პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავს გადასარევად გრძნობს, მეუღლესთან ერთად მაისში ჩამოვა" - რას ამბობს ქეთი მელუას ბიძა გავრცელებულ ინფორმაციაზე
"თავს გადასარევად გრძნობს, მეუღლესთან ერთად მაისში ჩამოვა" - რას ამბობს ქეთი მელუას ბიძა გავრცელებულ ინფორმაციაზე

მსოფ­ლი­ოს ქარ­თვე­ლი მე­გა­ვარ­სკვლა­ვის ქეთი მე­ლუ­ას შე­სა­ხებ რო­გორც ინ­გლი­სურ, ისე ქარ­თულ მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს იგი დიდი ხა­ნია პა­რა­ნო­ი­ით იტან­ჯე­ბა და მე­უღ­ლე­საც კარ­გა ხა­ნია გა­შორ­და. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად მომ­ღერ­ლის ბი­ძას არ­ჩილ მე­ლუ­ას და­ვუ­კავ­შირ­დით:

- და­ახ­ლო­ე­ბით სამი კვი­რის წინ ქე­თის კონ­ცერ­ტი ჰქონ­და და თავს გა­და­სა­რე­ვად გრძნობს. ახ­ლა­ხან სახ­ლის რე­მონ­ტი და­ას­რუ­ლეს, ჩემს ოჯახს ელო­დე­ბი­ან სტუმ­რად ლონ­დონ­ში და ამის­თვის გან­სა­უთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან. ტყუ­პი ვა­ჟე­ბი მყავს, რომ­ლებ­ზეც ქეთი გიჟ­დე­ბა და მათ სულ სა­ჩუქ­რე­ბით ანე­ბივ­რებს. მეს­მის, რომ თბი­ლის­ში ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ზოგ­ჯერ მარ­ტო ჩა­მო­დის, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მე­უღ­ლეს გა­შორ­და. პი­რი­ქით, ერ­თმა­ნეთ­ზე გიჟ­დე­ბი­ან და არ მეს­მის ამ ჭო­რის რა სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს?! ერ­თა­დერ­თი რაც ვიცი, ჩხუ­ბი მო­უ­ვი­დათ, კე­დელ­ზე რო­მე­ლი სუ­რა­თი ჩა­მო­ე­კი­დათ. ქე­თის სხვა სურ­და, მე­უღ­ლეს - სხვა და ეგ იყო მათი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მაქ­სი­მუ­მი... რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ცნო­ბი­ლი ისე ხდე­ბა, რომ მის ირ­გვლივ არა­ნა­ი­რი სკან­და­ლი არ არის, მერე ალ­ბათ რა­ღაც უნდა მო­ი­გო­ნონ.

- ანუ სრუ­ლი­ად გა­მო­რი­ცხავთ ორი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ას?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რაც არ არის, აბა რო­გორ და­ვა­დას­ტუ­რებ?! ჯე­იმსს თა­ვი­სი ბიზ­ნე­სი, თა­ვის საქ­მე აქვს და ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე თუ ქეთი თბი­ლის­ში მარ­ტო ჩა­მო­დის, არ ნიშ­ნავს, იძა­ხონ, ქმა­რი მო­უკ­ვდა, ან გა­შორ­დაო! ლონ­დონ­ში სტუ­დი­ის და­ქი­რა­ვე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს და სა­თა­ნა­დო მი­ხედ­ვა სჭირ­დე­ბა! სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ვაც­დენთ სამ­სა­ხურს, როცა მოგ­ვინ­დე­ბა, ლონ­დონ­ში ასე არ არის! სახ­ლი და­ას­რუ­ლეს, ქე­თის დედა ამ­ბობ­და, ბოლო სა­ვარ­ძე­ლი შე­ვი­ტა­ნე­თო და ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი არი­ან. ქე­თის ძა­ლი­ან უყ­ვარს ეზო­ი­ა­ნი სახ­ლი და სურ­და, რო­გორც თბი­ლის­ში გვაქვს, ლონ­დონ­შიც ყვე­ლა­ფე­რი ისეთ სტილ­ში მო­ე­წყო. რაც შე­ე­ხე­ბა პა­რა­ნო­ი­ას, ადა­მი­ანს მარ­თლა პა­რა­ნო­ია უნდა ჭირ­დეს, რომ მი­ვი­დეს და ამის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ვიუ პრე­სას მის­ცეს. ქე­თის თუ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მა­მა­მისს ეუბ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი ექი­მია! ქეთი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით სავ­სე გო­გოა, ამ­დენს მუ­შა­ობს და რო­მე­ლი პა­რა­ნო­ი­ის მქო­ნე შეძ­ლებს ამ­დენს?! ერ­თა­დერ­თი ადრე მახ­სოვს, ევ­რო­ტუ­რის დროს ცუ­დად იგ­რძნო თავი, პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი ჰქონ­და, რად­გან ჯერ სულ ოცი წლის იყო, უზარ­მა­ზა­რი სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო გა­მოს­ვლე­ბი ჰქონ­და... იმ­დე­ნად გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი აქვს, ერთხელ ვკი­თხე, ახლა რო­მელ ქა­ლაქ­ში იმ­ყო­ფე­ბი კონ­ცერ­ტით-მეთ­ქი და არ ახ­სოვ­და, სას­ტუმ­როს ჟურ­ნალ­ში ნახა და მი­პა­სუ­ხა, რომ პა­რიზ­ში იყო.

ახ­ლაც იმ­დე­ნი გეგ­მე­ბი აქვს, ამ­ბობს, აღარ ვიცი რო­მელ ერთს და­ვუთ­მო დროო. 24 მარტს პო­ლო­ნეთ­ში კონ­ცერ­ტი ექ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ის­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ჩა­მო­ვა და მა­შინ რა­ღას იტყვი­ან?! დე­და­ჩე­მის წლის­თა­ვია მა­ის­ში და ქეთი ძა­ლი­ან ტრა­დი­ცი­უ­ლი გო­გოა, ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია მის­თვის! მისი მე­უღ­ლე მხო­ლოდ ქე­თის­თან კი არა, მთელ ჩვენს სა­ნა­თე­სა­ოს­თან შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლია. ამას წი­ნათ ჩემს ბა­ი­კერ მე­გო­ბარს თბი­ლის­ში ბა­ი­კე­რის ქურ­თუ­კის შოვ­ნა გა­უ­ჭირ­და და რო­გორც კი ჯე­იმსს ვუ­თხა­რი, ეგ რა პრობ­ლე­მა­აო, ლონ­დო­ნი­დან გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა.

ავტორი:

"თავს გადასარევად გრძნობს, მეუღლესთან ერთად მაისში ჩამოვა" - რას ამბობს ქეთი მელუას ბიძა გავრცელებულ ინფორმაციაზე

"თავს გადასარევად გრძნობს, მეუღლესთან ერთად მაისში ჩამოვა" - რას ამბობს ქეთი მელუას ბიძა გავრცელებულ ინფორმაციაზე

მსოფლიოს ქართველი მეგავარსკვლავის ქეთი მელუას შესახებ როგორც ინგლისურ, ისე ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს იგი დიდი ხანია პარანოიით იტანჯება და მეუღლესაც კარგა ხანია გაშორდა. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად მომღერლის ბიძას არჩილ მელუას დავუკავშირდით:

- დაახლოებით სამი კვირის წინ ქეთის კონცერტი ჰქონდა და თავს გადასარევად გრძნობს. ახლახან სახლის რემონტი დაასრულეს, ჩემს ოჯახს ელოდებიან სტუმრად ლონდონში და ამისთვის განსაუთრებულად ემზადებიან. ტყუპი ვაჟები მყავს, რომლებზეც ქეთი გიჟდება და მათ სულ საჩუქრებით ანებივრებს. მესმის, რომ თბილისში ღონისძიებებზე ზოგჯერ მარტო ჩამოდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეუღლეს გაშორდა. პირიქით, ერთმანეთზე გიჟდებიან და არ მესმის ამ ჭორის რა საფუძველი არსებობს?! ერთადერთი რაც ვიცი, ჩხუბი მოუვიდათ, კედელზე რომელი სურათი ჩამოეკიდათ. ქეთის სხვა სურდა, მეუღლეს - სხვა და ეგ იყო მათი უკმაყოფილების მაქსიმუმი... როდესაც ადამიანი ცნობილი ისე ხდება, რომ მის ირგვლივ არანაირი სკანდალი არ არის, მერე ალბათ რაღაც უნდა მოიგონონ.

- ანუ სრულიად გამორიცხავთ ორივე ინფორმაციას?

- რასაკვირველია, რაც არ არის, აბა როგორ დავადასტურებ?! ჯეიმსს თავისი ბიზნესი, თავის საქმე აქვს და ღონისძიებაზე თუ ქეთი თბილისში მარტო ჩამოდის, არ ნიშნავს, იძახონ, ქმარი მოუკვდა, ან გაშორდაო! ლონდონში სტუდიის დაქირავება ძალიან ძვირი ღირს და სათანადო მიხედვა სჭირდება! საქართველოში რომ ვაცდენთ სამსახურს, როცა მოგვინდება, ლონდონში ასე არ არის! სახლი დაასრულეს, ქეთის დედა ამბობდა, ბოლო სავარძელი შევიტანეთო და ძალიან გახარებული არიან. ქეთის ძალიან უყვარს ეზოიანი სახლი და სურდა, როგორც თბილისში გვაქვს, ლონდონშიც ყველაფერი ისეთ სტილში მოეწყო. რაც შეეხება პარანოიას, ადამიანს მართლა პარანოია უნდა ჭირდეს, რომ მივიდეს და ამის შესახებ ინტერვიუ პრესას მისცეს. ქეთის თუ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, დაუყოვნებლივ მამამისს ეუბნება, რომელიც ძალიან გამოცდილი ექიმია! ქეთი პასუხისმგებლობით სავსე გოგოა, ამდენს მუშაობს და რომელი პარანოიის მქონე შეძლებს ამდენს?! ერთადერთი ადრე მახსოვს, ევროტურის დროს ცუდად იგრძნო თავი, პანიკური შეტევები ჰქონდა, რადგან ჯერ სულ ოცი წლის იყო, უზარმაზარი საპასუხისმგებლო გამოსვლები ჰქონდა... იმდენად გადატვირთული გრაფიკი აქვს, ერთხელ ვკითხე, ახლა რომელ ქალაქში იმყოფები კონცერტით-მეთქი და არ ახსოვდა, სასტუმროს ჟურნალში ნახა და მიპასუხა, რომ პარიზში იყო.

ახლაც იმდენი გეგმები აქვს, ამბობს, აღარ ვიცი რომელ ერთს დავუთმო დროო. 24 მარტს პოლონეთში კონცერტი ექნება. საქართველოში მაისში მეუღლესთან ერთად ჩამოვა და მაშინ რაღას იტყვიან?! დედაჩემის წლისთავია მაისში და ქეთი ძალიან ტრადიციული გოგოა, ოჯახური ტრადიციები უმნიშვნელოვანესია მისთვის! მისი მეუღლე მხოლოდ ქეთისთან კი არა, მთელ ჩვენს სანათესაოსთან შეხმატკბილებულია. ამას წინათ ჩემს ბაიკერ მეგობარს თბილისში ბაიკერის ქურთუკის შოვნა გაუჭირდა და როგორც კი ჯეიმსს ვუთხარი, ეგ რა პრობლემააო, ლონდონიდან გამოგვიგზავნა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ