პარტნიორები:
    ავტორი:

    22 წლის ქართველი ძიუდოისტი მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

    22 წლის ქართველი ძიუდოისტი მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

    საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილი სამართალდამცველებმა დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, recorder.ge-მ გაავრცელა.

    როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შსს-ს თანამშრომლებმა სპორტსმენი ოჯახური ძალადობის ბრალდებით მარნეულში 5 მარტს დააკავეს.

    საქმე ეხება მეუღლისთვის გაგზავნილ მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე ნაგლიაშვილს გვანცა ფანგანის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელიც რამდენჯერმე დაარღვია.

    Sportal.ge-ს ინფორმაციით, ნაგლიაშვილს საქართველოს პირველობასა და შვეიცარიაში, საერთაშორისო ტურნირზე უნდა ეჭიდავა, თუმცა მომხდარის გამო, სპორტსმენი შეჯიბრებებზე ვერ გამოვიდა.

    როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარასა და ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

    "ძაღლის აღებულმა გეზმა დაადასტურა გიორგის ჩასვლა, როგორც გზიდან დაშვებულ ფერდობზე, ასევე მისვლა არაგვის პირას" - რას წერს მირიან ნიკოლაძე

    "თამუნას ორგანიზმში აღმოჩნდა კლოფელინი, რომელიც ადამიანს თიშავს... ასევე მის მანქანაში ნაპოვნია ბოთლი" - ადვოკატი ახალ დეტალებს ამხელს

    "კოტეჯი ჰქონდა, მდგმურებმა დაურეკეს, გვერდით მუშები გვაწუხებენო" - ვინ იყო რაჭაში მოკლული 29 წლის ბიჭი და რას ჰყვებიან მომხდარზე ადგილობრივები