პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების ფაქტი გახსნა - რა სქემით მოქმედებდნენ თავდამსხმელები
შსს-მ "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების ფაქტი გახსნა - რა სქემით მოქმედებდნენ თავდამსხმელები

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გლ­დან­ში „სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ 8 მარტს მომ­ხდა­რი ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმის ფაქ­ტი გახ­სნა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის - მა­მუ­კა ჭე­ლი­ძის ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა.

ყა­ჩა­ღო­ბის, პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 2 პირი - წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი, 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ქ. და ასე­ვე, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.გ. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და ნიღ­ბი­ა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გლ­დან­ში „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში“ შე­იჭრ­ნენ და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რით ფული მო­ი­თხო­ვეს. ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გან­გა­შის სიგ­ნა­ლით დაც­ვის პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს. ბან­კის ფი­ლი­ალ­თან მი­სულ დაც­ვის პო­ლი­ცი­ას თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. სრო­ლი­სას არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, ბან­კის ფი­ლი­ალ­ზე ყა­ჩა­ღურ თავ­დას­ხმამ­დე, თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს 2 მო­ქა­ლა­ქეს და კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა ჩა­მო­არ­თვეს. პო­ლი­ცი­ის ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის შე­დე­გად, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი ორი­ვე მო­ქა­ლა­ქე გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნით მი­ი­მალ­ნენ.

პო­ლი­ცი­ამ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო გა­ტა­ცე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით დაწ­ვეს.

და­ნიშ­ნუ­ლია ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა და გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

დად­გე­ნი­ლია და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე მე­სა­მე პი­რიც და მისი და­კა­ვე­ბის მიზ­ნით მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის და პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით, 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით, 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ და „გ“ პუნ­ქტე­ბით, 353-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

შსს-მ "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების ფაქტი გახსნა - რა სქემით მოქმედებდნენ თავდამსხმელები

შსს-მ "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების ფაქტი გახსნა - რა სქემით მოქმედებდნენ თავდამსხმელები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში „საქართველოს ბანკზე“ 8 მარტს მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი გაიმართა.

ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი - წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1998 წელს დაბადებული ნ.ქ. და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1999 წელს დაბადებული კ.გ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული და ნიღბიანი ბრალდებულები გლდანში „საქართველოს ბანკში“ შეიჭრნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოითხოვეს. ბანკის თანამშრომლებმა განგაშის სიგნალით დაცვის პოლიცია გამოიძახეს. ბანკის ფილიალთან მისულ დაცვის პოლიციას თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს. სროლისას არავინ დაშავებულა.

ბრალდებულებმა, ბანკის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმამდე, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს 2 მოქალაქეს და კუთვნილი ავტომანქანა ჩამოართვეს. პოლიციის ოპერატიული რეაგირების შედეგად, თავდამსხმელები იძულებული გახდნენ მძევლად აყვანილი ორივე მოქალაქე გაეთავისუფლებინათ და შემთხვევის ადგილიდან გატაცებული ავტომანქანით მიიმალნენ.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო გატაცებული ავტომანქანა, რომელიც ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს.

დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

დადგენილია დანაშაულში მონაწილე მესამე პირიც და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით, 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს