მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
117 600 ლარის სანქცია სტატიების მოპარვისთვის - პირველი სასამართლო პრეცედენტი საქართველოში
117 600 ლარის სანქცია სტატიების მოპარვისთვის - პირველი სასამართლო პრეცედენტი საქართველოში

სხვის ხარ­ჯზე რე­ი­ტინ­გის მიღ­წე­ვის მსურ­ველ სხვა­დას­ხვა პორ­ტა­ლებს თუ სა­ი­ტებს დღემ­დე „და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მი“ ჰქონ­დათ. თუმ­ცა წელს და­ფიქ­სირ­და პირ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლო პრე­ცე­დენ­ტი, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა, ძი­რე­უ­ლად შეც­ვა­ლოს სი­ტუ­ა­ცია სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით და პო­ტენ­ცი­ურ დამ­რღვე­ვებს პლა­გი­ა­ტო­ბის სურ­ვი­ლი და­უ­კარ­გოს.

მივ­ყვეთ ყვე­ლა­ფერს თან­მიმ­დევ­რო­ბით. „პა­ლიტ­რა მე­დი­ის“ სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან სან­დო, ობი­ექ­ტუ­რი, აქ­ტუ­ა­ლუ­რი, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და მულ­ტი­მე­დი­უ­რი მა­სა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ნა­პი­რო­ბებს მა­ღალ რე­ი­ტინგს და იმას, რომ „პა­ლიტ­რა­მე­დი­ის“ სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მებს თვე­ში 10 მი­ლი­ონ­ზე მეტი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს.

ზო­გი­ერ­თი ე.წ. ონ­ლა­ინ­მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა კი "copy-paste"-ის პრინ­ცი­პით პირ­და­პირ ით­ვი­სებს იმ მა­სა­ლებს, რომ­ლებ­ზეც და­ხარ­ჯუ­ლია არ­ცთუ მცი­რე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სი. ამით გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და სა­ი­ტი - baidu.ge, რო­მე­ლიც „პა­ლიტ­რა­მე­დი­ას“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი, ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცის ერთ-ერთი ლი­დე­რი სა­ი­ტის AMBEBI.GE-ს მა­სა­ლე­ბის კო­პი­რე­ბას ახ­დენ­და.

"ეს სა­ი­ტი საზ­რდო­ობ­და ჩვე­ნი რე­დაქ­ცი­ის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბით. სი­ტყვა­სი­ტყვით ით­ვი­სებ­დნენ ტექ­სტსაც, სა­თა­ურ­საც, ფო­ტო­საც. ჩვენ არა­ერ­თხელ მივ­მარ­თეთ "ბა­ი­დუს" რე­დაქ­ცი­ას, შე­ე­წყვი­ტათ მა­სა­ლე­ბის კო­პი­რე­ბა და წა­ე­შა­ლათ უკვე მო­პა­რუ­ლი მა­სა­ლე­ბი, რაც არ შეს­რულ­და" - ამ­ბობს AMBEBI.GE-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ეთო ფურ­ცხვა­ნი­ძე.

შე­სა­ბა­მი­სად, 2015 წელს „პა­ლიტ­რა­მე­დი­ამ“ სა­კუ­თა­რი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად სა­სა­მარ­თლო დავა და­ი­წყო.

"სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის უხეშ დარ­ღვე­ვას რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არ დავ­ტო­ვებ­დით. 2015 წელს სარ­ჩე­ლით მივ­მარ­თეთ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნით - აეკ­რძა­ლა მო­პა­სუ­ხე მხა­რე­თათ­ვის „პა­ლიტ­რა­მე­დი­ას“ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბით და­ცუ­ლი ობი­ექ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა და უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის სა­კომ­პენ­სა­ცი­ოდ მათ­თვის და­ე­კის­რე­ბი­ნა თან­ხის გა­დახ­და“, - აცხა­დებს „პა­ლიტ­რა­მე­დი­ის“ იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ანა სამ­სო­ნია.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ოთხი წლის შემ­დეგ, 2019 წლის და­სა­წყის­ში დას­რულ­და. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, baidu.ge-ს დამ­ფუძ­ნე­ბელ შპს „ამ­ბრე­ლას“ კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით მო­სარ­ჩე­ლის სა­სარ­გებ­ლოდ 117 600 ლა­რის გა­დახ­და და­ე­კის­რა, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის სა­სარ­გებ­ლოდ კი - 3 458 ლა­რის ოდე­ნო­ბის ბა­ჟის გა­დახ­და. მე­ო­რე მო­პა­სუ­ხეს (ფი­ზი­კურ პირს, რო­მელ­ზეც იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი დო­მე­ნი baidu.ge) კი, 2400 ლა­რის კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და და­ე­კის­რა.

„ასე­თი სა­სა­მარ­თლო პრე­ცე­დენ­ტი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია სა­მო­მავ­ლო პრე­ვენ­ცი­ის­თვის. აქამ­დე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ და­ობ­დნენ დარ­ღვე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად და „მე­კობ­რე­ე­ბიც“ თა­ვი­სუფ­ლად ახ­დენ­დნენ სტა­ტი­ე­ბის კო­პი­რე­ბას. დღეს უკვე გვაქვს პრე­ცე­დენ­ტი, რომ და­ი­სა­ჯა ის, ვინც მი­ი­სა­კუთ­რა სხვი­სი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბა და მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გის მიღ­წე­ვას სხვი­სი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის ხარ­ჯზე ცდი­ლობ­და.

რად­გან ასე­თი პრაქ­ტი­კა უკვე არ­სე­ბობს, ეს სხვე­ბის­თვი­საც სა­მა­გა­ლი­თო იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, რომ სა­სა­მარ­თლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა ქარ­თუ­ლი მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე“, - აცხა­დებს სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია GMI rights management-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ზურა ბეჟაშ­ვი­ლი.

სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებ­ზე მო­მუ­შა­ვე ად­ვო­კა­ტი მე­დეა შენ­გე­ლი­აც აღ­ნიშ­ნავს, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­სა­მარ­თლო პრე­ცე­დენ­ტი და­ფიქ­სირ­და, რად­გან ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის დამ­რღვე­ვებს ჰქონ­დათ მო­ლო­დი­ნი, რომ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლი მო­ე­რი­დე­ბო­და ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვას და არ და­ი­წყებ­და სა­სა­მარ­თლო და­ვას, რაც კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის კუ­თხით წა­მა­ხა­ლი­სებ­ლად მოქ­მე­დებ­და.

„სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას­თან ბრძო­ლის მე­ქა­ნიზ­მში ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი არის ფი­ნან­სუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბა დამ­რღვე­ვის­თვის, რომ მან იგ­რძნოს დარ­ღვე­ვის სიმ­ძი­მე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს კონ­კრე­ტუ­ლი სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ის ოდე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რეც. ასეთ­მა სა­სა­მარ­თლო პრე­ცე­დენ­ტმა უნდა გა­აფრ­თხი­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის სხვა პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­რღვე­ვე­ბი“ - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი მე­დეა შენ­გე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

117 600 ლარის სანქცია სტატიების მოპარვისთვის - პირველი სასამართლო პრეცედენტი საქართველოში

117 600 ლარის სანქცია სტატიების მოპარვისთვის - პირველი სასამართლო პრეცედენტი საქართველოში

სხვის ხარჯზე რეიტინგის მიღწევის მსურველ სხვადასხვა პორტალებს თუ საიტებს დღემდე „დაუსჯელობის სინდრომი“ ჰქონდათ. თუმცა წელს დაფიქსირდა პირველი სასამართლო პრეცედენტი, რომელმაც შესაძლოა, ძირეულად შეცვალოს სიტუაცია საავტორო უფლებების დაცვის კუთხით და პოტენციურ დამრღვევებს პლაგიატობის სურვილი დაუკარგოს.

მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით. „პალიტრა მედიის“ სხვადასხვა მედიასაშუალებები ორიენტირებულები არიან სანდო, ობიექტური, აქტუალური, მაღალი ხარისხის და მულტიმედიური მასალების მომზადებაზე. ეს ყველაფერი განაპირობებს მაღალ რეიტინგს და იმას, რომ „პალიტრამედიის“ სხვადასხვა პლატფორმებს თვეში 10 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

ზოგიერთი ე.წ. ონლაინმედიასაშუალება კი "copy-paste"-ის პრინციპით პირდაპირ ითვისებს იმ მასალებს, რომლებზეც დახარჯულია არცთუ მცირე ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი. ამით განსაკუთრებით გამოირჩეოდა საიტი - baidu.ge, რომელიც „პალიტრამედიას“ შემადგენლობაში შემავალი, ქართულ ინტერნეტსივრცის ერთ-ერთი ლიდერი საიტის AMBEBI.GE-ს მასალების კოპირებას ახდენდა.

"ეს საიტი საზრდოობდა ჩვენი რედაქციის მიერ მომზადებული მასალებით. სიტყვასიტყვით ითვისებდნენ ტექსტსაც, სათაურსაც, ფოტოსაც. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ "ბაიდუს" რედაქციას, შეეწყვიტათ მასალების კოპირება და წაეშალათ უკვე მოპარული მასალები, რაც არ შესრულდა" - ამბობს AMBEBI.GE-ს მთავარი რედაქტორი ეთო ფურცხვანიძე.

შესაბამისად, 2015 წელს „პალიტრამედიამ“ საკუთარი საავტორო უფლებების დასაცავად სასამართლო დავა დაიწყო.

"საავტორო უფლებების უხეშ დარღვევას რეაგირების გარეშე არ დავტოვებდით. 2015 წელს სარჩელით მივმართეთ საქალაქო სასამართლოს კონკრეტული მოთხოვნით - აეკრძალა მოპასუხე მხარეთათვის „პალიტრამედიას“ საავტორო უფლებებით დაცული ობიექტის გამოყენება და უფლებების დარღვევის საკომპენსაციოდ მათთვის დაეკისრებინა თანხის გადახდა“, - აცხადებს „პალიტრამედიის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა სამსონია.

სასამართლო პროცესი ოთხი წლის შემდეგ, 2019 წლის დასაწყისში დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, baidu.ge-ს დამფუძნებელ შპს „ამბრელას“ კომპენსაციის სახით მოსარჩელის სასარგებლოდ 117 600 ლარის გადახდა დაეკისრა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ კი - 3 458 ლარის ოდენობის ბაჟის გადახდა. მეორე მოპასუხეს (ფიზიკურ პირს, რომელზეც იყო რეგისტრირებული დომენი baidu.ge) კი, 2400 ლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

„ასეთი სასამართლო პრეცედენტი უმნიშვნელოვანესია სამომავლო პრევენციისთვის. აქამდე მედიასაშუალებები არ დაობდნენ დარღვეული უფლებების დასაცავად და „მეკობრეებიც“ თავისუფლად ახდენდნენ სტატიების კოპირებას. დღეს უკვე გვაქვს პრეცედენტი, რომ დაისაჯა ის, ვინც მიისაკუთრა სხვისი ინტელექტუალური საკუთრება და მაღალი რეიტინგის მიღწევას სხვისი ინტელექტუალური და მატერიალური რესურსების ხარჯზე ცდილობდა.

რადგან ასეთი პრაქტიკა უკვე არსებობს, ეს სხვებისთვისაც სამაგალითო იქნება. ვფიქრობ, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან დადებითად აისახება ქართული მედიის განვითარებასა და საავტორო უფლებების დაცვაზე“, - აცხადებს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის ორგანიზაცია GMI rights management-ის დამფუძნებელი ზურა ბეჟაშვილი.

საავტორო უფლებებზე მომუშავე ადვოკატი მედეა შენგელიაც აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტი დაფიქსირდა, რადგან ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონის დამრღვევებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ საავტორო უფლების მფლობელი მოერიდებოდა ხარჯების გაწევას და არ დაიწყებდა სასამართლო დავას, რაც კანონის დარღვევის კუთხით წამახალისებლად მოქმედებდა.

„საავტორო უფლებების დარღვევასთან ბრძოლის მექანიზმში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრება დამრღვევისთვის, რომ მან იგრძნოს დარღვევის სიმძიმე. აქედან გამომდინარე, ეს კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური სანქციის ოდენობიდან გამომდინარეც. ასეთმა სასამართლო პრეცედენტმა უნდა გააფრთხილოს საავტორო უფლებების სხვა პოტენციური დამრღვევები“ - აცხადებს ადვოკატი მედეა შენგელია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ