრო მე­ტად ამ­ყა­რებს" - გან­მარ­ტავს ფსი­ქო­ლო­გი.

ბავ­შვი ფაქ­ტობ­რი­ვად პა­რა­ლე­ლურ სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რობს. 13 წლი­საა. აქვს ჭარ­ბი წონა, გარ­კვე­უ­ლი კომ­პლექ­სე­ბიც. არ ჰყავს რე­ა­ლუ­რი მე­გობ­რე­ბი, მხო­ლოდ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი, ვი­საც არც კი იც­ნობს. დი­ლით 5 სა­ათ­ზე დგე­ბა და თა­მაშს იწყებს - წერს კი­დევ ერთი მშო­ბე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში...

ფსი­ქო­ლო­გის თქმით, ყვე­ლა­ნა­ი­რი თა­მა­ში იწ­ვევს მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბას და არა მხო­ლოდ ბავ­შვებ­ში, არა­მედ ზრდას­რუ­ლებ­შიც.

"პირ­ველ რიგ­ში, მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბას იწ­ვევს იმი­ტომ, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბას ახ­დე­ნენ იქ, რა­ღა­ცას გა­ნა­გე­ბენ. შემ­დეგ უკვე აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­დის ეს ყვე­ლა­ფე­რი აგ­რე­სი­ა­ში იმის მი­ხედ­ვით, თუ რა ტი­პის თა­მაშს თა­მა­შო­ბენ. თუ არის ეს ისე­თი ტი­პის თა­მა­შე­ბი, სა­დაც ვი­ღაც უნდა მოკ­ლა და გა­ი­მარ­ჯვო, თა­ვის­თა­ვად ეს ქვეც­ნო­ბი­ე­რად იწ­ვევს აგ­რე­სი­ას.

ვთქვათ, თა­მა­ში არის ასე აგე­ბუ­ლი - ვინ­მე უნდა მოკ­ლა და სა­ნაც­ვლოდ მი­ი­ღო ჯილ­დო, ამ შემ­თხვე­ვა­ში ქულა ან შემ­დეგ ტურ­ში გა­დას­ვლა, რაც წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა და ქვეც­ნო­ბი­ერ­ში ეს უარ­ყო­ფი­თად ილე­ქე­ბა - რა­დი­კა­ლუ­რად ცუდი საქ­ცი­ე­ლი, რო­გო­რიც არის ვი­ღა­ცის მკვლე­ლო­ბა, გა­ნა­პი­რო­ბებს ჯილ­დოს მი­ღე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მზა­ო­ბა უარ­ყო­ფი­თის­კენ ბავ­შვში თა­ვის­თა­ვად ჩნდე­ბა" - ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი და გან­მარ­ტავს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის თა­მა­ში, და­ძა­ბუ­ლო­ბას იწ­ვევს, რად­გან მან არ იცის შეძ­ლებს თუ არა წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას.

კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბის შვი­ლებ­ზე გავ­ლე­ნით შე­წუ­ხე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი იმა­ზეც წუ­ხან, რომ ბავ­შვებს სხვა აგ­რე­სი­ულ გა­მოვ­ლი­ნე­ბებ­თან ერ­თად, შფო­თი­ა­ნი ძილი ახა­სი­ა­თებთ. ფსი­ქო­ლო­გის თქმით, ასეთ დროს ტვი­ნი დას­ვე­ნე­ბას ვერ ახერ­ხებს, რაც ბავ­შვში კი­დევ უფრო მეტ და­ძა­ბუ­ლო­ბას იწ­ვევს, ამი­ტომ მშობ­ლებს უჩევს, ბავ­შვებს ძი­ლის წინ თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცენ.

თუმ­ცა, აქ ის­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი და ყვე­ლა­ზე რთუ­ლი კი­თხვა - რო­გორ მოვ­წყვი­ტოთ ბავ­შვე­ბი კომ­პი­უ­ტე­რულ თა­მა­შებს ?

"ჩემი ბავ­შვი ჩა­ციკ­ლუ­ლია რობ­ლო­ქსზე (გლო­ბა­ლუ­რი სა­თა­მა­შო პლატ­ფორ­მა, ონ­ლა­ინ-თა­მა­ში, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მო­თა­მა­შეს შექ­მნას სა­კუ­თა­რი თა­მა­ში, ან ითა­მა­შოს სხვა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მიერ შექ­მნი­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბით. პლატ­ფორ­მა სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მო­თა­მა­შეს ლე­გოს მსგავ­სი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ბლო­კე­ბით ითა­მა­შოს, ავტ.) ძა­ლი­ან გვი­ჭირს ლეპ­ტო­პის ბო­ლომ­დე აკ­რძალ­ვა, მაგ­რამ მგო­ნი, ბო­ლოს ეგ მოგ­ვი­წევს" - კი­დევ ერთი მშობ­ლის პო­ზი­ცი­ას ფსი­ქო­ლო­გი თიკო ესე­ბუა ბო­ლომ­დე არ იზი­ა­რებს და ამ­ბობს, რომ აკ­რძალ­ვა უფრო მე­ტად აღ­ვი­ვებს და ამ­ყა­რებს უკვე არ­სე­ბულ ინ­ტე­რესს.

"ალ­ბათ, ჯობს, რომ ჩვენც ვი­მოქ­მე­დოთ ქვეც­ნო­ბი­ერ­ზე ანუ მშო­ბელ­მა შე­ის­წავ­ლოს თა­მა­ში ბავ­შვის­გან შე­უმ­ჩნევ­ლად და გა­ი­გოს, რა ტი­პის თა­მა­შებს თა­მა­შობს ის. შემ­დეგ კი თა­მაშ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას მო­არ­გოს და ბავ­შვს მო­უყ­ვეს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ამ­ბად და ამას­თა­ნა­ვე გა­უს­ვას ხაზი, რომ ეს ის­ტო­რია კარ­გად არ დას­რულ­და. ეს ძა­ლი­ან ტექ­ნი­კუ­რად უნდა მო­ა­ხერ­ხოს მშო­ბელ­მა, რად­გან, რო­გორც თა­მა­ში მოქ­მე­დებს ქვეც­ნო­ბი­ე­რად ბავ­შვზე, ჩვენც ისე უნდა ვი­მოქ­მე­დოთ.

თუ პირ­და­პირ და­ვუ­წყებთ აკ­რძალ­ვას, პი­რი­ქით, უფრო მე­ტად გამ­ყარ­დე­ბა ინ­ტე­რე­სი და შე­იძ­ლე­ბა გაღ­ვივ­დეს კი­დეც, რად­გან აკ­რძალ­ვა ყო­ველ­თვის იწ­ვევს ინ­ტე­რესს. ამი­ტომ, უმ­ჯო­ბე­სია ქვეც­ნო­ბი­ერ ზე­გავ­ლე­ნას ისევ ქვეც­ნო­ბი­ე­რი ზე­გავ­ლე­ნით ვებ­რძო­ლოთ. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად შეგ­ვიძ­ლია რე­კო­მენ­და­ცია გა­ვუ­წი­ოთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ტი­პის თა­მა­შებს" - ურ­ჩევს მშობ­ლებს ფსი­ქო­ლო­გი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ბუნჩულა ბავშვი გადაიქცა მონსტრად..." - კომპიუტერული თამაშებით შეწუხებული მშობლები და ფსიქოლოგის რჩევები

"ბუნჩულა ბავშვი გადაიქცა მონსტრად..." - კომპიუტერული თამაშებით შეწუხებული მშობლები და ფსიქოლოგის რჩევები

"როგორ მოვაშორო ბავშვი გაჯეტებს? როგორ მოვაშორო ლეპტოპს, რობლოქსს? მეცადინეობაც უხაროდა ადრე, თამაშიც, გარეთ გასვლაც... აღარაფერი აღარ უნდა. მეცადინეობს - თამაშზე ფიქრობს, იძინებს - მაგაზე ფიქრობს, ყველაფერს აკეთებს იმიტომ, რომ იცის, მერე ლეპტოპთან გაიქცევა... ბუნჩულა ბავშვი გადაიქცა მონსტრად... საერთოდ აღარაფერი არ უნდა, მხოლოდ ლეპტოპი! რა გავაკეთო?" - ეს ერთ-ერთი მშობლის წუხილია სოციალურ ქსელში და მასში ალბათ ბევრი თქვენგანი ამოიცნობს საკუთარ თავს...

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქა მშობლებისთვის ახალი და თითქმის დაუძლეველი გამოწვევა გახდა - კომპიუტერული თამაშების სამყაროსთან დაპირისპირებაში მშობლები სულ უფრო ხშირად მარცხდებიან, ბავშვები კი სულ უფრო აქტიურად ხდებიან ამ სამყაროს ნაწილნი, რაც გარკვეულწილად რეალობისთან მათ გათიშვას, ნაკლებ ყურადღებასა და მეტ გაღიზიანებადობას იწვევს.

თამაშები, რომლებმაც შესაძლოა ბავშვის ყურადღება მიიპყროს, უსასრულოდ ბევრია, თუმცა ქართულ ინტერნეტსივრცეში მშობლები ძირითადად ორ ვიდეოთამაშს - "რობლოქსსა" და "მაინკრაფტს" ასახელებენ.

AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორი გამოხმაურება აქვს ამ ვიდეოთამაშებს ინტერნეტში.

„რობლოქსი უფრო მეტია ვიდრე გასართობი პლატფორმა. ეს ყოვლისმომცველი საგანმანათლებლო ხელსაწყოა, სადაც კრეატიულობისა და წარმოსახვის განვითარების შესაძლებლობა შეუზღუდავია“ - ასეთი გამოხმაურება აქვს "რობლოქსს" ინტერნეტში.

დაახლოებით ასევე ახასიათებენ მომხმარებლები, მეორე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშს "მაინკრაფტს".

"მშობლები ხშირად კითხულობენ: არის თუ არა მაინკრაფტი ცუდი ბავშვებისთვის? პასუხია - არა! ეს იმ მცირე რაოდენობის თამაშებს განეკუთვნება რომელიც ვიდეოთამაშის გასართობ მხარეს ისეთი მნიშვნელოვანი უნარების ზრდასა და განვითარებასთან აკავშირებს, როგორიც კრიტიკული აზროვნებაა“ - ნათქვამია "მაინკრაფტის" შესახებ.

რა გავლენას ახდენს კომპიუტერული თამაშები ბავშვის ჯანმრთელობაზე და ფსიქიკაზე - ამ საკითხზე სასაუბროდ AMBEBI.GE-მ ფსიქოლოგ თიკო ესებუას მიმართა.

- ძირითადად, ბავშვი გარემო ფაქტორების მიმართ ხდება უყურადღებო და დაბნეული იმიტომ რომ, თამაშზე არის ორიენტირებული. კიდევ ერთი უარყოფითი, რაც თამაშებს შეიძლება მოჰყვეს, არის ფრუსტრაცია. ანუ ბავშვი წარმატებას ვერ აღწევს თამაშში, არადა ამ მომენტში მისი სამყარო ის არის, და შეიძლება ჩამოუყალიბდეს განცდა, რომ ცხოვრებაშიც ასეთი წარუმატებელი იქნება.

ეს სწავლაზეც ახდენს გავლენას - ერთი ის, რომ მთელი ყურადღება თამაშზე აქვს გადატანილი, როდის მივა სახლში, როდის ჩართავს კომპიუტერს. მეორე ის, რომ თუ აქ ვერ აღწევს წარმატებას, შეიძლება ჩათვალოს რომ სოციუმშიც, კლასშიც, აკადემიურ მოსწრებაშიც, სწავლაშიც შეიძლება ვერ მიაღწიოს წარმატებას.

შეიძლება იყოს ბავშვი ნიჭიერი, მაგრამ ეს მის ქვეცნობიერზე იმდენად მოქმედებს, ითრგუნება და ეს ათვისების უნარს ბლოკავს. თუ აღწევს წარმატებას კომპიუტერულ თამაშში, ესეც შეიძლება ორგვარად მოქმედებდეს, თუ აღწევს წარმატებას ინტელექტუალურ, დადებითი ტიპის თამაშებში წარმატებას, მაშინ უფრო მეტად მოტივირებული ხდება, ხოლო თუ წარმატებას აღწევს აგრესიული ტიპის თამაშებში, მაშინ ეს მის აგრესიას კიდევ უფრო მეტად ამყარებს" - განმარტავს ფსიქოლოგი.

ბავშვი ფაქტობრივად პარალელურ სამყაროში ცხოვრობს. 13 წლისაა. აქვს ჭარბი წონა, გარკვეული კომპლექსებიც. არ ჰყავს რეალური მეგობრები, მხოლოდ კომპიუტერული, ვისაც არც კი იცნობს. დილით 5 საათზე დგება და თამაშს იწყებს - წერს კიდევ ერთი მშობელი სოციალურ ქსელში...

ფსიქოლოგის თქმით, ყველანაირი თამაში იწვევს მიჯაჭვულობას და არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ ზრდასრულებშიც.

"პირველ რიგში, მიჯაჭვულობას იწვევს იმიტომ, რომ საკუთარი თავის რეალიზებას ახდენენ იქ, რაღაცას განაგებენ. შემდეგ უკვე აუცილებლად გადადის ეს ყველაფერი აგრესიაში იმის მიხედვით, თუ რა ტიპის თამაშს თამაშობენ. თუ არის ეს ისეთი ტიპის თამაშები, სადაც ვიღაც უნდა მოკლა და გაიმარჯვო, თავისთავად ეს ქვეცნობიერად იწვევს აგრესიას.

ვთქვათ, თამაში არის ასე აგებული - ვინმე უნდა მოკლა და სანაცვლოდ მიიღო ჯილდო, ამ შემთხვევაში ქულა ან შემდეგ ტურში გადასვლა, რაც წარმატების მიღწევასთან ასოცირდება და ქვეცნობიერში ეს უარყოფითად ილექება - რადიკალურად ცუდი საქციელი, როგორიც არის ვიღაცის მკვლელობა, განაპირობებს ჯილდოს მიღებას. აქედან გამომდინარე, მზაობა უარყოფითისკენ ბავშვში თავისთავად ჩნდება" - ამბობს ფსიქოლოგი და განმარტავს, რომ ნებისმიერი სახის თამაში, დაძაბულობას იწვევს, რადგან მან არ იცის შეძლებს თუ არა წარმატების მიღწევას.

კომპიუტერული თამაშების შვილებზე გავლენით შეწუხებული მშობლები იმაზეც წუხან, რომ ბავშვებს სხვა აგრესიულ გამოვლინებებთან ერთად, შფოთიანი ძილი ახასიათებთ. ფსიქოლოგის თქმით, ასეთ დროს ტვინი დასვენებას ვერ ახერხებს, რაც ბავშვში კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას იწვევს, ამიტომ მშობლებს უჩევს, ბავშვებს ძილის წინ თამაშის საშუალება არ მისცენ.

თუმცა, აქ ისმის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე რთული კითხვა - როგორ მოვწყვიტოთ ბავშვები კომპიუტერულ თამაშებს ?

"ჩემი ბავშვი ჩაციკლულია რობლოქსზე (გლობალური სათამაშო პლატფორმა, ონლაინ-თამაში, რომელიც საშუალებას აძლევს მოთამაშეს შექმნას საკუთარი თამაში, ან ითამაშოს სხვა მომხმარებლების მიერ შექმნილი კომპიუტერული თამაშებით. პლატფორმა საშუალებას აძლევს მოთამაშეს ლეგოს მსგავსი ვირტუალური ბლოკებით ითამაშოს, ავტ.) ძალიან გვიჭირს ლეპტოპის ბოლომდე აკრძალვა, მაგრამ მგონი, ბოლოს ეგ მოგვიწევს" - კიდევ ერთი მშობლის პოზიციას ფსიქოლოგი თიკო ესებუა ბოლომდე არ იზიარებს და ამბობს, რომ აკრძალვა უფრო მეტად აღვივებს და ამყარებს უკვე არსებულ ინტერესს.

"ალბათ, ჯობს, რომ ჩვენც ვიმოქმედოთ ქვეცნობიერზე ანუ მშობელმა შეისწავლოს თამაში ბავშვისგან შეუმჩნევლად და გაიგოს, რა ტიპის თამაშებს თამაშობს ის. შემდეგ კი თამაშში განვითარებული სიუჟეტი რეალურ ცხოვრებას მოარგოს და ბავშვს მოუყვეს ცხოვრებისეულ ამბად და ამასთანავე გაუსვას ხაზი, რომ ეს ისტორია კარგად არ დასრულდა. ეს ძალიან ტექნიკურად უნდა მოახერხოს მშობელმა, რადგან, როგორც თამაში მოქმედებს ქვეცნობიერად ბავშვზე, ჩვენც ისე უნდა ვიმოქმედოთ.

თუ პირდაპირ დავუწყებთ აკრძალვას, პირიქით, უფრო მეტად გამყარდება ინტერესი და შეიძლება გაღვივდეს კიდეც, რადგან აკრძალვა ყოველთვის იწვევს ინტერესს. ამიტომ, უმჯობესია ქვეცნობიერ ზეგავლენას ისევ ქვეცნობიერი ზეგავლენით ვებრძოლოთ. ამის პარალელურად შეგვიძლია რეკომენდაცია გავუწიოთ ინტელექტუალური ტიპის თამაშებს" - ურჩევს მშობლებს ფსიქოლოგი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ