საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თანხის მიტანა მთხოვეს, უარის შემდეგ ფიზიკურად გამისწორდნენ" - რას პასუხობს თავდაცვის სამინისტრო წვევამდელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას
"თანხის მიტანა მთხოვეს, უარის შემდეგ ფიზიკურად გამისწორდნენ" - რას პასუხობს თავდაცვის სამინისტრო წვევამდელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას

წვე­ვამ­დე­ლი ქა­ზიმ გახ­რა­მა­ნო­ვი, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურს კრწა­ნი­სის სას­წავ­ლო ცენ­ტრში გა­დის, სხვა წვე­ვამ­დე­ლებს თან­ხის გა­მო­ძალ­ვა­სა და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ამის შე­სა­ხებ მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც გახ­რა­მა­ნო­ვი ირ­წმუ­ნე­ბა, მას სხვა წვე­ვამ­დე­ლებ­მა, თან­ხის მი­ტა­ნა სთხო­ვეს, უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ კი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს. მისი თქმით, შემ­თხვე­ვა პა­რას­კევს მოხ­და და მას ად­გილ­ზე სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბაც კი არ აღ­მო­უ­ჩი­ნეს.

წვე­ვამ­დე­ლი მშობ­ლებს დღეს და­უ­კავ­შირ­და და ის სახ­ლში, მარ­ნე­ულ­ში წა­იყ­ვა­ნეს. გახ­რა­მა­ნო­ვის ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა­სა და დამ­ნა­შა­ვის დას­ჯას მო­ი­თხო­ვენ.

ქა­ზიმ გახ­რა­მა­ნო­ვის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ერთ-ერთი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, წვე­ვამ­დელ­ზე ქ. კ. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბი­სა და თან­ხის შე­საძ­ლო გა­მო­ძალ­ვის ფაქ­ტზე სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ა­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 386-ე მუხ­ლის 1 ნა­წი­ლით, რაც ურ­თი­ერ­თდა­უქ­ვემ­დე­ბა­რე­ბელ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

მო­გახ­სე­ნებთ, რომ სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის მიერ უკვე გა­მო­ი­კი­თხა წვე­ვამ­დე­ლის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სერ­ჟან­ტი კ.ე. დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ასე­უ­ლის მო­რი­გე, რო­მე­ლიც წვე­ვამ­დელ­ზე რა­ი­მე სა­ხის ძა­ლა­დო­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

წი­ნას­წა­რი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი არ დას­ტურ­დე­ბა. თუმ­ცა, წვე­ვამ­დე­ლის მიერ გა­ცხა­დე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის შე­საძ­ლო ფაქ­ტის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე პირი კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით აგებს პა­სუხს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 3 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს. რაც შე­ე­ხე­ბა წვე­ვამ­დელს, ის გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და მარ­ნე­უ­ლის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ამ დრო­ის­თვის კი მიმ­დი­ნა­რე­ობს მისი გა­მო­კი­თხვა. ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გამო წვე­ვამ­დე­ლის გა­მო­კი­თხვის პრო­ცე­სი ჭი­ა­ნურ­დე­ბა" - ნათ­ვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

"თანხის მიტანა მთხოვეს, უარის შემდეგ ფიზიკურად გამისწორდნენ" - რას პასუხობს თავდაცვის სამინისტრო წვევამდელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას

"თანხის მიტანა მთხოვეს, უარის შემდეგ ფიზიკურად გამისწორდნენ" - რას პასუხობს თავდაცვის სამინისტრო წვევამდელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას

წვევამდელი ქაზიმ გახრამანოვი, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს კრწანისის სასწავლო ცენტრში გადის, სხვა წვევამდელებს თანხის გამოძალვასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გახრამანოვი ირწმუნება, მას სხვა წვევამდელებმა, თანხის მიტანა სთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაზიანებები მიაყენეს. მისი თქმით, შემთხვევა პარასკევს მოხდა და მას ადგილზე სამედიცინო დახმარებაც კი არ აღმოუჩინეს.

წვევამდელი მშობლებს დღეს დაუკავშირდა და ის სახლში, მარნეულში წაიყვანეს. გახრამანოვის ოჯახის წევრები გამოძიების დაწყებასა და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.

ქაზიმ გახრამანოვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, წვევამდელზე ქ. კ. განხორციელებული შესაძლო ძალადობისა და თანხის შესაძლო გამოძალვის ფაქტზე სამხედრო პოლიციაში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დამოკიდებულების წესის დარღვევას გულისხმობს.

მოგახსენებთ, რომ სამხედრო პოლიციის მიერ უკვე გამოიკითხა წვევამდელის მიერ დასახელებული სერჟანტი კ.ე. დაცვის უზრუნველყოფის ასეულის მორიგე, რომელიც წვევამდელზე რაიმე სახის ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.

წინასწარი გამოკითხვის შედეგად, აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. თუმცა, წვევამდელის მიერ გაცხადებული ძალადობის შესაძლო ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. რაც შეეხება წვევამდელს, ის გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა მარნეულის სამედიცინო დაწესებულებაში, ამ დროისთვის კი მიმდინარეობს მისი გამოკითხვა. ოჯახის წინააღმდეგობის გამო წვევამდელის გამოკითხვის პროცესი ჭიანურდება" - ნათვამია განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ