პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახტანგ ბუცხრიკიძე ჟურნალ FIRST-ის ჯილდოს მფლობელი გახდა
ვახტანგ ბუცხრიკიძე ჟურნალ FIRST-ის ჯილდოს მფლობელი გახდა

ლონ­დონ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის FIRST პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დოს The International Award for Responsible Capitalism 2019 ოთხ გა­მარ­ჯვე­ბულს შო­რის თი­ბი­სი ბან­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ვახ­ტანგ ბუ­ცხრი­კი­ძე და­სა­ხელ­და. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის ფარ­გლებ­ში, მის­მა სა­მე­ფო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბამ პრინ­ცე­სა ანამ ვახ­ტანგ ბუ­ცხრი­კი­ძეს ჯილ­დო The FIRST Award for Promoting Responsible Capitalism in Adversity 2019 გა­დას­ცა. ხოლო აღ­ნიშ­ნულ ჯილ­დო­ზე ვახ­ტანგ ბუ­ცხრი­კი­ძე EBRD-ის პრე­ზი­დენ­ტმა, სუმა ჩაკ­რა­ბარ­ტიმ წა­რად­გი­ნა.

და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას, რო­მე­ლიც 7 მარტს ლან­კას­ტე­რის სა­სახ­ლე­ში გა­ი­მარ­თა, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ეს­წრე­ბოდ­ნენ ლონ­დო­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის, ბიზ­ნე­სი­სა და სამ­თავ­რო­ბო წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში თა­მარ ბე­რუ­ჩაშ­ვი­ლი და ლონ­დო­ნის თი­ბი­სი ბან­კის ოფი­სის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

"27 წლის მან­ძილ­ზე ჩვენ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ეთ სა­ფი­ნან­სო კრი­ზი­სის, სა­მო­ქა­ლა­ქო ომი­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის პი­რო­ბებ­ში. დღეს ჩვე­ნი ბრენ­დი არის lovemark-ი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბის კუ­თხით და აღი­ა­რე­ბუ­ლია ბიზ­ნე­სის სა­უ­კე­თე­სო მხარ­დამ­ჭე­რად. ჩვენ ამ ყვე­ლა­ფერს მი­ვიღ­წი­ეთ იმი­ტომ რომ ვა­კე­თებ­დით ბიზ­ნესს, რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნამ­დვი­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე.

ჩვენ გან­ვა­ვი­თა­რეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტით მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნეს­ზე. ამ პლათ­ფორ­მის ფარ­გლებ­ში არა მარ­ტო ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას ვუ­წევთ მათ, არა­მედ ინ­ვეს­ტი­რე­ბას ვახ­დენთ მათ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ზრდა­ში, სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მით, იქ­ნე­ბა ეს ტრე­ი­ნინ­გე­ბი, ლექ­ცი­ე­ბი, ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა თუ შეხ­ვედ­რე­ბი.

ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ციფ­რუ­ლი ეკო­სის­ტე­მე­ბის შექ­მნით ადა­მი­ა­ნებს ცხოვ­რე­ბა გა­ვუ­მარ­ტი­ვოთ. მას შემ­დეგ, რაც მი­ვაღ­წი­ეთ ასეთ დო­ნეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­დავ­წყვი­ტეთ გავ­ფარ­თოვ­დეთ სხვა ქვეყ­ნებ­ში. თი­ბი­სი მიზ­ნად ისა­ხავს თა­ვი­სი მომ­ხმა­რე­ბე­ლი გა­ზარ­დოს 10 მი­ლი­ო­ნამ­დე, რაც ამ­ჟა­მინ­დე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის 5-ჯერ მა­ტე­ბას ნიშ­ნავს.

ეს ჯილ­დო მე არ მე­კუთ­ვნის, ეს ჯილ­დო ეკუთ­ვნის თი­ბი­სის 7000 თა­ნამ­შრო­მელს, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი კულ­ტუ­რა და ფი­ლო­სო­ფია ჩვენს მომ­ხმა­რებ­ლე­ბამ­დე მი­აქვთ. მე ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი დგა­ნან ჩემს გვერ­დით" - აღ­ნიშ­ნა ვახ­ტანგ ბუ­ცხრი­კი­ძემ თა­ვის სა­მად­ლო­ბელ სი­ტყვა­ში.

ორ­გა­ნი­ზა­ცია FIRST 2000 წლი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად აჯილ­დო­ებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის კერ­ძო ბიზ­ნე­სის ლი­დე­რებს, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სათ­ვის.

სხვა­დას­ხვა დროს FIRST-ის პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლე­ბი გახ­დნენ: გი­უ­ლერ სა­ბან­ჩი, Sabanci ჯგუ­ფის თავ­მჯდო­მა­რე; ჰო­ვარდ შულ­ცი, Starbuck-ის და­მა­არ­სე­ბე­ლი; პოლ პოლ­მა­ნი, Unilever-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი; ალან ვუდი, Siemens-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი; ჯონ ბრა­უ­ნი, British Petroleum-ის მთა­ვა­რი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი.

მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია FIRST 1984 წელს და­არ­სდა. ის მიზ­ნად ისა­ხავს სტრა­ტე­გი­უ­ლი დი­ა­ლო­გის გაძ­ლი­ე­რე­ბას ინ­დუსტრი­ებს, სა­ფი­ნან­სო სექ­ტორ­სა და მთავ­რო­ბას შო­რის. FIRST-ის ორ­გა­ნი­ზე­ბით არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია და მა­ღა­ლი დო­ნის შეხ­ვედ­რა ტარ­დე­ბა, რო­მელ­საც ეს­წრე­ბი­ან მთავ­რო­ბის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი და კორ­პო­რა­ცი­ე­ბის აღ­მას­რუ­ლებ­ლე­ბი. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ექ­სპერ­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ მსოფ­ლი­ოს 60 ქვე­ყა­ნა­ში, სამ კონ­ტი­ნენტზე. 2010 და 2013 წლებ­ში ჟურ­ნა­ლი FIRST ორ­ჯერ გახ­და დე­დოფ­ლის ჯილ­დოს, The Queen’s Award for Enterprise, მფლო­ბე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ვახტანგ ბუცხრიკიძე ჟურნალ FIRST-ის ჯილდოს მფლობელი გახდა

ვახტანგ ბუცხრიკიძე ჟურნალ FIRST-ის ჯილდოს მფლობელი გახდა

ლონდონში საერთაშორისო ორგანიზაციის FIRST პრესტიჟული ჯილდოს The International Award for Responsible Capitalism 2019 ოთხ გამარჯვებულს შორის თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე დასახელდა. დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში, მისმა სამეფო აღმატებულებამ პრინცესა ანამ ვახტანგ ბუცხრიკიძეს ჯილდო The FIRST Award for Promoting Responsible Capitalism in Adversity 2019 გადასცა. ხოლო აღნიშნულ ჯილდოზე ვახტანგ ბუცხრიკიძე EBRD-ის პრეზიდენტმა, სუმა ჩაკრაბარტიმ წარადგინა.

დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც 7 მარტს ლანკასტერის სასახლეში გაიმართა, ტრადიციულად, ესწრებოდნენ ლონდონის დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და სამთავრობო წრეების წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილი და ლონდონის თიბისი ბანკის ოფისის თანამშრომლები.

"27 წლის მანძილზე ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ საფინანსო კრიზისის, სამოქალაქო ომისა და შეიარაღებული კონფლიქტების პირობებში. დღეს ჩვენი ბრენდი არის lovemark-ი საქართველოში, ყველაზე აქტიური კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის კუთხით და აღიარებულია ბიზნესის საუკეთესო მხარდამჭერად. ჩვენ ამ ყველაფერს მივიღწიეთ იმიტომ რომ ვაკეთებდით ბიზნესს, როგორც ჩვენი ქვეყნის ნამდვილი პასუხისმგებლიანი მოქალაქე.

ჩვენ განვავითარეთ სპეციალური პროგრამები ბიზნესის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებული აქცენტით მცირე და საშუალო ბიზნესზე. ამ პლათფორმის ფარგლებში არა მარტო ფინანსურ დახმარებას ვუწევთ მათ, არამედ ინვესტირებას ვახდენთ მათ განვითარებასა და ზრდაში, სხვადასხვა პროგრამით, იქნება ეს ტრეინინგები, ლექციები, ბიზნესდაჯილდოება თუ შეხვედრები.

ჩვენი მთავარი მიზანია ციფრული ეკოსისტემების შექმნით ადამიანებს ცხოვრება გავუმარტივოთ. მას შემდეგ, რაც მივაღწიეთ ასეთ დონეს საქართველოში, გადავწყვიტეთ გავფართოვდეთ სხვა ქვეყნებში. თიბისი მიზნად ისახავს თავისი მომხმარებელი გაზარდოს 10 მილიონამდე, რაც ამჟამინდელი მომხმარებლების რაოდენობის 5-ჯერ მატებას ნიშნავს.

ეს ჯილდო მე არ მეკუთვნის, ეს ჯილდო ეკუთვნის თიბისის 7000 თანამშრომელს, რომლებსაც ჩვენი კულტურა და ფილოსოფია ჩვენს მომხმარებლებამდე მიაქვთ. მე ძალიან მადლიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები დგანან ჩემს გვერდით" - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ თავის სამადლობელ სიტყვაში.

ორგანიზაცია FIRST 2000 წლიდან ყოველწლიურად აჯილდოებს სხვადასხვა ქვეყნის კერძო ბიზნესის ლიდერებს, წარმატებული სამეწარმეო საქმიანობისა და სოციალური პასუხისმგებლობისათვის.

სხვადასხვა დროს FIRST-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები გახდნენ: გიულერ საბანჩი, Sabanci ჯგუფის თავმჯდომარე; ჰოვარდ შულცი, Starbuck-ის დამაარსებელი; პოლ პოლმანი, Unilever-ის გენერალური დირექტორი; ალან ვუდი, Siemens-ის აღმასრულებელი დირექტორი; ჯონ ბრაუნი, British Petroleum-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი.

მულტიდისციპლინარული ორგანიზაცია FIRST 1984 წელს დაარსდა. ის მიზნად ისახავს სტრატეგიული დიალოგის გაძლიერებას ინდუსტრიებს, საფინანსო სექტორსა და მთავრობას შორის. FIRST-ის ორგანიზებით არაერთი საერთაშორისო კონფერენცია და მაღალი დონის შეხვედრა ტარდება, რომელსაც ესწრებიან მთავრობის პირველი პირები და კორპორაციების აღმასრულებლები. ორგანიზაციის ექსპერტები მუშაობენ მსოფლიოს 60 ქვეყანაში, სამ კონტინენტზე. 2010 და 2013 წლებში ჟურნალი FIRST ორჯერ გახდა დედოფლის ჯილდოს, The Queen’s Award for Enterprise, მფლობელი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი