პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ბანკის" საქმეზე 20 და 21 წლის ახალგაზრდები დააკავეს - მათ ყა­ჩა­ღო­ბა, პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმა და ადამიანის გატაცება ბრალდებათ
"საქართველოს ბანკის" საქმეზე 20 და 21 წლის ახალგაზრდები დააკავეს - მათ ყა­ჩა­ღო­ბა, პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმა და ადამიანის გატაცება ბრალდებათ

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გლ­დან­ში „სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ 8 მარტს მომ­ხდა­რი ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმის ფაქ­ტი გახ­სნა. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 20 და 21 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი, რო­მელ­თაც ბრა­ლი რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნათ.

შსს-ს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის მა­მუ­კა ჭე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი ყა­ჩა­ღო­ბის, პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ქ. წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფია, ასე­ვე, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.გ. მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და ნიღ­ბი­ა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გლ­დან­ში „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში“ შე­იჭრ­ნენ და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რით ფული მო­ი­თხო­ვეს. ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გან­გა­შის სიგ­ნა­ლით დაც­ვის პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს. ბან­კის ფი­ლი­ალ­თან მი­სულ დაც­ვის პო­ლი­ცი­ას თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. სრო­ლი­სას არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

ამას­თან, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, ბან­კის ფი­ლი­ალ­ზე ყა­ჩა­ღურ თავ­დას­ხმამ­დე, თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს 2 მო­ქა­ლა­ქეს - ახალ­გაზ­რდა ქალ­სა და მა­მა­კაცს და მათი კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა ჩა­მო­არ­თვეს. რო­გორც გა­ტა­ცე­ბუ­ლე­ბის ახ­ლობ­ლებ­მა პო­ლი­ცი­ა­ში და­კი­თხვა­ზე გა­ნა­ცხა­დეს, გამ­ტა­ცებ­ლებს ქალი და მა­მა­კა­ცი მთე­ლი ღამე დაბ­მუ­ლი ჰყავ­დათ:

"მთე­ლი ღამე ტყე­ში ყო­ფი­ლან. ბი­ჭ­საც და გო­გო­საც ხელ-ფეხი შეკ­რუ­ლი ჰქო­ნი­ათ. ბიჭი მთე­ლი ღამე მან­ქა­ნა­ში, სა­ბარ­გულ­ში ჰყო­ლი­ათ გა­მო­კე­ტი­ლი, გოგო - სა­ლონ­ში. გო­გოს უკი­თხავს, რის­თვის გჭირ­დე­ბი­თო და გამ­ტა­ცებ­ლებს უთ­ქვამთ "ხვალ ნა­ხავ­თო" - გა­ნა­ცხა­დეს გა­ტა­ცე­ბუ­ლე­ბის ახ­ლობ­ლებ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ის ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის შე­დე­გად, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი ორი­ვე მო­ქა­ლა­ქე გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნით მი­ი­მალ­ნენ.

პო­ლი­ცი­ამ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო გა­ტა­ცე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით დაწ­ვეს.

და­ნიშ­ნუ­ლია ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა და გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. დად­გე­ნი­ლია და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე მე­სა­მე პი­რიც და მისი და­კა­ვე­ბის მიზ­ნით მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის და პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით, 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით, 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ და „გ“ პუნ­ქტე­ბით, 353-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"საქართველოს ბანკის" საქმეზე 20 და 21 წლის ახალგაზრდები დააკავეს - მათ ყა­ჩა­ღო­ბა, პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმა და ადამიანის გატაცება ბრალდებათ

"საქართველოს ბანკის" საქმეზე 20 და 21 წლის ახალგაზრდები დააკავეს - მათ ყა­ჩა­ღო­ბა, პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმა და ადამიანის გატაცება ბრალდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში „საქართველოს ბანკზე“ 8 მარტს მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა. დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი 20 და 21 წლის ახალგაზრდები, რომელთაც ბრალი რამდენიმე მუხლით წარედგინათ.

შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული 1998 წელს დაბადებული ნ.ქ. წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია, ასევე, წარსულში ნასამართლევია 1999 წელს დაბადებული კ.გ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული და ნიღბიანი ბრალდებულები გლდანში „საქართველოს ბანკში“ შეიჭრნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოითხოვეს. ბანკის თანამშრომლებმა განგაშის სიგნალით დაცვის პოლიცია გამოიძახეს. ბანკის ფილიალთან მისულ დაცვის პოლიციას თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს. სროლისას არავინ დაშავებულა.

ამასთან, ბრალდებულებმა, ბანკის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმამდე, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს 2 მოქალაქეს - ახალგაზრდა ქალსა და მამაკაცს და მათი კუთვნილი ავტომანქანა ჩამოართვეს. როგორც გატაცებულების ახლობლებმა პოლიციაში დაკითხვაზე განაცხადეს, გამტაცებლებს ქალი და მამაკაცი მთელი ღამე დაბმული ჰყავდათ:

"მთელი ღამე ტყეში ყოფილან. ბიჭსაც და გოგოსაც ხელ-ფეხი შეკრული ჰქონიათ. ბიჭი მთელი ღამე მანქანაში, საბარგულში ჰყოლიათ გამოკეტილი, გოგო - სალონში. გოგოს უკითხავს, რისთვის გჭირდებითო და გამტაცებლებს უთქვამთ "ხვალ ნახავთო" - განაცხადეს გატაცებულების ახლობლებმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის ოპერატიული რეაგირების შედეგად, თავდამსხმელები იძულებული გახდნენ მძევლად აყვანილი ორივე მოქალაქე გაეთავისუფლებინათ და შემთხვევის ადგილიდან გატაცებული ავტომანქანით მიიმალნენ.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო გატაცებული ავტომანქანა, რომელიც ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს.

დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. დადგენილია დანაშაულში მონაწილე მესამე პირიც და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით, 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"